26 მარტს ეროვნულ ბიბლიოთეკაში იოსებ იმედაშვილის ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონის წარდგენა გაიმართება
ფოტო: ციფრული ფოტომატიანე
26 მარტს 18:00 საათზე საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის მეორე კორპუსში, დამოუკიდებლობის დარბაზში, იოსებ იმედაშვილის წიგნის, ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონის პირველი ტომის წარდგენა გაიმართება.
"ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონის" შედგენისა და გამოცემის იდეა ქართველ მწერალსა და საზოგადო მოღვაწეს იოსებ იმედაშვილს ჯერ კიდევ XIX საუკუნის მიწურულს გაუჩნდა, როცა სახალხო წიგნების გამოცემას შეუდგა, ხოლო 1904 წელს ქართულ ენაზე პირველად დაბეჭდილ "უცხო სიტყვათა ლექსიკონს" პირველი განცხადებაც დაურთო, რომელშიც მისი სურვილი გაცხადდა. იოსებ იმედაშვილის მიერ შედგენილი კითხვარი საგანგებოდ დაეგზავნა მათ, ვისაც იგი ეროვნულ მოღვაწეებად მიიჩნევდა. შესაბამისად, ლექსიკონში შეტანილი მასალების პირველწყაროდ, უმეტესად, თავად ლექსიკონში შეყვანილი პირები გვევლინებიან და, საყოველთაოდ ცნობილი ფაქტების გარდა, წიგნში ბევრი ფართო საზოგადოებისთვის უცნობი ცნობაც შევიდა. ლექსიკონი შეიცავს 3 ათასამდე ბიოგრაფიას, რომლებიც დაწერილია ავტორისათვის დამახასიათებელი ექსკლუზიური სტილითა და ფორმით.
"ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონზე" იოსებ იმედაშვილი გარდაცვალებამდე, 1952 წლამდე, მუშაობდა და ამაოდ იბრძოდა მის გამოსაცემად. ავტორის სიცოცხლეში წიგნი რამდენჯერმე მომზადდა დასაბეჭდად. ჯერ 1918 წელს იგეგმებოდა მისი გამოცემა, მოგვიანებით - 1940 და 1947-48 წლებში, თუმცა ყოველი მცდელობა ფუჭი აღმოჩნდა.
"ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონის" I ტომი საქართველოს 1801-1952 წლების პერიოდის იმ მოღვაწეთა ბიოგრაფიებს მოიცავს, რომელთა გვარები ა, ბ, გ, დ ასოებით იწყება. ამ ბიოგრაფიებს ახლავს მოღვაწეთა სრული ბიბლიოგრაფიებიც. წიგნის რედაქტორია ქეთი გზირიშვილი, ყდის გაფორმება მხატვარ გიორგი წერეთელს ეკუთვნის. სარედაქციო კოლეგიის წევრია ავტორის შვილიშვილი ბატონი კობა იმედაშვილი, რომლის უშუალო თანადგომითაც მოახერხა ეროვნულმა ბიბლიოთეკამ ამ უმნიშვნელოვანესი გამოცემის მომზადება.
-
რა არის ფუნქციური დეპრესია რა არის ფუნქციური დეპრესია
-
სიგნალები, რომლებსაც სხეული ყოველდღე გვიგზავნის და ვერ ვამჩნევთ სიგნალები, რომლებსაც სხეული ყოველდღე გვიგზავნის და ვერ ვამჩნევთ
-
1 ივნისის შეთავაზება იმედი L-ისგან 1 ივნისის შეთავაზება იმედი L-ისგან
-
ჯაშუშობის ბრალდებით სუს-მა ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი დააკავა ჯაშუშობის ბრალდებით სუს-მა ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი დააკავა
გადახედვა
-
26 მაისს ნინოშვილზე და საერთო იდეის ქვეშ გაერთიანებული ბიზნესები 26 მაისს ნინოშვილზე და საერთო იდეის ქვეშ გაერთიანებული ბიზნესები
-
რა აკავებს წყალს მიწაზე, ანუ რატომ დარჩა დედამიწა ლურჯი პლანეტა რა აკავებს წყალს მიწაზე, ანუ რატომ დარჩა დედამიწა ლურჯი პლანეტა
-
ლეილა მესხის ჩოგბურთის აკადემიისა და კოკა-კოლას თასი ლეილა მესხის ჩოგბურთის აკადემიისა და კოკა-კოლას თასი
-
ქვიზი: რამდენად კარგად იცი ქართული გრამატიკა? ქვიზი: რამდენად კარგად იცი ქართული გრამატიკა?
-
რის სანაცვლოდ შეაფერხა სენატორმა სტივ ნიკანდროსმა "მეგობარი აქტი?" რის სანაცვლოდ შეაფერხა სენატორმა სტივ ნიკანდროსმა "მეგობარი აქტი?"
გადახედვა
-
სახიფათო სათამაშოების გაყიდვის გამო ევროკომისიამ Temu €200 მილიონით დააჯარიმა სახიფათო სათამაშოების გაყიდვის გამო ევროკომისიამ Temu €200 მილიონით დააჯარიმა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის მე-18 ნაკადზე მიღება დაიწყო საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის მე-18 ნაკადზე მიღება დაიწყო
-
გორში პაპუნა ლოცულაშვილის ცემისთვის ბრალდებულ 6-ვე პოლიციელს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა გორში პაპუნა ლოცულაშვილის ცემისთვის ბრალდებულ 6-ვე პოლიციელს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა
გადახედვა
-
ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ მახუნცეთში, ჩანჩქერში ტურისტი დაიღუპა ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ მახუნცეთში, ჩანჩქერში ტურისტი დაიღუპა
გადახედვა
-
8 მსახიობი, რომლებმაც მთავარ როლზე უარი დაბალი ანაზღაურების გამო თქვეს 8 მსახიობი, რომლებმაც მთავარ როლზე უარი დაბალი ანაზღაურების გამო თქვეს
გადახედვა
-
გზის ხელმეორედ გადაკეტვის ბრალდებით დაკავებულ ზურაბ მენთეშაშვილს 9-თვიანი პატიმრობა მიესაჯა გზის ხელმეორედ გადაკეტვის ბრალდებით დაკავებულ ზურაბ მენთეშაშვილს 9-თვიანი პატიმრობა მიესაჯა
გადახედვა
-
ახალი Siri: გაჟონილი ინფორმაცია აჩვენებს, რომ Apple AI რბოლაში ერთვება ახალი Siri: გაჟონილი ინფორმაცია აჩვენებს, რომ Apple AI რბოლაში ერთვება
გადახედვა
-
თეა წულუკიანი: იმ ექვს პოლიციელს, სადაც ბრძანდებიან, მინდა ვუსაყვედურო, თქვენ ამათ მიეცით სალაპარაკო თეა წულუკიანი: იმ ექვს პოლიციელს, სადაც ბრძანდებიან, მინდა ვუსაყვედურო, თქვენ ამათ მიეცით სალაპარაკო
გადახედვა
-
"Google უკვე Google აღარ არის" — AI-ს გამო მომხმარებლებმა DuckDuckGo-ს მიაშურეს "Google უკვე Google აღარ არის" — AI-ს გამო მომხმარებლებმა DuckDuckGo-ს მიაშურეს
გადახედვა
-
კროსვორდი: დაასრულე ქართული ანიმაციის სახელი კროსვორდი: დაასრულე ქართული ანიმაციის სახელი
გადახედვა
-
Tbilisi Records-მა გია ყანჩელის მუსიკა სცენისა და ეკრანისთვის პირველად გამოსცა ვინილის ფირფიტაზე Tbilisi Records-მა გია ყანჩელის მუსიკა სცენისა და ეკრანისთვის პირველად გამოსცა ვინილის ფირფიტაზე
-
მოისმინეთ: არიანა გრანდემ ახალი სიმღერა გამოუშვა მოისმინეთ: არიანა გრანდემ ახალი სიმღერა გამოუშვა
გადახედვა
კომენტარები