როგორ ასრულებს საქართველო ევროკავშირთან ასოცირების დღის წესრიგს მართლმსაჯულების საკითხებში — ანგარიში
ფოტო: Washington Examiner
"საკანონმდებლო ცვლილებების მიუხედავად, არ შესრულებულა იუსტიციის საბჭოსთან დაკავშირებული აქტივობები", — საქართველო-ევროკავშირის 2017-2020 წლების ასოცირების დღის წესრიგის ანგარიშში ნათქვამია, რომ მართლმსაჯულების სექტორში ამოცანები ნაწილობრივ შესრულდა. დოკუმენტი ფონდი ღია საზოგადოება — საქართველოს მხარდაჭერით მომზადდა.
ანგარიში ყურადღებას ამახვილებს სასამართლო სისტემაში განხორციელებულ რეფორმებზე, და საუბარია მართლმსაჯულების სფეროს ხარვეზებზე. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ მოსამართლეთა შერჩევა/დანიშვნის წესი კვლავ არ აკმაყოფილებს ობიექტურ კრიტერიუმებზე დაფუძნებულ სტანდარტს:
"პროცესი არ არის დასაბუთებული და გამჭვირვალე. არ მომზადებულა საკანონმდებლო ცვლილებების პროექტი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობის წესის შესახებ. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი საკითხები ჯერ კიდევ არ რეგულირდება კანონით, რაც ამცირებს საბჭოს საქმიანობის შესახებ ანგარიშვალდებულებას. მათ შორის, არ გაუმჯობესებულა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობის, გადაწყვეტილებების მიღების, დასაბუთებისა და გამოქვეყნების პროცედურები".
ანგარიშში საუბარია ასევე სახელმწიფო ინსპექტორის აპარატის ეფექტიანობაზე, რომლის შესახებ საქართველოს პარლამენტმა კანონი 2018 წლის 20 ივლისს მიიღო:
"ინსტიტუტის მიზანია სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის ან მოხელის მიერ ჩადენილ დანაშაულის გამოძიება დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი ინსტიტუტის მიერ. პარლამენტმა კანონის ამოქმედებამდე რამდენიმე დღით ადრე, მასში ცვლილებები შეიტანა, რაც უარყოფითად უნდა შეფასდეს, რადგან ამან ხელი შეუწყო კანონის ძალაში შესვლას ექვსი თვის დაგვიანებით".
ანგარიშში ასევე წერია, რომ პარლამენტის მიერ მიღებული ორგანული კანონი საქართველოს პროკურატურის შესახებ მხოლოდ ფორმალურ შესაბამისობაშია კონსტიტუციის ახალ რედაქციასთან:
"ეს თავისთავად არ არის საკმარისი პროკურატურის სრულფასოვანი რეფორმის განსახორციელებლად. საპროკურორო საბჭოს არა აქვს საკმარისი გარანტიები ფუნქციური და ინსტიტუციური დამოუკიდებლობის მისაღწევად".
ანგარიშში ნათქვამია, რომ მართლმსაჯულების სექტორში 2017 წლის 29 მაისს დამტკიცდა სასამართლო სისტემის სტრატეგია 2017-2021 წლებისათვის და 2017-2018 წლების სამოქმედო გეგმა.
ასევე დადებითადაა შეფასბეული ისიც, რომ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მიიღო საკვალიფიკაციო გამოცდის და მისი მოსამზადებელი პროცესის განახლებული წესი.
-
ბიზნესმენი ბესარიონ ხარძიანის "კუს ტბის" წილების საქმეზე სასამართლომ გიორგი უდესიანი და ალექსანდრე მუხაძე დამნაშავედ ცნო ბიზნესმენი ბესარიონ ხარძიანის "კუს ტბის" წილების საქმეზე სასამართლომ გიორგი უდესიანი და ალექსანდრე მუხაძე დამნაშავედ ცნო
გადახედვა
-
შემოსვლა მომგებიანია — საქართველოს ბანკის გათამაშება ინდმეწარმეებისთვის დაიწყო შემოსვლა მომგებიანია — საქართველოს ბანკის გათამაშება ინდმეწარმეებისთვის დაიწყო
-
Spider-Man: Brand New Day-ს სრული ვერსია პლატფორმა X-ზე გავრცელდა Spider-Man: Brand New Day-ს სრული ვერსია პლატფორმა X-ზე გავრცელდა
გადახედვა
-
მეცნიერებმა ჩვენს დნმ-ში ორი იდუმალი, "მოჩვენებითი" წინაპარი აღმოაჩინეს მეცნიერებმა ჩვენს დნმ-ში ორი იდუმალი, "მოჩვენებითი" წინაპარი აღმოაჩინეს
გადახედვა
-
როგორ დავიცვათ თავი სიცხისგან? — დაავადებათა კონტროლის ცენტრი მოსახლეობას რეკომენდაციებით მიმართავს როგორ დავიცვათ თავი სიცხისგან? — დაავადებათა კონტროლის ცენტრი მოსახლეობას რეკომენდაციებით მიმართავს
გადახედვა
-
სტუდია "მონიტორის" Facebook-გვერდი გაითიშა სტუდია "მონიტორის" Facebook-გვერდი გაითიშა
გადახედვა
-
ტრამპის განცხადებით, ირანთან მოლაპარაკებები 3 აგვისტოს დაიწყება ტრამპის განცხადებით, ირანთან მოლაპარაკებები 3 აგვისტოს დაიწყება
გადახედვა
-
ატომური ბომბის შექმნით ქვეყანას ღვთის მადლი მიენიჭა — რუსეთის პატრიარქი კირილე ატომური ბომბის შექმნით ქვეყანას ღვთის მადლი მიენიჭა — რუსეთის პატრიარქი კირილე
გადახედვა
-
BMG: ვანო ზარდიაშვილი ელექტროსისტემის დირექტორობიდან მოხსნეს BMG: ვანო ზარდიაშვილი ელექტროსისტემის დირექტორობიდან მოხსნეს
გადახედვა
-
სომხეთის პრეზიდენტის ბრძანებით, ნიკოლ ფაშინიანი სომხეთის რესპუბლიკის პრემიერმინისტრად დაინიშნა სომხეთის პრეზიდენტის ბრძანებით, ნიკოლ ფაშინიანი სომხეთის რესპუბლიკის პრემიერმინისტრად დაინიშნა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკი — ფოთის საჭადრაკო ფესტივალზე ქართველი მოჭადრაკეების მთავარი მხარდამჭერი | ტურნირის შეჯამება საქართველოს ბანკი — ფოთის საჭადრაკო ფესტივალზე ქართველი მოჭადრაკეების მთავარი მხარდამჭერი | ტურნირის შეჯამება
-
Galaxy Z სერიის უახლესი დასაკეცო სმარტფონების ინოვაციური ეპოქა წინასწარი | გაყიდვები 3 აგვისტოდან იწყება Galaxy Z სერიის უახლესი დასაკეცო სმარტფონების ინოვაციური ეპოქა წინასწარი | გაყიდვები 3 აგვისტოდან იწყება
-
"ბლექ სი პეტროლიუმმა" რუსული ნედლი ნავთობის ჩანაცვლება დაიწყო — განცხადება "ბლექ სი პეტროლიუმმა" რუსული ნედლი ნავთობის ჩანაცვლება დაიწყო — განცხადება
გადახედვა
-
ღვინის, ხორბლისა და ნეანდერტალელების უძველესი კვალი | წოფი, იმირი, შულავერი ღვინის, ხორბლისა და ნეანდერტალელების უძველესი კვალი | წოფი, იმირი, შულავერი
-
ორ წლამდე ასაკში შაქრის შეზღუდვა ტვინის უკეთეს ჯანმრთელობასთან დააკავშირეს ორ წლამდე ასაკში შაქრის შეზღუდვა ტვინის უკეთეს ჯანმრთელობასთან დააკავშირეს
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი ჰარი პოტერის პერსონაჟი როულინგის ილუსტრაციით ქვიზი: გამოიცანი ჰარი პოტერის პერსონაჟი როულინგის ილუსტრაციით
-
ინკების მუმიების დნმ ადასტურებს — ყვავილი ამერიკაში ევროპიდან მოხვდა ინკების მუმიების დნმ ადასტურებს — ყვავილი ამერიკაში ევროპიდან მოხვდა
გადახედვა
-
მეცნიერებმა აჩვენეს, რომ ტვინს ერთდროულად რამდენიმე დავალების უკეთ შესრულების სწავლა შეუძლია მეცნიერებმა აჩვენეს, რომ ტვინს ერთდროულად რამდენიმე დავალების უკეთ შესრულების სწავლა შეუძლია
გადახედვა
-
სტუდენტებმა სახელმწიფო უნივერსიტეტებში სრული დაფინანსების მისაღებად გარკვეული პირობები უნდა დააკმაყოფილონ — მთავრობის ახალი დადგენილება სტუდენტებმა სახელმწიფო უნივერსიტეტებში სრული დაფინანსების მისაღებად გარკვეული პირობები უნდა დააკმაყოფილონ — მთავრობის ახალი დადგენილება
გადახედვა
-
ალეკო ელისაშვილს მოწმე პოლიციელის შეურაცხყოფისთვის ბრალი წარუდგინეს ალეკო ელისაშვილს მოწმე პოლიციელის შეურაცხყოფისთვის ბრალი წარუდგინეს
გადახედვა
-
ცოცხალი სოკოებისგან დამზადებული კაბა, რომელსაც თვითწმენდა და აღდგენა შეუძლია ცოცხალი სოკოებისგან დამზადებული კაბა, რომელსაც თვითწმენდა და აღდგენა შეუძლია
გადახედვა
კომენტარები