აპენდიქსის, ან გლანდების ამოჭრის მერე, დაორსულების შანსებმა შესაძლოა მოიმატოს
ფოტო: Coffeemill / Shutterstock
"ოდესმე ამოგიჭრიათ გლანდები, ან აპენდიქსი, იგივე ბრმა ნაწლავი? თუ კი, და ამასთანავე ხართ ქალი, მაშინ, ალბათ, თქვენთვის არასოდეს არავის უთქვამს, რომ ეს ოპერაციები თქვენი შვილოსნობის შანსს გაზრდიდა", - CNN 15 წლიანი კვლევის შედეგების შესახებ წერს, რომლის მიხედვით, ქალებს, რომლებმაც ახალგაზრდობაში აპენდიქსის, ან ნუშურა ჯირკვლების (გლანდების) ოპერაცია გაიკეთეს, დაორსულების მეტი შანსი აქვთ.
კვლევამ ბოლომდე ვერ ამოხსნა კავშირი ოპერაციებსა და დაორსულებას შორის, თუმცა დანდის უნივერსიტეტის მკვლევარებმა დიდი ბრიტანეთის მასშტაბით 530 000 ქალის სამედიცინო ისტორია შეისწავლეს. მათ აღმოაჩინეს, რომ იმ ქალებს შორის, რომლებსაც გაკეთებული ჰქონდათ აპენდიქსისა და ნუშურა ჯირკვლების ოპერაცია, ფეხმძიმობის მაჩვენებელი მაღალი იყო და კიდევ უფრო მეტი იყო მათი რაოდენობა, თუკი ორივე მათგანი [აპენდიქსი და ნუშურა ჯირკვლები] ჰქონდათ ამოჭრილი.
აპენდიქსის ან ნუშურა ჯირკვლების გარეშე, ფეხმძიმე ქალების მაჩვენებელი 54% და 53% იყო, ხოლო, იმ ქალების, რომლებსაც არცერთი აღარ ჰქონდათ - 59%.
შედეგები ეწინააღმდეგება ძველ სამედიცინო თეორიებს, რომ ოპერაციები, განსაკუთრებით აპენდექტომია, შვილოსნობის შანსს ამცირებს, რადგან საშვილოსნოს მილების გარშემო ქსოვილი ნაწიბურების ფორმირებას განიცდის.
კონსულტანტი, ქირურგი და მკვლევარი სამი შიმი ამბობს, რომ ამ კვლევამ ეჭვქვეშ დააყენა მითი აპენდექტომიის მავნე ზეგავლენის შესახებ. მისივე თქმით, ახალგაზრდა ქალებს არ უნდა ეშინოდეთ იმის, რომ ამ ოპერაციების გამო შვილოსნობის შანსები შეუმცირდებათ.
შედეგების გაგებიდან მომდევნო ეტაპზე მკვლევარებს სურთ გაიგონ, თუ რატომ იზრდება ფეხმძიმობის შანსები აღნიშნული ოპერაციების შემდეგ. მათი თქმით, საჭიროა მექანიზმის პოვნა. ექიმი შიმი ამბობს, რომ ბიოლოგიური მიზეზი შესაძლოა იყოს სხეულში მიმდინარე ანთებითი პროცესი, რომელიც აპენდიქსის, ან გლანდების ანთებითაა მუდმივად გამოწვეული. იგი სხეულს დამატებით ტვირთავს, ასუსტებს და კვერცხუჯრედის განაყოფიერების შანსს პოტენციურად ამცირებს.
მკვლევარების აზრით, ამ კონკრეტული კვლევის შედეგებმა უნდა დაარწმუნოს ქალები, რომ გაიკეთონ ოპერაცია თუ ნამდვილად სჭირდებათ, თუმცა იგი არ უნდა გააკეთონ იმ მიზეზით, რომ ნაყოფიერება გაიუმჯობესონ:
"აქ მთავარია ის, რომ თუკი ნამდვილად სჭირდებათ რომელიმე ოპერაცია, ეს მათ სამომავლო ფეხმძმობის შანსებს ნამდვილად არ შეუმცირებს".
-
პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო" პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო"
გადახედვა
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება 3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება
გადახედვა
-
BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა
გადახედვა
-
DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები