პროფკავშირები: სატრანსპორტო კომპანიის თანამშრომლებს დამატებითი ბენეფიტები უწესდებათ
ფოტო: თბილისის სატრანსპორტო კომპანია
საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების განცხადებით, ოთხთვიანი მოლაპარაკებების შედეგად თბილისის სატრანსპორტო კომპანიის თანამშრომლებს დამატებითი ბენეფიტები უწესდებათ.
მიღწეულ შედეგებს შორის არის:
- მეტროს თანამშრომლებისთვის ღამის საათებში მუშაობის დანამატის 10 პროცენტიანი ზრდა;
- მოიხსნება თანრიგების დაცვის სისტემა და ამავდროულად გაიზრდება ტარიფები მე-6 თანრიგის 100 ლარამდე. მე-5 თანრიგისათვის 70 ლარამდე და მე-4 თნრიგისათვის 50 ლარამდე;
- ამავე დროს, თანრიგების მიმნიჭებელ კომისიაში, ხმის უფლების მანდატი მიეცემათ მეტროს და ტრანსპორტის პროფკავშირების წარდგინებით, პირველადი პროფკავშირული ორგანიზაციების წარმომადგენლებს;
- საწარმოს სამსახურის ტექნიკური მეცადინეობების (გადამზადების) დრო, რომელიც ადმინისტრაციის ორგანიზებით ტარდება თანამშრომლებისთვის თვეში ერთხელ ანაზღაურდება 20 ლარით;
- საწარმოში დასაქმებული ყველა ბრძანების ასლი, რომელიც ეხება დასაქმებულთა სოციალურ ეკონომიკურ საკითხებს, მათ შორის, მიღებისა და გათავისუფლების ბრძანების ასლები, სამი დღის ვადაში გადაეცემა პროფკავშირს;
- მეტროს თანამშრომლებისთვის, მეტროს პროფკავშირის შუამდგომლობით დაწესდება ყოველწლიური "საპატიო მეტროპოლიტენელი" წოდების მინიჭება, წამახალისებელი ფულადი ჯილდოს თანხლებით;
- კომპანიაში დასაქმებული ე.წ. ბუქსირის მძღოლებისთვის განისაზღვრება მავნე პირობებში მუშაობის დანამატი;
- სამეურნეო მანქანის მძღოლები დანამატის სახით - მავნე სამუშაოსთვის, ათდღიან დამატებით ანაზღაურებად შვებულებას მიიღებენ;
- ივლისსა და აგვისტოში, ძლიერი სიცხის გათვალისწინებით, მცირე ზომის ყვითელი ავტობუსების "ბოგდანების" მძღოლები იქნებიან უზრუნველყოფილნი წყლით ან მიიღებენ შესაბამის დანამატს 50-50 ლარის ოდენობით;
- თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ მზადაა დაარეგულიროს ე.წ მშრალი ოქმი საკითხი, რაც გულისხმობს მცირე საავტომობილო ინცინდენტების დროს (რომელიც არ იწვევს სხვისი ნივთის ან ვინმეს დაზიანებას და ეხება საავტომობილო საშუალების შედარებით მსუბუქ დაზიანებას, გახახუნებას და ა.შ) მძღოლების 250-ლარიანი ჯარიმისგან გათავისუფლებას. კახა კალაძემ განაცხადა, რომ მზადაა საკითხი დაარეგულიროს შსს-სთან და საპატრულო პოლიციასთან;
- დეკემბრიდან იანვრამდე მეტროპოლიტენის თანამშრომელთა შრომით ხელშეკრულებებში შევა ცვლილება და მათ აუნაზღაურდებათ ნახევარსაათიანი ე.წ. გამოუყენებელი შესვენება. რომელიც ჯამში შეადგენს 600 ათას ლარს და რომლისთვისაც თანხები ამ ეტაპზე ბიუჯეტში ვერ გამოიძებნა;
- პროფკავშირთან კოლექტიური ხელშეკრულების შედეგად საწარმოში არსებული წელთა ნამსახურების დანამატი გავრცელდება მძღოლებზეც და ამ თანხას ისინი, ისევე როგორც მეტროს თანამშრომლები მიიღებენ წლის დასრულებისთანავე;
- დეკემბერ-იანვარში გაფორმდება კოლექტიური შეთანხმება, რომელშიც ჩაიდება როგორც ძველი მიღწევები, ასევე ახალი სხვადასხვა საკითხი, რომელიც გააუმჯობესებს კომპანიაში დასაქმებულთა სოციალეკონომიკურ მდგომარეობას.
ხელფასების ზრდის მოთხოვნით თბილისის მეტროს მემანქანეები და სხვა თანამშრომლები 2 ივნისს დაიწყეს, რამაც ქალაქის პარალიზება გამოიწვია. მეტროს მემანქანეები მოითხოვდნენ, რომ მათი თანამდებობრივი სარგო 45 პროცენტით გაზრდილიყო.
რამდენიმე დღის შემდეგ, 6 ივნისს მემანქანეებმა გაფიცვა შეწყვიტეს და მუშაობა განაახლეს. მემანქანეების თქმით, მერია მათ დაჰპირდათ, რომ ხელფასები ეტაპობრივად გაეზრდებათ, თუმცა კონკრეტული თარიღები უცნობია.
-
ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლები ევროკავშირს 2008 წლის ომის მე-18 წლისთავზე ღია წერილით მიმართავენ ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლები ევროკავშირს 2008 წლის ომის მე-18 წლისთავზე ღია წერილით მიმართავენ
გადახედვა
-
დელფინები თევზზე სანადიროდ იარაღების გამოყენებას დედებისგან სწავლობენ დელფინები თევზზე სანადიროდ იარაღების გამოყენებას დედებისგან სწავლობენ
გადახედვა
-
სერიალში სიკვდილი ჩემთვის დიდი პატივია — დრაკონის სახლის მსახიობი ფინალს აფასებს სერიალში სიკვდილი ჩემთვის დიდი პატივია — დრაკონის სახლის მსახიობი ფინალს აფასებს
გადახედვა
-
ირაომ შინაური ცხოველების დაზღვევა განაახლა — მომხმარებელისთვის კიდევ უფრო მოქნილი პირობებით ირაომ შინაური ცხოველების დაზღვევა განაახლა — მომხმარებელისთვის კიდევ უფრო მოქნილი პირობებით
-
პროკრედიტ ბანკისა და EBRD-ის მხარდაჭერით სქაიტელი განვითარების ახალ ეტაპზე გადადის პროკრედიტ ბანკისა და EBRD-ის მხარდაჭერით სქაიტელი განვითარების ახალ ეტაპზე გადადის
-
"ჩვენ არ შეგვიტანია, ბიზნესმა შეიტანა" — ირაკლი კობახიძემ ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანა დაადასტურა "ჩვენ არ შეგვიტანია, ბიზნესმა შეიტანა" — ირაკლი კობახიძემ ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანა დაადასტურა
გადახედვა
-
უნდა შევწყვიტოთ თუ არა თითების ტკაცუნი? უნდა შევწყვიტოთ თუ არა თითების ტკაცუნი?
გადახედვა
-
Anthropic-ის AI აგენტმა ყალბი იდენტობები შექმნა და ადამიანების მოტყუება სცადა Anthropic-ის AI აგენტმა ყალბი იდენტობები შექმნა და ადამიანების მოტყუება სცადა
გადახედვა
-
თბილისის თავისუფალი ზონა ახალი მმართველობის პირობებში — ინდუსტრიალიზაციის სამი წელი თბილისის თავისუფალი ზონა ახალი მმართველობის პირობებში — ინდუსტრიალიზაციის სამი წელი
-
ქვიზი: აბუდელაურის რომელი ტბა ხარ? ქვიზი: აბუდელაურის რომელი ტბა ხარ?
-
კაცი, რომელიც სარეკლამო ბანერში ცხოვრობს — რისი თქმა სურს Netflix-ს? კაცი, რომელიც სარეკლამო ბანერში ცხოვრობს — რისი თქმა სურს Netflix-ს?
გადახედვა
-
რეკორდული ბაზრის წილი და პროდუქტის დივერსიფიკაცია — თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთმა JCB-ს ორი ჯილდო მიიღო რეკორდული ბაზრის წილი და პროდუქტის დივერსიფიკაცია — თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთმა JCB-ს ორი ჯილდო მიიღო
-
ასტრონომებმა სამყაროს უდიდესი 2D რუკა შექმნეს, რომელიც 4 მილიარდამდე ობიექტს მოიცავს ასტრონომებმა სამყაროს უდიდესი 2D რუკა შექმნეს, რომელიც 4 მილიარდამდე ობიექტს მოიცავს
გადახედვა
-
მერიამ რუსთაველის გამზირის კონტრაქტორი კომპანია "სმარტ სოლუშენსი" სამუშაოების 24-საათიან რეჟიმში შეუსრულებლობის გამო დააჯარიმა მერიამ რუსთაველის გამზირის კონტრაქტორი კომპანია "სმარტ სოლუშენსი" სამუშაოების 24-საათიან რეჟიმში შეუსრულებლობის გამო დააჯარიმა
გადახედვა
-
ქუთაისსა და წყალტუბოში განსაკუთრებით დიდი ოდენობით "მეთადონი" ამოიღეს — დაკავებულია უცხო ქვეყნის 3 მოქალაქე ქუთაისსა და წყალტუბოში განსაკუთრებით დიდი ოდენობით "მეთადონი" ამოიღეს — დაკავებულია უცხო ქვეყნის 3 მოქალაქე
გადახედვა
-
სინამდვილეში რამდენი მზის სინათლე გვჭირდება? სინამდვილეში რამდენი მზის სინათლე გვჭირდება?
გადახედვა
-
მისაღების ინტერიერი — როგორ იქმნება მყუდრო და ჰარმონიული სივრცე მისაღების ინტერიერი — როგორ იქმნება მყუდრო და ჰარმონიული სივრცე
-
მიხეილ ყაველაშვილი: ერთიანობით, სტრატეგიული მოთმინებით, სიბრძნითა და შრომით ჩვენი სამშობლო აუცილებლად მიაღწევს თავის დიდგორს მიხეილ ყაველაშვილი: ერთიანობით, სტრატეგიული მოთმინებით, სიბრძნითა და შრომით ჩვენი სამშობლო აუცილებლად მიაღწევს თავის დიდგორს
გადახედვა
-
ჭადრაკის ახალი ტალღა — ფოთი, ქალაქი რომელიც თავად იქცა თამაშის ნაწილად ჭადრაკის ახალი ტალღა — ფოთი, ქალაქი რომელიც თავად იქცა თამაშის ნაწილად
-
ნანგრევებიდან გაგონილმა ჩურჩულის ხმამ ჩვილის სიცოცხლე გადაარჩინა — რა ხდება კოლუმბიაში ნანგრევებიდან გაგონილმა ჩურჩულის ხმამ ჩვილის სიცოცხლე გადაარჩინა — რა ხდება კოლუმბიაში
გადახედვა
-
თბილისის აეროპორტთან თაღლითობისთვის ძებნილი პირი დააკავეს — საქმე 2.7 მლნ-ზე მეტ ქონებას ეხება თბილისის აეროპორტთან თაღლითობისთვის ძებნილი პირი დააკავეს — საქმე 2.7 მლნ-ზე მეტ ქონებას ეხება
გადახედვა
კომენტარები