"ჰარი პოტერი და დაწყევლილი ბავშვი" - წლის ყველაზე გახმაურებული პრეზენტაცია 31 ივლისს შედგება
ფოტო: www.pottermore.com
"ლუმოს მაქსიმო" მეგობრებო, თვალები ფართოდ გაახილეთ და დაიწყეთ კითხვა. ფენტეზის დედოფალი გჩუქნით ახალ ბილეთს 93/4 პლატფორმის მატარებელზე, ჯადოსნურ სამყაროში სამოგზაუროდ.
31 ივლისს, ზუსტად დილის 12 საათზე ჩრდილოეთ ამერიკის წიგნის მაღაზიების დახლებს ბესტსელერობისთვის განწირული წიგნი "ჰარი პოტერი და დაწყევლილი ბავშვი" შეავსებს, თანაც ერთი კი არა ორი ტომი. გამომცემლობა Sholastic-ის გავრცელებული ინფორმაციით პირველ ეტაპზე 4,5 მილიონი წიგნი დაიბეჭდება, პლუს გავრცელდება ელ. ვერსიაც.
მაგრამ ეს ყველაფერი როდია. ეკრანთან ახლოს ქართველო პოტერჰედებო, სასიხარულო ინფორმაცია გვაქვს თქვენთვისაც. ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა უახლოეს მომავალში თარგმანს შემოგთავაზებთ.
"სურვილი გვაქვს წლის ბოლომდე გამოვცეთ წიგნი და საახალწლო საჩუქარი გავუკეთოთ პოტერჰედებს, მაგრამ თუ ლიცენზიის მიღების პროცესი გაიწელა, წიგნი სავარაუდოდ, იანვარში გამოვა", - ამბობს ლუკა გრიგოლია, გამომცემლობის პროექტების მენეჯერი.
რატომ მიიღო წიგნმა შეფასება ბესტსელერობისთვის განწირული?
პასუხი მარტივია - მილიონობით პოტერჰედის მოლოდინი გამომცემლებს აიმედებს. თანაც ჰარი პოტერის ისტორიებზე აქამდე 450 მილიონი წიგნია გაყიდული და როულინგი ერთადერთი მწერალია, რომელიც წიგნის წერით მილიარდერი გახდა.
წიგნის ბოლო ნაწილის შემდეგ მწერალმა 7 წლიანი შესვენება აიღო.
7 წელიწადი!... იცი მკითხველო ეს შვიდი წელიწადი, რა შვიდი წელიწადია?
პირველი, რომ მთელი საუკუნეა მისთვის, ვინც საყვარელ გმირებს მოშორებია. მეორე, ეგ შვიდი წელიწადი ბეწვის ხიდია, სიკვდილის მხვრელებსა და პატრონუსებს შუა ბედისაგან გადებული. სწორედ ამიტომ, ჯოან კეინ როულინგმა შეიბრალა პოტერჰედები, თხოვნა გაითვალისწინა და ახალი ისტორია დაწერა.
"ჰარი პოტერი და დაწყევლილი ბავშვი" - ამ ისტორიას დაანონსების დღიდან დიდი რეზონანსი მოყვა რადგან მწერალმა განაცხადა, რომ ეს იყო უბრალო პიესა სპექტაკლისთვის და ისტორია ფართო მასშტაბებს ვერ მიიღებდა. მაგრამ ფანების დაჟინებული მოთხოვნა უფრო ძლიერი არგუმენტია ვიდრე ვოლდემორის ჯადოსნური ჯოხი. როულინგმა გადაიფიქრა - 31 ივლისს წიგნი მზის სინათლეს იხილავს.
ჰოგვორტსის ოქროს სამეულის ისტორია დასასრულს ბნელი ლორდის დამარცხების შემდეგ მიუახლოვდა. საყვარელი პერსონაჟების დიდი დანაკარგების შემდეგ, მწერალმა ბედნიერი დასასრულისთვის გაგვიმეტა და და ბოლოს დაოჯახებული ბედნიერი სამეული ვნახეთ.
გავიგებთ თუ არა წიგნიდან რა მოხდა შემდეგ?
ამჯერად ფოკუსი ჰარის, რონის და ჰერმიონის თავგადასავლების ნაცვლად მათ შთამომავლობაზე ინაცვლებს. დაწყევლილი ბავშვის როლში ჰარის უმცროსი შვილი - ალბუს სევერუს პოტერი გვევლინება, რომელიც მამის პოპულარობის და წარსულის გამო მუდმივ შარში ეხვევა.
დეტალები გაინტერესებთ?
მაშინ დაელოდეთ ისტორიის წიგნის ფურცლებზე გაცოცხლებას და რაც მთავარია საქართველოში გამოცემას. მანამდე კი 30 ივლისს, ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული და განხილვადი თეატრალური შოუ გველოდება, სადაც ჩვენთვის ნაცნობ სამყაროს დაპატარავების შელოცვით სცენაზე გადმოტანილს, საყვარელ მსახიობებს კი სახეცვლილს ვიხილავთ.
მიუხედავად იმისა, რომ მსახიობების ცვლილება, განსაკუთრებით კი ძველი პერსონაჟებისგან რადიკალური განსხვავებულობა პოტერჰედებს ძალიან აღიზიანებთ, ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს ნუ მივიღებთ. უახლოესი მომავალი გვაჩვენებს რამდენად შეძლებენ სხვა მსახიობები შეუძლებელს, ანუ ჩვენი საყვარელი პერსონაჟების გაცოცხლებას.
მანამ კი სანამ წიგნის წაკითხვის შანსი მოგვეცემა ერთხმად ვთქვათ - "საზეიმო ფიცს ვდებ, რომ დავგეგმავ მხოლოდ ოინებს და არაფერს ოინების გარდა".
-
ტრამპმა 2026 წლის 17 მაისი ეროვნული ლოცვის დღედ გამოაცხადა ტრამპმა 2026 წლის 17 მაისი ეროვნული ლოცვის დღედ გამოაცხადა
გადახედვა
-
პროკურატურამ ანტონ ჩეჩინს, არტემ გრიბულსა და სერგეი კუხარჩუკს ციხეში ბანქოს თამაშისთვის ახალი ბრალი წაუყენა პროკურატურამ ანტონ ჩეჩინს, არტემ გრიბულსა და სერგეი კუხარჩუკს ციხეში ბანქოს თამაშისთვის ახალი ბრალი წაუყენა
გადახედვა
-
შესაძლოა, დედამიწაზე კონტინენტები 4 მილიარდი წლის წინაც არსებობდა — კვლევა შესაძლოა, დედამიწაზე კონტინენტები 4 მილიარდი წლის წინაც არსებობდა — კვლევა
გადახედვა
-
უკრაინაში 157 სამხედრო ტყვე დააბრუნეს უკრაინაში 157 სამხედრო ტყვე დააბრუნეს
გადახედვა
-
იუპიტერი იმაზე "პატარაა", ვიდრე აქამდე მიიჩნეოდა — როგორია ახალი მონაცემები იუპიტერი იმაზე "პატარაა", ვიდრე აქამდე მიიჩნეოდა — როგორია ახალი მონაცემები
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: შეიძლება შედგეს ჯანსაღი მსჯელობა — რა პლუს-მინუსები აქვს, მაგალითად — ევროინტეგრაციას ირაკლი კობახიძე: შეიძლება შედგეს ჯანსაღი მსჯელობა — რა პლუს-მინუსები აქვს, მაგალითად — ევროინტეგრაციას
გადახედვა
-
რამდენად განსაზღვრავს სიცოცხლის ხანგრძლივობას გენეტიკა რამდენად განსაზღვრავს სიცოცხლის ხანგრძლივობას გენეტიკა
გადახედვა
-
ყველაფერი, რაც წელს Apple TV+ზე გამოვა ყველაფერი, რაც წელს Apple TV+ზე გამოვა
გადახედვა
-
თიბისის მხარდაჭერით AI ლიგა დაიწყო — გზა საერთაშორისო AI ოლიმპიადებისკენ თიბისის მხარდაჭერით AI ლიგა დაიწყო — გზა საერთაშორისო AI ოლიმპიადებისკენ
-
$1 მლნ-ზე მეტი ღირებულების ქონების მოპარვისთვის ნიუ-იორკში 48 წლის ქართველი დააკავეს $1 მლნ-ზე მეტი ღირებულების ქონების მოპარვისთვის ნიუ-იორკში 48 წლის ქართველი დააკავეს
გადახედვა
-
"რატის ბარში" 18 წლის ბიჭის მკვლელობისთვის ბრალდებულ ივანე გიგლემიანს უვადო პატიმრობა მიესაჯა "რატის ბარში" 18 წლის ბიჭის მკვლელობისთვის ბრალდებულ ივანე გიგლემიანს უვადო პატიმრობა მიესაჯა
გადახედვა
-
10+ ქვიზი, რომლებიც იანვარში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა 10+ ქვიზი, რომლებიც იანვარში მოგიმზადეთ და შეიძლება გამოგრჩა
გადახედვა
-
IPN: ეუთო "მოსკოვის მექანიზმით" გათვალისწინებული ექსპერტთა მისიის დაკომპლექტების პროცესშია IPN: ეუთო "მოსკოვის მექანიზმით" გათვალისწინებული ექსპერტთა მისიის დაკომპლექტების პროცესშია
გადახედვა
-
TRIPP-ის პროექტის ფარგლებში აშშ-ის დელეგაცია სომხეთში ჩავიდა TRIPP-ის პროექტის ფარგლებში აშშ-ის დელეგაცია სომხეთში ჩავიდა
გადახედვა
-
საამიროებში პირველი გენეტიკური ბიოსაცავის შექმნას აპირებენ საამიროებში პირველი გენეტიკური ბიოსაცავის შექმნას აპირებენ
გადახედვა
-
ევროსაბჭო უკრაინას €90 მლრდ-ის ფინანსურ დახმარებას გაუწევს ევროსაბჭო უკრაინას €90 მლრდ-ის ფინანსურ დახმარებას გაუწევს
გადახედვა
-
არსებობს მდინარე, რომელიც მაღლა "მიედინება" — მეცნიერებმა სავარაუდო მიზეზს მიაკვლიეს არსებობს მდინარე, რომელიც მაღლა "მიედინება" — მეცნიერებმა სავარაუდო მიზეზს მიაკვლიეს
გადახედვა
-
ევროკომისია: "გრანტების შესახებ" კანონის გამკაცრება სრულ წინააღმდეგობაში მოვა ევროკავშირში გაწევრიანების პროცესთან" ევროკომისია: "გრანტების შესახებ" კანონის გამკაცრება სრულ წინააღმდეგობაში მოვა ევროკავშირში გაწევრიანების პროცესთან"
გადახედვა
-
მარკო მიხელსონი: საქართველოს არალეგიტიმური ხელისუფლების წარმომადგენლები საკუთარ ხალხს ტერორისტებად მიიჩნევენ მარკო მიხელსონი: საქართველოს არალეგიტიმური ხელისუფლების წარმომადგენლები საკუთარ ხალხს ტერორისტებად მიიჩნევენ
გადახედვა
-
მარიამ რამაზაშვილი კონკურსის “ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში” ფინალისტია მარიამ რამაზაშვილი კონკურსის “ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში” ფინალისტია
გადახედვა
-
სტუ PUBLICIST.GE-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციას თანხების გაფლანგვასთან დაკავშირებით სიყალბეს უწოდებს სტუ PUBLICIST.GE-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციას თანხების გაფლანგვასთან დაკავშირებით სიყალბეს უწოდებს
გადახედვა

კომენტარები