ვერც ვთბებით და ვერც საჭმელს ვაკეთებთ - გაზის გარეშე დარჩენილი ეთნიკური აზერბაიჯანელები
ფოტო: ხაიალ აზიზოვი
"ზამთარში ვერც ნორმალურად ვთბებით და ვერც საჭმელს ვაკეთებთ, რადგან გაზი არა გვაქვს," - ამბობს დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაკეში მცხოვრები, ამიდ ოსმანოვი. ვაკეში ძირითადად ეთნიკური აზერბაიჯანელები ცხოვრობენ.
ამიდ ოსმანოვის თქმით, სოფელში ბუნებრივი აირი არც არასოდეს ჰქონიათ: "დენს და შეშას ვიყენებთ. ორივეს ცეცხლის ფასი უკიდია. ერთი მანქანა შეშა 600-700 ლარი ღირს. სოფელში მცხოვრები ხალხის დიდი ნაწილი უმუშევარია. შეშის ყიდვა და ზამთარში თავის გატანა ძალიან გვიჭირს."
ამავე სოფელში მცხოვრები, ჯამილა ეიუბოვა აცხადებს, რომ ბუნებრივი აირის არარსებობა განსაკუთრებით ქალების მდგომარეობას ამძიმებს:
"ცეცხლზე უნდა მოვამზადოთ საჭმელი, გავაცხელოთ წყალი სარეცხისა და ჭურჭლის გასარეცხად. ერთი სიტყვით, კი არ ვცხოვრობთ, ვიტანჯებით. დიდი ხანია ვითხოვთ გაზის შემოყვანას. შესაბამის ორგანოებსაც მივმართეთ, მაგრამ ჩვენი პრობლემები არავის აინტერესებს."
ვაკეში გაზის ცენტრალური მილსადენი გადის. ამ მილსადენის მეშვეობით ბუნებრივი აირით მეზობელი სომხური და ქართული სოფლები მარაგდება.
"იმ სოფლების დიდ ნაწილში, სადაც ძირითადად ეთნიკური აზერბაიჯანელები ცხოვრობენ, გაზი არ არის. საქართველოს გაზით აზერბაიჯანი ამარაგებს, ჩვენ - აზერბაიჯანელები კი აქ გაზის გარეშე დაგვტოვეს," - ამბობს ადილხან იუსუბოვი.
ვაკის საკრებულოს თავმჯდომარე, ბახრამ მურადოვი აცხადებს, რომ სოფლის პრობლემის შესახებ ყველა შესაბამისი ორგანო უკვე ინფორმირებულია:
"პირველ რიგში მეზობელი სოფლების გაზიფიცირების გადაწყვეტილება იმიტომ მიიღეს, რომ იმ სოფლებში უფრო მეტი მოსახლეობა ცხოვრობს. მე ყოველთვის ყურადღებას ვამახვილებ ამ პრობლემაზე და ყველა შეხვედრაზე სოფლის გაზიფიცირების საკითხს დღის წესრიგში ვაყენებ. ხელისუფლება საქმის კურსშია და სოფელში გაზის გაყვანის სამუშაოები წელს დაიწყება."
ბუნებრივი აირი არც მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ილმაზლოში აქვთ.
ილმაზლოელი ვაზი ბაბაევის თქმით, მისი ოჯახის შემოსავლის დიდი ნაწილი შეშის შეძენაზე იხარჯება: "ან შეშა უნდა ვიყიდოთ, ან პროდუქტი და ტანსაცმელი. არა გვაქვს გაზი და ასე გამურულები დავდივართ".
ილმაზლოში მცხოვრები რაფიგ ბაბაევი ამბობს, რომ მოსახლეობამ ადგილობრივ ხელისუფლებას გაზიფიცირების თხოვნით არაერთხელ მიმართა, მაგრამ უშედეგოდ. მალაჰათ ილმაზოვა იხსენებს, რომ მარნეულის მერიას სოფელში გაზის გაყვანის თხოვნით ბოლოს 2017 წლის 18 აპრილს მიმართეს:
"მარნეულის მერიაში მივედით, წერილიც დავწერეთ, ქართულადაც და აზერბაიჯანულადაც. გვითხრეს, რომ 2017 წლის ზაფხულში გაზი უკვე გვექნებოდა. მას შემდეგ 1 წელი გავიდა, მაგრამ გაზი ისევ არა გვაქვს."
გაზი არც ქეშალოში მცხოვრები მოსახლეობის ნაწილს აქვს. ქეშალოში დაახლოებით 400-მდე ოჯახი ცხოვრობს. სოფლის ერთი ნახევარი გაზით უზრუნველყოფილია, მეორე ნახევარი კი - არა.
ქეშალოელი ადალათ ალიევი ამბობს, რომ ცენტრალური მილსადენიდან სახლებამდე გაზის გაყვანა ფასიანია, მოსახლეობის დიდ ნაწილს კი ამ თანხის გადახდის საშუალება არა აქვს:
"გაზი რომ გამოიყვანონ, თანხას ითხოვენ, თითო ოჯახისგან 1 000 ლარს. 1 000 ლარის გადახდის საშუალება არა გვაქვს, ამიტომაც გაზის გარეშე დაგვტოვეს".
ქეშალოში მცხოვრები აბდულა ალიევი ამბობს, რომ სოფელში მცხოვრები ბევრი გაჭირვებული ოჯახი იძულებულია, საწვავად საბურავები გამოიყენოს:
"ვისაც ძალიან უჭირს, იძულებულია ღუმელში საბურავები დაწვას და სახლი ისე გაათბოს. სოფელში ვისაც გინდათ ჰკითხოთ, არავინ იცის მერის და საკრებულოს თავმჯდომარის ტელეფონის ნომერი. ისინი ჩვენთან არ მოდიან, არ ინტერესდებიან ჩვენი პრობლემებით და არც მათთან კონტაქტის შესაძლებლობა გვაქვს".
რაულ მუფტიევი დასძენს, რომ ხელისუფლებამ წინასაარჩევნოდ გაცემული არცერთი დაპირება არ შეასრულა:
"არჩევნების წინ დაგვპირდნენ, რომ გაზსაც გამოიყვანდნენ და გარე განათებასაც გააკეთებდნენ. მმართველი პარტიის წარმომადგენლებმა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე გარე განათების ბოძები მოიტანეს და გვითხრეს, რომ რამდენიმე დღეში განათება გვექნებოდა. არჩევნები დასრულდა თუ არა, მოვიდნენ და ბოძები წაიღეს".
მარნეულის მერის რწმუნებული ილმაზლოსა და ქეშალოში, ასიფ იუზბაშოვი აცხადებს, რომ ქეშალოში გაზიფიცირების სამუშაოები უკვე მიმდინარეობს:
"გაზის უშუალოდ სახლში შეყვანის სამუშაოებს კერძო კომპანია ასრულებს. არ ვიცი, რა თანხას ითხოვს ეს კომპანია მოსახლეობისგან. ამიერიდან მოვითხოვთ, რომ მოსახლეობამ მათ თანხა მხოლოდ ბანკის მეშვეობით გადაუხადოს. ილმაზლოში გაზიფიცირების სამუშაოები წელს დაიწყება. უკვე გადაწყვეტილია და გაზი ალგეთსა და ამბაროვკაშიც შევა".
ოფიციალური ინფორმაციით, წელს გაზიფიცირების სამუშაოები 19 მუნიციპალიტეტში ჩატარდება და ბუნებრივ აირს, ჯამში კიდევ დაახლოებით 17 517 ოჯახი მიიღებს. ამ სამუშაოებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 39,5 მილიონი ლარი გამოიყოფა. იმ სოფლებს შორის, რომლებიც წელს ბუნებრივ აირს მიიღებენ, ქვემო ქართლში, ეთნიკური აზერბაიჯანელებით დასახლებული რამდენიმე სოფელიც არის.
სტატია მომზადებულია თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის პროექტის ფარგლებში, რომელიც საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოსა და ფონდის - ეროვნული წვლილი დემოკრატიისათვის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. ავტორის/ავტორების მიერ სტატიაში გამოთქმული მოსაზრება, შესაძლოა, არ გამოხატავდეს დონორთა და თბილისის ადამიანის უფლებათა სახლის პოზიციას.
-
შემდეგი პოდკასტი: რამდენად მნიშვნელოვანია მეცნიერების ფილოსოფიურად გააზრება შემდეგი პოდკასტი: რამდენად მნიშვნელოვანია მეცნიერების ფილოსოფიურად გააზრება
-
ზელენსკის თქმით, უკრაინამ მტრის პოზიციები ქვეითების გარეშე, მხოლოდ რობოტებით დაიკავა ზელენსკის თქმით, უკრაინამ მტრის პოზიციები ქვეითების გარეშე, მხოლოდ რობოტებით დაიკავა
გადახედვა
-
შოთა ბერეკაშვილი: პატივი უნდა ვცეთ კომისიის მუშაობას შოთა ბერეკაშვილი: პატივი უნდა ვცეთ კომისიის მუშაობას
გადახედვა
-
პეტერ მადიარი აცხადებს, რომ აღარ დააფინანსებს CPAC-ს, რომელსაც "ოცნების" ლიდერები ყოველ წელს ესწრებოდა პეტერ მადიარი აცხადებს, რომ აღარ დააფინანსებს CPAC-ს, რომელსაც "ოცნების" ლიდერები ყოველ წელს ესწრებოდა
გადახედვა
-
ოპოზიციური ალიანსი: დღეს, ქართული ენის დღეს, ქართული ენა კვლავ იდევნება ოპოზიციური ალიანსი: დღეს, ქართული ენის დღეს, ქართული ენა კვლავ იდევნება
გადახედვა
-
მაკდონალდს საქართველომ ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა მაკდონალდს საქართველომ ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
-
ფრანგული გამომცემლობა წიგნების თარგმნისთვის ხელოვნურ ინტელექტს გამოიყენებს ფრანგული გამომცემლობა წიგნების თარგმნისთვის ხელოვნურ ინტელექტს გამოიყენებს
გადახედვა
-
ზელენსკი აცხადებს, რომ ნავთობსადენ "დრუჟბას" სარემონტო სამუშაოები აპრილის ბოლოსთვის დასრულდება ზელენსკი აცხადებს, რომ ნავთობსადენ "დრუჟბას" სარემონტო სამუშაოები აპრილის ბოლოსთვის დასრულდება
გადახედვა
-
მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა ზუგდიდში გაიმართება — პროგრამის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა ზუგდიდში გაიმართება — პროგრამის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
-
2026 წლის 1-ელი ივლისიდან კვების ობიექტების მიერ მომხმარებლისთვის სასმელების პლასტმასის ბოთლებით მიწოდება აიკრძალება 2026 წლის 1-ელი ივლისიდან კვების ობიექტების მიერ მომხმარებლისთვის სასმელების პლასტმასის ბოთლებით მიწოდება აიკრძალება
გადახედვა
-
მილიონ დოლარად შეფასებული პიკასოს ნახატი სულ რაღაც $116-ად გაიყიდება მილიონ დოლარად შეფასებული პიკასოს ნახატი სულ რაღაც $116-ად გაიყიდება
გადახედვა
-
ომბუდსმენი აცხადებს, რომ აფგან სადიგოვის საკითხი საჭიროებს სამართლებრივ შესწავლას ომბუდსმენი აცხადებს, რომ აფგან სადიგოვის საკითხი საჭიროებს სამართლებრივ შესწავლას
გადახედვა
-
დიმიტრი პესკოვი: ინტერნეტზე წვდომის შეზღუდვა ბევრ მოქალაქეს დისკომფორტს უქმნის, მაგრამ ასეთია რეალობა დიმიტრი პესკოვი: ინტერნეტზე წვდომის შეზღუდვა ბევრ მოქალაქეს დისკომფორტს უქმნის, მაგრამ ასეთია რეალობა
გადახედვა
-
თურქეთში 18 წლის თავდამსხმელმა სკოლაში ცეცხლი გახსნა — დაიჭრა 16 ადამიანი, თავდამსხმელმა კი თავი მოიკლა თურქეთში 18 წლის თავდამსხმელმა სკოლაში ცეცხლი გახსნა — დაიჭრა 16 ადამიანი, თავდამსხმელმა კი თავი მოიკლა
გადახედვა
-
შსს: კახეთში კაცმა მეზობელი მოკლა შსს: კახეთში კაცმა მეზობელი მოკლა
გადახედვა
-
პარტია "გახარია საქართველოსთვის" მიხეილ ყაველაშვილს პატიმრობაში მყოფი ჭიათურელი მაღაროელების შეწყალების შუამდგომლობით მიმართავს პარტია "გახარია საქართველოსთვის" მიხეილ ყაველაშვილს პატიმრობაში მყოფი ჭიათურელი მაღაროელების შეწყალების შუამდგომლობით მიმართავს
გადახედვა
-
Zeekr 8X — ახალ ლუქს კლასის დამუხტვად ჰიბრიდ — ზიკერ ცენტრი თეგეტას საქართველოს ბაზარზე ზაფხულში წარადგენს Zeekr 8X — ახალ ლუქს კლასის დამუხტვად ჰიბრიდ — ზიკერ ცენტრი თეგეტას საქართველოს ბაზარზე ზაფხულში წარადგენს
-
დიმიტრი ხუნდაძე: საპარლამენტო კომისია შევქმენით, 2 თვეა პარლამენტში სხდომებს ვმართავთ, მაგრამ ფასები იზრდება დიმიტრი ხუნდაძე: საპარლამენტო კომისია შევქმენით, 2 თვეა პარლამენტში სხდომებს ვმართავთ, მაგრამ ფასები იზრდება
გადახედვა
-
"ასეთი უპრეცედენტო ჩარევა გარედან, რომელიც ამ არჩევნებზე იყო უნგრეთში, მანამდე არ ყოფილა — ბოჟაძე უნგრეთის არჩევნებზე "ასეთი უპრეცედენტო ჩარევა გარედან, რომელიც ამ არჩევნებზე იყო უნგრეთში, მანამდე არ ყოფილა — ბოჟაძე უნგრეთის არჩევნებზე
გადახედვა
-
საია ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლებების დასაცავად სამართალწარმოებას იწყებს საია ქართველი ემიგრანტების საარჩევნო უფლებების დასაცავად სამართალწარმოებას იწყებს
გადახედვა
-
რას უსმენდნენ ასტრონავტები მთვარეზე — ნახეთ ფლეილისტი რას უსმენდნენ ასტრონავტები მთვარეზე — ნახეთ ფლეილისტი
გადახედვა
კომენტარები