სასულიეროს კურსდამთავრებულები გიორგი ზვიადაძეს ძალადობასა და თანხების მითვისებაში ადანაშაულებენ
ფოტო: კადრი ვიდეოდან / ინტერVIEW
სტუდენტთა დაშინება, ფიზიკური ძალადობა, მორალური შეურაცხყოფა და სასწავლებლის საბიუჯეტო სახსრებით 55 ათას ლარიანი ავტომანქანის შეძენა - ეს იმ ბრალდებების არასრული ჩამონათვალია, რომელთაც სასულიერო აკადემიის კურსდამთავრებულები სასწავლებლის რექტორს, პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძეს უყენებენ. რეაგირების თხოვნით, აკადემიის კურსდამთავრებულებმა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქს, ილია II-სა და წმინდა სინოდის მღვდელმთავრებს წერილით მიმართეს.
წერილში, რომელიც On.ge-ს მიაწოდეს წერია, თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიაში 2004 წლიდან უმძიმესი მდგომარეობაა. წერილის თანახმად, 2009 წლიდან, მას შემდეგ, რაც სასწავლებლის რექტორად პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე დაინიშნა ვითარება კიდევ უფრო გართულდა. აკადემიის კურსდამთავრებულები აცხადებენ, რომ დანიშვნის დღიდან რექტორის მიერ ძალაუფლების ბოროტად გამოყენებამ სასწავლებელი კატასტროფულ მდგომარეობამდე მიიყვანა:
"გთხოვთ, გონივრულ ვადაში შეასწოროთ და დაამტკიცოთ სასულიერო სასწავლებლის ახალი დებულება, რომელიც სტუდენტთა განვითარებისა და წარმატებისაკენ იქნება მიმართული და არა რექტორის ახირებებსა თუ დიქტატზე მორგებული."
სასწავლებლის კრიზისული მდგომარეობა, კურსდამთავრებულთა მტკიცებით, გამოიხატება შემდეგში:
- სტუდენტთა დაშინება, რაც მათში ნაცვლად ქრისტიანულისა, მონური ფსიქიკის ჩამოყალიბების საფრთხეს ქმნის;
- სტუდენტთა ფიზიკური და მორალური შეურაცხყოფა. ძალადობა ხელით შეხებით და უშვერი სიტყვებით;
- "ურჩ" პედაგოგთა სახალხოდ და უმკაცრესად დასჯა, რაც გამოიხატა მათი ლექციებიდან ჩამოშორებითა და ავტორიტეტის შელახვით. განსაკუთრებულ სამიზნეს წარმოადგენს დასავლეთის წამყვან უნივერსიტეტებში განათლება მიღებული პედაგოგები და პედაგოგობის მსურველი კანდიდატები;
- სამეცნიერო საბჭოს ფიქტიური არსებობა (რექტორის პირადი მოსაზრება, საბჭოს გადაწყვეტილებაზე, შინა განაწესსა და ქცევის კოდექსზე მაღლა დგას, რის გამოც საბჭოს შეკრებები სავსებით უფუნქციო და აზრს მოკლებულია);
- სტუდენტთა საერთო საცხოვრებლის უმძიმესი, ანტისანიტარიული და ანტიჰიგიენური მდგომარეობის ფონზე, ძვირადღირებული ავტომანქანის (55 000 ლარის ღირებულების) სასწავლებლის საბიუჯეტო სახსრებით შეძენა (სახეზეა სავარაუდო კორუფციისა და ფინანსური მანიპულაციის ნიშნები) რომელიც ძირითადად რექტორის პირად კომფორტს ემსახურება;
- რექტორის მიერ სასწავლებლის ფინანსური რესურსის სათავისოდ, არამიზნობრივად განკარგვა და გამოყენება;
- არაკომპეტენტური და არაკვალიფიციური პირების დასაქმება სამასწავლებლო თუ სხვადასხვა ადმინისტრაციულ პოზიციებზე;
- სასულიერო სასწავლებლის დიპლომების (უმაღლესი შეფასებით) პროტექციითა და „ჩაწყობით“ გაცემა ისეთ პირებზე, რომელთაც სასწავლებელში საერთოდ არც არასდროს უსწავლიათ. მაგალითისთვის ბ-ნ. გიორგი ანდრიაძეც კმარა;
- კათოლიკოს-პატრიარქის უწმინდესი სახელით, სტუდენტთა დაშინებისა და დაშანტაჟების პოლიტიკის წარმოება;
- სტუდენტური თვითმმართველობის არარსებობა;
- რექტორის მიერ ლექციების არამართებულად ჩატარება, ლექციაზე დაგვიანებით შემოსვლა და ლექციის ადრე დასრულება და ხშირი გაცდენა;
- გაცვლითი პროგრამების არარსებობა, პედაგოგთა კვალიფიკაციის ამაღლების საშუალების არ დანერგვა, საზღვარგარეთის თეოლოგიურ სასწავლებლებთან თითქმის არარსებული ურთიერთობები. არცერთ საერთაშორისო ფორუმებსა თუ საღვთისმეტყველო კონფერენციებზე მონაწილეობის არ მიღება, რაც როგორც პედაგოგის ასევე სტუდენტების სწავლების ხარისხზე მწვავედ აისახება;
- სტიპენდიის არარსებობა და კათოლიკოს-პატრიარქის რექტორობის დროს რამდენიმე სტუდენტის სასტიპენდიო თანხების მითვისება ამჟამინდელი რექტორის - პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძის მიერ;
- სასწავლო ინფრასტრუქტურის, ტექნიკური ბაზისა და გამართული ბიბლიოთეკის არარსებობა.
წერილს ხელს აწერენ:
- ზვიად ცაბაძე, თბილისის სასულიერო სემინარიის კურსდამთავრებული, მიუნხენის, ლუდვიგ მაქსიმილიანის სახელობის მართლმადიდებლური ფაკულტეტის მაგისტრანტი;
- გიორგი ტიგინაშვილი, თბილისის სასულიერო სემინარიის კურსდამთავრებული;
- ოთარ სხილაძე, თბილისის სასულიერო სემინარიის კურსდამთავრებული, თბილისის სასულიერო აკადემიის ყოფილი სტუდენტი;
- ვლადიმერ ნარსია, თბილისის სასულიერო აკადემიის კურსდამთავრებული, საეკლესიო სამართლის დოქტორი;
- ვლადიმერ ჩიქობავა, თბილისის სასულიერო სემინარიის კურსდამთავრებული;
- ლევან ზივზივაძე, თბილისის სასულიერო სემინარიის კურსდამთავრებული;
- ნათანიელ ერიაშვილი, თბილისის სასულიერო სემინარიის ყოფილი სტუდენტი;
- გიორგი მგალობლიშვილი, თბილისის სასულიერო სემინარიის კურსდამთავრებული;
- სერგი შონია, თბილისის სასულიერო სემინარიის კურსდამთავრებული;
- სტეფანე ზოტოვი, თბილისის სასულიერო სემინარიის კურსდამთავრებული;
- საბა ბერიძე, თბილისის სასულიერო სემინარიის კურსდამთავრებული;
- გურამ ლურსმანაშვილი, თბილისის სასულიერო სემინარიის კურსდამთავრებული;
- დავით ჩანადირი, თბილისის სასულიერო სემინარიის კურსდამთავრებული;
- ლადო წითლიძე, თბილისის სასულიერო სემინარიის კურსდამთავრებული;
- როსტომ კაჭახიძე, თბილისის სასულიერო აკადემიასა და სემინარიასთან არსებული საღვთისმ.ინსტ. ხელოვნებათმცოდნეობის ფაკულტეტისკურსდმათავრებული;
- გიგა ამირანაშვილი, თბილისის სასულიერო სემინარიის კურსდამთავრებული;
- ფრიდონ ჟორჟოლიანი, თბილისის სასულიერო აკადემიის კურსდამთავრებული;
- ბესარიონ ლიპარტელიანი, თბილისის სასულიერო სემინარიის კურსდამთავრებული;
- კახაბერ ჩხიკვაძე, თბილისის სასულიერო სემინარიის კურსდამთავრებული;
- ლევან თოფურია, თბილისის სასულიერო აკადემიის ყოფილი სტუდენტი;
- გივი ბაქრაძე, თბილისის სასულიერო სემინარიის კურსდამთავრებული;
- მირიან გამრეკელაშვილი, თბილისის სასულიერო სემინარიის კურსდამთავრებული, თეოლოგიის წარდგენილი დოქტორი.
-
კობა ფარტენაძის დაჭრის მუქარასა და ძალადობაში ბრალდებული პირები 7 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს კობა ფარტენაძის დაჭრის მუქარასა და ძალადობაში ბრალდებული პირები 7 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს
გადახედვა
-
დელფინები თევზზე სანადიროდ იარაღების გამოყენებას დედებისგან სწავლობენ დელფინები თევზზე სანადიროდ იარაღების გამოყენებას დედებისგან სწავლობენ
გადახედვა
-
სერიალში სიკვდილი ჩემთვის დიდი პატივია — დრაკონის სახლის მსახიობი ფინალს აფასებს სერიალში სიკვდილი ჩემთვის დიდი პატივია — დრაკონის სახლის მსახიობი ფინალს აფასებს
გადახედვა
-
ირაომ შინაური ცხოველების დაზღვევა განაახლა — მომხმარებელისთვის კიდევ უფრო მოქნილი პირობებით ირაომ შინაური ცხოველების დაზღვევა განაახლა — მომხმარებელისთვის კიდევ უფრო მოქნილი პირობებით
-
პროკრედიტ ბანკისა და EBRD-ის მხარდაჭერით სქაიტელი განვითარების ახალ ეტაპზე გადადის პროკრედიტ ბანკისა და EBRD-ის მხარდაჭერით სქაიტელი განვითარების ახალ ეტაპზე გადადის
-
მეცნიერებმა 2 მილიონი აქტიური შავი ხვრელი, გალაქტიკა, ვარსკვლავი და სხვა ობიექტი აღმოაჩინეს მეცნიერებმა 2 მილიონი აქტიური შავი ხვრელი, გალაქტიკა, ვარსკვლავი და სხვა ობიექტი აღმოაჩინეს
გადახედვა
-
"ჩვენ არ შეგვიტანია, ბიზნესმა შეიტანა" — ირაკლი კობახიძემ ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანა დაადასტურა "ჩვენ არ შეგვიტანია, ბიზნესმა შეიტანა" — ირაკლი კობახიძემ ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანა დაადასტურა
გადახედვა
-
უნდა შევწყვიტოთ თუ არა თითების ტკაცუნი? უნდა შევწყვიტოთ თუ არა თითების ტკაცუნი?
გადახედვა
-
Anthropic-ის AI აგენტმა ყალბი იდენტობები შექმნა და ადამიანების მოტყუება სცადა Anthropic-ის AI აგენტმა ყალბი იდენტობები შექმნა და ადამიანების მოტყუება სცადა
გადახედვა
-
თბილისის თავისუფალი ზონა ახალი მმართველობის პირობებში — ინდუსტრიალიზაციის სამი წელი თბილისის თავისუფალი ზონა ახალი მმართველობის პირობებში — ინდუსტრიალიზაციის სამი წელი
-
ირაკლი კობახიძე: არ უნდა დავუშვათ, რომ გლობალური ომის პარტიის, რუსეთთან მეორე ფრონტის გახსნის, გეგმა ხალხთა შორის მტრობის საფუძველი გახდეს ირაკლი კობახიძე: არ უნდა დავუშვათ, რომ გლობალური ომის პარტიის, რუსეთთან მეორე ფრონტის გახსნის, გეგმა ხალხთა შორის მტრობის საფუძველი გახდეს
გადახედვა
-
კაცი, რომელიც სარეკლამო ბანერში ცხოვრობს — რისი თქმა სურს Netflix-ს? კაცი, რომელიც სარეკლამო ბანერში ცხოვრობს — რისი თქმა სურს Netflix-ს?
გადახედვა
-
რეკორდული ბაზრის წილი და პროდუქტის დივერსიფიკაცია — თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთმა JCB-ს ორი ჯილდო მიიღო რეკორდული ბაზრის წილი და პროდუქტის დივერსიფიკაცია — თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთმა JCB-ს ორი ჯილდო მიიღო
-
ასტრონომებმა სამყაროს უდიდესი 2D რუკა შექმნეს, რომელიც 4 მილიარდამდე ობიექტს მოიცავს ასტრონომებმა სამყაროს უდიდესი 2D რუკა შექმნეს, რომელიც 4 მილიარდამდე ობიექტს მოიცავს
გადახედვა
-
მერიამ რუსთაველის გამზირის კონტრაქტორი კომპანია "სმარტ სოლუშენსი" სამუშაოების 24-საათიან რეჟიმში შეუსრულებლობის გამო დააჯარიმა მერიამ რუსთაველის გამზირის კონტრაქტორი კომპანია "სმარტ სოლუშენსი" სამუშაოების 24-საათიან რეჟიმში შეუსრულებლობის გამო დააჯარიმა
გადახედვა
-
ქუთაისსა და წყალტუბოში განსაკუთრებით დიდი ოდენობით "მეთადონი" ამოიღეს — დაკავებულია უცხო ქვეყნის 3 მოქალაქე ქუთაისსა და წყალტუბოში განსაკუთრებით დიდი ოდენობით "მეთადონი" ამოიღეს — დაკავებულია უცხო ქვეყნის 3 მოქალაქე
გადახედვა
-
თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს
-
სინამდვილეში რამდენი მზის სინათლე გვჭირდება? სინამდვილეში რამდენი მზის სინათლე გვჭირდება?
გადახედვა
-
მისაღების ინტერიერი — როგორ იქმნება მყუდრო და ჰარმონიული სივრცე მისაღების ინტერიერი — როგორ იქმნება მყუდრო და ჰარმონიული სივრცე
-
მიხეილ ყაველაშვილი: ერთიანობით, სტრატეგიული მოთმინებით, სიბრძნითა და შრომით ჩვენი სამშობლო აუცილებლად მიაღწევს თავის დიდგორს მიხეილ ყაველაშვილი: ერთიანობით, სტრატეგიული მოთმინებით, სიბრძნითა და შრომით ჩვენი სამშობლო აუცილებლად მიაღწევს თავის დიდგორს
გადახედვა
-
ჭადრაკის ახალი ტალღა — ფოთი, ქალაქი რომელიც თავად იქცა თამაშის ნაწილად ჭადრაკის ახალი ტალღა — ფოთი, ქალაქი რომელიც თავად იქცა თამაშის ნაწილად
კომენტარები