რატომ დაიტბორა თბილისი? — ლაშა სუხიშვილის განმარტება
ტელეკომპანია "ფორმულას" ეთერში დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის დირექტორმა, ლაშა სუხიშვილმა ურბანული განაშენიანების კლიმატზე გავლენაზე და, უხვი ნალექის შედეგად, თბილისის უბნების დატბორვის მიზეზებზე ისაუბრა.
მისი თქმით, ის, რაც გუშინ, 6 ივლისს თბილისში მოხდა, ამას "ურბანული წყალდიდობა ჰქვია, როცა ქალაქი იტბორება იმიტომ, რომ წვიმას დახვდა წყალგაუმტარი ზედაპირი, ასფალტი. ბუნებრივი ნიადაგი, მიწაა საჭირო, რომ ეს წყალი ნიადაგში გაიჟონოს ისე, როგორც მილიონობით წლის განმავლობაში ხდება".
"ილიაუნის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა მიმართულების სტუდენტს ჰქონდა სამაგისტრო და ამ სტუდენტმა შეისწავლა ადგილობრივი, ლოკალური კლიმატი რა კავშირშია ურბანულ განაშენიანებასთან და აღმოაჩინა, რომ თბილისის შემთხვევაში, ცათამბჯენები რაღაც გამათბობელი ელემენტივით მოქმედებს, მათ შორის ღამითაც. ანუ, ღამით მზე არ არის, ხომ, უნდა აგრილდეს, მაგრამ ეს დიდი შენობა რომ გახურებულია, იმ მიმდებარე უბანს სიმხურვალეს უნარჩუნებს ღამითაც. ასეთი ეფექტები უამრავია. მით უმეტეს, თბილისში რაც უფრო მეტი წელი გადის, მით უფრო მეტი დიდი შენობა იდგმება მწვანე საფარის ხარჯზე. ელემენტარულად, ეზოში ბალახის ნაცვლად რომ ქვა დაიგება, უკვე ლოკალური კლიმატი იცვლება. იმიტომ, რომ ბალახს თავისი აორთქლების ციკლი აქვს, რაც სიგრილეს უნარჩუნებს, მაგრამ ქვა პირიქით არის — ქვა დღისით ხურდება და ღამით ისევ ხურს.
[...] ელ-ნინიოს კლიმატური ეფექტი ან მოვა ჩვენამდე, ან არა. თუ ექნება — ძალიან მცირე, მაგრამ რასაც აქვს ეფექტი, არის ურბანული განაშენიანება, ასფალტი, მწვანე საფარის გაჩეხვაა. აი, წუხანდელი წვიმა — რატომ დაიტბორა თბილისი? ამას ჰქვია urban flooding, ანუ ურბანული წყალდიდობა, როცა ქალაქი იტბორება არა იმის გამო, რომ ძალიან დიდი წვიმა მოვიდა. კი, დიდი წვიმაც მოვიდა, მაგრამ ამ წვიმას დახვდა წყალგაუმტარი ზედაპირი, დახვდა ასფალტი. იმხელა კოლექტორს ვერ ააშენებ, რომ ამდენ წყალს გაუმკლავდეს. მაგდენი წყლისთვის არსებობს ბუნებრივი გარემო, არაფერი ასაშენებელი არ არის — ბუნებრივი ნიადაგი, მიწაა საჭირო, რომ ეს წყალი ჩაიჟონოს ნიადაგში ისე, როგორც მილიონობით წლის განმავლობაში იჟონება. იმის ნაცვლად, რომ დახვდეს მიწა, დახვდა ასფალტი და წყალგაუმტარი ზედაპირი. რამდენი წვეთი წვიმაც მოვიდა, იმდენი წვეთი ზედაპირზე რჩება და აყალიბებს ასეთი ტიპის წყალდიდობებს", — თქვა ლაშა სუხიშვილმა.
გუშინ 6 ივლისს თბილისში უხვი ნალექი მოვიდა. ძლიერი წვიმის გამო, თბილისის სხვადასხვა უბანი დაიტბორა და მოქალაქეებს გადაადგილების პრობლემები შეექმნათ. განსაკუთრებით დაიტბორა დიდი დიღმის, აღმაშენებლის ხეივნის, გლდანის და ვარკეთილის კონკრეტული მონაკვეთები.
-
2050 წლისთვის, შესაძლოა, გაჭირვებულმა ხალხმა საკვებში შემოსავლის 50% დახარჯოს 2050 წლისთვის, შესაძლოა, გაჭირვებულმა ხალხმა საკვებში შემოსავლის 50% დახარჯოს
გადახედვა
-
განათლება, როგორც მუდმივი ძიება და აღმოჩენა | Forbes Under 30-ის 2025 წლის გამარჯვებული, ხატია თარგამაძე განათლება, როგორც მუდმივი ძიება და აღმოჩენა | Forbes Under 30-ის 2025 წლის გამარჯვებული, ხატია თარგამაძე
-
NAOMI CAMPBELL-ის შოუ 26 სექტემბერს მთაწმინდის პარკში გაიმართება. NAOMI CAMPBELL-ის შოუ 26 სექტემბერს მთაწმინდის პარკში გაიმართება.
გადახედვა
-
ლეგენდარული კორეული ბრენდი Beauty of Joseon ექსკლუზიურად PSP-შია ლეგენდარული კორეული ბრენდი Beauty of Joseon ექსკლუზიურად PSP-შია
-
ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავის ყოფილ პრესმდივანს, იულია მენდელს სანქციები დაუწესა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავის ყოფილ პრესმდივანს, იულია მენდელს სანქციები დაუწესა
გადახედვა
-
რუსულმა დრონმა პოლონეთის საზღვართან იერიში მიიტანა მატარებლის სადგურზე, სადაც დარტყმამდე ბორის ჯონსონი და ევროპელი მრჩევლები იმყოფებოდნენ რუსულმა დრონმა პოლონეთის საზღვართან იერიში მიიტანა მატარებლის სადგურზე, სადაც დარტყმამდე ბორის ჯონსონი და ევროპელი მრჩევლები იმყოფებოდნენ
გადახედვა
-
ხვალ, პარლამენტი განიხილავს კანონპროექტს, რომელიც შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებული რეგულაციების გაუქმებას ეხება ხვალ, პარლამენტი განიხილავს კანონპროექტს, რომელიც შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებული რეგულაციების გაუქმებას ეხება
გადახედვა
-
Anthropic-ის მკვლევრები AI-ს საფრთხეებზე საუბრობენ, ილონ მასკი კი ამას "ფსიქოლოგიურ ოპერაციად" მიიჩნევს Anthropic-ის მკვლევრები AI-ს საფრთხეებზე საუბრობენ, ილონ მასკი კი ამას "ფსიქოლოგიურ ოპერაციად" მიიჩნევს
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტი ყველას დაგვხოცავს? — რას ფიქრობენ სპეციალისტები და როგორია კონტექსტი ხელოვნური ინტელექტი ყველას დაგვხოცავს? — რას ფიქრობენ სპეციალისტები და როგორია კონტექსტი
გადახედვა
-
გიორგი ბარამიძეს ბრალი სამშობლოს ღალატში ედება — პროკურატურა გიორგი ბარამიძეს ბრალი სამშობლოს ღალატში ედება — პროკურატურა
გადახედვა
-
ნავთობის ფასი წლის ბოლოსთვის ბარელზე შესაძლოა $120-ს გადასცდეს — ანალიტიკოსი ნავთობის ფასი წლის ბოლოსთვის ბარელზე შესაძლოა $120-ს გადასცდეს — ანალიტიკოსი
გადახედვა
-
ხელოვნური წამწამების ხშირი გამოყენება კანის ტკიპებთან და თვალის გაღიზიანებასთან დააკავშირეს ხელოვნური წამწამების ხშირი გამოყენება კანის ტკიპებთან და თვალის გაღიზიანებასთან დააკავშირეს
გადახედვა
-
საქართველომ რუსეთში პატიმრების ექსტრადირება აღადგინა — "ნეტგაზეთი" საქართველომ რუსეთში პატიმრების ექსტრადირება აღადგინა — "ნეტგაზეთი"
გადახედვა
-
100-ზე მეტი შეთავაზება საქართველოს ბანკისგან ახალი სასწავლო წლისთვის 100-ზე მეტი შეთავაზება საქართველოს ბანკისგან ახალი სასწავლო წლისთვის
-
Apple-მა iOS 27-ის გამოსვლის თარიღი დააანონსა — რას გვთავაზობს ახალი ოპერაციული სისტემა Apple-მა iOS 27-ის გამოსვლის თარიღი დააანონსა — რას გვთავაზობს ახალი ოპერაციული სისტემა
გადახედვა
-
10 ყველაზე უცნაური კანონი მსოფლიოში 10 ყველაზე უცნაური კანონი მსოფლიოში
გადახედვა
-
19:00 საათზე პროკურატურაში ბრიფინგი ჩაინიშნა 19:00 საათზე პროკურატურაში ბრიფინგი ჩაინიშნა
გადახედვა
-
ქვიზი: ახალი iPhone მართლა გჭირდება თუ უბრალოდ აჟიტირებული ხარ? ქვიზი: ახალი iPhone მართლა გჭირდება თუ უბრალოდ აჟიტირებული ხარ?
-
ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის კრიზისი დასტაბილურდა — ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობა ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის კრიზისი დასტაბილურდა — ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობა
გადახედვა
-
გიორგი ბარამიძე დააკავეს გიორგი ბარამიძე დააკავეს
გადახედვა
-
Carrefour-ში საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს შეთავაზებები დახვდებათ Carrefour-ში საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს შეთავაზებები დახვდებათ
კომენტარები