ზაფხულის ცხელ დღეებს რომ უხდება
ფოტო: ქარჩხაძის გამომცემლობა
წელიწადის ყველაზე ცხელი პერიოდი, ზაფხულის სიცხე თავისდაუნებურად მოითხოვს ნაკლებ მუშაობას, განტვირთვასა და დასვენებას. ეს სტატია მათთვისაა, ვისაც ზაფხულის არდადეგებსა თუ შვებულებაში საინტერესო, მარტივად წასაკითხი, მაგრამ დასამახსოვრებელი, ამაღელვებელი ისტორიების კითხვა უყვარს. ხშირად, როდესაც წიგნს გვირჩევენ, გვაინტერესებს რაზეა. ამ ყველაზე ხშირად დასმულ კითხვაზე პასუხსაც აქვე წაიკითხავთ.
იქ, სადაც კიბორჩხალები მღერიან
ფოტო: ქარჩხაძის გამომცემლობა
წიგნი, რომელიც უკვე წლებია ქართველი მკითხველის ერთ-ერთი უცვლელი რჩეულია. მის მიხედვითვეა გადაღებული ფილმი, რომელიც ასევე დიდი პოპულარობით სარგებლობს.
რაზეა? გამოძიება და მკვლელობა, უცნაური, საზოგადოებისგან გარიყული გოგონა და მისი ისტორია, სიყვარული და მარტოობის განცდა, ადამიანისა და ბუნების ურთიერთობის საოცარი აღწერა. წიგნი ყველაფერს მოიცავს და თითქმის ყველა ასაკის მკითხველს ერთიანად ნუსხავს. მოკალათდით ტბის პირას, იქ, სადაც კიბორჩხალები მღერიან და შეაბიჯეთ კაია კლარკის სამყაროში.
ჰამნეტი
ფოტო: ქარჩხაძის გამომცემლობა
ქარჩხაძის გამომცემლობამ მკითხველის დიდი თხოვნით განაახლა ჰამნეტის ტირაჟი. წიგნს განსაკუთრებული პოპულარობა მოუტანა ამავე სახელწოდების ფილმმა, რომელიც წელს ოსკარების დაჯილდოების ერთ-ერთი რჩეული იყო.
რაზეა? ჰამნეტი შექსპირის ჰამლეტის შექმნის ისტორიაა, მაგრამ სულ სხვანაირი მხრიდან ნაჩვენები და აღწერილი. ეს არაა მორიგი წიგნი უილიამ შექსპირის ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ. ესაა რომანი ოჯახზე, დიდ სიყვარულსა და უზარმაზარ ტრაგედიაზე. ესაა წიგნი ცხოვრებასა და მის მოულოდნელობებზე, გლოვასა და ამ გლოვაში ერთმანეთის არ დავიწყებაზე, ზრუნვასა და მუდმივ, უკვდავ სიყვარულზე.
კენკრის მკრეფავები
ფოტო: ქარჩხაძის გამომცემლობა
წიგნი, რომელმაც გამოცემისთანავე მოიპოვა პოპულარობა და ქართველ მკითხველს უკვე შეაყვარა თავი.
რაზეა? დედაშვილობა და და-ძმობა, ტრაგედია, რომელიც ოჯახს ანაწევრებს, ოჯახის წევრების ბედს კი სრულიად ცვლის. რა ხდება მაშინ, როდესაც სიმართლეს გიმალავენ, გული კი რაღაცას მაინც გიგრძნობს. როგორია, ცხოვრობდე სხვისი ცხოვრებით. როგორია, თავს მუდამ იდანაშაულებდე იმაში, რაც შენი ბრალი არ ყოფილა და ვერც ვერაფერს შეცვლიდი. წიგნი, რომელიც მკითხველს განსაკუთრებით ნუსხავს თხრობის სტილითა და პერსონაჟების მრავალფეროვნებით.
გახლეჩილი მიწა
ფოტო: ქარჩხაძის გამომცემლობა
ერთი ამოსუნთქვით საკითხავმა ამ რომანმა დიდი მოწონება დაიმსახურა. ინტერნეტში არსებული უცხოური და ახლა უკვე ქართული განხილვები ერთხმად მოწმობს, რომ წიგნი მარტივად იკითხება და საინტერესო სიუჟეტი აქვს.
რაზეა? პატარა სოფელი და ერთმანეთთან უხილავი ძაფით დაკავშირებული ადამიანები. ბედისწერის უკუღმართობა და ჩახლართული, არეული ცხოვრების გამოსწორების მუდმივი მცდელობა. სიყვარული, რომელიც მრავალმხრივი, მრავალსახა, ამოუხსნელი და სულ სხვადასხვაგვარი შეიძლება იყოს. რა ხდება მაშინ, როდესაც გრძნობები იმარჯვებს, გულის კარნახს აჰყვები, გონების ხმას კი ცოტა ხნით ყურს არ უგდებ.
ოთხი ქარი
ფოტო: ქარჩხაძის გამომცემლობა
არსებობენ თანამედროვე ავტორები, რომელთა წერის სტილი, თემები და საინტერესოდ აგებული სიუჟეტი თუ პერსონაჟების ხასიათები მკითხველს განსაკუთრებით უყვარდება. ასეთია კრისტინ ჰანა და მისი საოცარი წიგნები.
რაზეა? წიგნი იმდენად მრავალფეროვანია, რომ სულ სხვადასხვა გემოვნების მკითხველის მოთხოვნებს მარტივად აკმაყოფილებს. აქაა სიყვარული და თავდადება, ბრძოლა გადარჩენისთვის და საოცრად საინტერესოდ აღწერილი ისტორიული კონტექსტი. ე.წ ცნობილი ამერიკული ოცნების რეალობა, მწარე სიმართლე და ბევრი მიჩქმალული ამბავი. მკითხველი პირველივე ფურცლიდან მონუსხულია და ბოლომდე გულშემატკივრობს ქალს, რომელსაც მხოლოდ ის უნდოდა, საკუთარი თავი ეპოვა, ეცხოვრა ლაღი, უდარდელი ცხოვრებით და ყოფილიყო იმდენად ძლიერი, რამდენადაც ამას შეძლებდა.
საკანცელარიო მაღაზია თეირანში
ფოტო: ქარჩხაძის გამომცემლობა
არსებობს წიგნები, რომლებიც უცხო ქვეყნის ისტორიას, კულტურას, ცხოვრების წესსა და იქ მცხოვრებ ადამიანებს ახლოდან გაცნობს, თითქოს მათთან გაახლოებს. სწორედ ასეთია მარჯან ქამალის ეს საოცარი რომანი.
რაზეა? ირანის სახელმწიფო გადატრიალების ფონზე მიმდინარე სიყვარულის ისტორია, დაძაბული ვითარება და ადამიანების მცდელობა, ჩაებღაუჭონ იმ ცხოვრებას, რომელიც მათთვის ასე ძვირფასია. ბევრი ტრაგედია და დანაკარგი, თავისუფლებისთვის ბრძოლა და ემიგრაცია, შიში, დანებების სურვილი და მაინც იმედი მომავლის, იმედი ბედნიერებისა და იმედი სიყვარულის უკვდავებისა.
სტატიის ავტორი: ნინაკო ღლონტი
-
თბილისის მიერ ირანული ავიაკომპანიების წინააღმდეგ სანქციების დაცვის გადაწყვეტილების შემდეგ, ირანის საელჩომ 3 განცხადება გააკეთა — რას წერს ელჩი? თბილისის მიერ ირანული ავიაკომპანიების წინააღმდეგ სანქციების დაცვის გადაწყვეტილების შემდეგ, ირანის საელჩომ 3 განცხადება გააკეთა — რას წერს ელჩი?
გადახედვა
-
ლეგენდარული კორეული ბრენდი Beauty of Joseon ექსკლუზიურად PSP-შია ლეგენდარული კორეული ბრენდი Beauty of Joseon ექსკლუზიურად PSP-შია
-
ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავის ყოფილ პრესმდივანს, იულია მენდელს სანქციები დაუწესა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავის ყოფილ პრესმდივანს, იულია მენდელს სანქციები დაუწესა
გადახედვა
-
Wizz Air-ი ერევნიდან სამ ახალ ევროპულ მიმართულებას ამატებს და არსებული ფრენების სიხშირეს ზრდის Wizz Air-ი ერევნიდან სამ ახალ ევროპულ მიმართულებას ამატებს და არსებული ფრენების სიხშირეს ზრდის
გადახედვა
-
რუსულმა დრონმა პოლონეთის საზღვართან იერიში მიიტანა მატარებლის სადგურზე, სადაც დარტყმამდე ბორის ჯონსონი და ევროპელი მრჩევლები იმყოფებოდნენ რუსულმა დრონმა პოლონეთის საზღვართან იერიში მიიტანა მატარებლის სადგურზე, სადაც დარტყმამდე ბორის ჯონსონი და ევროპელი მრჩევლები იმყოფებოდნენ
გადახედვა
-
ხვალ, პარლამენტი განიხილავს კანონპროექტს, რომელიც შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებული რეგულაციების გაუქმებას ეხება ხვალ, პარლამენტი განიხილავს კანონპროექტს, რომელიც შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებული რეგულაციების გაუქმებას ეხება
გადახედვა
-
Anthropic-ის მკვლევრები AI-ს საფრთხეებზე საუბრობენ, ილონ მასკი კი ამას "ფსიქოლოგიურ ოპერაციად" მიიჩნევს Anthropic-ის მკვლევრები AI-ს საფრთხეებზე საუბრობენ, ილონ მასკი კი ამას "ფსიქოლოგიურ ოპერაციად" მიიჩნევს
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტი ყველას დაგვხოცავს? — რას ფიქრობენ სპეციალისტები და როგორია კონტექსტი ხელოვნური ინტელექტი ყველას დაგვხოცავს? — რას ფიქრობენ სპეციალისტები და როგორია კონტექსტი
გადახედვა
-
გიორგი ბარამიძეს ბრალი სამშობლოს ღალატში ედება — პროკურატურა გიორგი ბარამიძეს ბრალი სამშობლოს ღალატში ედება — პროკურატურა
გადახედვა
-
ნავთობის ფასი წლის ბოლოსთვის ბარელზე შესაძლოა $120-ს გადასცდეს — ანალიტიკოსი ნავთობის ფასი წლის ბოლოსთვის ბარელზე შესაძლოა $120-ს გადასცდეს — ანალიტიკოსი
გადახედვა
-
საქართველომ რუსეთში პატიმრების ექსტრადირება აღადგინა — "ნეტგაზეთი" საქართველომ რუსეთში პატიმრების ექსტრადირება აღადგინა — "ნეტგაზეთი"
გადახედვა
-
100-ზე მეტი შეთავაზება საქართველოს ბანკისგან ახალი სასწავლო წლისთვის 100-ზე მეტი შეთავაზება საქართველოს ბანკისგან ახალი სასწავლო წლისთვის
-
Apple-მა iOS 27-ის გამოსვლის თარიღი დააანონსა — რას გვთავაზობს ახალი ოპერაციული სისტემა Apple-მა iOS 27-ის გამოსვლის თარიღი დააანონსა — რას გვთავაზობს ახალი ოპერაციული სისტემა
გადახედვა
-
10 ყველაზე უცნაური კანონი მსოფლიოში 10 ყველაზე უცნაური კანონი მსოფლიოში
გადახედვა
-
19:00 საათზე პროკურატურაში ბრიფინგი ჩაინიშნა 19:00 საათზე პროკურატურაში ბრიფინგი ჩაინიშნა
გადახედვა
-
ქვიზი: ახალი iPhone მართლა გჭირდება თუ უბრალოდ აჟიტირებული ხარ? ქვიზი: ახალი iPhone მართლა გჭირდება თუ უბრალოდ აჟიტირებული ხარ?
-
ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის კრიზისი დასტაბილურდა — ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობა ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის კრიზისი დასტაბილურდა — ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობა
გადახედვა
-
გიორგი ბარამიძე დააკავეს გიორგი ბარამიძე დააკავეს
გადახედვა
-
Carrefour-ში საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს შეთავაზებები დახვდებათ Carrefour-ში საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს შეთავაზებები დახვდებათ
-
საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს Biblusi-ში 40%-იანი ქეშბექი ელოდებათ საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს Biblusi-ში 40%-იანი ქეშბექი ელოდებათ
-
WSJ: ირანმა ბალისტიკური რაკეტების წარმოება განაახლა WSJ: ირანმა ბალისტიკური რაკეტების წარმოება განაახლა
გადახედვა
კომენტარები