თეგეტა კავკასიის რეგიონში UD Trucks-ის ოფიციალური იმპორტიორი გახდა
ფოტო: თეგეტა
თეგეტა ჰოლდინგი იაპონური კომერციული ავტომობილების წამყვანი მწარმოებლის, UD Trucks-ის, ოფიციალური იმპორტიორი გახდა საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში.
პარტნიორობის შესახებ შეთანხმება თბილისში, თეგეტას გეზის ფილიალში გაფორმდა და UD Trucks-ისთვის კავკასიის რეგიონში ახალი ეტაპის დასაწყისი გახდა. თანამშრომლობის ფარგლებში თეგეტა სამივე ბაზარს შესთავაზებს UD Trucks-ის ავტომობილებს, სათადარიგო ნაწილებსა და სერვისს. შედეგად, მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი იქნება ისეთი სატრანსპორტო გადაწყვეტები, რომლებიც ხარისხს, საიმედოობასა და გრძელვადიან ღირებულებას ეფუძნება.
ხელმოწერის ცერემონიაზე კომპანიების წარმომადგენლებმა იმსჯელეს სამომავლო თანამშრომლობის გეგმებზე, ბაზრის შესაძლებლობებსა და რეგიონში UD Trucks-ის ბრენდის შემდგომ განვითარებაზე.
ფოტო: თეგეტა
ბექა ბერიძე, თეგეტა ჰოლდინგის სატვირთო, კომერციული და ავტობუსების მიმართულების ხელმძღვანელი: “თეგეტას სატვირთო, კომერციული და ავტობუსების მიმართულებისთვის ყოველთვის უმნიშვნელოვანესი იყო პარტნიორობა იმ ბრენდებთან, რომლებიც ხარისხის, საიმედოობისა და ეფექტიანობის მაღალი სტანდარტებით გამოირჩევა. ჩვენი პორტფელი აქამდე პრემიუმ და დაბალფასიან სეგმენტებს მოიცავდა, ხოლო UD Trucks გვაძლევს შესაძლებლობას, მომხმარებლებს საშუალო სეგმენტშიც შევთავაზოთ ძლიერი, კონკურენტული და მრავალფუნქციური გადაწყვეტა. გვჯერა, რომ იაპონური ბრენდის მრავალწლიანი გამოცდილება და რეპუტაცია, როგორც საქართველოს, ისე მთლიანად კავკასიის ბაზარზე მნიშვნელოვან როლს შეასრულებს“.
თეგეტა კავკასიის ბაზარზე ორ მოდელს — UD Quester-სა და UD Croner-ს წარადგენს, რომლებიც ბიზნესის სხვადასხვა საჭიროებაზეა მორგებული და მათ მოქნილი გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობას მისცემს. UD Quester შექმნილია მძიმე ტვირთამწეობის ოპერაციებისთვის — სამშენებლო სამუშაოებისთვის, შორ მანძილზე გადაზიდვებისა და დატვირთული ოპერაციებისთვის. ეს მოდელი მძლავრ შესრულებას საწვავის ეფექტურობასა და მედეგობასთან აერთიანებს. UD Croner კი მრავალფუნქციური საშუალო ტვირთამწეობის სატვირთო ავტომობილია, რომელიც განვითარებულია ურბანული და რეგიონული დისტრიბუციის, მუნიციპალური მომსახურების, საევაკუაციო და სპეციალიზებული ოპერაციებისთვის.
ფოტო: თეგეტა
UD Trucks 1935 წელს დაარსდა და დღეს იაპონიის ერთ-ერთი ყველაზე ცნობადი კომერციული ავტომობილების მწარმოებელია. ბრენდი ცნობილია მძიმე საექსპლუატაციო პირობებში საიმედო შესრულებით — მისი ავტომობილები ფართოდ გამოიყენება ლოგისტიკაში, მუნიციპალურ მომსახურებაში, მშენებლობასა და სხვა საკვანძო ინდუსტრიებში. UD ნიშნავს Ultimate Dependability-ს (უმაღლეს საიმედოობას) — ეს კი ასახავს კომპანიის ვალდებულებას, შესთავაზოს მომხმარებლებს საიმედო სატვირთო ავტომობილები მათი ყოველდღიური ოპერაციების მხარდასაჭერად.
ჯეფერსონ მაჩადო, UD Trucks-ის გაყიდვების დირექტორი: “თეგეტას ძლიერი რეგიონული წარმომადგენლობა და მომხმარებლის მხარდაჭერა მას UD Trucks-ისთვის კავკასიაში მნიშვნელოვან პარტნიორად აქცევს. ერთად ვისახავთ მიზნად, ბიზნესს შევთავაზოთ საიმედო ავტომობილები, რომლებიც ხარისხის, შესრულებისა და ხარჯთეფექტურობის ოპტიმალურ ბალანსს უზრუნველყოფს. UD Trucks განსაკუთრებით მიმზიდველი იქნება იმ კომპანიებისთვის, რომლებიც ეძებენ საიმედო სატრანსპორტო გადაწყვეტებს, გაუმჯობესებულ საოპერაციო ეფექტურობასა და ინტეგრირებული სერვისული მოდელის ფარგლებში პროფესიონალურ გაყიდვების შემდგომ მომსახურებას“.
UD Trucks-ის ავტომობილები ხელმისაწვდომი იქნება თეგეტას ფილიალებში საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში. მომხმარებლები შეძლებენ, ავტომობილებს ადგილზე გაეცნონ და მათი ბიზნესის მოთხოვნებზე მორგებული გადაწყვეტილებები მიიღონ.
-
პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო" პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო"
გადახედვა
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება 3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება
გადახედვა
-
BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა
გადახედვა
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა
გადახედვა
-
DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები
გადახედვა
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები