ინგლისური ენის კურსები Levels Academy-ში სამოტივაციო კონკურსი, წლის საუკეთესო მოსწავლეს საჩუქრად — საზაფხოლო სკოლა დიდ ბრიტანეთში
ფოტო: Levels Academy
ისწავლე ინგლისური, გახდი წლის საუკეთესო მოსწავლე და გაემგზავრე ინგლისში!
წარმოიდგინეთ: ახალი ცოდნა, მუდმივი განვითარება და მიზნებისკენ ნაბიჯ-ნაბიჯ სვლა, ხოლო ზაფხულში — ლონდონი, საერთაშორისო გარემო, ახალი მეგობრები და ინგლისური ენა, რომელსაც უკვე რეალურ ცხოვრებაში იყენებ.
სწავლა და დასვენება თითქოს ურთიერთგამომრიცხავი მცნებებია, თუმცა Levels Academy ამ ორ მიმართულებას წარმატებით აერთიანებს. აკადემიის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ინიციატივა სწორედ წლის საუკეთესო მოსწავლის კონკურსია, რომელიც მოტივირებულ და წარმატებულ მოსწავლეებს უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს — შრომისა და მაღალი აკადემიური შედეგების გამო ერთი კვირით გაემგზავროს ლონდონოს საზაფხულო სკოლაში, ისწავლოს და მოინახულოს ქვეყნის ღირსშესანიშნაობები.
კონკურსი წლის საუკეთესო მოსწავლეს
Levels Academy-ში ყოველი სასწავლო წლის დასრულებას განსაკუთრებული მოლოდინი ახლავს. შემაჯამებელი ღონისძიებისა და სერტიფიკატების გადაცემის ცერემონიაზე სახელდება წლის საუკეთესო მოსწავლე, რომელიც მთელი წლის განმავლობაში გამოირჩეოდა აკადემიური მოსწრებით, პასუხისმგებლობითა და მიზანდასახულობით.
11-17 წლის ასაკობრივ კატეგორიაში შერჩეულ გამარჯვებულს აკადემია საჩუქრად გადასცემს ერთკვირიან სასწავლო მოგზაურობას დიდ ბრიტანეთში. პროგრამა მოიცავს საზაფხულო სკოლაში სწავლას, საერთაშორისო გარემოში ინტეგრაციასა და ენობრივი უნარების პრაქტიკულ განვითარებას.
ეს ინიციატივა ხელს უწყობს ჯანსაღი კონკურენციის ჩამოყალიბებას, მოსწავლეების მოტივაციის ზრდას და სასწავლო პროცესის კიდევ უფრო საინტერესო და შედეგზე ორიენტირებულ გარემოდ შექმნას.
საუკეთესო მოსწავლის ჯილდო ახალგაზრდებს შესაძლებლობას აძლევს, ისწავლონ პრესტიჟულ უნივერსიტეტში, გაიჩინონ მეგობრები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან და რეალურ გარემოში გამოიყენონ მიღებული ცოდნა.
ფოტო: Levels Academy
2025-2026 სასწავლო წლის საუკეთესო მოსწავლე გახდა ნიკოლოზ პაიკიძე
16 ივნისს Levels Academy-ში სასწავლო წლის დასრულებისა და სერტიფიკატების გადაცემის საზეიმო ღონისძიება გაიმართა, სადაც დასახელდა წლის საუკეთესო მოსწავლე 15 წლის ნიკოლოზ პაიკიძე.
ნიკოლოზმა ეს წარმატება საკუთარი შრომის, პასუხისმგებლობისა და მიზანდასახულობის წყალობით მოიპოვა. გამარჯვებულს წლის საუკეთესო მოსწავლის სტატუსი წინა წლის გამარჯვებულმა ოფიციალურად გადასცა.
“ჩემთვის ეს ჯილდო ნიშნავს შრომის დაფასებას და მაძლევს დამატებით მოტივაციას, რომ კიდევ უფრო კარგად შევისწავლო ინგლისური ენა,“ — აღნიშნა ნიკოლოზმა დაჯილდოების ცერემონიაზე.
მისივე თქმით, წარმატების მიღწევა შესაძლებელია მაშინ, როდესაც ადამიანი არ კარგავს მოტივაციას, მუდმივად შრომობს და მიზნისკენ თავდაუზოგავად მიიწევს.
ფოტო: Levels Academy
ფოტო: Levels Academy
წინა წლის გამარჯვებული — თეკლა ასანიძე
2025-2026 სასწავლო წლის საუკეთესო მოსწავლის სტატუსის მფლობელი თეკლა ასანიძე გახდა. თეკლა რამდენიმე დღეში გაემგზავრება დიდ ბრიტანეთში, ის ისწავლის და იცხოვეებს Westminster University -ში, მოინახულებს ქვეყნის ღირსშესანიშნაობებს, როგორებიცაა: National Gallery, British Museum, Science Museum, London Eye, Madame Tussauds და სხვ.
მისი წარმატების ისტორია კიდევ ერთი მაგალითია იმისა, რომ აკადემიური შრომა, მონდომება და მიზანდასახულობა რეალურ შესაძლებლობებად და საერთაშორისო გამოცდილებად შეიძლება გადაიქცეს.
Cambridge English-ის ოფიციალური პარტნიორი
Levels Academy არის Cambridge English-ის ოფიციალური პარტნიორი, რაც ადასტურებს, რომ აკადემიის სასწავლო პროგრამები, სწავლების მეთოდები და ხარისხის სტანდარტები შეესაბამება საერთაშორისო მოთხოვნებს.
პარტნიორობის ფარგლებში მოსწავლეები სწავლობენ კემბრიჯის სტანდარტებზე დაფუძნებული პროგრამებით, იყენებენ თანამედროვე სასწავლო რესურსებს და ემზადებიან საერთაშორისო სერტიფიკატების მისაღებად.
აკადემია ასევე ფლობს კემბრიჯის საერთაშორისო გამოცდებისთვის მოსამზადებელი ცენტრის სერტიფიკატს და მოსწავლეებს სთავაზობს სპეციალიზებულ პროგრამებს ისეთი გამოცდებისთვის, როგორებიცაა KET, PET, FCE და CAE. მოსწავლეებს შესაძლებლობა აქვთ ოფიციალური კემბრიჯის გამოცდები აკადემიის სივრცეშივე ჩააბარონ.
Levels Academy-ში ახალი 2026-2027 სასწავლო წლისთვის მიღება დაიწყო
თუ გსურთ, თქვენი შვილიც გახდეს ამ წარმატებული ისტორიის ნაწილი, მიიღოს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი განათლება, მოემზადოს კემბრიჯის საერთაშორისო გამოცდებისთვის, ისწავლოს ქართველ და უცხოელ მასწავლებლებთან და მოიპოვოს შესაძლებლობა გაემგზავროს ინგლისში, შემოუერთდით Levels Academy-ს.
თბილისში ინგლისური ენის კურსები ბავშვების, მოზარდებისა და ზრდასრულებისთვის.
რეგისტრაცია უკვე დაიწყო, რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს ან დაგვიკავშირდით:
032 2 18 06 05
Levels Academy — ადგილი, სადაც წარმატება მოტივაციით იწყება.
ფოტო: Levels Academy
-
პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო" პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო"
გადახედვა
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება 3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება
გადახედვა
-
BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა
გადახედვა
-
სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა
გადახედვა
-
DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები
გადახედვა
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები