Apple-ის ეკოსისტემაში სამეული iPhone 17 Pro + AirPods 4 + Watch SE 3 იდეალური კომბინაციაა. თითოეულის განახლება სილქნეტის საზაფხულო შეთავაზების ფარგლებში შესაძლებელია საუკეთესო პირობით. შეთავაზება iPhone 17-ზე და სხვა ტექნიკაზე ვრცელდება, რომლის შეძენას მომხმარებელი 6 თვიანი უპროცენტო განვადებით, მერე ბარათით შეძლებს. გათვალისწინებულია საჩუქრად მობილურის პაკეტების გააქტიურება.

ბევრი მომხმარებელი ირჩევს Pro მოდელებს, რადგან მათი მთავარი უპირატესობა კამერა და პროფესიონალური ვიდეოა, რომლითაც შესაძლებელია სოციალური ქსელებისთვის ან YouTube-ისთვისაც კი შეიქმნას ღირებული კონტენტი.

iPhone17Pro -ს შეძენა სილქნეტში, თვეში 642 ლარიდანაა შესაძლებელი, ხოლო მერე ბარათის უპროცენტო განვადების პირობა 6 თვეზე გადაგინაწილებთ თანხას. შენაძენს საჩუქრად მოყვება პაკეტი ყველაფერი ულიმიტო ექვსი თვე.

თუ პირველ ათ პორტირებულ მომხმარებელში აღმოჩნდით, iPhone17Pro მობილურის შეძენისას დამატებით მიიღებთ 100 ლარიან ფასდაკლებას. სპეციალური აქცია 28 ივნისის ჩათვლით მიმდინარეობს.

მოწყობილობის ღირებულების მიხედვით, მომხმარებელს საჩუქრად გაუაქტიურდება:

Iphone-ის მოდელების შეძენისას — საჩუქარი პაკეტი ყველაფერი ულიმიტო მოიცავს უსწრაფეს მობილურ ინტერნეტს + SMS + სასაუბრო წუთებს ულიმიტოდ 6 თვით.

სილქნეტის საზაფხულო აქცია ანდროიდის მოდელებზეც ვრცელდება:

  • 500 ლარამდე ღირებულების სმარტფონის შეძენისას — 3-თვით კოსმო პაკეტი — პაკეტი მოიცავს 100 წუთს, ულიმიტო SMS-სა და 1 GB ინტერნეტს.
  • 500-დან 1000 ლარამდე ღირებულების სმარტფონის შეძენისას — 6-თვით კოსმო პაკეტი — თვეში 100 წუთი, ულიმიტო SMS და 1 GB ინტერნეტი.
  • 1000-დან 1500 ლარამდე ღირებულების სმარტფონის შეძენისას — 12-თვით კოსმო პაკეტი — თვეში 100 წუთი, ულიმიტო SMS და 1 GB ინტერნეტი;
  • 1500-დან 2500 ლარამდე ღირებულების სმარტფონის შეძენისას, მომხმარებელი საჩუქრად მიიღებს 10 GB ინტერნეტ პაკეტს;
  • 2500 ლარზე მეტი ღირებულების სმარტფონის შეძენისას — მომხმარებელი საჩუქრად მიიღებს 20 GB ინტერნეტ პაკეტს.

15 ივლისის ჩათვლით მიმდინარე აქციის ფარგლებში, თვეში 63 ლარიდან, მერე ბარათის უპროცენტო 6 თვიანი განვადებით შეძლებთ შეიძინოთ უფრო ერგონომიული, განახლებული დიზაინის ყურსასმენები: AirPods 4. მისი უპირატესობა მაქსიმალური ხმაურის პირობებშიც კი, პრემიუმ ხარისხის აუდიოს მოსმენის შესაძლებლობაა.

ჭკვიანი საათი — Apple Watch SE ყოველდღიური გამოყენებისთვის საჭირო თითქმის ყველა ძირითად ფუნქციას ითავსებს. 15 ივლისის ჩათვლით, მერე ბარათის უპროცენტო 6 თვიანი განვადებით, თვეში 137 ლარიდან, მომხმარებელი შეიძენს მაღალტექნოლოგიურ გაჯეტს.

თუ გსურს macOS-ის ეკოსისტემის ნაწილი გახდეთ, 15 ივლისის ჩათვლით უპრეცედენტო აქციით შეძლებთ პერსონალური კომპიუტერის MacBook-ის შეძენას — თვეში 372 ლარიდან, მერეს 0%-ანი განვადებით 6 თვემდე.

ფოტო: სილქნეტი

ყველა ამ საზაფხულო შეთავაზებაში ჩართვა შესაძლებელია სილქნეტის მომსახურების ცენტრებში:

  • პირველი რესპუბლიკის მოედანი #6
  • ცინცაძე ქ.#2
  • სითი მოლი — ვაჟა-ფშაველას #70/ქავთარაძის1, სართ. G; გუდვილთან

სილქ ბანკის უნიკალური პროდუქტის მერე ბარათის გააქტიურებას ადგილზევე შეძლებთ:

  • QR კოდის საშუალებით,
  • Silk Bank-ის ვებგვერდზე — silkbank.ge/mere
  • Silk Bank-ის მობილური აპლიკაციიდან.

სილქნეტის ქსელში პორტირება უფასოა და ერთი სამუშაო დღის ვადაში ხდება. მნიშვნელოვანია, რომ სხვა ქსელში დაგროვილ დადებით ბალანსს მომხმარებელი უკვე სილქნეტის ქსელში გამოიყენებს.