TBILISI SHOPPING FESTIVAL 27 ივნისს გაიხსნება
ფოტო: აუთლეტ ვილიჯი
Tbilisi Shopping Festival პირველად 27 ივნისს გაიმართება, ეს იქნება ახალი საზაფხულო ღონისძიება, რომელიც შოპინგს, გართობასა და მრავალფეროვან გამოცდილებას ერთ სივრცეში გააერთიანებს.
ფესტივალი აუთლეტ ვილიჯში ჩატარდება და სტუმრებს ოთხი დღის განმავლობაში: 27-28 ივნისს და 4-5 ივლისს უმასპინძლებს. Tbilisi Shopping Festival-ის მიზანია ზაფხულის სეზონზე შექმნას განსაკუთრებული გარემო, სადაც შოპინგი, კულტურა, გართობა და საინტერესო ადამიანებთან შეხვედრები ერთიან დასამახსოვრებელ გამოცდილებად იქცევა.
ფოტო: აუთლეტ ვილიჯი
ფესტივალის ფარგლებში სპეციალური შეთავაზება ექნებათ თიბისი კონცეპტის მომხმარებლებს. 27 და 28 ივნისს, თბილისი აუთლეტ ვილიჯის შერჩეულ მაღაზიებში თიბისი კონცეპტის Visa სადებეტო ბარათით გადახდის შემთხვევაში, მომხმარებლები გადახდილი თანხის 30%-ს ულიმიტოდ და მომენტალურად დაიბრუნებენ. გადახდა უნდა განხორციელდეს ფიზიკურ ობიექტში თიბისის POS ტერმინალზე.
ფოტო: აუთლეტ ვილიჯი
27 ივნისს გაიმართება საჯარო შეხვედრა დათო ტურაშვილთან, გუგა კოტეტიშვილთან და ნინო დარასელთან. სტუმრები ისაუბრებენ თბილისის კულტურულ იდენტობაზე, არქიტექტურაზე და დიზაინზე, ასევე იმაზე, თუ როგორ ჩამოყალიბდა ქალაქის უნიკალური ხასიათი სხვადასხვა კულტურისა და სავაჭრო გზების გზაჯვარედინზე. 28 ივნისს სტუმრების წინაშე თამადა წარდგება.
ფესტივალის განმავლობაში მოსულ სტუმრებს მრავალფეროვანი აქტივობები ელოდებათ. ღონისძიების ფარგლებში წარმოდგენილი იქნება ქართველი დიზაინერების pop-up სივრცეები, მათ შორის კონცეპტუალური მაღაზია IERI Store, Lalo Cardigans და სხვა ქართული ბრენდები, რომლებიც ფესტივალის გამოცდილებას კიდევ უფრო მრავალფეროვანს გახდის.
სტუმრებს ასევე დახვდებათ ცოცხალი მუსიკა და საბავშვო გასართობი სივრცე, რომელიც ყოველდღიურად 11:00-დან 19:00 საათამდე იმუშავებს, Tbilisi Shopping Festival ასევე გააერთიანებს სხვადასხვა გასტრონომიულ კონცეფციას.
თბილისი აუთლეტ ვილიჯი, რომელიც ქალაქის ცენტრიდან მხოლოდ 30 წუთის სავალზე მდებარეობს, 40-ზე მეტ ბრენდს აერთიანებს. მათ შორის წარმოდგენილია არაერთი საერთაშორისო ბრენდი, რომელიც საქართველოში ექსკლუზიურად მხოლოდ აუთლეტ ვილიჯშია ხელმისაწვდომი. სივრცე სტუმრებს მთელი წლის განმავლობაში სთავაზობს 30%-დან 70%-მდე მუდმივ ფასდაკლებებსა და ექსკლუზიურ შეთავაზებებს. ღია ცის ქვეშ განთავსებული გამორჩეული არქიტექტურა, კომფორტული გარემო და მრავალფეროვანი ბრენდები აუთლეტ ვილიჯს შოპინგისა და დასვენების განსაკუთრებულ დანიშნულების ადგილად აქცევს.
-
პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო" პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო"
გადახედვა
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება 3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება
გადახედვა
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა
გადახედვა
-
DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები
გადახედვა
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები