რატომ გვეჩვენება საკვები უფრო გემრიელად, როცა ის სხვამ მოამზადა
ფოტო: Pinterest
თუ ოდესმე, სხვისი მომზადებული საჭმელი იმდენად მოგწონებია, რომ მერე სახლში თავადაც გიცდია გამეორება — იმავე რეცეპტით და ინგრედიენტებით — მაგრამ სათანადოდ აღარ აღფრთოვანებულხარ, მხოლოდ შენს კულინარიულ უნარებს ნუ დააბრალებ ამას. ეგ კი არა, კარგად თუ ამზადებ და შენი კერძი სხვებს ძალიანაც მოსწონთ, შენ კი ხანდახან მისი ჭამაც კი არ გინდება ხოლმე, არც ეგაა უცნაური და მაგასაც კი აქვს ახსნა.
სინამდვილეში საქმე ბევრად მარტივადაა — ჩვენი ტვინი პროცესშივე და პრინციპში პროცესით "ნაყრდება".
ფოტო: Pinterest
მეცნიერები ამ ფენომენს "სენსორულ გაჯერებას" უწოდებენ. სულ რომ 15 წუთი გჭირდებოდეს საჭმლის მოსამზადებლად, მთელი ხნის განმავლობაში სურნელში ტრიალებ და შენი ყნოსვის რეცეპტორებიც შეუჩერებლად იღებენ სიგნალებს. სანამ ბოლოში გახვალ, შენი ტვინი წყვეტს, რომ უკვე ჭამე და ყველაფერი გაქვს დაგემოვნებული. გარდა ამისა, თითქმის ქრება სიახლისა და მოულოდნელობის ეფექტი; რეცეპტორები გადაღლილია და როცა პირველ ლუკმას პირში ჩაიდებ, ერთადერთი ლოგიკური რეაქცია ტვინისგან ისაა, რომ არაფერი ახალი არ გაგისინჯავს.
თუ საჭმელს სხვა გიმზადებს, ყველაფერი პირიქითაა — პროცესში არ მონაწილეობ, რეცეპტორებიც დასვენებულია და თეფშს რომ დაგიდგამენ წინ, სურნელსაც და გემოსაც ერთდროულად აღიქვამ. თან, რაც მთავარია, ყველაფერი მოულოდნელია ტვინისთვის, სიურპრიზივით მუშაობს და სიურპრიზები კიდევ დოფამინის გამომუშავებას უწყობს ხელს.
ფოტო: Pinterest
არის კიდევ ერთი ნიუანსი — ძალისხმევა. როცა საჭმელს თავად ამზადებ, ენერგიას ხარჯავ — რეცეპტზე ფიქრობ, ფეხზე დგახარ, ყველა დეტალს აკონტროლებ და პარალელურად დასარეცხი ჭურჭლის რაოდენობაზეც ფიქრობ. ეს ყველაფერი კი ფონური სტრესია, რომელიც გემოს შეგრძნებას აფერხებს. სხვის მომზადებულს კი ყოველგვარი შრომისა (ან მცირე) და პასუხისმგებლობის (ფინანსურს თუ არ ჩავთვლით) გარეშე იღებ. ჯილდოს ჰგავს, არა?
შემდეგ ჯერზე, როცა შენი მომზადებული სადილი არ მოგეწონება ან უბრალოდ ჭამა არ მოგინდება, ნუ იფიქრებ, რომ საჭმლის კეთება შენი საქმე არ არის. შენმა გონებამ უბრალოდ ძალიან ბევრი ინერვიულა, იშრომა და თან ყველაფერი წინასწარ შეჭამა.
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო
გადახედვა
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
-
ComCom-მა "ტვ პირველი" ტერმინოლოგიის გამოყენებისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა ComCom-მა "ტვ პირველი" ტერმინოლოგიის გამოყენებისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა
გადახედვა
-
პრორუსი მამუკა ფიფია ირაკლი კობახიძის განცხადებით მოხარულია და გეორგიევსკის ტრაქტატის აღდგენას კვლავ ითხოვს პრორუსი მამუკა ფიფია ირაკლი კობახიძის განცხადებით მოხარულია და გეორგიევსკის ტრაქტატის აღდგენას კვლავ ითხოვს
გადახედვა
-
იავნანა — როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში იავნანა — როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში
-
წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე
გადახედვა
-
13-15 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი 13-15 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი
გადახედვა
-
შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა
გადახედვა
-
რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა
გადახედვა
-
საქართველოში გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი იქნება საქართველოში გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი იქნება
გადახედვა
-
ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან, 16 წლის გოგოს მატარებელი შეეჯახა და გარდაიცვალა — "ბათუმელები" ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან, 16 წლის გოგოს მატარებელი შეეჯახა და გარდაიცვალა — "ბათუმელები"
გადახედვა
კომენტარები