რა შეგიძლია ისწავლო 4 კვირაში? — გაეცანი დაფინანსებულ კურსებს Businesscourse.ge-ზე
ფოტო: საქართველოს ბანკი
ზოგჯერ ბიზნესის დაწყება დიდ, რთულ და ხანგრძლივ პროცესად გვეჩვენება. თითქოს საჭიროა წლები იმისთვის, რომ ყველაფერი ისწავლო — ფინანსები, მარკეტინგი, ადამიანური რესურსების მართვა თუ სტრატეგია. თუმცა, რეალობა, შესაძლოა, უფრო მარტივიც იყოს: სწორი რესურსით, ფოკუსითა და ყოველდღიური მცირე ნაბიჯებით, რამდენიმე კვირაშიც შესაძლებელია, საკუთარ იდეას უკვე სრულიად სხვა თვალით შეხედო.
სწორედ ამ მიზნითაა შექმნილი საქართველოს ბანკის საგანმანათლებლო პლატფორმა Businesscourse.ge — სივრცე, რომელიც საშუალებას გაძლევს, საკუთარ ტემპში, ბიზნესის შესახებ ცოდნა მიიღო და მისი გამოყენება დაუყოვნებლივ დაიწყო.
პირველი კვირა — ბიზნეს გეგმის დაწერა
ყველაფერი ხშირად ერთი იდეით იწყება. მაგრამ მთავარია, როგორ იქცეს იგი რეალურ ბიზნესად. პირველ კვირაში სწორედ ამას — ხედვის ჩამოყალიბებას — ბიზნესგეგმის შედგენის კურსით შეძლებ.
კურსი, რომელიც 17 გაკვეთილისგან შედგება, ბიზნესში პირველი ნაბიჯების გადაგმაში დაგეხმარება. კურსი ბიზნესგეგმის ტიპებისა და ძირითადი ელემენტების მიმოხილვით იწყება, შემდგომ ლექციებზე კი გეხმარება, დეტალურად ჩამოაყალიბო შენი პროდუქტის არსი, გააანალიზო ბაზარი, განსაზღვრო სამიზნე აუდიტორია და კონკურენტული გარემო.
ამასთანავე, სწავლობ, როგორ დაგეგმო შემოსავლები და ხარჯები, როგორ ააწყო დაფინანსების სტრუქტურა და როგორ წაიკითხო ფინანსური შედეგები ისე, რომ შენი ბიზნესის რეალური სურათი დაინახო. საბოლოოდ, ბიზნეს გეგმა შენი გადაწყვეტილებების გზამკვლევი ხდება.
მეორე კვირა — ფინანსების მართვის კურსები
ნებისმიერი ბიზნესის საფუძველი ფინანსებია, სწორედ ამიტომ, მეორე კვირა ამ თემატიკის კურსებს შეგიძლია დაუთმო, ესენია:
კორპორაციული ფინანსები და აუდიტი ან კომპანიის ფინანსური მაჩვენებლები.
ამ ეტაპზე გაიგებ:
- როგორ წაიკითხო და გააანალიზო ფინანსური მონაცემები;
- როგორ მიიღება სწორი ბიზნეს გადაწყვეტილებები ციფრებზე დაყრდნობით;
- რა არის მოგება, ხარჯი და ფულადი ნაკადები პრაქტიკაში.
შედეგად, უკეთესად გაიგებ, როგორ მუშაობს შენი ბიზნესის ფინანსური ლოგიკა.
მესამე კვირა — ადამიანები და სისტემები
მესამე კვირაში ფოკუსი ადამიანებზე და სისტემებზე გადადის. ბიზნესი მხოლოდ იდეა და ციფრები არ არის — ის იმ ადამიანებისგან შედგება, რომლებიც ამ პროცესს მართავენ. სწორედ ამ მიზნით, თანამშრომლების კეთილდღეობის კურსი გაძლევს წარმოდგენას, როგორ უნდა ააწყო გუნდი, რომელიც შენს ხედვას რეალობად აქცევს პარალელურად, საქართველოში არსებული გადასახადების კურსი დაგეხმარება, იმაში, რომ შენი სამუშაო გარემო უფრო ნათელი და პროგნოზირებადი გახდეს.
მეოთხე კვირა — ზრდა და მასშტაბირება
და როცა ეს სამი ეტაპი უკვე გავლილია, მეოთხე კვირა სტრატეგიულ ხედვებსა და ზრდაზე ორიენტირებულ გეგმებს შეგიძლია დაუთმო. აქ შეგიძლია აირჩიო კურსები, როგორებიცაა:
ასევე, პლატფორმა გთავაზობს ცოდნას ექსპორტისა და საერთაშორისო გაყიდვების შესახებ თუ ინვესტირების შესახებ.
აღსანიშნავია, რომ პლატფორმაზე უკვე 100,000-ზე მეტი რეგისტრაცია დაფიქსირდა, კურსები კი რეგულარულად ახლდება. თუ გინდა, რომ შენი იდეა რეალურ ნაბიჯებად აქციო ან უკვე არსებულ ბიზნესს ახალი ბიძგი მისცე — Businesscourse.ge ის სივრცეა, საიდანაც შეგიძლია დაიწყო.
-
პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო" პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო"
გადახედვა
-
BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა
გადახედვა
-
სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო
გადახედვა
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები