საქართველო მსოფლიო გასტრონომიულ რუკაზე
ფოტო: Studio Liberty
მსოფლიოს მრავალ ქალაქში გასტრო კვირეულები დიდი ხანია ტურისტული კალენდრის მნიშვნელოვან ნაწილად იქცა. დღეს, როცა ავთენტური შეგრძნებების მაძიებელი ვიზიტორისთვის გასტრონომიული გამოცდილება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია, მსგავსი ღონისძიებები აღარ არის მხოლოდ ვირტუოზი შეფების კულინარიული დღესასწაულების ერთობლიობა. ეს არის საშუალება იმისა, რომ ქალაქებმა და ქვეყნებმა თავიანთი ტრადიციები და თანამედროვე ხედვები სტუმრებს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობით — ადგილობრივი სამზარეულოთიც გააცნონ.
ამ იდეას ემსახურება Tbilisi Gastro Week, რომელიც უკვე მეხუთე წელია იმართება. ფესტივალი წელს 31 მაისიდან 7 ივნისის ჩათვლით თბილისსა და კახეთის რეგიონში ჩატარდა. საიუბილეო Tbilisi Gastro Week ამჯერადაც სტუდიო ლიბერთის სტრატეგიული პარტნიორობით გაიმართა და განსაკუთრებული მასშტაბის მოვლენად იქცა. კვირეულის ფარგლებში საქართველომ Michelin-ის ვარსკვლავის მფლობელ შეფმზარეულებს, მსოფლიო კლასის სომელიეებს, გასტრონომიის ექსპერტებსა და საერთაშორისო მედიის წარმომადგენლებს უმასპინძლა.
Tbilisi Gastro Week 2026-ის პროგრამა გასტრონომიასთან ერთად ფოკუსირდა ღვინის კულტურასა და მდგრადი ტურიზმის მიმართულებაზე. განსაკუთრებულ აღნიშვნას იმსახურებს ის ფაქტი, რომ საქართველოს ესტუმრა პარიზის ლეგენდარული Ritz Paris-ის სომელიერიის დირექტორი, ფლორიან გიოტო, რომელიც ქართველ სომელიესთან, ანა გოდაბრელიძესთან ერთად ღვინის დეგუსტაციებსა და სპეციალურ ვახშმებს გაუძღვა.
კვირეულის პროგრამა წელს გამორჩეულად დატვირთული იყო და მოიცავდა გახსნისა და დახურვის გალა ვახშმებს, საერთაშორისო Four Hands Dinner-ს, სადაც ქართველი და უცხოელი შეფები ექსკლუზიური მენიუებით შექმნილ კოლაბორაციებს წარადგენდნენ, კახეთის გასტრონომიულ ტურსა და თბილისის მდგრადი განვითარების რეგიონულ ფორუმს.
ფოტო: Studio Liberty
Tbilisi Gastro Week-ის საერთაშორისო მნიშვნელობასა და პრესტიჟს უდაოდ უსვამს ხაზს შეფების წლევანდელი ვარსკვლავური შემადგენლობა.
ფესტივალის ერთ-ერთი მთავარი სტუმარი გახლდათ ფრანგული კულინარიის ლეგენდა, Michelin-ის სამი ვარსკვლავის მფლობელი ჟაკ პურსელი, რომელმაც აგრეთვე Michelin-ის ვარსკვლავოსან შეფ სტეფან გორტინასთან ერთად ექსკლუზიური ვახშამი გამართა. გასტრონომიული კვირეული კი დაიხურა ბრანჩით, რომლისთვისაც ფლორენციიდან სპეციალურად ჩამოფრინდა ლეგენდარული მასიმო ბოტურას რესტორნის Gucci Osteria-ს შეფი, ასევე Michelin-ის ვარსკვლავის მფლობელი ტაკაჰიდო კონდო.
8 დღის განმავლობაში თბილისი და კახეთი გლობალური მნიშვნელობის გასტრონომიულ პლატფორმად იქცა. სტუდიო ლიბერთისთან ერთად Tbilisi Gastro Week წლებია ქმნის სივრცეს ქართული გასტრონომიის, როგორც კულტურული მემკვიდრეობის, ისე მდგრადი ტურისტული პოტენციალის საერთაშორისო აუდიტორიასთან დასაახლოებლად. გასტრონომია და მოგზაურობა ადამიანებისა და კულტურების შეხვედრას, შთაბეჭდილებებისა და იდეების გაზიარებას უწყობს ხელს. სწორედ ხარისხიანი გამოცდილებების შექმნის იდეა გახდა Studio Liberty-სა და Tbilisi Gastro Week-ს პარტნიორობის საფუძველი.
-
როგორ ცვლის ტექნოლოგიები სპორტს — ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატი აშშ-ში როგორ ცვლის ტექნოლოგიები სპორტს — ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატი აშშ-ში
გადახედვა
-
მგზავრები ხელბარგისა და მცირე ზომის ჩემოდნების ატანას თვითმფრინავში უფასოდ შეძლებენ მგზავრები ხელბარგისა და მცირე ზომის ჩემოდნების ატანას თვითმფრინავში უფასოდ შეძლებენ
გადახედვა
-
ტესტი: გამოიცანი დინოზავრი სურათით ტესტი: გამოიცანი დინოზავრი სურათით
-
საქართველო მსოფლიო გასტრონომიულ რუკაზე საქართველო მსოფლიო გასტრონომიულ რუკაზე
-
გამარჯობა, მშია. მე მამა ვარ — მეცნიერებმა Daddy Jokes შეისწავლეს და სარგებელი გამოავლინეს გამარჯობა, მშია. მე მამა ვარ — მეცნიერებმა Daddy Jokes შეისწავლეს და სარგებელი გამოავლინეს
გადახედვა
-
პოლიტპატიმრების გათავისუფლება, ივანიშვილის და მისი გუნდის სანქცირება — ევროპარლამენტმა საქართველოზე მორიგი კრიტიკული რეზოლუცია მიიღო პოლიტპატიმრების გათავისუფლება, ივანიშვილის და მისი გუნდის სანქცირება — ევროპარლამენტმა საქართველოზე მორიგი კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
გადახედვა
-
რატომ დაიბარეს გაერთიანებული სამეფოს ელჩი საგარეო უწყებაში? რატომ დაიბარეს გაერთიანებული სამეფოს ელჩი საგარეო უწყებაში?
გადახედვა
-
ჯივიპის ლაბორატორიამ გლობალური აღიარება და Laboratory of Excellence-ის სერთიფიკატი მოიპოვა ჯივიპის ლაბორატორიამ გლობალური აღიარება და Laboratory of Excellence-ის სერთიფიკატი მოიპოვა
-
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო: დიდი ბრიტანეთის მიერ სანქცირებული გემი ყულევის ნავსადგურში იმყოფებოდა, მაგრამ მაშინ სანქცირებული არ იყო საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო: დიდი ბრიტანეთის მიერ სანქცირებული გემი ყულევის ნავსადგურში იმყოფებოდა, მაგრამ მაშინ სანქცირებული არ იყო
გადახედვა
-
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ თბილისის ბალეტის ფესტივალს თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ თბილისის ბალეტის ფესტივალს
-
პენიტენციური: "ელენე ხოშტარიას დიაგნოზის აბსოლუტური უმეტესობა დადგენილი ჰქონდა დაწესებულებაში შემოსახლებამდე" პენიტენციური: "ელენე ხოშტარიას დიაგნოზის აბსოლუტური უმეტესობა დადგენილი ჰქონდა დაწესებულებაში შემოსახლებამდე"
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი უნივერსიტეტი ემოჯით ქვიზი: გამოიცანი უნივერსიტეტი ემოჯით
-
შრეკი, ფიონა და მათი შვილები ვირთან ერთად ციხეში აღმოჩნდნენ — ნახეთ Shrek 5-ის ტრეილერი შრეკი, ფიონა და მათი შვილები ვირთან ერთად ციხეში აღმოჩნდნენ — ნახეთ Shrek 5-ის ტრეილერი
გადახედვა
-
გია ხუხაშვილი: პაპუაშვილი კახურად პირდაპირ საუბრობს, რასაც ფიქრობენ “ქართულ ოცნებაში” და სამხარაძე იმერულად “ახვევს” გია ხუხაშვილი: პაპუაშვილი კახურად პირდაპირ საუბრობს, რასაც ფიქრობენ “ქართულ ოცნებაში” და სამხარაძე იმერულად “ახვევს”
გადახედვა
-
ჰარი პოტერის ეკრანიზაციაში, როგორც იქნა, პივსს ვიხილავთ — ვინ ითამაშებს პოლტერგეისტს ჰარი პოტერის ეკრანიზაციაში, როგორც იქნა, პივსს ვიხილავთ — ვინ ითამაშებს პოლტერგეისტს
გადახედვა
-
ბიზნესმენების რეკეტი და მუქარა — "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფი 21 პირი დააკავეს ბიზნესმენების რეკეტი და მუქარა — "ქურდულ სამყაროსთან" კავშირში მყოფი 21 პირი დააკავეს
გადახედვა
-
"არანაირი უკან დახევა არ იქნება" — ირაკლი ზარქუა "გამჭვირვალობის კანონზე" "არანაირი უკან დახევა არ იქნება" — ირაკლი ზარქუა "გამჭვირვალობის კანონზე"
გადახედვა
-
G7: ვიღებთ ვალდებულებას, გავაძლიეროთ ზეწოლა რუსეთის საომარ ეკონომიკაზე G7: ვიღებთ ვალდებულებას, გავაძლიეროთ ზეწოლა რუსეთის საომარ ეკონომიკაზე
გადახედვა
-
დანილუს ჟალიმასი: საქართველო დაკარგავს სუვერენიტეტს თუ ის არ იქნება EU-ში დანილუს ჟალიმასი: საქართველო დაკარგავს სუვერენიტეტს თუ ის არ იქნება EU-ში
გადახედვა
-
თეგეტა მოტორსის გეზის ფილიალში მომსახურების უნივერსალიზებული მოდელი დაინერგა თეგეტა მოტორსის გეზის ფილიალში მომსახურების უნივერსალიზებული მოდელი დაინერგა
-
თამარა ვუჩიჩის საქართველოში თამარ ბაგრატიონი მასპინძლობს თამარა ვუჩიჩის საქართველოში თამარ ბაგრატიონი მასპინძლობს
გადახედვა
კომენტარები