"ვუყურე ჩემი შვილის მკვლელობას" — საზმაუს ეთერში სიმღერის დროს წაქცეული 10 წლის ბავშვის დედა
საზმაუს ეთერში სიმღერის დროს წაქცეული10 წლის ბავშვის დედა თამარ აკობია "ტვ პირველთან" საუბრისას აცხადებს, რომ მომხდარის შესახებ სამართლებრივი ნაბიჯების გადადგმას არ აპირებდა, მაგრამ "იმდენად ვერ აცნობიერებენ რა მოხდა და შეტევაზე გადმოდიან, რომ ალბათ, დააპირებს". მისი თქმით, სიმღერის აკადემიასთან ყველანაირი კავშირი გაწყვიტა, რადგან მათ საფრთხედ აღიქვამს.
"ბავშვი, კარგად არის. თითები აქვს ნაღრძობი და ფიქსატორში გვაქვს ჩასმული. სხვა მხრივ კარგად არის, ფსიქოლოგიურ დახმარებას ვუწევთ, იმიტომ, რომ ბავშვს დახმარება სჭირდება, ნახა კიდევაც, როგორ წაიქცა, როგორ ვითარებაში მოხდა ყველაფერი.
ვუყურე ჩემი შვილის მკვლელობას — ასეთი რეაქცია მქონდა. წარმოიდგინეთ – უყურებ, როგორ არ ეხმარებიან შენს შვილს ისეთ დროს, როცა გადამწყვეტია წუთები და ყველაზე, ყველაზე მეტად სჭირდება დახმარება. რა თქმა უნდა, გავწყვიტე ურთიერთობა [სიმღერის აკადემიასთან], რა თქმა უნდა, გავწყვიტე. მე მათ არ ვენდობი და საფრთხედ აღვიქვამ ამ ადამიანებს. საფრთხედ. საშიშები არიან და მარტო ჩემი შვილისთვის კი არა, მოზარდებისთვის. იქ ვინც სწავლობს. მათ მარტო ჩემს შვილს კი არ მიაყენეს ზიანი, მიაყენეს იმ ბავშვებს, ვინც იქ არიან. იქ მყოფი ბავშვების ზოგიერთი მშობელი ამას ვერ აცნობიერებს. ანუ, პრობლემას ვერ ხედავს, რაშია. პრობლემას ხედავენ ჩემში, პრობლემას ხედავენ ვიდეოს გავრცელებაში და არა იმაში, რომ სინამდვილეში იქ ბავშვები რამ დააზიანა – დააზიანა უფროსების, მასწავლებლების უმოქმედობამ", — განაცხადა თამარ აკობიამ.
ჟურნალისტის კითხვაზე, სამართლებრივად ხომ არ აპირებს რაიმე ნაბიჯის გადადგმას? თამარ აკობიამ განაცხადა, რომ შესაძლოა "დააპიროს"
"არ ვაპირებდი, მაგრამ ცოტა ისე მიდის ახლა, იმდენად მოურიდებლები არიან, იმდენად ვერ აცნობიერებენ რა მოხდა, პირიქით – შეტევაზე გადმოდიან, ალბათ, დავაპირებ. ეს მათგან უკვე იმის საბაბია, რომ დავაპირო. ესე იგი, იმის მაგივრად, რომ სასწრაფო გამოეძახათ, ეს უფერული ბავშვი დასვეს ისევ იმისთვის, რომ თავიანთი დანაშაული დაეფარათ და ეთქვათ — ოჰ, კარგად არის, აი, ფოტოებს ვიღებთ და მშვენივრად არის ყველაფერი. ექიმი არ გამოიძახეს", — განაცხადა თამარ აკობიამ.
- პირველი არხი: "არასრულწლოვანის გულისწასვლა პავილიონში მყოფმა პირველი არხის თანამშრომლებმა ვერ დააფიქსირეს"
- ნინო კუხალეიშვილი: სიმღერის დაწყებიდან მალევე, უკანა რიგში მდგომი ანკა მოწყვეტით ეცემა | ვიდეო
- "სიმღერის აკადემია" აცხადებს, რომ სცენის განათების და ხმამაღალი მუსიკის გამო გულწასული არასრულწლოვანი ვერ შენიშნეს
-
NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
-
პრორუსი მამუკა ფიფია ირაკლი კობახიძის განცხადებით მოხარულია და გეორგიევსკის ტრაქტატის აღდგენას კვლავ ითხოვს პრორუსი მამუკა ფიფია ირაკლი კობახიძის განცხადებით მოხარულია და გეორგიევსკის ტრაქტატის აღდგენას კვლავ ითხოვს
გადახედვა
-
იავნანა — როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში იავნანა — როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში
-
წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე
გადახედვა
-
13-15 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი 13-15 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი
გადახედვა
-
რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა
გადახედვა
-
ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან, 16 წლის გოგოს მატარებელი შეეჯახა და გარდაიცვალა — "ბათუმელები" ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან, 16 წლის გოგოს მატარებელი შეეჯახა და გარდაიცვალა — "ბათუმელები"
გადახედვა
-
კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო) კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო)
გადახედვა
-
Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა
გადახედვა
-
აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს
გადახედვა
კომენტარები