Freedom House: "აშშ-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზება არ უნდა მოხდეს, სანამ საქართველოს ხელისუფლება არ გაათავისუფლებს პატიმრებს"
"აშშ- საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზება არ უნდა მოხდეს მანამ, სანამ საქართველოს ხელისუფლება არ გაათავისუფლებს დაკავებულებს ან პატიმრებს, რომლებიც თავიანთ ფუნდამენტურ თავისუფლებებს იყენებდნენ," — ამ სიტყვებით იწყება Freedom House-ის პოლიტიკისა და ადვოკატირების დირექტორის, ქეით ლაროკის სტატია.
პუბლიკაციაში საუბარია, ქართული ოცნების წარმომადგენლების მიერ ბოლო დროის გაკეთებულ განცხადებებზე იმის შესახებ, რომ სურთ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციასთან ურთიერთობების გაუმჯობესება და მაგალითად 70-სართულიანი Trump Tower Tbilisi-ის მშენებლობის გეგმაც აქვს მოყვანილი.
"ქართული ოცნების მთავრობის წევრები მიუთითებენ განახლებულ დიპლომატიურ კონტაქტებზე და კომერციულად მოტივირებულ ინიციატივებზე — მათ შორის, 70-სართულიანი Trump Tower Tbilisi-ს მშენებლობის გეგმაზე — როგორც ნიშანზე იმისა, რომ ვაშინგტონთან ურთიერთობები შეიძლება გაუმჯობესდეს რამდენიმეწლიანი დაძაბულობის შემდეგ," — ვკითხულობთ სტატიაში.
ტექსტში ასევე ხაზგასმულია საქართველოს სტრატეგიული ურთიერთობები ჩინეთთან და ირანთან, რაც აშშ-ის სტატეგიულ ინტერესებს ეწინააღმდეგება. გარდა გეოპოლიტიკური ინტერესთა კონფლიქტისა, პუბლიკაციაში ასევე საუბარია პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებაზე.
"მაშინ როცა ქართული ოცნება ცდილობს აშშ-სთან ურთიერთობების აღდგენას, ის პარალელურად აძლიერებს კავშირებს ჩინეთთან, მათ შორის 2023 წლის სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში; ასევე ცდილობს ირანის რეჟიმთან უფრო ახლო თანამშრომლობას, მათ შორის ირანის სახელმწიფო ღონისძიებებზე მაღალი დონის ქართული დელეგაციების მონაწილეობით და, გავრცელებული ცნობებით, ჩართულია ირანული სანქციების გვერდის ავლის სქემებში; გარდა ამისა, იზრდება ეჭვები რუსეთის ხელისუფლებასთან დაკავშირებულ სანქციების გვერდის ავლის საკითხებშიც. [...]
აშშ-ის სტრატეგიული ინტერესია, რომ საქართველო არ გადაიხაროს უფრო მეტად აშშ-ის მოწინააღმდეგე ქვეყნებისკენ. ვაშინგტონს სურს საქართველო დარჩეს დემოკრატიულ, ევროატლანტიკურ სივრცეში, რადგან მისი ტრაექტორია გავლენას მოახდენს დემოკრატიულ და ავტორიტარულ ძალებს შორის ბალანსზე სტრატეგიულად მნიშვნელოვან რეგიონში. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ აშშ-მ უნდა მოახდინოს ურთიერთობების ნორმალიზება ქართული ოცნების პირობებით. ტრამპის ადმინისტრაციამ, ამის ნაცვლად, უნდა ჩათვალოს საქართველოს პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება პირველ მკაფიო ტესტად იმისა, მზად არის თუ არა ქართული ოცნება რეალური შეთანხმებებისთვის, რომლებიც აშშ-სთან ურთიერთობებს გააუმჯობესებს," — ვკითხულობთ სტატიაში.
ქეით ლაროკის განცხადებით, "აშშ-მ არ უნდა მოახდინოს რეპრესიების ნორმალიზება საქართველოში მხოლოდ იმიტომ, რომ ქართულმა ოცნებამ გადაწყვიტა ვაშინგტონთან ურთიერთობის გაუმჯობესება დიპლომატიური და ბიზნეს-ინიციატივების გზით".
"აშშ-მ არ უნდა მოახდინოს რეპრესიების ნორმალიზება საქართველოში მხოლოდ იმიტომ, რომ ქართულმა ოცნებამ გადაწყვიტა ვაშინგტონთან ურთიერთობის გაუმჯობესება დიპლომატიური და ბიზნეს-ინიციატივების გზით. თუ მმართველ პარტიას სურს აშშ-სთან უფრო ახლო კავშირები, ვაშინგტონმა უნდა მოითხოვოს კონკრეტული ნაბიჯები დემოკრატიული უკუსვლის შესაჩერებლად — მათ შორის პოლიტიკური პლურალიზმის აღდგენა, სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის დაცვა და თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების უზრუნველყოფა — როგორც უფრო ღრმა თანამშრომლობის პირობა. ეს რეფორმები აუცილებელია იმისთვის, რომ საქართველო დარჩეს ევროატლანტიკურ სივრცეში და არ გადაიხაროს ავტორიტარული ძალებისკენ. პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება უნდა ჩაითვალოს მინიმალურ კრიტერიუმად — და არა საბოლოო მიზნად," — ვკითხულობთ სტატიაში.
-
ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
-
ComCom-მა "ტვ პირველი" ტერმინოლოგიის გამოყენებისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა ComCom-მა "ტვ პირველი" ტერმინოლოგიის გამოყენებისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა
გადახედვა
-
იავნანა — როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში იავნანა — როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში
-
წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე
გადახედვა
-
შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა
გადახედვა
-
რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა
გადახედვა
-
საქართველოში გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი იქნება საქართველოში გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი იქნება
გადახედვა
-
ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან, 16 წლის გოგოს მატარებელი შეეჯახა და გარდაიცვალა — "ბათუმელები" ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან, 16 წლის გოგოს მატარებელი შეეჯახა და გარდაიცვალა — "ბათუმელები"
გადახედვა
-
კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო) კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო)
გადახედვა
-
Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა
გადახედვა
-
აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს
გადახედვა
-
თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება
-
სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა
გადახედვა
კომენტარები