8 ლიცენზირებული TIR PARK-ის მოქმედი და ყოფილი მეწილეები და დირექტორები ქართული ოცნების წარმომადგენლები და მათთან დაკავშირებული პირები არიან
საბაჟო-გამშვებ პუნქტებთან მოწყობილი 8 ლიცენზირებული TIR PARK-ის მოქმედი და ყოფილი მეწილეები და დირექტორები ქართული ოცნების წარმომადგენლები და მათთან დაკავშირებული პირები არიან. ამის შესახებ ინფორმაციას "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო" (TI) ავრცელებს.
მათი ცნობით, ამ IR PARK-ებს ქართულ ოცნებას და მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილ საპრეზიდენტო კანდიდატს, სალომე ზურაბიშვილს, 2014 წლიდან დღემდე, ჯამში 1,991,000 ლარი შესწირეს.
"საქართველოში სულ 35 ლიცენზირებული TIR PARK-ია და ისინი 9 საბაჟო გამშვები პუნქტის — სარფის, ყაზბეგის, წითელი ხიდის, სადახლოს (საავტომობილო), ლაგოდეხის, გუგუთის, ნინოწმინდას, ვალესა და კარწახის, მიმდებარედ არის მოწყობილი:
- სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტთან, ბათუმში, აფსაროსის გზატკეცილის #2-ში მოწყობილი TIR PARK-ის, შპს "ფიგოილის" 50% წილის მფლობელია, საქართველოს არალეგიტიმური პარლამენტის წევრი და ქართული ოცნების მსხვილი შემწირველი, გიორგი ჭყონია. შპს "ფიგოილთან" დაკავშირებულმა პირებმა, ქართულ ოცნებას და სალომე ზურაბიშვილს, 2014 წლიდან დღემდე 797,000 ლარი შესწირეს;
- წითელ ხიდის საბაჟო გამშვებ პუნქტთან, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეჟბადინში მოწყობილი TIR PARK-ის, შპს „ტირ პარკ მარნეული 2014-ის" ყოფილი მეწილეები არიან ხალხის ძალის და პროპაგანდისტული არხის, "პოსტივის" დამფუძნებლის, საქართველოს არალეგიტიმური პარლამენტის წევრის, ვიქტორ ჯაფარიძის მეუღლე ნათია ხვისტანი და მათ ოჯახთან დაახლოებული ბიზნესმენი — ოთარ ჩართოლანი. ორივემ 2016-2018 წლებში, როდესაც ამ კომპანიის წილებს ფლობდნენ, ქართულ ოცნებას და სალომე ზურაბიშვილს, 208,000 ლარი შესწირეს;
- გუგუთის (სოფელ პატარა დმანისში) და სადახლოს საავტომობილო (სოფელ სადახლოში) საბაჟო გამშვებ პუნქტებთან მოწყობილი TIR PARK-ების, შპს "გუგუთი ვერტექსის" და შპს
პარკ ვერტექსის" მეწილეები და ხელმძღვანელი არიან თბილისის მერთან, კახა კალაძესთან და სანქცირებულ ყოფილ შინაგან საქმეთა მინისტრთან, ვახტანგ გომელაურთან დაახლოებული ბიზნესმენები, ძმები გიორგი და რომან აბრამიშვილები. მათ, 2018 წლიდან დღემდე, ქართულ ოცნებას და სალომე ზურაბიშვილს, 774,000 ლარი შესწირეს; - ლაგოდეხის საბაჟო გამშვებ პუნქტთან, სოფელ მაწიმში მოწყობილი TIR PARK-ის, შპს „ნიუ ჯორჯიას" 30% წილის ყოფილი მფლობელია, ქართული ოცნების აქტიური მხარდამჭერი და მათთან დაახლოებული ბიზნესმენი, მინდია საბანაძე, რომელმაც 2016-2017 წლებში, ამ კომპანიაში 30% ფლობის დროს, ქართულ ოცნებას 100,000 ლარი შესწირა.
სად არის მოწყობილი TIR PARK-ები?
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2014 წლიდან საბაჟო გამშვებ პუნქტებთან არსებული რიგების მოწესრიგების და შეფერხებების თავიდან აცილების მიზნით, სატვირთო ავტომობილი, იმის მიუხედავად, ცარიელია ის თუ დატვირთული, საბაჟო გამშვებ პუნქტში გამოცხადებამდე ვალდებულია განთავსდეს სახელმწიფო საზღვრებთან არსებულ იმ ავტოსადგომებში, ე.წ TIR PARK-ებში, რომლებიც ლიცენზირებულნი არიან შემოსავლების სამსახურის მიერ და ჩართულნი არიან ავტოსატრასნპორტო საშუალებების რიგების მართვის ელექტრონულ სისტემაში. ამ TIR PARK-ების მომსახურების საფასური ერთეულ ტრაილერზე შეადგენს 80 ლარს, რის სანაცვლოდ ისინი არანაირ სერვის არ იღებენ, გარდა რიგის მართვის მომსახურებისა. ამ საფასურის გადაუხდელობის შემთხვევაში, სატვირთო ავტომობილების მძღოლებს ეკრძალებათ სახელმწიფო საზღვრისკენ მოძრაობა და შემდგომში საზღვრის გადაკვეთა, რასაც საპატრულო პოლიციის მორიგე ეკიპაჟები მუდმივად აკონტროლებენ", — წერს TI.
-
ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
-
ComCom-მა "ტვ პირველი" ტერმინოლოგიის გამოყენებისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა ComCom-მა "ტვ პირველი" ტერმინოლოგიის გამოყენებისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა
გადახედვა
-
წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე
გადახედვა
-
13-15 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი 13-15 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი
გადახედვა
-
რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა
გადახედვა
-
საქართველოში გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი იქნება საქართველოში გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი იქნება
გადახედვა
-
Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა
გადახედვა
-
აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს
გადახედვა
-
თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება
-
სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა
გადახედვა
-
განათლება, რომელიც მსოფლიოს დაახლოებას ემსახურება | რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკისა და UWC-ს პარტნიორობა მოსწავლეებისთვის განათლება, რომელიც მსოფლიოს დაახლოებას ემსახურება | რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკისა და UWC-ს პარტნიორობა მოსწავლეებისთვის
-
ევროვიზია შავი ზღვის სანაპიროზე ჩამოდის — სად გაიმართება კონკურსი 2027 წელს ევროვიზია შავი ზღვის სანაპიროზე ჩამოდის — სად გაიმართება კონკურსი 2027 წელს
გადახედვა
კომენტარები