"აი, რატომ მიყვარს FIFA-ს მსოფლიო თასი" — McDonald’s საქართველო FIFA World Cup 2026-ის კამპანია დაიწყო
ფოტო: მაკდონალდსი
FIFA მსოფლიო ჩემპიონატის მოახლოებასთან ერთად, ფეხბურთი ისევ იმ საერთო ემოციად უნდა ვაქციოთ, რომელიც ყველას გვაერთიანებს, როგორც მაშინ, საქართველო რომ ევროპაზე გავიდა. როცა მთელი ქვეყანა ერთ ეკრანს უყურებდა, ერთად ყვიროდა და თითოეულ გოლს ერთად ზეიმობდა. ახლა კი, FIFA World Cup 2026-ის წინ, McDonald’s საქართველომ სწორედ ამ განწყობის საქართველოში გადმოტანა დაიწყო.
გლობალური პარტნიორის სტატუსით, McDonald’s FIFA World Cup 2026-ს სპეციალური შეთავაზებებით, კოლექციური ნივთებით, ინტერაქციული აქტივობებით და ფეხბურთის კულტურასთან დაკავშირებული გამოცდილებებით ხვდება.
წლევანდელი ჩემპიონატი ჩრდილოეთ ამერიკაში გაიმართება და კამპანიის მთავარი იდეაც სწორედ იმ ენერგიის გაზიარებაა, რომელიც ფეხბურთს მსოფლიოს ყველაზე ემოციურ მოვლენად აქცევს. კამპანიაში მონაწილეობენ თანამედროვე ფეხბურთის ვარსკვლავები და ლეგენდები: Lamine Yamal, Son Heung-min, Thierry Henry, David Beckham და Ronaldinho. სპეციალურად ჩემპიონატისთვის შეიქმნება მათი გამოსახულებებით გაფორმებული საკოლექციო ჭიქებიც.
ფოტო: მაკდონალდსი
McDonald’s საქართველოს კამპანია კი ადგილობრივ გამოცდილებას კიდევ უფრო მასშტაბურს გახდის. მსოფლიო ჩემპიონატის პერიოდში მთელი საქართველოს მასშტაბით იმოგზაურებს გრიმასი, მაკის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი, იასამნისფერი ფუმფულა პერსონაჟი და გულშემატკივრებს ადგილზე ფეხბურთთან დაკავშირებულ თამაშებში ჩართავს. აქტივობის მთავარი გამოწვევა იქნება "გაუტანე გრიმასს გოლი", სადაც გამარჯვებულებს საჩუქრად მინი ბურთები გადაეცემათ.
მსოფლიო ჩემპიონატის ატმოსფერო სრულად გადმოინაცვლებს მაკის რესტორნებშიც. ყველა რესტორანი მოირთვება FIFA World Cup 2026-ში მონაწილე ქვეყნების დროშების ვიზუალით გაფორმებული გირლანდებით, რითაც სტუმრებს საფეხბურთო განწყობა მაკდონალდსის ყველა რესტორანში დახვდებათ. კამპანიის ფარგლებში გადაიბრენდება კიოსკებიც, ხოლო ყველა დრაივიან რესტორანში სპეციალურად მოეწყობა ბრენდირებული დრაივის თაღი.
განსაკუთრებული საფეხბურთო ვიზუალით იქნებიან წარმოდგენილი მაკის თანამშრომლებიც, ყველა რესტორანში ქეთო თემატური კოსტიუმებით მოემსახურება სტუმრებს. შერჩეულ რესტორნებში კი სპეციალური სათამაშო მოედნებიც განთავსდება, სადაც ფეხბურთთან დაკავშირებული აქტივობები გაიმართება.
ფოტო: მაკდონალდსი
კამპანიის მნიშვნელოვანი ნაწილი იქნება ციფრული გამოცდილებაც. FIFA-ს მსოფლიო თასის ფარგლებში მაკის აპში განსხვავებული აქტივობები დაგხვდებათ. ერთგული მომხმარებლები ყოველდღიურად ითამაშებენ, შეასრულებენ დღის ჩელენჯებს და მიიღებენ განსაკუთრებულ შეთავაზებებს. გამოწვევების შესრულებისას შეთავაზებების მიღების შანსიც იზრდება. მომხმარებლები FIFA-ს მსოფლიო თასის მილების შეძენისას აპლიკაციაში 2X ქულებს მიიღებენ.
მსოფლიო ჩემპიონატის პერიოდში მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომი იქნება FIFA-ს მსოფლიო თასის მილი — საკოლექციო ჭიქებით, ხოლო Happy Meal-ში თემატური ფიგურები. რესტორნებში კი მთელი კამპანიის განმავლობაში ფეხბურთთან დაკავშირებული აქტივობები და ფანებისთვის შექმნილი გამოცდილებები გაზიარდება.
McDonald’s საქართველოს მსოფლიო ჩემპიონატისადმი მიძღვნილი კამპანიის მთავარი მესიჯია: "აი, რატომ მიყვარს FIFA-ს მსოფლიო თასი", იდეა, რომელიც აერთიანებს იმ ემოციებს, რის გამოც ფეხბურთი მილიონობით ადამიანს ერთმანეთთან აკავშირებს. იქნება ეს ღამის მატჩისთვის შეკრებილი მეგობრები, ბოლო წუთზე გატანილი გოლი თუ დილის ყავა თამაშის განხილვისას. მაკი ამ მომენტების ნაწილი ხდება.
FIFA World Cup 2026-ის კამპანია მთელი ჩემპიონატის განმავლობაში გაგრძელდება და ფეხბურთის გულშემატკივრებს შესაძლებლობას მისცემს, მსოფლიო ჩემპიონატის მთავარი ემოციები საქართველოში, საკუთარ ქალაქში და მაკთან ერთად განიცადონ.
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები
გადახედვა
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
პრორუსი მამუკა ფიფია ირაკლი კობახიძის განცხადებით მოხარულია და გეორგიევსკის ტრაქტატის აღდგენას კვლავ ითხოვს პრორუსი მამუკა ფიფია ირაკლი კობახიძის განცხადებით მოხარულია და გეორგიევსკის ტრაქტატის აღდგენას კვლავ ითხოვს
გადახედვა
-
იავნანა — როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში იავნანა — როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში
-
წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე
გადახედვა
-
13-15 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი 13-15 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი
გადახედვა
-
შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა
გადახედვა
-
რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა
გადახედვა
-
საქართველოში გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი იქნება საქართველოში გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი იქნება
გადახედვა
-
ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან, 16 წლის გოგოს მატარებელი შეეჯახა და გარდაიცვალა — "ბათუმელები" ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან, 16 წლის გოგოს მატარებელი შეეჯახა და გარდაიცვალა — "ბათუმელები"
გადახედვა
-
კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო) კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო)
გადახედვა
კომენტარები