რა შესწორებები შევიდა აშშ-ის ავტორიზაციის აქტის პროექტში (NDAA) საქართველოზე?
აშშ-ის თავდაცვის ავტორიზაციის აქტის (NDAA) პროექტში ორი შესწორება შედის — მათი თანაავტორი რესპუბლიკელი კონგრესმენი ჯო უილსონია. ორივე შესწორება წარმომადგენელთა პალატის შეიარაღებული ძალების კომიტეტმა 4 ივნისს დაამტკიცა.
შესწორებაში ვკითხულობთ, რომ "კომიტეტი შეშფოთებულია საქართველოში ოპოზიციონერი ლიდერების, აქტივისტებისა და სხვა პირების მიმართ მიმდინარე დაკავებებისა და პატიმრობის პრაქტიკით, რომელთაც პოლიტპატიმრებად მიიჩნევენ".
NDAA-ს პროექტის თანახმად, კომიტეტი თავდაცვის მდივანს ავალებს წარმომადგენელთა პალატის შეიარაღებული ძალების კომიტეტს წარუდგინოს სტრატეგია "თუ როგორ აპირებს იგი პოლიტპატიმრების საკითხის ინტეგრირებას საქართველოსთან სამხედრო თანამშრომლობისა და კომუნიკაციის ფარგლებში".
"კომიტეტი შეშფოთებულია საქართველოში ოპოზიციონერი ლიდერების, აქტივისტებისა და სხვა პირების მიმართ მიმდინარე დაკავებებისა და პატიმრობის პრაქტიკით, რომელთაც ფართოდ მიიჩნევენ პოლიტპატიმრებად. კომიტეტი მიიჩნევს, რომ ეს საკითხი საქართველოს მთავრობასთან და საქართველოს შეიარაღებულ ძალებთან ორმხრივი ურთიერთობების ფარგლებში რეგულარულად და შესაბამის მაღალ დონეზე უნდა განიხილებოდეს.
ამიტომ, კომიტეტი ავალებს თავდაცვის მდივანს, რომ არაუგვიანეს 2026 წლის 1 ოქტომბრისა, წარმომადგენელთა პალატის შეიარაღებული ძალების კომიტეტს წარუდგინოს არასაიდუმლო ანგარიში, რომელშიც დეტალურად იქნება აღწერილი თავდაცვის დეპარტამენტის სტრატეგია იმის შესახებ, თუ როგორ აპირებს იგი პოლიტპატიმრების საკითხის ინტეგრირებას საქართველოსთან სამხედრო-სამხედრო თანამშრომლობისა და კომუნიკაციის ფარგლებში," — ვკითხულობთ დოკუმენტში.
თავდაცვის პროექტში შეტანილი მეორე შესწორება თავდაცვის მინისტრს ასევე ავალებს, აქტის მიღებიდან 180 დღის ვადაში, კომიტეტს საქართველოში რუსეთისა და ჩინეთის სადაზვერვო უჯრედების შესახებ გასაიდუმლოებული ანგარიში წარუდგინოს.
წარმომადგენელთა პალატის შეიარაღებული ძალების კომიტეტის შემდეგ, აშშ-ის თავდაცვის ავტორიზაციის აქტი სენატის შეიარაღებული ძალების კომიტეტმა უნდა მიიღოს. შემდეგ კომპრომისული ტექსტი შემუშავდება და მას კენჭს უყრიან როგორც წარმომადგენელთა პალატაში, ისე სენატში, რის შემდეგაც ის ხელმოსაწერად დონალდ ტრამპს გადაეგზავნება.
შეგახსენებთ, 21 აპრილს კონგრესმენმა ჯო უილსონმა და დემოკრატმა კონგრესმენმა სტივ კოენმა წარადგინეს ორპარტიული კანონპროექტი სახელწოდებით "ჩინეთის კავკასიაზე კონტროლის საწინააღმდეგო აქტი", რომელიც მიზნად ისახავს კრემლისა და პეკინის გავლენის მასშტაბის დოკუმენტირებას საქართველოში.
-
2050 წლისთვის, შესაძლოა, გაჭირვებულმა ხალხმა საკვებში შემოსავლის 50% დახარჯოს 2050 წლისთვის, შესაძლოა, გაჭირვებულმა ხალხმა საკვებში შემოსავლის 50% დახარჯოს
გადახედვა
-
გეკა გელაძემ სუს-ის უფროსის პოსტი დატოვა გეკა გელაძემ სუს-ის უფროსის პოსტი დატოვა
გადახედვა
-
განათლება, როგორც მუდმივი ძიება და აღმოჩენა | Forbes Under 30-ის 2025 წლის გამარჯვებული, ხატია თარგამაძე განათლება, როგორც მუდმივი ძიება და აღმოჩენა | Forbes Under 30-ის 2025 წლის გამარჯვებული, ხატია თარგამაძე
-
სიმონ ჯანაშია: "ვინც ასე ახორციელებს რეფორმას, წარმოდგენა არ აქვს, რას ნიშნავს მასწავლებლობა" სიმონ ჯანაშია: "ვინც ასე ახორციელებს რეფორმას, წარმოდგენა არ აქვს, რას ნიშნავს მასწავლებლობა"
გადახედვა
-
NAOMI CAMPBELL-ის შოუ 26 სექტემბერს მთაწმინდის პარკში გაიმართება. NAOMI CAMPBELL-ის შოუ 26 სექტემბერს მთაწმინდის პარკში გაიმართება.
გადახედვა
-
თბილისის მიერ ირანული ავიაკომპანიების წინააღმდეგ სანქციების დაცვის გადაწყვეტილების შემდეგ, ირანის საელჩომ 3 განცხადება გააკეთა — რას წერს ელჩი? თბილისის მიერ ირანული ავიაკომპანიების წინააღმდეგ სანქციების დაცვის გადაწყვეტილების შემდეგ, ირანის საელჩომ 3 განცხადება გააკეთა — რას წერს ელჩი?
გადახედვა
-
ლეგენდარული კორეული ბრენდი Beauty of Joseon ექსკლუზიურად PSP-შია ლეგენდარული კორეული ბრენდი Beauty of Joseon ექსკლუზიურად PSP-შია
-
ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავის ყოფილ პრესმდივანს, იულია მენდელს სანქციები დაუწესა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავის ყოფილ პრესმდივანს, იულია მენდელს სანქციები დაუწესა
გადახედვა
-
Wizz Air-ი ერევნიდან სამ ახალ ევროპულ მიმართულებას ამატებს და არსებული ფრენების სიხშირეს ზრდის Wizz Air-ი ერევნიდან სამ ახალ ევროპულ მიმართულებას ამატებს და არსებული ფრენების სიხშირეს ზრდის
გადახედვა
-
ხვალ, პარლამენტი განიხილავს კანონპროექტს, რომელიც შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებული რეგულაციების გაუქმებას ეხება ხვალ, პარლამენტი განიხილავს კანონპროექტს, რომელიც შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებული რეგულაციების გაუქმებას ეხება
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტი ყველას დაგვხოცავს? — რას ფიქრობენ სპეციალისტები და როგორია კონტექსტი ხელოვნური ინტელექტი ყველას დაგვხოცავს? — რას ფიქრობენ სპეციალისტები და როგორია კონტექსტი
გადახედვა
-
გიორგი ბარამიძეს ბრალი სამშობლოს ღალატში ედება — პროკურატურა გიორგი ბარამიძეს ბრალი სამშობლოს ღალატში ედება — პროკურატურა
გადახედვა
-
ხელოვნური წამწამების ხშირი გამოყენება კანის ტკიპებთან და თვალის გაღიზიანებასთან დააკავშირეს ხელოვნური წამწამების ხშირი გამოყენება კანის ტკიპებთან და თვალის გაღიზიანებასთან დააკავშირეს
გადახედვა
-
100-ზე მეტი შეთავაზება საქართველოს ბანკისგან ახალი სასწავლო წლისთვის 100-ზე მეტი შეთავაზება საქართველოს ბანკისგან ახალი სასწავლო წლისთვის
-
Apple-მა iOS 27-ის გამოსვლის თარიღი დააანონსა — რას გვთავაზობს ახალი ოპერაციული სისტემა Apple-მა iOS 27-ის გამოსვლის თარიღი დააანონსა — რას გვთავაზობს ახალი ოპერაციული სისტემა
გადახედვა
-
10 ყველაზე უცნაური კანონი მსოფლიოში 10 ყველაზე უცნაური კანონი მსოფლიოში
გადახედვა
-
19:00 საათზე პროკურატურაში ბრიფინგი ჩაინიშნა 19:00 საათზე პროკურატურაში ბრიფინგი ჩაინიშნა
გადახედვა
-
ქვიზი: ახალი iPhone მართლა გჭირდება თუ უბრალოდ აჟიტირებული ხარ? ქვიზი: ახალი iPhone მართლა გჭირდება თუ უბრალოდ აჟიტირებული ხარ?
-
ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის კრიზისი დასტაბილურდა — ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობა ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის კრიზისი დასტაბილურდა — ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. მთავრობა
გადახედვა
-
გიორგი ბარამიძე დააკავეს გიორგი ბარამიძე დააკავეს
გადახედვა
-
Carrefour-ში საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს შეთავაზებები დახვდებათ Carrefour-ში საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს შეთავაზებები დახვდებათ
კომენტარები