პარტია" გახარია საქართველოსთვის" წევრი, ლევან გოგიჩაიშვილი "პირველი არხის" ეთერში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს განცხადებას გამოეხმაურა, რომელიც მან კონგრესმენი ჯო უილსონის კითხვის საპასუხოდ გააკეთა. გოგიჩაიშვილის განმარტებით, თავიდან ბოლომდე ბურთი ქართული ოცნების მოედანზეა და სწორედ მათ უნდა გადადგან ის ნაბიჯები, რაც არის საჭირო.

"მან [მარკო რუბიომ] თქვა ასეთი რამ, რომ მას შეეხმიანნენ საქართველოდან ურთიერთობების აღდგენასთან დაკავშირებით. მათ გადასცეს თავიანთი პირობები. საქართველოს მთავრობამ იცის რა არის შესასრულებელი და აქედან გამომდინარე შესაძლებელია დაწყება ურთიერთობების აღდგენაზე. ეს იყო რუბიოს ძირითადი გზავნილი. როგორ მოიქცევა ქართული ოცნება ამას ჩვენ ვნახავთ უახლოეს პერიოდში. თავიდან ბოლომდე ბურთი მათ მოედანზეა. მათ უნდა გადადგან ის ნაბიჯები, რაც არის საჭირო", — განაცხადა ლევან გოგიჩაიშვიმა.

შეგახსენებთ,ამერიკელი კონგრესმენის, ჯო უილსონის მიერ საქართველოზე დასმული კითხვის საპასუხოდ აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ განაცხადა, რომ ქართულ მხარეს "მკაფიოდ განუმარტეს, რა არის საჭირო ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების გასაუმჯობესებლად და იმედოვნებენ, რომ შეძლებენ საქართველოში არსებული მოვლენების განვითარების ტრაექტორიის შეცვლას.