"შეხვედრა იმედისმომცემი იყო" — დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები ირაკლი კობახიძეს შეხვდნენ
დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები ირაკლი კობახიძეს შეხვდნენ. 2-საათიანი აუდიენციის შემდეგ, მშობლებმა ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთეს.
ზაქრო გვიშიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ შეიქმნება სამუშაო ჯგუფი და მორიგი შეხვედრა ირაკლი კობახიძესთან, პარასკევს, 6 ივნისს შედგება. მისივე თქმით, შეხვედრას დაპირების ფორმა არ ჰქონია, მაგრამ იმედისმომცემი იყო. რაც შეეხება აქციებს, მშობლები ჯერ არ აკეთებ კომენტარს, გააგრძელებენ თუ არა კანცელარიასთან ღამის თენებას.
გვიშიანის განცხადებით, მშობლებმა კობახიძესთან "დაიცავი ილიაუნის" კამპანიაზეც ისაუბრეს და უთხრეს, რომ ამ პროცესების უკან არანაირი პოლიტიკური ძალა არ მდგარა.
"ჩვენ პოზიტიურად ვართ განწყობილი, რადგან ძალიან საჭირო და შინაარსიანი კითხვები იყო პრემიერმინისტრის მხრიდან, გავცვალეთ ინფორმაციები. ჩვენ ვხედავთ უკვე მზაობას, რომ ბატონი ირაკლი კობახიძე მაქსიმალურად მიიღებს ინფორმაციას და შევთანხმდით იმასთან დაკავშირებით, რომ შეიქმნება სამუშაო ჯგუფი. ჩვენ ისევ შევხვდებით და ცალკეულ საკითხებს გავივლით, რაც დღეს ვერ მოხერხდა.
ჩვენ ასევე მივაწოდეთ ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენი პროცესები არ არის პოლიტიკურად მართული. ბუნებრივია, მშობლების ძირითადი მოთხოვნა არის მედიკამენტების მიღება. ის პროცესი, რომ საზოგადოებამ გამოხატა სოლიდარობა, ეს არ არის არავის მხრიდან მართული, ეს დაკავშირებულია მხოლოდ იმ პროცესებთან და იმ საჭიროებებთან, რაც აუცილებელია ამ ბავშვებთან მიმართებაში. არანაირი კომუნიკაცია ჩვენ არ გვქონდა ფარმაცევტულ კომპანიებთან და ძალიან ცუდად ჟღერდებოდა ეს, რომ თითქოს ფარმაცევტული მაფიის მართულები იყო რომელიმე მშობელი ან ორგანიზაცია და ამ კითხვებსაც გაეცა პასუხი. [...]
დაპირების ფორმა ამ შეხვედრას არ ჰქონდა და ვერც იქნებოდა და ამის მოლოდინი არ გვქონია ჩვენ და არც ამის განწყობა, რომ დაპირებით, კონკრეტული გადაწყვეტილებით გამოვიდოდით ამ შეხვედრიდან, მაგრამ რაც ვთქვი — ეს იყო მართლაც იმედისმომცემი შეხვედრა, რაც აქამდე გვქონია ჩვენ ჯანდაცვის სამინისტროსთან, ცალკეულ პირებთან.
რაც შეეხება ღამისთევას და ამ ფორმატში გაგრძელებას, ჩვენ დავილაპარაკებთ. მარტო ჩვენ ვერ მივიღებთ გადაწყვეტილებას. თითოეულ ორგანიზაციის წევრთან გავივლით ამ საკითხს და შემდგომში გავაჟღერებთ ამას. ასევე გეტყვით, რომ დღევანდელ შეხვედრას ესწრებოდა ჯანდაცვის მინისტრი და საერთოდ არ ყოფილა საუბარი მედიკამენტების უკუჩვენების და უსაფრთხოების თაობაზე" — განაცხადა ზაქრო გვიშიანმა.
შეგახსენებთ, დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის მოთხოვნით კანცელარიის შენობასთან 45 ღამე გაათენეს.
-
ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
-
ComCom-მა "ტვ პირველი" ტერმინოლოგიის გამოყენებისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა ComCom-მა "ტვ პირველი" ტერმინოლოგიის გამოყენებისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა
გადახედვა
-
პრორუსი მამუკა ფიფია ირაკლი კობახიძის განცხადებით მოხარულია და გეორგიევსკის ტრაქტატის აღდგენას კვლავ ითხოვს პრორუსი მამუკა ფიფია ირაკლი კობახიძის განცხადებით მოხარულია და გეორგიევსკის ტრაქტატის აღდგენას კვლავ ითხოვს
გადახედვა
-
იავნანა — როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში იავნანა — როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში
-
წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე
გადახედვა
-
ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან, 16 წლის გოგოს მატარებელი შეეჯახა და გარდაიცვალა — "ბათუმელები" ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან, 16 წლის გოგოს მატარებელი შეეჯახა და გარდაიცვალა — "ბათუმელები"
გადახედვა
-
კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო) კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო)
გადახედვა
-
Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა
გადახედვა
-
აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს
გადახედვა
-
თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება
-
სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა
გადახედვა
კომენტარები