კიდევ სად გვინახავს ეიფორიას მსახიობები? — ცნობილი სერიალები და ფილმები
ფოტო: HBO / ABC
ეიფორიას მესამე სეზონის დასრულებასთან ერთად, სერიალსა და მის პერსონაჟებს ოფიციალურად ვემშვიდობებით. თუმცა, როგორც მისი გამორჩეული სცენები და ისტორიები, ისე მსახიობების შთამბეჭდავი შესრულებები დიდი ხნის განმავლობაში გვემახსოვრება.
ეიფორიას ქასთის ნაწილს სამსახიობო კარიერა ახალი დაწყებული აქვს, თუმცა ზოგიერთ მათგანს უკვე არაერთი ცნობილი როლი აქვს მორგებული სხვადასხვა ფილმსა თუ სერიალში.
აი, კიდევ სად გვინახავს ეიფორიას მსახიობები:
ზენდეია
ფოტო: HBO
ფოტო: Disney
ზენდეიას მიერ განსახიერებული რუ ბენეტი ეიფორიას ერთ-ერთი საუკეთესო ნაწილი იყო. იმის მტკიცება არაა საჭირო, თუ რამდენად ნიჭიერი მსახიობია ზენდეია. ამას არამხოლოდ რუს პერსონაჟი, არამედ ზენდეიას 2026 წლის კალენდარიც ადასტურებს — მსახიობი წელს 4 სხვადასხვა ფილმსა და 1 სერიალში მონაწილეობს.
საზოგადოების დიდი ნაწილი ზენდეიას შესრულებული მრავალი როლიდან ყველაზე კარგად ადამიანი ობობას ფრენჩაიზის MJ-ს იცნობს. თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს მისი კარიერის დასაწყისიც. ზენდეია 2010 წლის დისნეის სიტკომის, Shake It Up-ის, ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟი გახლდათ.
სიდნი სვინი
სიდნი სვინი სერიალში Euphoria.
ფოტო: HBO
ფოტო: HULU
დიდი მნიშვნელობა არ აქვს, ქესის პერსონაჟზე რას ფიქრობთ. რამდენადაც უნდა გიყვარდეთ ან გაღიზიანებდეთ ის, ერთი რამ აშკარაა — სიდნი სვინიმ თავისი როლი შესანიშნავად შეასრულა. სწორედ ამიტომ, ეიფორიამ სიდნისთვის ჰოლივუდში უამრავი კარი გააღო.
თუმცა, ეიფორიამდე სვინი ყველაზე მეტად სერიალ მხევლის წიგნის მეორე სეზონში შესრულებული ედენის როლით იყო ცნობილი. ქესის მსგავსად, ედენიც საკმაოდ წინააღმდეგობრივი პერსონაჟია — თავიდან ბევრი მაყურებელი მის მიმართ უარყოფითად განეწყო, თუმცა დროთა განმავლობაში, სერიალში მისი ისტორიის განვითარებასთან ერთად, მაყურებელმა ნელ-ნელა პერსონაჟის მძიმე ხვედრის თანაგრძნობა ისწავლა.
ჯეიკობ ელორდი
ფოტო: HBO
ფოტო: Netflix
საძულველ პერსონაჟებზე საუბრისას ჯეიკობ ელორდის მიერ განსახიერებული ნეით ჯეიკობსი არ უნდა დავივიწყოთ. ის ფაქტი, რომ სერიალის ყველა ფანს სძულს ნეითი, ბევრს მეტყველებს თავად ელორდის სამსახიობო შესრულებაზე. ჯეიკობის შესაძლებლობებიც არ დარჩენილა დაუფასებელი — მან ეიფორიას შემდეგ მრავალ წარმატებულ პროექტში მიიღო მონაწილეობა — 2026 წლის ერთ-ერთ ყველაზე გახმაურებულ ფილმში, Wuthering Heights-ში, მთავარ როლს სწორედ ჯეიკობი ასრულებდა.
თუმცა ეიფორიამდე ავსტრალიელი მსახიობი უკვე ცნობილი იყო ნოას როლით Netflix-ის სამნაწილიანი ფილმების სერიაში — The Kissing Booth.
ჰანტერ შაფერი
ფოტო: HBO
ფოტო: Lionsgate
ჯულსის როლის შემსრულებელი ჰანტერ შაფერი სამსახიობო სფეროში სხვებთან შედარებით ახალი სახეა, შესაბამისად, მას არ ჰქონია იმის შესაძლებლობა, რომ მსოფლიოსთვის თავისი ნიჭი ისევე ფართოდ ეჩვენებინა, როგორც ეიფორიას სხვა მსახიობებს.
ამის მიუხედავად, ეიფორიაში გამოჩენის შემდეგ ჰანტერმა რამდენიმე საინტერესო პროექტში მიიღო მონაწილეობა: 2026 წლის ფილმში The Hunger Games: The Ballad of Songbirds & Snakes მან ტიგრისის როლი ითამაშა, 2024 წლის Cuckoo-ში მთავარი პერსონაჟის როლი შეასრულა, 2026 წელს კი ფილმ Mother Mary-ში ენ ჰეთეუეისთან ერთად მიიღო მონაწილეობა.
მოდ აპატოუ
ფოტო: HBO
ფოტო: Universal Pictures
მოდ აპატოუ ეიფორიაში ლექსის — ქესის უმცროსი დის როლს თამაშობს.აპატოუ მაყურებელმა გაიცნო ბავშვობისას შესრულებული როლებით მამამისის, ჯად აპატოუს ორ კომედიაში: Knocked Up და This Is 40. პირველ ფილმში მოდი სულ რაღაც 9 წლის ასაკში გადაიღეს და უცნაურად პირქუში ბავშვის პერსონაჟით მაყურებლის ყურადღებაც მიიპყრო.
ანგუს კლაუდი
ფოტო: HBO
ფოტო: People
ანგუს კლაუდი ეიფორიაში მაყურებლის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი პერსონაჟის — ფესკოს როლს თამაშობდა. ჰანტერ შაფერის მსგავსად, ისიც სრულიად ახალი სახე იყო კინოინდუსტრიაში — სამსახიობო გამოცდილების არმქონე ანგუსი ბრუკლინის ქუჩაში სეირნობისას კასტინგის დირექტორმა შემთხვევით შეამჩნია.
მიუხედავად 2023 წელს ტრაგიკული და ნაადრევი გარდაცვალებისა, ანგუსმა მაინც მოასწრო რამდენიმე ფილმში მონაწილეობა, რომლებიც ეკრანებზე მისი გარდაცვალების შემდეგ გამოვიდა: 2024 წლის საშინელებათა ფილმში Abigail მან ერთ-ერთი გამტაცებლის როლი შეასრულა, ხოლო იმავე წლის დრამაში Your Lucky Day მთავარი პერსონაჟი განასახიერა. ანგუსის ძველი კადრები ეიფორიას ბოლო, მე-3 სეზონშიც გვხვდება.
ბარბი ფერეირა
ფოტო: HBO
ფოტო: Prime Video
ბარბი ფერეირა ეიფორიაში კეტ ჰერნანდესის როლში ვიხილეთ — პერსონაჟის, რომელიც საკუთარ კომპლექსებთან და თავდაჯერებულობასთან დაკავშირებულ პრობლემებთან გამკლავებას ცდილობს. აღსანიშნავია, რომ ეიფორიამდე ბარბი უკვე საკმაოდ ცნობილი იყო მოდის ინდუსტრიაში.
მიუხედავად იმისა, რომ ფერეირამ მე-2 სეზონის შემდეგ სერიალი დატოვა, სამსახიობო კარიერა წარმატებით გააგრძელა: 2022 წელს ის გამოჩნდა ჯორდან პილის გახმაურებულ ჰორორში Nope, ხოლო 2024 წელს მთავარი როლი შეასრულა საშინელებათა კომედიაში House of Spoils და ფსიქოლოგიურ თრილერში Bob Trevino Likes It.
ალექსა დემი
ფოტო: HBO
ფოტო: IMDB
ზოგჯერ მანიპულატორი და მუდამ თავდაჯერებული მედი პერესის როლს ეიფორიაში ალექსა დემი შესანიშნავად თამაშობს.
ეიფორიამდე დემის რამდენიმე როლი ჰქონდა შესრულებული, თუმცა ყველაზე მეტად 2019 წლის ფილმ Waves-ით არის ცნობილი. აღსანიშნავია, რომ ალექსას ამჟამად დანარჩენი მსახიობების მსგავსად აქტიური სამსახიობო კარიერა არ აქვს.
ერიკ დეინი
ფოტო: HBO
ფოტო: ABC
ერიკ დეინი ეიფორიაში ყველაზე საძულველი პერსონაჟის — ნეით ჯეიკობსის — მამას თამაშობს, თუმცა, არც მისი პერსონაჟია ნეითზე უკეთესი.
დეინმა სახელი მრავალი წლის წინ გრეის ანატომიის პერსონაჟის, ექიმი მარკ სლოანის როლით გაითქვა. თავდაპირველად დერეკ შეფერდის მეტოქე პერსონაჟი დროთა განმავლობაში სამსახიობო ჯგუფის განუყრელ წევრად იქცა.
ადეუალე აკინუოიე-აგბაჯე
ფოტო: HBO
ფოტო: ABC
ეიფორიას მესამე სეზონს ალამოს როლში ადეუალე აკინუოიე-აგბაჯე შეუერთდა. ის სერიალის ფინალური სეზონის ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟია, თუმცა ადეუალე ჩვენ ეიფორიამდე ბევრად ადრე, Lost-დან გავიცანით. საკულტო სერიალში აგბაჯე მისტერ ეკოს როლს ასრულებდა. მანამდე მსახიობმა სახელი გაითქვა HBO-ს კიდევ ერთ ლეგენდარულ დრამაში — Oz.
სატელევიზიო როლების გარდა, ადეუალეს საკმაოდ წარმატებული კარიერა აქვს ფილმების მიმართულებითაც; ის მონაწილეობდა პროექტებში — The Mummy Returns, The Bourne Identity, Thor: The Dark World და DC-ის Suicide Squad.
-
მარკო რუბიო: ჩვენ მკაფიოდ განვუმარტეთ [ქართულ მხარეს] რა პირობების შესრულებაა საჭირო აშშ-სთან ურთიერთობების გასაუმჯობესებლად. მარკო რუბიო: ჩვენ მკაფიოდ განვუმარტეთ [ქართულ მხარეს] რა პირობების შესრულებაა საჭირო აშშ-სთან ურთიერთობების გასაუმჯობესებლად.
გადახედვა
-
"ქართულმა ოცნებამ" BBC-ის საჩივრით მესამედ მიმართა "ქართულმა ოცნებამ" BBC-ის საჩივრით მესამედ მიმართა
გადახედვა
-
ბორხესის 85 წლის წინანდელი მოთხრობა ინტერნეტის პირქუშ მომავალს მოასწავებს ბორხესის 85 წლის წინანდელი მოთხრობა ინტერნეტის პირქუშ მომავალს მოასწავებს
გადახედვა
-
გიორგი კაკაურიძე: "პროდუქტების გაიაფებას რატომ ველოდებოდით, არ ვიცი" გიორგი კაკაურიძე: "პროდუქტების გაიაფებას რატომ ველოდებოდით, არ ვიცი"
გადახედვა
-
ლუკაშენკო სომხეთს აფრთხილებს, უკრაინის ბედი არ გაიზიაროს ლუკაშენკო სომხეთს აფრთხილებს, უკრაინის ბედი არ გაიზიაროს
გადახედვა
-
ფაშინიანი: მე გავათავისუფლე სომხეთი ყარაბაღის კონფლიქტისგან ფაშინიანი: მე გავათავისუფლე სომხეთი ყარაბაღის კონფლიქტისგან
გადახედვა
-
6 წლის ბიჭმა ცხოველთა თავშესაფრებისთვის $15 ათასი შეაგროვა მას შემდეგ, რაც ძაღლი მოუკვდა 6 წლის ბიჭმა ცხოველთა თავშესაფრებისთვის $15 ათასი შეაგროვა მას შემდეგ, რაც ძაღლი მოუკვდა
გადახედვა
-
რატომ ამჯობინებს თითქმის ყველა ადამიანი მარჯვენა ხელს? მეცნიერების შესაძლო პასუხი რატომ ამჯობინებს თითქმის ყველა ადამიანი მარჯვენა ხელს? მეცნიერების შესაძლო პასუხი
გადახედვა
-
მარია ზახაროვა: ერევნის კურსი რუსეთის ინტერესების საწინააღმდეგო ქმედებებამდე მიგვიყვანს მარია ზახაროვა: ერევნის კურსი რუსეთის ინტერესების საწინააღმდეგო ქმედებებამდე მიგვიყვანს
გადახედვა
-
კროსვორდი: გახსოვს ჩცდ-ის პერსონაჟების გვარები? კროსვორდი: გახსოვს ჩცდ-ის პერსონაჟების გვარები?
გადახედვა
-
კიდევ სად გვინახავს ეიფორიას მსახიობები? — ცნობილი სერიალები და ფილმები კიდევ სად გვინახავს ეიფორიას მსახიობები? — ცნობილი სერიალები და ფილმები
გადახედვა
-
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ შავი ზღვის რიგით მე-19 ჯაზფესტივალს თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ შავი ზღვის რიგით მე-19 ჯაზფესტივალს
-
ჰაკერებმა Meta-ს ჩატბოტი მოატყუეს და რამდენიმე ინსტაგრამ ანგარიში გატეხეს ჰაკერებმა Meta-ს ჩატბოტი მოატყუეს და რამდენიმე ინსტაგრამ ანგარიში გატეხეს
გადახედვა
-
შეიძინე აქციები და კრიპტო აქტივები საქართველოს ბანკში — მიიღე 1,000,000 PLUS ქულა საჩუქრად შეიძინე აქციები და კრიპტო აქტივები საქართველოს ბანკში — მიიღე 1,000,000 PLUS ქულა საჩუქრად
-
"შეხვედრა იმედისმომცემი იყო" — დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები ირაკლი კობახიძეს შეხვდნენ "შეხვედრა იმედისმომცემი იყო" — დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები ირაკლი კობახიძეს შეხვდნენ
გადახედვა
-
მიხეილ სარჯველაძე: ვართ განწყობილი, რომ რაც შეიძლება სწრაფად და რაც შეიძლება ეფექტიანად მოინახოს გადაწყვეტილებები მიხეილ სარჯველაძე: ვართ განწყობილი, რომ რაც შეიძლება სწრაფად და რაც შეიძლება ეფექტიანად მოინახოს გადაწყვეტილებები
გადახედვა
-
ყველა დროის 100 საუკეთესო რომანი — ნახეთ The Guardian-ის სრული სია ყველა დროის 100 საუკეთესო რომანი — ნახეთ The Guardian-ის სრული სია
გადახედვა
-
მარკო რუბიო: TRIPP-ის შეთანხმებას ნამდვილად აქვს პოტენციალი, სომხეთი რეგიონში ცენტრალურ სავაჭრო ცენტრად იქცეს მარკო რუბიო: TRIPP-ის შეთანხმებას ნამდვილად აქვს პოტენციალი, სომხეთი რეგიონში ცენტრალურ სავაჭრო ცენტრად იქცეს
გადახედვა
-
"გიორგი ეწინააღმდეგება დღევანდელი ხელისუფლების იზოლაციონისტურ პოლიტიკას" — ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული გიორგი უძილაურის ადვოკატი "გიორგი ეწინააღმდეგება დღევანდელი ხელისუფლების იზოლაციონისტურ პოლიტიკას" — ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული გიორგი უძილაურის ადვოკატი
გადახედვა
-
ეკა კუპატაძე: "წრფელად გავიფიქრე, ახლა რომ დ.-მ წრფელად მოინანიოს, მე ვთხოვ მოსამართლეს, რომ წლები შეუმსუბუქოს" ეკა კუპატაძე: "წრფელად გავიფიქრე, ახლა რომ დ.-მ წრფელად მოინანიოს, მე ვთხოვ მოსამართლეს, რომ წლები შეუმსუბუქოს"
გადახედვა
-
დიუშენის კუნთოვანი დისტროფია — რა ვიცით მედიკამენტებზე, რომლებსაც მშობლები ითხოვენ დიუშენის კუნთოვანი დისტროფია — რა ვიცით მედიკამენტებზე, რომლებსაც მშობლები ითხოვენ
გადახედვა
კომენტარები