მომავალი არ ჩერდება, მომავალი მოდის — საქართველოს ბანკის დამოუკიდებლობის დღის კამპანია
ფოტო: საქართველოს ბანკი
თავისუფლებისთვის ბრძოლა ერთ უწყვეტ მოძრაობას ჰგავს, რომელიც ყველანაირ საზღვრებს სცდება. ის თაობიდან თაობაში გადადის და, დაუკითხავად, ისტორიის ახალ გვერდებს შლის. ზოგჯერ ჩუმად და შეუმჩნევლად, ზოგჯერ კი ხმაურითა და ბრძოლით.
26 მაისი ამ უწყვეტობის სიმბოლოა. დღე, რომელიც გვახსენებს არა მხოლოდ იმას, რაც იყო, არამედ იმასაც, რაც კვლავ იქნება.
სწორედ ამიტომ, საქართველოს ბანკი დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ კამპანიას იწყებს — კამპანიას, რომელიც თავისუფლებაზე, პასუხისმგებლობასა და მომავალზე გვაფიქრებს.
მომავალი არ ჩერდება, მომავალი მოდის — ეს არის მთავარი მესიჯი, რომელსაც წლევანდელი ვიდეორგოლი ეფუძნება. იდეა იმაზეა, რომ თავისუფლება მხოლოდ წარსულში მოპოვებული ისტორია არ არის. ის ყოველდღე თავიდან იბადება ადამიანებში, არჩევანში, სითამამეში და იმ თაობაში, რომელიც მოდის.
სიმბოლურია, რომ ვიდეორგოლის მთავარ გმირად ახალი თაობა გვევლინება. თაობა, რომლისთვისაც სიტყვა შეუძლებელი არ არსებობს. პასუხებისა და მომავლის ძიებაში ყველა არა და ვერა დანებების ნაცვლად იქცევა გაბრაზებად, ერთიანობად და ძალად, რომელიც არ ჩერდება, არ ნელდება და არ ნებდება. ეს არის ძალა, რომელიც ყველა კარს გააღებს, საზღვრებს გასცდება და სამყაროს ააჩქარებს.
როგორც საქართველოს ბანკის ბრენდის მიმართულების ხელმძღვანელი, მარიამ ცანავა აღნიშნავს:
“26 მაისის მოახლოებასთან ერთად, ყოველთვის თავიდან ვიწყებთ ფიქრს, რას ნიშნავს თავისუფლება და დამოუკიდებლობა — ვინ ქმნის მას, ვინ აგრძელებს და ვის ეკუთვნის მისი მომავალი. წელს ამ კითხვებზე პასუხის ძიებამ მომავალ თაობამდე მიგვიყვანა. მომავალ თაობაში ცნობისმოყვარეობა შიშზე ძლიერია, მათთვის ყველა საზღვარი დროებითია და თუ კარი დაკეტილია, ისინი ფანჯრიდან შემოდიან. სწორედ ასე მოდის მომავალი — შეუჩერებლად. ასე შეიქმნა კამპანიის მთავარი გზავნილიც: “მომავალი არ ჩერდება, მომავალი მოდის“.
სიმბოლურია, რომ ვიდეოში გამოყენებულია ანა კალანდაძის ერთ-ერთი ყველაზე ლირიკული და მელოდიური ლექსის — საქართველოო ლამაზოს სტროფი, რომლის მთავარი შინაარსი რიტორიკულ შეკითხვას ეფუძნება: სხვა საქართველო სად არი?
ამ კითხვას საქართველოს ბანკი ასე პასუხობს:
"ქარი გიმღერის ნანასა,
ზღაპარს გიამბობს ჭადარი,
ძეწნამ ალერსით ამავსო,
ეჭვებით ნაავადარი,
საქართველოო ლამაზო,
სხვა საქართველო აქ არის.“
რაც იმას ნიშნავს, რომ ის არის ახალ თაობაში, იმ ენერგიაში და მოძრაობაში, რომელიც თავისუფლებას აგრძელებს და მომავალს ქმნის.
-
პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო" პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო"
გადახედვა
-
3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება 3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება
გადახედვა
-
BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა
გადახედვა
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა
გადახედვა
-
DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
გადახედვა
-
რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები
გადახედვა
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები