შიო III-სა მსოფლიო პატრიარქს შორის სატელეფონო საუბარი შედგა
საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ცნობით, სატელეფონო საუბარი შედგა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი შიო III-სა და მსოფლიო პატრიარქ ბართლომეოს I-ს შორის, რომლის დროსაც მსოფლიო პატრიარქმა მას აღსაყდრება მიულოცა და ნაყოფიერი და ხანგრძლივი მსახურება უსურვა, უახლოეს მომავალში კი კონსტანტინოპოლშიც მიიწვია.
ასევე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, შიო III საპატრიარქო რეზიდენციაში საგანგებოდ მის აღსაყდრებასთან დაკავშირებით ჩამობრძანებულ სხვადასხვა ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლებს შეხვდა. სტუმრებს შორის იყვნენ ჩეხეთისა და სლოვაკეთის მიტროპოლიტი, უნეტარესი როსტისლავი, მსოფლიო საპატრიარქოს, ალექსანდრიის, ანტიოქიის, მოსკოვის, სერბეთის, ბულგარეთის, საბერძნეთის, ალბანეთის, პოლონეთისა და უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიების დელეგაციები.
"პატრიარქი მის აღსაყდრებასთან დაკავშირებით ჩამობრძანებულ სხვადასხვა ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლებს შეხვდა.
ამა წლის 18 მაისს უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი შიო III საპატრიარქო რეზიდენციაში შეხვდა საგანგებოდ მის აღსაყდრებასთან დაკავშირებით ჩამობრძანებულ სხვადასხვა ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლებს.
თავდაპირველად სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი შეხვდა ჩეხეთისა და სლოვაკეთის მიტროპოლიტს, უნეტარეს როსტისლავს, მოგვიანებით კი უმასპინძლა მსოფლიო საპატრიარქოს, ალექსანდრიის, ანტიოქიის, მოსკოვის, სერბეთის, ბულგარეთის, საბერძნეთის, ალბანეთის, პოლონეთისა და უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიების დელეგაციებს.
შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის წევრები, საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენლები და სხვა სასულიერო პირები.
შეხვედრისას სტუმრებმა განსაკუთრებული პატივისცემით გაიხსენეს ნეტარხსენებულ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მრავალწლიანი ღვაწლი ეკლესიისა და ერის წინაშე. ასევე აღინიშნა სხვადასხვა მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენელთა საქართველოში ჩამოსვლა მისი უწმინდესობის დაკრძალვის დღეებში, რაც ძმური თანადგომისა და ერთსულოვნების განსაკუთრებულ გამოხატულებად შეფასდა.
საქართველოს ეკლესიის მეთაურმა დელეგაციის წევრებს მადლობა გადაუხადა ამ მძიმე და ისტორიულ დღეებში გამოჩენილი თანადგომისთვის, ნუგეშისა და მხარდაჭერისათვის.
თავის მხრივ, დელეგაციის წევრებმა მის უწმინდესობასა და უნეტარესობას, შიო III-ს, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ტახტზე აღსაყდრება კიდევ ერთხელ მიულოცეს და წარმატებული მსახურება უსურვეს.
საუბრისას მისმა უწმინდესობამ და უნეტარესობამ ასევე აღნიშნა, რომ მასა და მის ყოვლადუწმინდესობას, მსოფლიო პატრიარქ ბართლომეოს I-ს შორის შედგა გულთბილი სატელეფონო საუბარი, რომლის დროსაც მსოფლიო პატრიარქმა მას აღსაყდრება მიულოცა, ნაყოფიერი და ხანგრძლივი მსახურება უსურვა და უახლოეს მომავალში კონსტანტინოპოლში მიიწვია.
შეხვედრაზე საუბარი აგრეთვე შეეხო ოჯახის სიწმინდის დღის მნიშვნელობასა და აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებულ მსახურებაში ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების დელეგაციების მონაწილეობას. ხაზი გაესვა ამ დღის განსაკუთრებულ მნიშვნელობას, მასშტაბურობასა და სულიერ ერთობას.
შეხვედრის დასასრულს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა სტუმრებს სამახსოვრო საჩუქრები გადასცა, ხოლო დელეგაციის წევრებმა მის უწმინდესობასა და უნეტარესობას გულითადი მადლობა გადაუხადეს მასპინძლობისათვის.", — ნათქვამია განცხადებაში.
-
Enhanced Games — დოპინგზე დაფუძნებული შეჯიბრი კრიტიკის ქარცეცხლშია Enhanced Games — დოპინგზე დაფუძნებული შეჯიბრი კრიტიკის ქარცეცხლშია
გადახედვა
-
რატომ ვუბრუნდებით დავიწყებულ მავნე ჩვევებს სტრესის დროს რატომ ვუბრუნდებით დავიწყებულ მავნე ჩვევებს სტრესის დროს
-
ყველაზე სასტიკი სიკვდილი Euphoria-ში — როგორ აფასებს სემ ლევინსონი ეპიზოდს, რომელმაც მაყურებელი შოკში ჩააგდო ყველაზე სასტიკი სიკვდილი Euphoria-ში — როგორ აფასებს სემ ლევინსონი ეპიზოდს, რომელმაც მაყურებელი შოკში ჩააგდო
გადახედვა
-
საქართველოს ადგილი კვანტური ტექნოლოგიების სივრცეში: Quantum Technologies Conference 2026 საქართველოს ადგილი კვანტური ტექნოლოგიების სივრცეში: Quantum Technologies Conference 2026
-
POG: გორში მომხდარზე პოლიციელების მხრიდან ძალადობით უფლებამოსილების სავარაუდო გადამეტების ფაქტზე გამოძიება დაიწყო POG: გორში მომხდარზე პოლიციელების მხრიდან ძალადობით უფლებამოსილების სავარაუდო გადამეტების ფაქტზე გამოძიება დაიწყო
გადახედვა
-
AI-სთან დაკავშირებული დანაშაულები მკვეთრად გაიზარდა — FBI-ის ანგარიში AI-სთან დაკავშირებული დანაშაულები მკვეთრად გაიზარდა — FBI-ის ანგარიში
გადახედვა
-
25 წლის განმავლობაში პირველად, Google საძიებო ველს ცვლის 25 წლის განმავლობაში პირველად, Google საძიებო ველს ცვლის
გადახედვა
-
SOLO და თბილისი ჰილსი ბავშვთა საერთაშორისო დღეს განსაკუთრებული ღონისძიებებით აღნიშნავენ SOLO და თბილისი ჰილსი ბავშვთა საერთაშორისო დღეს განსაკუთრებული ღონისძიებებით აღნიშნავენ
-
ბოდბის მონასტერში ექსკურსიის დროს 12 წლის გოგო დაშავდა ბოდბის მონასტერში ექსკურსიის დროს 12 წლის გოგო დაშავდა
გადახედვა
-
საგამოძიებო სამსახური: ბრიტანეთის მიერ დასანქცირებული კომპანიებიდან არც ერთის საქმიანობის არეალი არ იყო საქართველო საგამოძიებო სამსახური: ბრიტანეთის მიერ დასანქცირებული კომპანიებიდან არც ერთის საქმიანობის არეალი არ იყო საქართველო
გადახედვა
-
ტურისტული საქმიანობის სუბიექტები ვალდებულნი იქნებიან, რომ ტურისტული საქმიანობების სუბიექტების ბაზაში დარეგისტრირდნენ ტურისტული საქმიანობის სუბიექტები ვალდებულნი იქნებიან, რომ ტურისტული საქმიანობების სუბიექტების ბაზაში დარეგისტრირდნენ
გადახედვა
-
კაცმა Artemis 2-ის ეკიპაჟი მთვარის მისიის გაყალბებაში დაადანაშაულა — ნახეთ ვიდეო კაცმა Artemis 2-ის ეკიპაჟი მთვარის მისიის გაყალბებაში დაადანაშაულა — ნახეთ ვიდეო
გადახედვა
-
"Facebook-ბაბლია, რომელსაც თავი საზოგადოებად წარმოუდგენია და სინამდვილეში Facebook-ის ერთი "ფრენდლისტია" — შალვა პაპუაშვილი ოპოზიციის აქციაზე "Facebook-ბაბლია, რომელსაც თავი საზოგადოებად წარმოუდგენია და სინამდვილეში Facebook-ის ერთი "ფრენდლისტია" — შალვა პაპუაშვილი ოპოზიციის აქციაზე
გადახედვა
-
რატომ ვერ ვჩერდებით მხოლოდ ერთ ნაჭერზე და რა ხდება ტვინში ამ დროს რატომ ვერ ვჩერდებით მხოლოდ ერთ ნაჭერზე და რა ხდება ტვინში ამ დროს
-
15 წლის ბიჭი, რომელსაც თბილისში ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს 15 წლის ბიჭი, რომელსაც თბილისში ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს
გადახედვა
-
მარსის დამალული გვირაბები შეიძლება "ბაბუაწვერა დრონებით" შეისწავლონ მარსის დამალული გვირაბები შეიძლება "ბაბუაწვერა დრონებით" შეისწავლონ
გადახედვა
-
კახა კალაძემ შიდა აუდიტის სამსახურს დაავალა, დაიწყონ მოკვლვეა, რატომ "წვიმდა" "ავლაბრის" მეტროსადგურში? კახა კალაძემ შიდა აუდიტის სამსახურს დაავალა, დაიწყონ მოკვლვეა, რატომ "წვიმდა" "ავლაბრის" მეტროსადგურში?
გადახედვა
-
5 ისტორიული ტყუილი, რომლებიც დღემდე გვჯერა 5 ისტორიული ტყუილი, რომლებიც დღემდე გვჯერა
გადახედვა
-
UK-ის საელჩო: სანქციების პაკეტში შედის საქართველოში რეგისტრირებული 3 კომპანია, ტრანზაქციების მოცულობა სულ მცირე $70 მლნ-ს შეადგენს UK-ის საელჩო: სანქციების პაკეტში შედის საქართველოში რეგისტრირებული 3 კომპანია, ტრანზაქციების მოცულობა სულ მცირე $70 მლნ-ს შეადგენს
გადახედვა
-
ახალი მისიით ჩინეთი მთვარეზე დაშვებას კიდევ ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა ახალი მისიით ჩინეთი მთვარეზე დაშვებას კიდევ ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა
გადახედვა
-
ანდრეი სიბიჰა: ვსურვებთ საქართველოს უწყვეტ წარმატებას, კეთილდღეობას და მშვიდობიან მომავალს ანდრეი სიბიჰა: ვსურვებთ საქართველოს უწყვეტ წარმატებას, კეთილდღეობას და მშვიდობიან მომავალს
გადახედვა
კომენტარები