თავი მაღლა, თვალები მიზანზე და მოძრაობა მხოლოდ წინ | თამრი ხურცილავა, სუხიშვილების მოცეკვავე
ფოტო: საქართველოს ბანკი
საქართველოს ბანკი სუხიშვილების მთავარი სპონსორია.
“სუხიშვილები პასუხისმგებლობისა და თავისუფლების სინთეზია. იქ ვისწავლე, რომ ყველაზე დიდი წარმატება საკუთარ თავზე გამარჯვებაა“, — ამბობს თამრი ხურცილავა, რომლისთვისაც მოცეკვავეობა მხოლოდ პროფესია არასდროს ყოფილა. მისთვის ეს არის შინაგანი რიტმი, დისციპლინა, მუდმივი ძიება და გზა, რომელიც არასდროს ჩერდება.
ამ ბლოგში გიამბობთ თამრი ხურცილავაზე. ადამიანზე, რომელმაც ბავშვობის ოცნება ყოველდღიურ რეალობად აქცია და დღეს იმავე მუხტს უკვე ახალ თაობას გადასცემს.
ცეკვა 5 წლის ასაკში დაიწყო. როგორც თავად იხსენებს, ძალიან მალე მიზნად დაისახა სუხიშვილების ანსამბლში ცეკვა. არ აცდენდა რეპეტიციებს, მუდმივად ვითარდებოდა და შეუჩერებლად განაგრძობდა გზას, მანამ სანამ ოცნება რეალობად არ აქცია და სახელმწიფო ანსამბლის წევრი არ გახდა.
“უწყვეტმა მოძრაობამ იმ სცენამდე მიმიყვანა, სადაც პირველად სუხიშვილების ცეკვა ვნახე და სადაც ჩემი ბავშვობის ოცნება დაიბადა. ხუთი წლის ვიყავი, როცა დარბაზში შევაბიჯე და მაშინვე ვიგრძენი, რომ რაღაც დიდის ნაწილი გავხდი. ეს იყო კავშირი, რომელიც ჩემში მუდამ არსებობდა. იმ დღეს კი უბრალოდ ფორმა მიიღო“, — იხსენებს ის.
კითხვაზე, რას ნიშნავს მისთვის წარმატება, თამრი გვპასუხობს: “ეს არის სიყვარული, რომელსაც ვიღებ მაყურებლისგან, მოსწავლეებისა და გარშემომყოფებისგან. ხოლო მისი საიდუმლო ორ სიტყვაში ეტევა: დისციპლინა და სურვილი“.
ბრენდად ქცეული ანსამბლის წევრობა, სიამაყესთან ერთად, კიდევ უფრო დიდ პასუხისმგებლობასთან ასოცირდება, განსაკუთრებით მაშინ, როცა სცენის მიღმაც გცნობენ, და შენს თითოეულ ნაბიჯს ყურადღებით ადევნებენ თვალს.
რა გასაკვირია, რომ ჩვენი ბლოგის გმირი, მრავალწლიანი გამოცდილების შემდეგაც კი სცენაზე გასვლის წინ ყოველთვის ნერვიულობს. თუმცა, საკმარია ცეკვის დაწყება და დაძაბულობას თავისუფლება ანაცვლეს, ყოველი ილეთი შინაგან რიტმს ირეკლავს.
დღეს თამრი ხურცილავა საკუთარ გამოცდილებას ახალ თაობას უზიარებს. თავისი ენერგიისა და ცეკვისადმი სიყვარულის გადაცემას ცდილობს ბავშვებისთვის, რომლებიც იმ გზას გადიან, 5 წლის თამრიმ რომ გაიარა. შესაბამისად, ახლა თავად ცდილობს იყოს მაგალითი და შთაგონებისა და წყარო.
“მოსწავლეებს სულ ვეუბნები, რომ არასოდეს გაჩერდნენ, გააკეთონ ისე, როგორც გამოსდით. როცა მიზანი და შენი საქმე გიყვარს, ეს უკვე თავისით გაძლევს ძალას და აღარ გაჩერებს“, — აღნიშნავს თამრი.
მისთვის ცეკვა ყოველთვის მოძრაობაზე მეტს ნიშნავდა. ეს იყო დისციპლინა, შინაგანი სიმტკიცე და რწმენა, რომ დანებება არასდროს არის გამოსავალი. ამიტომაც ცდილობს, ეს დამოკიდებულება გადასცეს მათ, ვინც ამ პროფესიაში პირველ ნაბიჯებს დგამს.
“რაც უნდა მოხდეს, თავი მაღლა, თვალები მიზანზე და მოძრაობა მხოლოდ წინ“. — ამბობს თამრი და ამ სიტყვებით აერთიანებს ყველაფერს, რაც მისი პროფესიული გზის საფუძველია: შრომას, მიზანს, მუდმივ წინსვლასა და არ გაჩერებას.
უფრო მეტისთვის, ნახეთ საქართველოს ბანკის ვიდეო.
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ
გადახედვა
-
MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები
გადახედვა
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
-
ComCom-მა "ტვ პირველი" ტერმინოლოგიის გამოყენებისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა ComCom-მა "ტვ პირველი" ტერმინოლოგიის გამოყენებისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა
გადახედვა
-
პრორუსი მამუკა ფიფია ირაკლი კობახიძის განცხადებით მოხარულია და გეორგიევსკის ტრაქტატის აღდგენას კვლავ ითხოვს პრორუსი მამუკა ფიფია ირაკლი კობახიძის განცხადებით მოხარულია და გეორგიევსკის ტრაქტატის აღდგენას კვლავ ითხოვს
გადახედვა
-
იავნანა — როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში იავნანა — როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში
-
წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე
გადახედვა
კომენტარები