11-15 მაისს თბილისში პირველი იბეროამერიკული ლიტერატურული ფესტივალი ჩატარდება
11-15 მაისს თბილისი პირველ იბეროამერიკულ ლიტერატურულ ფესტივალს უმასპინძლებს. ფესტივალი რეგიონში პირველად ტარდება და ერთ სივრცეში გააერთიანებს თანამედროვე ესპანურენოვანი ლიტერატურის მწერლებს, მთარგმნელებსა და გამომცემლებს ესპანეთიდან, მექსიკიდან, ვენესუელიდან, კუბიდან და პერუდან. ინფორმაციას ამის შესახებ ორგანიზაცია სოციალურ ქსელში ავრცელებს.
ორგანიზატორების განცხადებით, ფესტივალის მთავარი მიზანი საქართველოსა და იბეროამერიკულ სამყაროს შორის ლიტერატურული და კულტურული კავშირების გაღრმავებაა.
ხუთდღიანი პროგრამის ფარგლებში დედაქალაქში ყოველდღიურად გაიმართება ლიტერატურული შეხვედრები, პანელური დისკუსიები, წიგნების პრეზენტაციები, პოეზიის კითხვა, კინოჩვენებები და თეატრალური წარმოდგენები.
ფესტივალი 11 მაისს ოფიციალურად გაიხსნება მექსიკელი მწერლის, დავიდ ტოსკანას წიგნის პრეზენტაციითა და დისკუსიით თემაზე — "იბეროამერიკული ლიტერატურა: გუშინ და დღეს".
12 მაისის პროგრამა თანამედროვე პროზას დაეთმობა — გაიმართება საუბრები 21-ე საუკუნის მოთხრობისა და თანამედროვე რომანის შესახებ, ასევე ვენესუელელი მწერლის, ხუან კარლოს მენდეს გედესის რომანის "შავი ქვიშა" ქართული თარგმანის წარდგენა.
13 მაისს მთავარი აქცენტი პოეზიასა და ლიტერატურულ თარგმანზე გაკეთდება — დაგეგმილია დისკუსიები, პოეზიის საჯარო კითხვა, "ვეფხისტყაოსნის" ახალი ესპანურენოვანი თარგმანის პრეზენტაცია, ასევე ესპანელი მწერლის, სარა მესას რომანის "სიყვარული" წარდგენა და მისი ეკრანიზაციის ჩვენება.
14 მაისს ფესტივალი წინანდლის მამული-ში გადაინაცვლებს, სადაც სტუმრებს ლექცია ლათინოამერიკულ ლიტერატურაზე, ესპანურენოვანი პოეზიის საღამო და ეროვნული კლასიკური თეატრის დასის სპეციალური წარმოდგენა ელოდებათ.
ფესტივალი 15 მაისს მარიო ვარგას ლიოსასადმი მიძღვნილი მემორიალური საღამოთი დასრულდება, რის შემდეგაც დასკვნით თეატრალურ პერფორმანსს ესპანეთის ნაციონალური კლასიკური თეატრის დასი გამართავს.
პროგრამის სრული კატალოგი შეგიძლიათ იხილოთ აქ.
-
ალენ სიმონიანი: ვუსურვებთ მშვიდობას, კეთილდღეობასა და უწყვეტ პროგრესს საქართველოსა და მის ხალხს ალენ სიმონიანი: ვუსურვებთ მშვიდობას, კეთილდღეობასა და უწყვეტ პროგრესს საქართველოსა და მის ხალხს
გადახედვა
-
"26 მაისი ჩვენი ქვეყნის თავისუფლების, ერთიანობისა და ღირსების სიმბოლოა" — ომბუდსმენი ქართველებს 26 მაისს ულოცავს "26 მაისი ჩვენი ქვეყნის თავისუფლების, ერთიანობისა და ღირსების სიმბოლოა" — ომბუდსმენი ქართველებს 26 მაისს ულოცავს
გადახედვა
-
ისრაელის ელჩი ქართველებს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს ისრაელის ელჩი ქართველებს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
გადახედვა
-
სხვადასხვა ქვეყნის ლიდერები მიხეილ ყაველაშვილს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავენ სხვადასხვა ქვეყნის ლიდერები მიხეილ ყაველაშვილს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავენ
გადახედვა
-
შიო III: ჭეშმარიტი თავისუფლება, პირველ რიგში, პასუხისმგებლობა, უფლის რწმენა და შინაგანი სიმტკიცე, პატიოსანი და ზნეობრივი ცხოვრებაა შიო III: ჭეშმარიტი თავისუფლება, პირველ რიგში, პასუხისმგებლობა, უფლის რწმენა და შინაგანი სიმტკიცე, პატიოსანი და ზნეობრივი ცხოვრებაა
გადახედვა
-
პარტნიორი ქვეყნების ლიდერები ირაკლი კობახიძეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავენ პარტნიორი ქვეყნების ლიდერები ირაკლი კობახიძეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავენ
გადახედვა
-
თვისუფლება გადამდებია — PSP | დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ახალი კამპანია თვისუფლება გადამდებია — PSP | დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ახალი კამპანია
-
ილჰამ ალიევი ირაკლი კობახიძეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს ილჰამ ალიევი ირაკლი კობახიძეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
გადახედვა
-
დღეს, 26 მაისს, ოპოზიციის ალიანსის ორგანიზებით საპროტესტო აქცია გაიმართება დღეს, 26 მაისს, ოპოზიციის ალიანსის ორგანიზებით საპროტესტო აქცია გაიმართება
გადახედვა
-
თბილისის ერთ-ერთი კერძო ბაღში მცირეწლოვან აღსაზრდელზე ფიზიკურად ძალადობის ბრალდებით აღმზრდელი დააკავეს თბილისის ერთ-ერთი კერძო ბაღში მცირეწლოვან აღსაზრდელზე ფიზიკურად ძალადობის ბრალდებით აღმზრდელი დააკავეს
გადახედვა
-
მარკო რუბიო: აშშ-ის სახელით, ვულოცავ ქართველ ხალხს ეროვნულ დღეს მარკო რუბიო: აშშ-ის სახელით, ვულოცავ ქართველ ხალხს ეროვნულ დღეს
გადახედვა
-
26 მაისთან დაკავშირებული ღონისძიებები 12:00 საათიდან დაიწყება — პროგრამა 26 მაისთან დაკავშირებული ღონისძიებები 12:00 საათიდან დაიწყება — პროგრამა
გადახედვა
-
მოისმინეთ განდაგანა ევროვიზიის ხორვატი მონაწილეების შესრულებით (ვიდეო) მოისმინეთ განდაგანა ევროვიზიის ხორვატი მონაწილეების შესრულებით (ვიდეო)
-
ტესტი: გამოიცანი ელემენტი დნობის ტემპერატურით ტესტი: გამოიცანი ელემენტი დნობის ტემპერატურით
-
"რაღაც მოდის" — რა იციან მეცნიერებმა პოტენციური "სუპერ" ელ-ნინიოს შესახებ "რაღაც მოდის" — რა იციან მეცნიერებმა პოტენციური "სუპერ" ელ-ნინიოს შესახებ
გადახედვა
-
ტეხასში კურსდამთავრებული ცერემონიაზე ძაღლთან ერთად მივიდა — ნახეთ ვიდეო ტეხასში კურსდამთავრებული ცერემონიაზე ძაღლთან ერთად მივიდა — ნახეთ ვიდეო
-
შესაძლოა, ბერინგის სრუტეზე კაშხლის აშენებით კლიმატის ცვლილების შედეგები შემცირდეს შესაძლოა, ბერინგის სრუტეზე კაშხლის აშენებით კლიმატის ცვლილების შედეგები შემცირდეს
გადახედვა
-
რის გამო აღიქმებიან რობერტ ფიცო და რუმენ რადევი პრორუსებად? — ინტერვიუ ხატია დავლიანიძესთან რის გამო აღიქმებიან რობერტ ფიცო და რუმენ რადევი პრორუსებად? — ინტერვიუ ხატია დავლიანიძესთან
გადახედვა
-
ახალი რეკორდი: მზისგან რადიოსიგნალები 19 დღის განმავლობაში უწყვეტად იფრქვეოდა ახალი რეკორდი: მზისგან რადიოსიგნალები 19 დღის განმავლობაში უწყვეტად იფრქვეოდა
გადახედვა
-
2026 წლის კანის კინოფესტივალის გამარჯვებულები ცნობილია — ნახეთ სია 2026 წლის კანის კინოფესტივალის გამარჯვებულები ცნობილია — ნახეთ სია
გადახედვა
-
Global Tech Weekend Tbilisi 2026 — წლის მთავარი ტექნოლოგიური მოვლენა თბილისში ბრუნდება Global Tech Weekend Tbilisi 2026 — წლის მთავარი ტექნოლოგიური მოვლენა თბილისში ბრუნდება
კომენტარები