ლაშა პაპაშვილი: აუცილებლად მინდა და ვფიქრობ, მეუფე შიო გახდება საქართველოს ახალი კათოლიკოს-პატრიარქი
"აუცილებლად მინდა და ვფიქრობ მეუფე შიო გახდება საქართველოს ახალი კათოლიკოს-პატრიარქი" — განაცხადა ბიზნესმენმა, ლაშა პაპაშვილმა სამების საკათედრო ტაძრის ეზოში, გაფართოებული კრების დაწყებამდე "ტვ პირველის" ჟურნალისტთან საუბრისას.
პაპაშვილის თქმით, საქართველოს ახალი კათოლიკოს-პატრიარქი მეუფე შიო გახდება.
"აუცილებლად მინდა და ვფიქრობ, რომ მეუფე შიო გახდება საქართველოს შემდგომი, ახალი კათოლიკოს-პატრიარქი. ყველამ, არათუ შემდგომმა პატრიარქმა, ყველა ქართველმა, მე ადრეც ვთქვი სხვა გადაცემაში, უნდა მივბაძოთ ჩვენს უწმინდესს," — განაცხადა მან.
ჟურნალისტის შეკითხვაზე, ლობირებენ თუ არა ბიზნესმენები მიმდინარე პროცესებს, პაპაშვილმა აღნიშნა, რომ მსგავსი შეფასებები სიმართლეს არ შეესაბამება. ამასთან, როგორც მან განაცხადა, კრებაზე ის მიწვეული სტუმარია.
"არამგონია, ბიზნესმენები... მხოლოდ მე ვარ აქ დღეს სტუმრად მოწვეული. სულ რამდენიმეა, ხელზე ჩამოსათვლელი, ამიტომაც არ არის მართალი, რომ რამეს ლობირებენ ბიზნესმენები," — აღნიშნა ბიზნესმენმა.
ცნობისთვის, გაფართოებული კრება, დღეს, 11 მაისს, 13:00 საათზე თბილისში, ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში გაიმართება. კენჭისყრა სამ კანდიდატს შორის გაიმართება, რომლებიც 28 აპრილს საპატრიარქოში გამართულ სინოდის სხდომაზე შეირჩნენ. ესენი არია: სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი და საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე შიო, მროველ-ურბნელი მიტროპოლიტი იობ აქიაშვილი და ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლ ბერბიჭაშვილი. კენჭისყრაზე გამარჯვებისთვის საჭიროა, რომ სამი კანდიდატიდან რომელიმემ მოაგროვოს 39 ხმიდან ნახევარზე მეტი, 20 ხმა. 28 აპრილს გამართულ სინოდის სხდომაზე საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე შიომ 20 ხმა მიიღო, მიტროპოლიტებმა გრიგოლმა და იობმა 7-7 ხმა.
საპატრიარქოს ცნობით, მორწმუნეებს სამების ტაძრის ეზოში ფეხით შესვლა შეუფერხებლად შეეძლებათ. მათივე ცნობით, ეზოში დიდი ეკრანებია დამონტაჟებული, საიდანაც საზოგადოებას შეეძლება, თვალი ადევნოს კრების მუშაობას.
-
კობა ფარტენაძის დაჭრის მუქარასა და ძალადობაში ბრალდებული პირები 7 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს კობა ფარტენაძის დაჭრის მუქარასა და ძალადობაში ბრალდებული პირები 7 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს
გადახედვა
-
დელფინები თევზზე სანადიროდ იარაღების გამოყენებას დედებისგან სწავლობენ დელფინები თევზზე სანადიროდ იარაღების გამოყენებას დედებისგან სწავლობენ
გადახედვა
-
სერიალში სიკვდილი ჩემთვის დიდი პატივია — დრაკონის სახლის მსახიობი ფინალს აფასებს სერიალში სიკვდილი ჩემთვის დიდი პატივია — დრაკონის სახლის მსახიობი ფინალს აფასებს
გადახედვა
-
ირაომ შინაური ცხოველების დაზღვევა განაახლა — მომხმარებელისთვის კიდევ უფრო მოქნილი პირობებით ირაომ შინაური ცხოველების დაზღვევა განაახლა — მომხმარებელისთვის კიდევ უფრო მოქნილი პირობებით
-
პროკრედიტ ბანკისა და EBRD-ის მხარდაჭერით სქაიტელი განვითარების ახალ ეტაპზე გადადის პროკრედიტ ბანკისა და EBRD-ის მხარდაჭერით სქაიტელი განვითარების ახალ ეტაპზე გადადის
-
"ჩვენ არ შეგვიტანია, ბიზნესმა შეიტანა" — ირაკლი კობახიძემ ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანა დაადასტურა "ჩვენ არ შეგვიტანია, ბიზნესმა შეიტანა" — ირაკლი კობახიძემ ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანა დაადასტურა
გადახედვა
-
უნდა შევწყვიტოთ თუ არა თითების ტკაცუნი? უნდა შევწყვიტოთ თუ არა თითების ტკაცუნი?
გადახედვა
-
Anthropic-ის AI აგენტმა ყალბი იდენტობები შექმნა და ადამიანების მოტყუება სცადა Anthropic-ის AI აგენტმა ყალბი იდენტობები შექმნა და ადამიანების მოტყუება სცადა
გადახედვა
-
თბილისის თავისუფალი ზონა ახალი მმართველობის პირობებში — ინდუსტრიალიზაციის სამი წელი თბილისის თავისუფალი ზონა ახალი მმართველობის პირობებში — ინდუსტრიალიზაციის სამი წელი
-
ირაკლი კობახიძე: არ უნდა დავუშვათ, რომ გლობალური ომის პარტიის, რუსეთთან მეორე ფრონტის გახსნის, გეგმა ხალხთა შორის მტრობის საფუძველი გახდეს ირაკლი კობახიძე: არ უნდა დავუშვათ, რომ გლობალური ომის პარტიის, რუსეთთან მეორე ფრონტის გახსნის, გეგმა ხალხთა შორის მტრობის საფუძველი გახდეს
გადახედვა
-
ქვიზი: აბუდელაურის რომელი ტბა ხარ? ქვიზი: აბუდელაურის რომელი ტბა ხარ?
-
ტარიელ კაკაბაძე: "ვერსია, თითქოს მეწყერმა მოიყოლა გურამ დადიანიძე, რაც უფრო მეტად მივდივართ წინ, მით მეტად გამოირიცხება" ტარიელ კაკაბაძე: "ვერსია, თითქოს მეწყერმა მოიყოლა გურამ დადიანიძე, რაც უფრო მეტად მივდივართ წინ, მით მეტად გამოირიცხება"
გადახედვა
-
კაცი, რომელიც სარეკლამო ბანერში ცხოვრობს — რისი თქმა სურს Netflix-ს? კაცი, რომელიც სარეკლამო ბანერში ცხოვრობს — რისი თქმა სურს Netflix-ს?
გადახედვა
-
ასტრონომებმა სამყაროს უდიდესი 2D რუკა შექმნეს, რომელიც 4 მილიარდამდე ობიექტს მოიცავს ასტრონომებმა სამყაროს უდიდესი 2D რუკა შექმნეს, რომელიც 4 მილიარდამდე ობიექტს მოიცავს
გადახედვა
-
მერიამ რუსთაველის გამზირის კონტრაქტორი კომპანია "სმარტ სოლუშენსი" სამუშაოების 24-საათიან რეჟიმში შეუსრულებლობის გამო დააჯარიმა მერიამ რუსთაველის გამზირის კონტრაქტორი კომპანია "სმარტ სოლუშენსი" სამუშაოების 24-საათიან რეჟიმში შეუსრულებლობის გამო დააჯარიმა
გადახედვა
-
ქუთაისსა და წყალტუბოში განსაკუთრებით დიდი ოდენობით "მეთადონი" ამოიღეს — დაკავებულია უცხო ქვეყნის 3 მოქალაქე ქუთაისსა და წყალტუბოში განსაკუთრებით დიდი ოდენობით "მეთადონი" ამოიღეს — დაკავებულია უცხო ქვეყნის 3 მოქალაქე
გადახედვა
-
თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს
-
სინამდვილეში რამდენი მზის სინათლე გვჭირდება? სინამდვილეში რამდენი მზის სინათლე გვჭირდება?
გადახედვა
-
მისაღების ინტერიერი — როგორ იქმნება მყუდრო და ჰარმონიული სივრცე მისაღების ინტერიერი — როგორ იქმნება მყუდრო და ჰარმონიული სივრცე
-
მიხეილ ყაველაშვილი: ერთიანობით, სტრატეგიული მოთმინებით, სიბრძნითა და შრომით ჩვენი სამშობლო აუცილებლად მიაღწევს თავის დიდგორს მიხეილ ყაველაშვილი: ერთიანობით, სტრატეგიული მოთმინებით, სიბრძნითა და შრომით ჩვენი სამშობლო აუცილებლად მიაღწევს თავის დიდგორს
გადახედვა
-
ჭადრაკის ახალი ტალღა — ფოთი, ქალაქი რომელიც თავად იქცა თამაშის ნაწილად ჭადრაკის ახალი ტალღა — ფოთი, ქალაქი რომელიც თავად იქცა თამაშის ნაწილად
კომენტარები