კაია კალასი: ვხედავთ, რომ ისინი [საქართველოს მთავრობა] არასწორი მიმართულებით დგამენ ნაბიჯებს
"ვხედავთ, რომ ისინი [საქართვცელოს თავრობა] არასწორი მიმართულებით დგამენ ნაბიჯებს", — ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა, ერევანში, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მე-8 სამიტზე განაცხადა. მისი თქმით, აქვთ გარკვეული საკითხები საქართველოსთან დაკავშირებით, იმის გათვალისწინებით, რომ მთავრობა რეალურად არ დგამს ნაბიჯებს მაშინ, როდესაც აცხადებენ, რომ სურთ ევროკავშირში გაწევრიანება.
"საქართველოსა და ევროპის ურთიერთობებს რაც შეეხება, გეოგრაფიას თუ დავაკვირდებით, დავინახავთ, რომელი ქვეყნები არიან აქ. ასე რომ, რა თქმა უნდა, მიმდინარეობს დისკუსიები, რა შეგვიძლია გავაკეთოთ ამ მხრივ, რათა შევძლოთ "შუა დერეფნის" დაკავშირებადობის საკითხში წინსვლა. ჩვენ გვაქვს გარკვეული საკითხები საქართველოსთან დაკავშირებით, იმის გათვალისწინებით, რომ მთავრობა რეალურად არ დგამს ნაბიჯებს მაშინ, როდესაც აცხადებენ, რომ სურთ ევროკავშირში გაწევრიანება. ვხედავთ, რომ ისინი არასწორი მიმართულებით დგამენ ნაბიჯებს. ასევე ეს გვაძლევს შეზღუდვებს, მაგალითად, დაფინანსების გამოყოფასთან დაკავშირებით," — განაცხადა კაია კალასმა, კომენტარს "პირველი არხი" ავრცელებს.
კალასის თქმით, მიმდინარე სამიტი ცხადყოფს, თუ რამდენად გაიზარდა კავკასიის სტრატეგიული მნიშვნელობა, განსაკუთრებით გლობალური უსაფრთხოების გამოწვევების ფონზე.
"შესანიშნავია ერევანში ყოფნა. ჩვენ გვაქვს ევროპული პოლიტიკური საზოგადოების შეხვედრა. ევროპა არ არის მხოლოდ გეოგრაფია, ეს არის ღირებულებები, პრინციპები. სწორედ ამიტომ ძალიან გვიხარია, რომ დღეს კანადას ვუმასპინძლებთ ამ საკითხების განსახილველად. რა თქმა უნდა, ერევანში მიმდინარე სამიტიც აჩვენებს, რამდენად მნიშვნელოვანია კავკასია, განსაკუთრებით ახლა, როდესაც ირანში ომია. ჩვენ ვსაუბრობთ კავშირზე, მაგრამ ასევე იმ საფრთხეებისადმი მდგრადობაზე, რომელთა წინაშეც ვდგავართ," — განაცხადა კალასმა.
კალასმა ასევე ყურადღება გაამახვილა ე.წ. "შუა დერეფნის" მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ არსებული გეოპოლიტიკური ვითარება სავაჭრო გზების დივერსიფიკაციის აუცილებლობას კიდევ უფრო ზრდის.
"შუა დერეფანი ძალიან მნიშვნელოვანია. ვგულისხმობ იმას, რასაც ვხედავთ ახლო აღმოსავლეთში. ასევე, ყველა განიხილავს, როგორ უნდა მოხდეს სავაჭრო გზების დივერსიფიკაცია, შემცირდეს ერთი სავაჭრო გზის დახურვის რისკები. სწორედ ამიტომ არის უაღრესად მნიშვნელოვანი დაკავშირებადობა და ეს მარშრუტები. რა თქმა უნდა, უნდა ვნახოთ, რა შეგვიძლია გავაკეთოთ ამ მხრივ და ვინ არიან ჩვენი პარტნიორები," — აღნიშნა კაია კალასმა.
ცნობისთვის, მსოფლიო ლიდერები კვირას სომხეთში, ერევანში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მე-8 სამიტზე დასასწრებად ჩავიდნენ. შეხვედრის დევიზია "მომავლის შენება: ერთიანობა და სტაბილურობა ევროპაში" იმართება.
48 ქვეყნის ლიდერი, მათ შორის ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის წარმომადგენელი, 4 მაისს, შეიკრიბება, რათა მნიშვნელოვანი პოლიტიკური საკითხები, მათ შორის აშშ-ირანის დაძაბულობა, პირისპირ განიხილონ.
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი GEN AI-ის დანერგვისთვის რეგიონულ ინოვატორებს შორის დაასახელა Global Finance-მა საქართველოს ბანკი GEN AI-ის დანერგვისთვის რეგიონულ ინოვატორებს შორის დაასახელა
-
ასტრონომებმა 10 000 ახალი შესაძლო ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს ასტრონომებმა 10 000 ახალი შესაძლო ეგზოპლანეტა აღმოაჩინეს
გადახედვა
-
ელიფ შაფაქი: ტექნოლოგიები მეტისმეტად მნიშვნელოვანი საკითხია იმისთვის, რომ ტექკომპანიებს ვანდოთ ელიფ შაფაქი: ტექნოლოგიები მეტისმეტად მნიშვნელოვანი საკითხია იმისთვის, რომ ტექკომპანიებს ვანდოთ
გადახედვა
-
Signify 2.0: ხელმოწერებიდან დოკუმენტების გონიერ პლატფორმამდე Signify 2.0: ხელმოწერებიდან დოკუმენტების გონიერ პლატფორმამდე
-
ნიკოლ ფაშინიანი: იმედია მექნება შესაძლებლობა, ვეწვიო აზერბაიჯანს EPC-ის მე-10 სამიტზე ნიკოლ ფაშინიანი: იმედია მექნება შესაძლებლობა, ვეწვიო აზერბაიჯანს EPC-ის მე-10 სამიტზე
გადახედვა
-
Netflix-ის "ბუზთა ბატონი" კრიტიკოსებმა 92%-ით შეაფასეს Netflix-ის "ბუზთა ბატონი" კრიტიკოსებმა 92%-ით შეაფასეს
გადახედვა
-
The Pitt-ის ვარსკვლავი ფანებს სთხოვს, სპექტაკლისას "დოქტორ სანტოსს" ნუ უყვირიან The Pitt-ის ვარსკვლავი ფანებს სთხოვს, სპექტაკლისას "დოქტორ სანტოსს" ნუ უყვირიან
გადახედვა
-
კაია კალასი: ვხედავთ, რომ ისინი [საქართველოს მთავრობა] არასწორი მიმართულებით დგამენ ნაბიჯებს კაია კალასი: ვხედავთ, რომ ისინი [საქართველოს მთავრობა] არასწორი მიმართულებით დგამენ ნაბიჯებს
გადახედვა
-
ნიკა გვარამია: 1 თვის წინ ნიკოლ ფაშინიანი ჩასული იყო რუსეთში. ისეთები უთხრა, მე არ მახსენდება ვინმეს ასე ელაპარაკოს პუტინთან საჯაროდ. როდემდე უნდა ვიყოთ ომის შიშის მძევლები?! ნიკა გვარამია: 1 თვის წინ ნიკოლ ფაშინიანი ჩასული იყო რუსეთში. ისეთები უთხრა, მე არ მახსენდება ვინმეს ასე ელაპარაკოს პუტინთან საჯაროდ. როდემდე უნდა ვიყოთ ომის შიშის მძევლები?!
გადახედვა
-
ბათუმში 43-ე სართულიდან კაცი გადმოვარდა და ადგილზე გარდაიცვალა ბათუმში 43-ე სართულიდან კაცი გადმოვარდა და ადგილზე გარდაიცვალა
გადახედვა
-
ესპანეთის პრემიერმინისტრმა, ტექნიკური პრობლემის გამო, ანკარაში ავარიული დაშვების შემდეგ თურქეთი დატოვა ესპანეთის პრემიერმინისტრმა, ტექნიკური პრობლემის გამო, ანკარაში ავარიული დაშვების შემდეგ თურქეთი დატოვა
გადახედვა
-
მეუფე გრიგოლი: მეუფე ისაია არის კერძო შემთხვევა და ამას განხილვა სჭირდებოდა როგორც კერძო შემთხვევას მეუფე გრიგოლი: მეუფე ისაია არის კერძო შემთხვევა და ამას განხილვა სჭირდებოდა როგორც კერძო შემთხვევას
გადახედვა
-
EU-სა და მსოფლიოს სხვა ლიდერები სომხეთში EPC-ის სამიტზე ჩავიდნენ EU-სა და მსოფლიოს სხვა ლიდერები სომხეთში EPC-ის სამიტზე ჩავიდნენ
გადახედვა
-
საია: პრესის თავისუფლება უაღრესად დიდი რისკის ქვეშ დგას. მედია ფუნქციონირებს ავტორიტარიზმის კონსოლიდაციის რეალობაში საია: პრესის თავისუფლება უაღრესად დიდი რისკის ქვეშ დგას. მედია ფუნქციონირებს ავტორიტარიზმის კონსოლიდაციის რეალობაში
გადახედვა
-
იმედი L მზის პანელების კომპანიების ქონების დამზღვევი და სტრატეგიული პარტნიორია იმედი L მზის პანელების კომპანიების ქონების დამზღვევი და სტრატეგიული პარტნიორია
-
ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთის სპორტული ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტს, მიხაილ მამიაშვილს სანქციები დაუწესა ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთის სპორტული ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტს, მიხაილ მამიაშვილს სანქციები დაუწესა
გადახედვა
-
მამამ მატარებლის ქვეშ ჩავარდნილი შვილის სიცოცხლე გადაარჩინა — ნახეთ ვიდეო მამამ მატარებლის ქვეშ ჩავარდნილი შვილის სიცოცხლე გადაარჩინა — ნახეთ ვიდეო
გადახედვა
-
გერმანიის საელჩო: გერმანია მტკიცედ დგას იმ ჟურნალისტების გვერდით, რომლებიც ფაქტების გულისთვის საკუთარ უსაფრთხოებას რისკავენ გერმანიის საელჩო: გერმანია მტკიცედ დგას იმ ჟურნალისტების გვერდით, რომლებიც ფაქტების გულისთვის საკუთარ უსაფრთხოებას რისკავენ
გადახედვა
-
გდდ-ის ხელმძღვანელი ბაადურ შენგელია გახდა გდდ-ის ხელმძღვანელი ბაადურ შენგელია გახდა
გადახედვა
-
ინიციატივა "ჯერ საქართველოს" დამფუძნებელი, ვიქტორ ყიფიანი, ერევნის დიალოგში მიიღებს მონაწილეობას ინიციატივა "ჯერ საქართველოს" დამფუძნებელი, ვიქტორ ყიფიანი, ერევნის დიალოგში მიიღებს მონაწილეობას
გადახედვა
-
RFE/RL-ს რუსულენოვანი განყოფილება "ეხო კავკაზა" დაიხურა RFE/RL-ს რუსულენოვანი განყოფილება "ეხო კავკაზა" დაიხურა
გადახედვა
კომენტარები