ფინანსური წიგნიერების მხიარული გაკვეთილი სცენიდან
ფოტო: ანა ჭუმბურიძე/ლიბერთი ბანკი
ლიბერთისა და "წინ და წინ - ფინანსობანას" მოგზაურობა ხულოში
ბავშვებს, ყველა დროსა და ქვეყანაში, ერთი რამ აერთიანებთ — ყველას აქვს სანუკვარი ოცნება, რომლის ახდენისაც ჯიუტად სჯერა.
თუმცა, თანამედროვე ბავშვები გამორჩეულები არიან — მათ იციან, რომ საკუთარ ოცნებებს თავადაც უნდა დაეხმარონ: სწავლით, ყულაბაში ფულის შეგროვებით, ინფორმაციის მოპოვებით, სხვების გამოცდილების გაზიარებით და ა.შ.
ხულოს თეატრში ზუსტად ასეთი მოტივირებული ბავშვები დაგვხვდნენ. ლიბერთის მხარდაჭერით აქ საბავშვო სპექტაკლი — წინ და წინ ფინანსობანა გაიმართა. სპექტაკლის პერსონაჟების, მათ შორის, სოციალური ქსელებიდან ნაცნობი კონტენტ კრეატორის ასე ახლოს, სცენიდან დანახვამ, მსახიობების უშუალო და მოსწავლეების ასაკზე გათვლილმა კომუნიკაციამ და მოზარდებისთვის საინტერესო თემების თანხვედრამ ბავშვების ისეთი აქტიური ინტერაქცია გამოიწვია, რომ წარმოდგენა ბოლოს ნამდვილ ზეიმად იქცა.
ფოტო: ანა ჭუმბურიძე/ლიბერთი ბანკი
წინ და წინ — ფინანსობანა — მოზარდებისთვის შექმნილი პირველი ქართული სპექტაკლია ფინანსურ თემაზე, რომელიც თამაშისა და ინტერაქციის ფორმით აცნობს მათ ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორებიცაა ფინანსური უსაფრთხოება, დაზოგვა, მიზნების დასახვა და მეწარმეობის საფუძვლები.
პროექტი ფულის გლობალური კვირეულის 2026 წლის საერთაშორისო კამპანიის ფარგლებში საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური განათლების პლატფორმა ფინედუს ინიციატივით, კომპანია თამაშობასთან თანამშრომლობითა და კომერციული ბანკების მხარდაჭერით ხორციელდება.
ხულო 2026 წელს პირველი, ხოლო პროექტის ფარგლებში — უკვე მეცხრე რეგიონი იყო, სადაც სპექტაკლი გაიმართა. გასულ წელს თბილისსა და შვიდ რეგიონში წარმოდგენას 1000-ზე მეტი მოსწავლე დაესწრო.
ფოტო: ანა ჭუმბურიძე/ლიბერთი ბანკი
“ფულის გლობალური კვირეული არის ფინანსური განათლების ყველაზე მასშტაბური საერთაშორისო კამპანია, რომლის მიზანია ბავშვებსა და ახალგაზრდებში ფინანსური ცნობიერების ამაღლება და ფულთან დაკავშირებულ საკითხებზე ღია საუბრის წახალისება. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ წლევანდელი ტური მაღალმთიან რეგიონებზეა ფოკუსირებული, სადაც მსგავს საგანმანათლებლო აქტივობებზე ხელმისაწვდომობა შედარებით შეზღუდულია და ამ გზით ვცდილობთ, განათლება მაქსიმალურად თანაბრად მივაწოდოთ ყველა ბავშვს. ამჯერად, სამ რეგიონში დაახლოებით 400 მოსწავლეს მიეცემა შესაძლებლობა, ფინანსური საკითხები ინტერაქციულ და სახალისო ფორმატში გაიცნოს.
ამ პროცესში მნიშვნელოვანი როლი აქვს პარტნიორი ორგანიზაციების მხარდაჭერას.
ხულოში გასტროლი ლიბერთი ბანკთან თანამშრომლობით შედგა და შედეგად 6 სკოლის 120-მდე მოსწავლეს მიეცა სპექტაკლზე დასწრების შესაძლებლობა. მოხარულები ვართ, რომ ლიბერთის მხარდაჭერით უკვე მესამე რეგიონალური გასტროლი აქვს ფინანსური განათლების სპექტაკლს“. — ნინო კიზირია, ფინანსური განათლების განყოფილების წამყვანი სპეციალისტი.
“ლიბერთის კორპორაციული პასუხისმგებლობის მთავარი მიმართულება განათლების მხარდაჭერაა და, რა თქმა უნდა, ძალიან გაგვახარა ეროვნული ბანკის ინიციატივამ და თამაშობანასთან ერთად შექმნილი სპექტაკლის — წინ და წინ ფინანსობანას მხარდაჭერის შესაძლებლობამ. ხულოში გასტროლი ლიბერთის ხელშეწყობით გახორციელდა და ალბათ ყველა, ვინც სპექტაკლს დაესწრო, დამეთანხმება, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ასეთი აქტივობები რეგიონებში მცხოვრები ბავშვებისთვის. საოცარი ინტერაქცია შედგა, ძალიან აქტიური, მონდომებული და გათვითცნობიერებული მოზარდები ესწრებოდნენ წარმოდგენას და კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა მათი შემეცნების გზა იყოს მაქსიმალურად თანამედროვე და მრავალფეროვანი. მოუთმენლად ველით ახალ წარმოდგენებს და ახალ შეხვედრებს სხვა რეგიონებშიც". — ნინი ბუკია, ლიბერთის კორპორაციული პასუხისმგებლობის მიმართულების მენეჯერი
სპექტაკლის გასაოცარ მაყურებელს შორის თავისი აქტიურობით რეზიმ და გოგამ მიიქციეს ჩვენი ყურადღება. ისინი ერთ კლასში სწავლობენ. უახლოესი მეგობრები არიან და ოცნებაც ერთი აქვთ — ორივეს ძალიან უნდა კვადროციკლი. სპექტაკლს განსაკუთრებით საქმიანად ადევნებდნენ თვალს და აქტიური ინტერაქციითაც გამოირჩეოდნენ — როგორც ჩანს, წარმოდგენა მათთვის მნიშვნელოვან საკითხებს შეეხო. ბიჭებმა სპექტაკლის გმირებს თავიანთი გამოცდილებაც გაუზიარეს და საბოლოოდ, ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებით ახალი და საჭირო ცოდნით აღჭურვილები გამოვიდნენ სპექტაკლიდან.
ფოტო: ანა ჭუმბურიძე/ლიბერთი ბანკი
"მე ამ სპექტაკლიდან გავიგე, რომ, მაგალითად, თუ გაქვს ათი ლარი, უნდა დახარჯო ორი ლარი. დანარჩენი უნდა შეინახო და დააგროვო, რომ შენი ოცნება აიხდინო. ჩემი ოცნებაა, რომ მყავდეს კვადრო, მინდა რომ ვიყო ჯანმრთელი და დედა სულ გვერდით მყავდეს“. — გოგა აბულაძე, ქვემო ვაშლოვანის საჯარო სკოლის მე-5 კლასის მოსწავლე.
“მე ამ სპექტაკლიდან გავიგე, რომ თუ გვაქვს მიზანი, არ უნდა დავნებდეთ; უნდა ვიშრომოთ, რომ მივაღწიოთ ჩვენს მიზნებს, უნდა შევამოწმოთ კიბერუსაფრთხოება. თუ რაიმეს ყიდვა გვინდა, არ უნდა გადავიდეთ ყველა ლინკზე, იმიტომ რომ შეიძლება ფეიკი იყოს, შეგვატანინოს ბარათის ნომერი და მოგვპაროს ფული ბარათიდან“. — რეზი შავაძე, ქვემო ვაშლოვანის საჯარო სკოლის მე-5 კლასის მოსწავლე.
ფოტო: ანა ჭუმბურიძე/ლიბერთი ბანკი
ხულოში გამართულ სპექტაკლს ესწრებოდნენ, როგორც ფინედუს პროექტებში აქტიურად ჩართული მასწავლებლების მოსწავლეები, ისე ადგილობრივი სკოლების დაინტერესებული მოზარდები. სასიამოვნოდ გაოცებულები დავრჩით ფინანსური საკითხების მიმართ მოზარდებისგან გამოვლენილი ცოდნითა თუ ლოგიკური აზროვნებით, რაც უპირობოდ, მათი მასწავლებლების დამსახურებაცაა.
ნესტანი ერთ-ერთი მასწავლებელია, რომელიც სპექტაკლს თავის მოსწავლეებთან ერთად ესწრებოდა და რომელსაც ძალიან კარგად აქვს გააზრებული არაფორმალური განათლების არსი და მნიშვნელობა თანამედროვე მოზარდებისთვის.
“მე, ერთი რიგითი მასწავლებელი მაღალმთიანი აჭარიდან, სულ ვცდილობ, რომ სასწავლო პროცესი არ იყოს მხოლოდ 40 წუთიანი გაკვეთილები. პირიქით, არაფორმალურ განათლებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. რეგიონში ბევრი გამოწვევაა, თუნდაც გეოგრაფიული იზოლაცია, რესურსების სიმცირე, ამიტომ მოსწავლეთა უმეტესობა ვერ ახერხებს სხვადასხვა პროექტში ჩართვას. ასეთი გასვლითი აქტივობები ძალიან აახლოებს მოსწავლეებსა და მასწავლებლებს. არაფორმალურ გარემოში მოსწავლე მასწავლებელს სხვანაირს ხედავს და მეგობრული ურთიერთობა ყალიბდება. ვფიქრობ, გადაჭარბებული არ იქნება თუ ვიტყვი, რომ საოცარი ურთიერთობა მაქვს მოსწავლეებთან და ეს ყველაფერი კი ზუსტად ასეთმა აქტივობებმა გადაწყვიტა.
რა თქმა უნდა, ჩემს ყველა მოსწავლეს აქვს პატარა და დიდი ოცნებები. პატარებს ჯერ კარგად არ აქვთ გააზრებული, რა სჭირდებათ ოცნებების ასასრულებლად და მიზნების მისაღწევად, მაგრამ უფროსკლასელებს უკვე გაწერილი გეგმებიც აქვთ — ზაფხულობით ბევრი მოსწავლე მუშაობს და აგროვებს ფულს თავისი საჭიროებებისთვის.
ამ ტიპის სპექტაკლი ბავშვებს ასწავლის, როგორ მართონ ფული — როგორ დაზოგონ, გააკეთონ სწორი არჩევანი და დაგეგმონ ხარჯები. ეს ცოდნა მათ რეალურ ცხოვრებაში გამოადგებათ. გამოადგებათ, განსაკუთრებით იქ, სადაც ასეთი თემები ნაკლებად ისწავლება“. — ნესტან ღორჯომელაძე, ტუნაძეების საჯარო სკოლის მასწავლებელი.
ფოტო: ანა ჭუმბურიძე/ლიბერთი ბანკი
წინ და წინ — ფინანსობანას მოგზაურობა ხულოში ბავშვებისთვის დაუვიწყარ შთაბეჭდილებად და საჭირო გამოცდილებადაც იქცა. ამბავი გრძელდება. ხულო მესამე რეგიონია, სადაც ლიბერთის მხარდაჭერით სპექტაკლი გაიმართა. გასულ წელს ბანკის ხელშეწყობით წარმოდგენა ბათუმსა და ჩოხატაურში წარსდგა მოსწავლეებისა და მასწავლებლების წინაშე. ლიბერთი სპექტაკლზე მოზარდებს თემატურ საჩუქრებსაც ახვედრებს და ამით საერთო ზეიმს კიდევ უფრო დასამახსოვრებელს ხდის.
ასე რომ, შემდეგ გაჩერებამდე...
-
სულხან თამაზაშვილმა შსს-ს მომსახურების სააგენტოს უფროსად შალვა კბილაშვილი დანიშნა სულხან თამაზაშვილმა შსს-ს მომსახურების სააგენტოს უფროსად შალვა კბილაშვილი დანიშნა
გადახედვა
-
9 მაისს ექსპო ჯორჯიაში ევროპის დღე აღინიშნება 9 მაისს ექსპო ჯორჯიაში ევროპის დღე აღინიშნება
გადახედვა
-
ბენქსი ლონდონში ახალი ნამუშევრით დაბრუნდა ბენქსი ლონდონში ახალი ნამუშევრით დაბრუნდა
გადახედვა
-
TI: ჟურნალისტებზე სხვადასხვა ტიპის თავდასხმის 60-მდე შემთხვევა დაფიქსირდა TI: ჟურნალისტებზე სხვადასხვა ტიპის თავდასხმის 60-მდე შემთხვევა დაფიქსირდა
გადახედვა
-
ომბუდსმენმა ტროტუარზე დგომისთვის დაკავების საქმეებზე სააპელაციო სასამართლოს სასამართლო მეგობრის მოსაზრებით მიმართა ომბუდსმენმა ტროტუარზე დგომისთვის დაკავების საქმეებზე სააპელაციო სასამართლოს სასამართლო მეგობრის მოსაზრებით მიმართა
გადახედვა
-
Spotify ნამდვილი არტისტების AI-სგან გასარჩევად ვერიფიკაციის ნიშანს ამატებს Spotify ნამდვილი არტისტების AI-სგან გასარჩევად ვერიფიკაციის ნიშანს ამატებს
გადახედვა
-
აფგან სადიგოვმა საერთაშორისო პასპორტი მიიღო აფგან სადიგოვმა საერთაშორისო პასპორტი მიიღო
გადახედვა
-
მეუფე ზენონი: რუსეთი უჭერს მეუფე შიოს მხარს, ამას მე ყოველთვის ვიტყვი. ჩემი ხმა არა აქვს მას მეუფე ზენონი: რუსეთი უჭერს მეუფე შიოს მხარს, ამას მე ყოველთვის ვიტყვი. ჩემი ხმა არა აქვს მას
გადახედვა
-
მეცნიერებმა სამყაროს დასასრულის ერთ-ერთი შესაძლო სცენარის სიმულაცია მოახდინეს მეცნიერებმა სამყაროს დასასრულის ერთ-ერთი შესაძლო სცენარის სიმულაცია მოახდინეს
გადახედვა
-
ახალი კვლევის თანახმად, პურის ხორბლის წარმოშობის უძველესი კერა საქართველოა ახალი კვლევის თანახმად, პურის ხორბლის წარმოშობის უძველესი კერა საქართველოა
გადახედვა
-
რატომ არის შეცდომის დაშვება ყველაზე სწრაფი გზა ენის სწავლისთვის რატომ არის შეცდომის დაშვება ყველაზე სწრაფი გზა ენის სწავლისთვის
-
10-ჯერ მეტი MR ქულა მაისში — თეგეტა მოტორსში AmEx ბარათით გადახდა უკვე შესაძლებელია 10-ჯერ მეტი MR ქულა მაისში — თეგეტა მოტორსში AmEx ბარათით გადახდა უკვე შესაძლებელია
-
სალომე ზურაბიშვილი: უხერხულად ხომ არ უნდა გრძნობდნენ თავს სინოდის წევრები იმას რომ უწუნებენ ისაიას, რაც პატრიარქმა 30 წლის წინ მოუწონა სალომე ზურაბიშვილი: უხერხულად ხომ არ უნდა გრძნობდნენ თავს სინოდის წევრები იმას რომ უწუნებენ ისაიას, რაც პატრიარქმა 30 წლის წინ მოუწონა
გადახედვა
-
1-ელი მაისიდან საგზაო მოძრაობის წესების დარღვევებზე ჯარიმები იზრდება 1-ელი მაისიდან საგზაო მოძრაობის წესების დარღვევებზე ჯარიმები იზრდება
გადახედვა
-
ფინანსური წიგნიერების მხიარული გაკვეთილი სცენიდან ფინანსური წიგნიერების მხიარული გაკვეთილი სცენიდან
-
კახა კალაძე: ვმუშაობთ თბილისის შესასვლელ-გასასვლელი ალტერნატიული გზების მოძიებისა და განვითარების მიმართულებით კახა კალაძე: ვმუშაობთ თბილისის შესასვლელ-გასასვლელი ალტერნატიული გზების მოძიებისა და განვითარების მიმართულებით
გადახედვა
-
გიორგი გახარია: ჟენევის ფორმატის ახალ "ნეიტრალურ" ადგილზე გადატანა უკიდურესად საგანგაშოა და ფორმატის დაშლას ნიშნავს გიორგი გახარია: ჟენევის ფორმატის ახალ "ნეიტრალურ" ადგილზე გადატანა უკიდურესად საგანგაშოა და ფორმატის დაშლას ნიშნავს
გადახედვა
-
გეკა გელაძემ სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელად რომან ქარცივაძე წარადგინა გეკა გელაძემ სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელად რომან ქარცივაძე წარადგინა
გადახედვა
-
ვენეციის 61-ე ბიენალეს ჟიური სრული შემადგენლობით გადადგა ვენეციის 61-ე ბიენალეს ჟიური სრული შემადგენლობით გადადგა
გადახედვა
-
კრწანისის ტყე-პარკისა და გონიოს დაცვის საორგანიზაციო ჯგუფი Eagle Hills-თან გაფორმებული ხელშეკრულების გამო "ქართული ოცნების" წინააღმდეგ სარჩელს ამზადებს კრწანისის ტყე-პარკისა და გონიოს დაცვის საორგანიზაციო ჯგუფი Eagle Hills-თან გაფორმებული ხელშეკრულების გამო "ქართული ოცნების" წინააღმდეგ სარჩელს ამზადებს
გადახედვა
-
რა რეალური შანსები აქვს კვარას ოქროს ბურთზე | კვარას მაგია რა რეალური შანსები აქვს კვარას ოქროს ბურთზე | კვარას მაგია
კომენტარები