აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა, სკოტ ბესენტმა განაცხადა, რომ ირანთან დაკავშირებული კრიპტოაქტივების კონფისკაციის მოცულობამ თითქმის 500 მილიონ დოლარს მიაღწია. აღნიშნული ქმედება ფართომასშტაბიანი კამპანიის "ოპერაცია ეკონომიკური რისხვის" (Operation Economic Fury) ნაწილია, რომელიც პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განკარგულებით 2025 წლის მარტში დაიწყო — ინფორმაციას Crypto News ავრცელებს.

დაყადაღებული 500 მილიონი დოლარი მნიშვნელოვნად აღემატება მანამდე ცნობილ მონაცემებს (344 მლნ USDT). მინისტრ ბესენტის განცხადებით, აშშ-ის ფინანსთა სამინისტრო (Treasury) მიზანმიმართულად უტევს ირანის ოფიციალურ პირებთან დაკავშირებულ საბანკო ანგარიშებს, უძრავ ქონებასა და საპენსიო ფონდებს საზღვარგარეთ.

აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს მიერ გატარებული ზომები მიზნად ისახავს ირანის წვდომის მაქსიმალურ შეზღუდვას გლობალურ ფინანსურ სისტემასთან და ქვეყნის სარაკეტო თუ დრონების წარმოების ჯაჭვის პარალიზებას.

"ჩვენ ვყინავთ საბანკო ანგარიშებს ყველგან. რაც მთავარია, ჩვენ ვამცირებთ სხვა მხარეების სურვილს, საქმე დაიჭირონ ირანის რეჟიმთან" — აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.


ცნობისთვის, 2025 წლის თებერვლიდან მოყოლებული, აშშ-მა სანქციები დააწესა 1000-ზე მეტ ირანულ სუბიექტზე, გემსა და თვითმფრინავზე. ირანული რიალი აშშ დოლართან მიმართებით 60-70%-ით გაუფასურდა.