Global Finance-ის დაჯილდოების ცერემონიაზე საქართველოს ბანკს მდგრადი დაფინანსების მიმართულებით საქართველოში საუკეთესო ბანკის ჯილდო გადაეცა
ფოტო: საქართველოს ბანკი
საერთაშორისო გამოცემა Global Finance-ის მიერ ლონდონში გამართულ დაჯილდოების ცერემონიაზე საქართველოს ბანკს მდგრადი დაფინანსების მიმართულებით საქართველოში 2026 წლის საუკეთესო ბანკის ჯილდო გადაეცა.
აღნიშნული ჯილდოს ფარგლებში, Global Finance-მა მდგრადი დაფინანსების მიმართულებით საუკეთესო ფინანსური ინსტიტუტები 56 ქვეყნისა და ტერიტორიული ერთეულის მასშტაბით დაასახელა.
გამარჯვებულების შერჩევა დამოუკიდებელი მკვლევრებისა და სარედაქციო ჯგუფის მიერ ორგანიზაციების მხრიდან წარმოდგენილ მონაცემებზე დაყრდნობით მოხდა. შეფასების კრიტერიუმები მოიცავდა როგორც მმართველობით პოლიტიკასა და მიზნებს, ასევე მიღწევებს გარემოსდაცვითი და სოციალური მდგრადი დაფინანსების მიმართულებით.
“ცენტრალური და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებისთვის დღეს კლიმატის ცვლილება და მასთან დაკავშირებული გამოწვევები აღარ არის აბსტრაქტული საკითხები, არამედ იქცა ყოველდღიურ გამოწვევად. სირთულეების მიუხედავად, რეგიონში არსებული ფინანსური ინსტიტუტები ავლენენ მნიშვნელოვან ლიდერობას და ახორციელებენ ინოვაციურ ინიციატივებს მდგრადი დაფინანსების მიმართულებით — მჭიდროდ თანამშრომლობენ საერთაშორისო პარტნიორებთან, რათა ხელი შეუწყონ მდგრადი ეკონომიკის განვითარებასა და მდგრადობაზე დაფუძნებული ბიზნეს-პრინციპების დანერგვას. ეს პროცესი მოიცავს არა მხოლოდ გარემოსდაცვით ინიციატივებს, არამედ გულისხმობს მდგრადობის უფრო ფართო გაგებასაც, რომელიც მიზნად ისახავს გრძელვადიანი ეკონომიკური სტაბილურობის, მდგრადი ბიზნესებისა და ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობას”. — აღნიშნულია Global Finance-ის განცხადებაში.
“Global Finance-ის მიერ საქართველოს ბანკისთვის მონიჭებული ჯილდო — 2026 წლის საუკეთესო ბანკი საქართველოში მდგრადი დაფინანსების მიმართულებით, ჩვენი გრძელვადიანი სტრატეგიისა და სისტემური მუშაობის მნიშვნელოვანი აღიარებაა. ჩვენთვის მდგრადობა არ არის ცალკეული ინიციატივა — ის ინტეგრირებულია ჩვენს ბიზნეს მოდელში, რისკების მართვაში და პროდუქტების განვითარებაში. ვმუშაობთ მწვანე და კლიმატზე ორიენტირებული დაფინანსების გაფართოებაზე, ESG შეფასებების გაძლიერებაზე და ისეთი ფინანსური გადაწყვეტილებების შექმნაზე, რომლებიც ერთდროულად ქმნის ეკონომიკურ ღირებულებას და პოზიტიურ გარემოსდაცვით და სოციალურ გავლენას. ჩვენი წარმატება და Global Finance-ის მიერ მონიჭებული აღიარება საქართველოს ბანკის 9000-ზე მეტი თანამშრომლის ძალისხმევის შედეგია. ეს ჯილდო გვაძლევს დამატებით მოტივაციას, გავაგრძელოთ ლიდერობა საქართველოს ფინანსურ სექტორში მდგრადი განვითარების მიმართულებით”. — აღნიშნავს ანა ოსაძე, საქართველოს ბანკის ESG და მდგრადობის მიმართულების ხელმძღვანელი.
მდგრადი დაფინანსების ჯილდო გადაეცათ ისეთ ფინანსურ ინსტიტუტებს, როგორებიცაა: Deutsche Bank (გერმანია), Societe Generale (საფრანგეთი), HSBC (დიდი ბრიტანეთი), Ameriabank (სომხეთი) და სხვ. მსოფლიოში საუკეთესო ბანკად მდგრადი დაფინანსების მიმართულებით კი Societe Generale დასახელდა.
-
კობა ფარტენაძის დაჭრის მუქარასა და ძალადობაში ბრალდებული პირები 7 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს კობა ფარტენაძის დაჭრის მუქარასა და ძალადობაში ბრალდებული პირები 7 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს
გადახედვა
-
ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლები ევროკავშირს 2008 წლის ომის მე-18 წლისთავზე ღია წერილით მიმართავენ ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლები ევროკავშირს 2008 წლის ომის მე-18 წლისთავზე ღია წერილით მიმართავენ
გადახედვა
-
დელფინები თევზზე სანადიროდ იარაღების გამოყენებას დედებისგან სწავლობენ დელფინები თევზზე სანადიროდ იარაღების გამოყენებას დედებისგან სწავლობენ
გადახედვა
-
სერიალში სიკვდილი ჩემთვის დიდი პატივია — დრაკონის სახლის მსახიობი ფინალს აფასებს სერიალში სიკვდილი ჩემთვის დიდი პატივია — დრაკონის სახლის მსახიობი ფინალს აფასებს
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: "გეორგიევსკის ტრაქტატმა უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა ჩვენი სახელმწიფოს გადარჩენაში" ირაკლი კობახიძე: "გეორგიევსკის ტრაქტატმა უმნიშვნელოვანესი როლი შეასრულა ჩვენი სახელმწიფოს გადარჩენაში"
გადახედვა
-
პროკრედიტ ბანკისა და EBRD-ის მხარდაჭერით სქაიტელი განვითარების ახალ ეტაპზე გადადის პროკრედიტ ბანკისა და EBRD-ის მხარდაჭერით სქაიტელი განვითარების ახალ ეტაპზე გადადის
-
მეცნიერებმა 2 მილიონი აქტიური შავი ხვრელი, გალაქტიკა, ვარსკვლავი და სხვა ობიექტი აღმოაჩინეს მეცნიერებმა 2 მილიონი აქტიური შავი ხვრელი, გალაქტიკა, ვარსკვლავი და სხვა ობიექტი აღმოაჩინეს
გადახედვა
-
"ჩვენ არ შეგვიტანია, ბიზნესმა შეიტანა" — ირაკლი კობახიძემ ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანა დაადასტურა "ჩვენ არ შეგვიტანია, ბიზნესმა შეიტანა" — ირაკლი კობახიძემ ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანა დაადასტურა
გადახედვა
-
უნდა შევწყვიტოთ თუ არა თითების ტკაცუნი? უნდა შევწყვიტოთ თუ არა თითების ტკაცუნი?
გადახედვა
-
Anthropic-ის AI აგენტმა ყალბი იდენტობები შექმნა და ადამიანების მოტყუება სცადა Anthropic-ის AI აგენტმა ყალბი იდენტობები შექმნა და ადამიანების მოტყუება სცადა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: არ უნდა დავუშვათ, რომ გლობალური ომის პარტიის, რუსეთთან მეორე ფრონტის გახსნის, გეგმა ხალხთა შორის მტრობის საფუძველი გახდეს ირაკლი კობახიძე: არ უნდა დავუშვათ, რომ გლობალური ომის პარტიის, რუსეთთან მეორე ფრონტის გახსნის, გეგმა ხალხთა შორის მტრობის საფუძველი გახდეს
გადახედვა
-
ქვიზი: აბუდელაურის რომელი ტბა ხარ? ქვიზი: აბუდელაურის რომელი ტბა ხარ?
-
ტარიელ კაკაბაძე: "ვერსია, თითქოს მეწყერმა მოიყოლა გურამ დადიანიძე, რაც უფრო მეტად მივდივართ წინ, მით მეტად გამოირიცხება" ტარიელ კაკაბაძე: "ვერსია, თითქოს მეწყერმა მოიყოლა გურამ დადიანიძე, რაც უფრო მეტად მივდივართ წინ, მით მეტად გამოირიცხება"
გადახედვა
-
რეკორდული ბაზრის წილი და პროდუქტის დივერსიფიკაცია — თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთმა JCB-ს ორი ჯილდო მიიღო რეკორდული ბაზრის წილი და პროდუქტის დივერსიფიკაცია — თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთმა JCB-ს ორი ჯილდო მიიღო
-
ასტრონომებმა სამყაროს უდიდესი 2D რუკა შექმნეს, რომელიც 4 მილიარდამდე ობიექტს მოიცავს ასტრონომებმა სამყაროს უდიდესი 2D რუკა შექმნეს, რომელიც 4 მილიარდამდე ობიექტს მოიცავს
გადახედვა
-
მერიამ რუსთაველის გამზირის კონტრაქტორი კომპანია "სმარტ სოლუშენსი" სამუშაოების 24-საათიან რეჟიმში შეუსრულებლობის გამო დააჯარიმა მერიამ რუსთაველის გამზირის კონტრაქტორი კომპანია "სმარტ სოლუშენსი" სამუშაოების 24-საათიან რეჟიმში შეუსრულებლობის გამო დააჯარიმა
გადახედვა
-
ქუთაისსა და წყალტუბოში განსაკუთრებით დიდი ოდენობით "მეთადონი" ამოიღეს — დაკავებულია უცხო ქვეყნის 3 მოქალაქე ქუთაისსა და წყალტუბოში განსაკუთრებით დიდი ოდენობით "მეთადონი" ამოიღეს — დაკავებულია უცხო ქვეყნის 3 მოქალაქე
გადახედვა
-
სინამდვილეში რამდენი მზის სინათლე გვჭირდება? სინამდვილეში რამდენი მზის სინათლე გვჭირდება?
გადახედვა
-
მისაღების ინტერიერი — როგორ იქმნება მყუდრო და ჰარმონიული სივრცე მისაღების ინტერიერი — როგორ იქმნება მყუდრო და ჰარმონიული სივრცე
-
მიხეილ ყაველაშვილი: ერთიანობით, სტრატეგიული მოთმინებით, სიბრძნითა და შრომით ჩვენი სამშობლო აუცილებლად მიაღწევს თავის დიდგორს მიხეილ ყაველაშვილი: ერთიანობით, სტრატეგიული მოთმინებით, სიბრძნითა და შრომით ჩვენი სამშობლო აუცილებლად მიაღწევს თავის დიდგორს
გადახედვა
-
ნანგრევებიდან გაგონილმა ჩურჩულის ხმამ ჩვილის სიცოცხლე გადაარჩინა — რა ხდება კოლუმბიაში ნანგრევებიდან გაგონილმა ჩურჩულის ხმამ ჩვილის სიცოცხლე გადაარჩინა — რა ხდება კოლუმბიაში
გადახედვა
კომენტარები