ევროკავშირმა ახალგაზრდების დასაცავად ასაკის გადამოწმების აპლიკაცია აამოქმედა
ფოტო: Matt Cardy/Getty Images
ევროპას აღარ სურს ტექნოლოგიური პლატფორმებისგან იმის მოსმენა, რატომ ვერ ახერხებენ მომხმარებელთა ასაკის გადამოწმებას.
ევროკავშირმა ახლახან გამოაცხადა, რომ მალე აამოქმედებს ასაკის გადამოწმების ახალ ონლაინ აპლიკაციას. ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა, პრესკონფერენციაზე თქვა, რომ ევროპული ასაკის გადამოწმების აპლიკაცია ტექნიკურად მზადაა და მალე ხელმისაწვდომი იქნება მოქალაქეებისთვის. მისი თქმით, ეს აპლიკაცია მომხმარებლებს საშუალებას მისცემს დაადასტურონ საკუთარი ასაკი ონლაინ პლატფორმებზე წვდომისას, ზუსტად ისე, როგორც მაღაზიები სთხოვენ პირადობის მოწმობას ალკოჰოლური სასმელების შეძენის მსურველებს.
ეს ნაბიჯი ტექნოლოგიურ პლატფორმებზე მზარდი გლობალური ზეწოლის ფონზე გადაიდგა, რათა მათ უკეთ დაიცვან ახალგაზრდები ონლაინ სივრცეში. აქამდე ზოგიერთი ტექნოლოგიური ლიდერი პრაქტიკულ და კონფიდენციალურობის პრობლემებზე მიუთითებდა, რაც ასაკის დასადგენად მომხმარებელთა პირადი მონაცემების შეგროვებას ახლდა თან. ევროპის ახალი აპლიკაცია კი გვთავაზობს ცენტრალიზებულ გადაწყვეტას, რომელიც პლატფორმებს ასაკის გადამოწმების ტვირთს უმსუბუქებს.
"ონლაინ პლატფორმებს შეუძლიათ მარტივად დაეყრდნონ ჩვენს აპლიკაციას. ასე რომ, თავის მართლების მიზეზი აღარ არსებობს", — ნათქვამია ფონ დერ ლაიენისა და ევროკომისიის აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტის, ჰენა ვირკუნენის განცხადებაში — "ევროპა სთავაზობს უფასო და მარტივ გამოსავალს, რომელსაც ჩვენი შვილების მავნე და უკანონო კონტენტისგან დაცვა შეუძლია".
ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი და ტექნოლოგიური მიმართულების ხელმძღვანელი ჰენა ვირკუნენი პრესკონფერენციაზე.
ფოტო: ტიერი მონასე
როგორ იმუშავებს სისტემა?
მომხმარებლები აპლიკაციაში ასაკს პასპორტის ან პირადობის მოწმობის ატვირთვით დაადასტურებენ. ამის შემდეგ, ტექნოლოგიურ პლატფორმებს შეეძლებათ აპლიკაციის მეშვეობით გადაამოწმონ, არის თუ არა მომხმარებელი კონკრეტულ ასაკზე (მაგალითად, 16 ან 18 წელზე) უფროსი ან უმცროსი. მომხმარებლის დაბადების თარიღი და სხვა პერსონალური მონაცემები პლატფორმებისთვის ხელმისაწვდომი არ იქნება.
ფონ დერ ლაიენის განცხადებით, აპლიკაციას ექნება "კონფიდენციალურობის ყველაზე მაღალი სტანდარტები მსოფლიოში".
ასაკის სავალდებულო გადამოწმების კრიტიკოსები კონფიდენციალურობის დარღვევაზე წუხან. ზოგიერთი ექსპერტი ამტკიცებს, რომ ასეთმა მოთხოვნებმა შესაძლოა მასობრივი თვალთვალის სისტემები შექმნას, რაც ბოროტმოქმედებმა შეიძლება სათავისოდ გამოიყენონ. თუმცა, ევროკავშირის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ აპლიკაცია იქნება სრულიად ანონიმური და დაეფუძნება იმავე პრინციპებს, რასაც COVID-19-ის ციფრული სერტიფიკატი. ეს უკანასკნელი სხვა ქვეყნებისთვისაც ნიმუშად იქცა და საბოლოოდ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამაც კი დაამტკიცა.
გლობალური კონტექსტი
ტექნოლოგიური პლატფორმების, განსაკუთრებით კი სოციალური მედიის გავლენა ახალგაზრდების კეთილდღეობაზე, დიდი ყურადღების ცენტრში მოექცა მას შემდეგ, რაც გასულ თვეში კალიფორნიის ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ Meta და YouTube დამნაშავედ ცნო მომხმარებლისთვის ზიანის მიყენებაში მათი "დამოკიდებულების გამომწვევი" ფუნქციების გამო. ნიუ-მექსიკოს სასამართლომ კი Meta-ს პასუხისმგებლობა დააკისრა მის პლატფორმებზე ბავშვთა მიმართ სექსუალური ძალადობის ხელშეწყობისთვის.
მთელ მსოფლიოში რეგულატორები აიძულებენ კომპანიებს, შექმნან მეტი დამცავი მექანიზმი ან საერთოდ აუკრძალონ მოზარდებს სოციალური ქსელებით სარგებლობა. მაგალითად, ავსტრალიამ დეკემბერში მიიღო კანონი, რომელიც 16 წლამდე ბავშვებს სოციალურ მედიაზე წვდომას უკრძალავს. ამავდროულად, ამერიკის შეერთებული შტატების რამდენიმე შტატმა დაამტკიცა კანონმდებლობა, რომელიც პლატფორმებს ასაკის გადამოწმებას და არასრულწლოვნების შემთხვევაში მშობლების თანხმობის მიღებას ავალდებულებს.
ზოგიერთი კომპანია, მაგალითად Meta, გამოდიოდა ინიციატივით, რომ ასაკის გადამოწმება აპლიკაციების მაღაზიებს (App Store, Google Play) დაკისრებოდათ. თუმცა, Google და Apple ამტკიცებენ, რომ ეს მათ აიძულებდათ ზედმეტი პერსონალური მონაცემები შეეგროვებინათ ზრდასრული მომხმარებლებისგანაც კი.
ევროკავშირის ტექნოლოგიურმა ხელმძღვანელმა, ჰენა ვირკუნენმა განმარტა, რომ აპლიკაცია იქნება ღია კოდის მქონე, რაც იმას ნიშნავს, რომ კერძო კომპანიებსა და პარტნიორ ქვეყნებს შეეძლებათ მისი გამოყენება საკუთარი სისტემებისთვის. ევროკავშირის ციფრული მომსახურების აქტის (DSA) ფარგლებში, კომპანიებს არ დაავალდებულებენ მაინცდამაინც ამ აპლიკაციის გამოყენებას, თუმცა მათ მოუწევთ დაამტკიცონ, რომ მათი ალტერნატიული მეთოდები ისევე ეფექტურია, წინააღმდეგ შემთხვევაში კი სანქციები დაეკისრებათ.
"ეს აპლიკაცია მშობლებს, მასწავლებლებსა და მზრუნველებს ბავშვების დასაცავად ძლიერ ინსტრუმენტს აძლევს", — აღნიშნეს ფონ დერ ლაიენმა და ვირკუნენმა — "ჩვენ გვექნება ნულოვანი ტოლერანტობა იმ კომპანიების მიმართ, რომლებიც არ სცემენ პატივს ჩვენი შვილების უფლებებს".
-
პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო" პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო"
გადახედვა
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება 3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება
გადახედვა
-
BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა
გადახედვა
-
DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები
გადახედვა
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები