მამუკა მდინარაძე

23 Apr. 2026, 11:38


ჩვენ გვაქვს გამოწვევა, რომ დღენიადაგ გვაძახებენ ბევრ რამეს, მათ შორის, რომ მაგალითად სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები, რომლებიც ძალადობენ მოქალაქეებზე და ასეთი შემთხვევები გვქონდა, როცა ჩვენც არ მოგვეწონა რაღაცები. რიგ შემთხვევაში დაბრალების მეტი არაფერი გვაქვს, არის უამრავი შემთხვევა, როცა სამართალდამცველს რაღაცას აბრალებენ და იქ უნდა დაიცვა ბოლომდე, [...] მაგრამ როდესაც აშკარად დანაშაულს ჩადის, ისევე მკაცრი უნდა იყო რომ ამის პრევენცია მოახდინო მეორე მხრივ, როგორც სამართალდამცველი მკაცრი ხარ სხვა სამართალდამრღვევისა და დამნაშავის მიმართ. ბევრი გვიფიქრია ამაზე, ბევრი გვილაპარაკია და გვინერვიულია კიდევაც, რომ არ დაგიმალოთ.

მაგალითად, კადრები შეიძლება გავიხსენოთ, როცა ძირს დაგდებულ ახალგაზრდა მამაკაცს სახეში წიხლით სცემს სამართალდამცველი, როდესაც ჟურნალისტს, ვინც და როგორიც არ უნდა იყოს, რა მნიშვნელობა აქვს, მე ახლა კი არ ვამბობ ამას, ადრეც მითქვამს, მაგრამ ჩემი კომპეტენცია ახლანდელიც და ხვალინდელიც მაძლევს იმის უფრო თამამად თქმის საშუალებას, რომ შეიძლება ასეთი საკითხებით, რადგან კონკრეტული მაგალითი მკითხეთ, თორემ შეიძლება საერთოდ არ მეთქვა, უფრო მეტად დავინტერესდეთ, მომავალში პირობა დავდო, რომ ასეთების პრევენცია განუხრელად მოხდება და წარსულითაც შეიძლება დავინტერესდე. როცა ჩემი კომპეტენცია მექნება და უფლებამოსილებაში შევალ, როგორც სახელმწიფო მინისტრი და ვიცეპრემიერი.

ამას შეიძლება ბევრი მიზეზი ჰქონდეს, გამოძიება მიმდინარეობს ტრაფარეტულიც გახდა ბევრ შემთხვევაში — მიმდინარეობს გამოძიება, დაველოდოთ შედეგებს. ხანდახან ამას ვაღიაროთ, რომ თავის არისების მიზნით ან რთულ სიტუაციაში რომ ხარ, თავის მიზეზები აქვთ სუბიექტური თუ ობიექტური.

მე პირადად, მთელი პასუხისმგებლობით გეუბნებით, შემთხვევით არ ვამბობ ამას, როგორც კი ამ თანამდებობაზე დავინიშნები, ამ და ასეთ შემთხვევებთან დაკავშირებით ჩემი რეაგირება მექნება და ეს კოორდინაცია, მათ შორის, კონკრეტულ მსგავს მაგალითებზე, ალბათ, დარწმუნებით შეიძლება ვერაფერი თქვა, რადგან წინასწარ მტკიცებულებები ჩასახედია კარგად, სანახავია, კოორდინაციაც განსახორციელებელია, რომ ასეთი დანაშაულების კიდევ უფრო დეტალური, სიღრმისეული შესწავლა მოხდეს და მოხდეს დამნაშავეთა იდენტიფიცირება, დასჯა, იმისთვის, რომ ხვალ, ერთი მხრივ, ჩვენ დავაფასოთ ჩვენი პოლიციელი, ნებისმიერი სხვა სამართალდამცველი, რასაც აკეთებს თავისი გმირული საქციელისათვის, მაგრამ, მეორე მხრივ, თუ მათ სახელს ვიღაც არცხვენს, ეს ერთეული შემთხვევები გამოვავლინოთ და განუხრელად ვიღვაწოთ ყველამ იმისათვის, რომ ასეთმა ერთეულმა შემთხვევებმა არ გააფუჭოს ის დიდი საქმე, რასაც სახელმწიფოში ეს ადამიანები გმირულად აკეთებენ" 

განაცხადა სუს-ის უფროსმა მამუკა მდინარაძემ სამთავრობო ტელეკომპანია "იმედის" ეთერში, რომელიც ირაკლი კობახიძის განცხადებით, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრად დაინიშნება და ვიცეპრემიერობასაც შეითავსებს (ტექსტს "ტაბულა" ავრცელებს).


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. "ქართულ ოცნებაში" საკადრო ცვლილებები განხორციელდა — ვინ ვის ანაცვლებს?
  2. ალექს საპირი: დიდი პატივია, რომ ავაშენებ Trump Tower-ს იმ ქვეყანაში, სადაც ჩემი მშობლები დაიბადნენ და გაიზარდნენ
  3. თურქეთში სკოლებზე თავდასხმის საქმეზე 67 პირი დააკავეს
  4. ალბი კორძაია ლუკა ჭოხონელიძეს გაუპატიურებასა და სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს
  5. ლევან სანიკიძე: კი ცოტნე, მამაშენის დავალებით სცემდნენ ახალგაზრდებს საკუთარ სადარბაზოებთან, ამიტომ, მოდი დისკუსია საკუთარ სახლში გახსენი

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

მოლდოვის ყოფილ ოლიგარქ ვლადიმირ პლახოტნიუკს 19 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

მოლდოველ ოლიგარქსა და დემოკრატიული პარტიის ყოფილ ლიდერს, ვლადიმირ პლახოტნიუკს, ე.წ. "მილიარდის ქურდობის" საქმეზე 19…