2 წლის ბიჭის სიმსივნისგან გამოჯანმრთელება უცნობებით სავსე თვითმფრინავმა აღნიშნა
ფოტო: Elisa Anguiano
დალასიდან სან-დიეგოსკენ მიმავალ თვითმფრინავში ბორტგამცილებელმა უჩვეულო განცხადება გააკეთა:
"დღეს ჩვენს ბორტზე განსაკუთრებული მგზავრი იმყოფება... ჩვენთან არის 2 წლის პატარა გმირი, სახელად კრუზი," — თქვა ქეროლინ გალაგერმა — "ის კიბოს ძალიან იშვიათ ფორმას ებრძოდა და ახლა უკვე სრულიად ჯანმრთელია".
თვითმფრინავში მაშინვე ტაში ატყდა, მშობლებს შორის მჯდომ კრუზ ანგიანოს კი სახეზე ფართო ღიმილი გადაეფინა.
"ახლა ხელსახოცებს დაგირიგებთ," — განაგრძო გალაგერმა. "ძალიან გაგვიხარდება, თუ კრუზისა და მისი მშობლებისთვის გამამხნევებელ სიტყვებს ან მილოცვებს დაწერთ."
ბორტგამცილებლის თქმით, რეისის 160 მგზავრიდან, თითქმის ყველამ დაუწერა კრუზს წერილი. ხელსახოცზე ზოგიერთი მგზავრი ხატავდა, ზოგი ლექსებს წერდა, სხვები კი თბილ სიტყვებს არ იშურებდნენ. რამდენიმე მგზავრმა ოჯახს საკუთარი ისტორიაც კი გაუზიარა სიმსივნესთან ბრძოლის შესახებ.
ფოტო: Carolyn Gallagher
გალაგერმა სხვა ბორტგამცილებლისგან შეიტყო, რომ ნიუ-იორკში ოთხთვიანი მკურნალობის კურსის დასრულების შემდეგ, კრუზი მშობლებთან ერთად შინ, სან-დიეგოში ბრუნდებოდა. ეკიპაჟმა მაშინვე გადაწყვიტა, რომ ეს დღე პატარა მგზავრისთვის განსაკუთრებული გაეხადათ.
"ეს მართლაც უდიდესი მიღწევაა, მით უმეტეს 2 წლის ბავშვისთვის," — ამბობს გალაგერი, რომელსაც თავადაც ორი მცირეწლოვანი შვილი ჰყავს — "ყველამ ერთად გადავწყვიტეთ, რომ მისთვის რაღაც განსაკუთრებული უნდა გაგვეკეთებინა".
ფოტო: Elisa Anguiano
სანამ განცხადებას გააკეთებდა, ბორტგამცილებელი კრუზის მშობლებს, ელისასა და მიგელ ანგიანოებს დაელაპარაკა, რათა დარწმუნებულიყო, რომ ისინი ამ ამბის საჯაროდ გაზიარების წინააღმდეგნი არ იყვნენ.
როგორც მშობლებმა განმარტეს, კრუზს მე-4 სტადიის ნეირობლასტომის დიაგნოზი 2025 წლის ივლისში დაუსვეს. მანამდე კი, ექიმები ბავშვის სიმპტომებს ხან რეფლუქსს, ხან შეკრულობას, ხანაც ყურის ინფექციას მიაწერდნენ.
"ყველა ექიმი სხვადასხვა რამეს გვეუბნებოდა," — იხსენებს ელისა ანგიანო — "მე კი არ ვეშვებოდი და პასუხებს ვითხოვდი".
ფოტო: Elisa Anguiano
კრუზის დედას აზრადაც არ მოსდიოდა, რომ მის შვილს ორგანიზმში სიმსივნე ეზრდებოდა: "მთელი ჩემი სამყარო თავდაყირა დადგა".
სანამ ნოემბერში ნიუ-იორკის ონკოლოგიურ ცენტრში ოპერაციისა და შემდგომი მკურნალობისთვის გაემგზავრებოდნენ, კრუზმა სან-დიეგოში ქიმიოთერაპიის რამდენიმე კურსი ჩაიტარა. გეგმის მიხედვით, ოჯახი ნიუ-იორკში 3 კვირა უნდა დარჩენილიყო, თუმცა გართულებების გამო ვიზიტი თვეები გაგრძელდა.
ოპერაციიდან დაახლოებით ერთ თვეში, 9 იანვარს, ექიმებმა დაადასტურეს, რომ კრუზმა სიმსივნე დაამარცხა.
ფოტო: Elisa Anguiano
"ეს ნამდვილი სასწაულია," — ამბობს ელისა — "მახსოვს, ექიმმა რომ ეს ამბავი გვითხრა, ემოციებისგან ძალა გამომეცალა... ისეთი შეგრძნება გვქონდა, თითქოს ლატარიაში მოვიგეთ".
მომავალ თვეში კრუზი სან-დიეგოში იმუნოთერაპიის კურსს დაასრულებს, რაც, ექიმების პროგნოზით, დაავადების დაბრუნების რისკს მინიმუმამდე შეამცირებს.
ელისა შვილს, რომელიც ახლახან 3 წლის გახდა, მხიარულ და სიცოცხლით სავსე ბავშვად ახასიათებს. მისი თქმით, მკურნალობის პერიოდში პატარას თითქოს ის ბუნებრივი ხალისი გაუქრა, რაც მანამდე ახასიათებდა:
ძალიან მამაცურად გაუძლო ყველაფერს, მაგრამ აშკარა იყო, რომ რაღაც აკლდა. ახლა კი ისევ ისეთი მხიარული ხდება, როგორიც მანამდე იყო
ანგიანოების ოჯახი ავიაკომპანიამ სახლში სრულიად უფასოდ დააბრუნა, რაც ორგანიზაცია Children’s Flight of Hope-თან პარტნიორობით გახდა შესაძლებელი.
ელისამ და მისმა მეუღლემ ცრემლები ვერ შეიკავეს, როდესაც ბორტგამცილებელმა მგზავრებს სთხოვა, მათი შვილისთვის ხელსახოცებზე თბილი სიტყვები დაეწერათ. ელისას თქმით, პატარა კრუზი ასეთმა ყურადღებამ ძალიან გაახარა. როდესაც ხელსახოცების მთელი დასტა გადასცეს, შვილს თითოეული წერილი წაუკითხა.
"კრუზ! მეგობარო, შენ ნამდვილი გმირი ხარ! როგორც ჩანს, ბევრი იშრომე აქამდე მოსასვლელად და ძალიან ვამაყობ შენით, რომ არ დანებდი! გილოცავ ამ მართლაც რთულ ბრძოლაში გამარჯვებას! შენ ჩემი გმირი ხარ!!!" — წერდა ხელსახოცზე მგზავრი, სახელად რაიანი.
ფოტო: Elisa Anguiano
"შენ ამ რეისის თითოეული მგზავრისთვის შთაგონება ხარ. შენ დაგვიმტკიცე, რომ მნიშვნელობა არ აქვს, რამდენი წლის ხარ — სიმამაცე და სირთულეების დაძლევა ყველას შეუძლია. მადლობა, რომ შენი ისტორია გაგვიზიარე. ამან იმედი დამიბრუნა" — წერდა სხვა მგზავრი.
ხოლო მგზავრმა, რომელმაც სიმსივნე 14 წლის წინ დაამარცხა, პატარას ასეთი სიტყვები დაუწერა: "ძალიან ვამაყობ შენით. ასე განაგრძე, წინ ბევრი უკეთესი დღე გელოდება".
ელისა იმედოვნებს, რომ მისი შვილის ისტორია სიმსივნესთან მებრძოლი სხვა ადამიანებისთვისაც მოტივაცია იქნება.
ფოტო: Elisa Anguiano
კრუზის დედა აპირებს, რომ ეს ხელსახოცები სამახსოვრო ყუთში შეინახოს. ის დარწმუნებულია, რომ როდესაც კრუზი გაიზრდება და გააცნობიერებს, თუ რა გააკეთეს მისთვის სრულიად უცხო ადამიანებმა, ძალიან მადლიერი იქნება, ისევე, როგორც ახლა მისი მშობლები არიან.
-
თინა ბოკუჩავა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ყრილობაზე მივიდა — პირველი კომენტარი თინა ბოკუჩავა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ყრილობაზე მივიდა — პირველი კომენტარი
გადახედვა
-
ნაომი კემპბელი საქართველოს დიჯეის ამპლუაში ეწვევა ნაომი კემპბელი საქართველოს დიჯეის ამპლუაში ეწვევა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: "ურთიერთობებს შუა აზიის ქვეყნებთან ენიჭება განსაკუთრებული მნიშვნელობა — მთავრობა ყველაფერს გააკეთებს კიდევ უფრო მეტად გააღრმაოს" ირაკლი კობახიძე: "ურთიერთობებს შუა აზიის ქვეყნებთან ენიჭება განსაკუთრებული მნიშვნელობა — მთავრობა ყველაფერს გააკეთებს კიდევ უფრო მეტად გააღრმაოს"
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: "საქართველო მზადაა, ნაურუს რესპუბლიკასთან დაამყაროს დიპლომატიური ურთიერთობები" ირაკლი კობახიძე: "საქართველო მზადაა, ნაურუს რესპუბლიკასთან დაამყაროს დიპლომატიური ურთიერთობები"
გადახედვა
-
მგლები ნადირობენ, ყორნებს კი ყველაფერი ახსოვთ — გაირკვა, როგორ პოულობენ ყორნები ნანადირევს მგლები ნადირობენ, ყორნებს კი ყველაფერი ახსოვთ — გაირკვა, როგორ პოულობენ ყორნები ნანადირევს
გადახედვა
-
NASA-ს მავალმა Curiosity-მ მარსზე იდუმალი, ფიჭისებრი ლანდშაფტი აღმოაჩინა NASA-ს მავალმა Curiosity-მ მარსზე იდუმალი, ფიჭისებრი ლანდშაფტი აღმოაჩინა
გადახედვა
-
SpaceX-ის კონტროლიდან გამოსული რაკეტის ნაწილი მთვარეს დაეჯახა SpaceX-ის კონტროლიდან გამოსული რაკეტის ნაწილი მთვარეს დაეჯახა
გადახედვა
-
მეცნიერებმა პირველი ფოტონური დროის კრისტალი შექმნეს მეცნიერებმა პირველი ფოტონური დროის კრისტალი შექმნეს
გადახედვა
-
Reuters: რუსეთში ჩრდილოეთ კორეის სარაკეტო ქვედანაყოფი განთავსდა Reuters: რუსეთში ჩრდილოეთ კორეის სარაკეტო ქვედანაყოფი განთავსდა
გადახედვა
-
სეს-მა კასპში ფრინველის უკანონო სასაკლაოს საწარმოო პროცესი შეუჩერა სეს-მა კასპში ფრინველის უკანონო სასაკლაოს საწარმოო პროცესი შეუჩერა
გადახედვა
-
14-დღიანი პატიმრობის შემდეგ ჟურნალისტმა, ვახო სანაიამ იზოლატორი დატოვა 14-დღიანი პატიმრობის შემდეგ ჟურნალისტმა, ვახო სანაიამ იზოლატორი დატოვა
გადახედვა
-
მექსიკაში საქართველოს ელჩად ნატალია კორძაია დაინიშნა მექსიკაში საქართველოს ელჩად ნატალია კორძაია დაინიშნა
გადახედვა
-
თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო თიბისიმ Global Finance-ისგან კიდევ ერთი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
-
"ყაზბეგის" გამშვებ პუნქტზე 140 ათას ლარზე მეტი ღირებულების ოქროს ზოდები ამოიღეს — დაკავებულია რუსეთის მოქალაქე "ყაზბეგის" გამშვებ პუნქტზე 140 ათას ლარზე მეტი ღირებულების ოქროს ზოდები ამოიღეს — დაკავებულია რუსეთის მოქალაქე
გადახედვა
-
კახა კალაძე: "თავისუფლების მოედანზე მოიჭრა ერთადერთი ხე, რომელიც იყო დაზიანებული და არსებობდა მისი წაქცევის რისკი" კახა კალაძე: "თავისუფლების მოედანზე მოიჭრა ერთადერთი ხე, რომელიც იყო დაზიანებული და არსებობდა მისი წაქცევის რისკი"
გადახედვა
-
დეზინფორმაციის რისკის გამო Google-მა ახალი AI ხელსაწყო ერთ დღეში გააუქმა დეზინფორმაციის რისკის გამო Google-მა ახალი AI ხელსაწყო ერთ დღეში გააუქმა
გადახედვა
-
ხარაგაულში ნაცნობის დაჭრისთვის ძებნილი პირი დააკავეს ხარაგაულში ნაცნობის დაჭრისთვის ძებნილი პირი დააკავეს
გადახედვა
-
ლიბერთიმ 2026 წლის I ნახევარი სტაბილური ზრდითა და ძლიერი ფინანსური შედეგებით დაასრულა ლიბერთიმ 2026 წლის I ნახევარი სტაბილური ზრდითა და ძლიერი ფინანსური შედეგებით დაასრულა
-
ბინადრობის უფლება ფეხბურთელობის სანაცვლოდ — სუს-მა თაღლითობისთვის 2 პირი დააკავა ბინადრობის უფლება ფეხბურთელობის სანაცვლოდ — სუს-მა თაღლითობისთვის 2 პირი დააკავა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მცირე ბიზნესის ჯაჭვში უკვე 30 ბიზნესი ჩაერთო საქართველოს ბანკის მცირე ბიზნესის ჯაჭვში უკვე 30 ბიზნესი ჩაერთო
-
კვლევამ პირველად დაადასტურა, რომ გლობალური დათბობა ჩქარდება კვლევამ პირველად დაადასტურა, რომ გლობალური დათბობა ჩქარდება
გადახედვა
კომენტარები