დღეს, 21 აპრილს, ლუქსემბურგში EU-ს საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომაზე საქართველოს საკითხს განიხილავენ
ლუქსემბურგში 21 აპრილს ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომა იმართება, სადაც მინისტრები საერთაშორისო უსაფრთხოების მნიშვნელოვან საკითხებს განიხილავენ, მათ შორის — საქართველოში არსებულ ვითარებას. ინფორმაცია ამის შესახებ ევროსაბჭოს გვერდზეა განთავსებული.
სხდომას თავმჯდომარეობს ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი.
საბჭოს დღის წესრიგშია რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული ომი, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესები, სამხრეთ კავკასია და სუდანში არსებული კონფლიქტი. უკრაინის საკითხზე მინისტრებს ვიდეოკონფერენციის ფორმატში მიმართავს ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრიი სიბიჰა, ხოლო ახლო აღმოსავლეთის თემაზე განხილვაში მონაწილეობს ლიბანის მთავრობის ხელმძღვანელი ნავაფ სალამი.
სამხრეთ კავკასიის კონტექსტში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა სომხეთთან დაგეგმილ სამიტს, აზერბაიჯანთან ურთიერთობებსა და საქართველოში მიმდინარე მოვლენებს.
აღსანიშნავია, რომ შეხვედრის დაწყებამდე კაია კალასმა საქართველოზე მკაფიო შეფასება გააკეთა.
"ჩვენ განვიხილავთ საქართველოში მიმდინარე მოვლენებს. ჩვენი მიდგომა ამ საკითხთან დაკავშირებით ძალიან მტკიცეა. ჩვენ მხარს ვუჭერთ ქართველ ხალხს, მაგრამ არა საქართველოს მთავრობას, რომელსაც ქვეყანა არასწორი მიმართულებით მიჰყავს“, — განაცხადა მან.
მისი თქმით, საქართველოს მთავრობის პოლიტიკა — ოპოზიციის ჩახშობა, მედიის შეზღუდვა, ყველა მიღებული კანონი — ევროკავშირისთვის მიუღებელია.
რაც შეეხება ქართული ოცნებისთვის სანქციების შესაძლო დაწესებაზე საუბრისას, განსაკუთრებით უნგრეთში პოლიტიკური ცვლილებების ფონზე, კალასმა აღნიშნა, რომ ევროკავშირში ამ საკითხზე დისკუსიები შეიძლება ხელახლა გააქტიურდეს.
"რა თქმა უნდა, მე ვერ ვისაუბრებ უნგრეთის ახალი მთავრობის სახელით. როგორც კი მთავრობა ჩამოყალიბდება, ისინი მოვლენ და ჩვენ შეგვიძლია მათ ყველა ეს კითხვა დავუსვათ. რა თქმა უნდა, ბევრი საკითხის გამო, რომელიც დაბლოკილია, ჩვენ ხელახლა ვხსნით დისკუსიებს და ვიმედოვნებთ, რომ დადებით შედეგს მივიღებთ“, — აღნიშნა კალასმა.
-
რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
-
ComCom-მა "ტვ პირველი" ტერმინოლოგიის გამოყენებისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა ComCom-მა "ტვ პირველი" ტერმინოლოგიის გამოყენებისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა
გადახედვა
-
პრორუსი მამუკა ფიფია ირაკლი კობახიძის განცხადებით მოხარულია და გეორგიევსკის ტრაქტატის აღდგენას კვლავ ითხოვს პრორუსი მამუკა ფიფია ირაკლი კობახიძის განცხადებით მოხარულია და გეორგიევსკის ტრაქტატის აღდგენას კვლავ ითხოვს
გადახედვა
-
იავნანა — როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში იავნანა — როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში
-
წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე
გადახედვა
-
13-15 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი 13-15 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი
გადახედვა
-
შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა
გადახედვა
-
რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა
გადახედვა
-
საქართველოში გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი იქნება საქართველოში გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი იქნება
გადახედვა
-
კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო) კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო)
გადახედვა
-
Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა
გადახედვა
-
თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება
-
განათლება, რომელიც მსოფლიოს დაახლოებას ემსახურება | რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკისა და UWC-ს პარტნიორობა მოსწავლეებისთვის განათლება, რომელიც მსოფლიოს დაახლოებას ემსახურება | რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკისა და UWC-ს პარტნიორობა მოსწავლეებისთვის
-
ევროვიზია შავი ზღვის სანაპიროზე ჩამოდის — სად გაიმართება კონკურსი 2027 წელს ევროვიზია შავი ზღვის სანაპიროზე ჩამოდის — სად გაიმართება კონკურსი 2027 წელს
გადახედვა
-
"გუშინ დასრულდა სკანერის გადატარება. მეწყრის ვერსია გამოირიცხა" — გაუჩინარებული გურამ დადიანიძის დედა "გუშინ დასრულდა სკანერის გადატარება. მეწყრის ვერსია გამოირიცხა" — გაუჩინარებული გურამ დადიანიძის დედა
გადახედვა
-
ძალისგან შემდგარი ნაწილაკი — ფიზიკოსები აცხადებენ, რომ იდუმალი "გლუბოლი" იპოვეს ძალისგან შემდგარი ნაწილაკი — ფიზიკოსები აცხადებენ, რომ იდუმალი "გლუბოლი" იპოვეს
გადახედვა
კომენტარები