ციფრული ტრანსფორმაციის პრაქტიკული შედეგები: როგორ ცვლის თეგეტა ჰოლდინგი იურიდიულ პროცესებს Lawformer-თან პარტნიორობით
ფოტო: თეგეტა
იურიდიული პროცესების ძირითადი გამოწვევები
კორპორაციების იურიდიულ გუნდებში ხელშეკრულებებზე მუშაობა ხშირად მრავალსაფეხურიანი და ხანგრძლივი პროცესია, რაც ბიზნესისთვის მნიშვნელოვან გამოწვევას ქმნის. პრაქტიკაში ეს ნიშნავს, რომ იურისტებს უწევთ დოკუმენტების არაერთხელ გადამუშავება, კომენტარების ასახვა, ცვლილებების კოორდინაცია, შიდა თანხმობების მიღება და მხოლოდ ამის შემდეგ დოკუმენტების მეორე მხარისთვის გადაგზავნა. მეორე მხარის კომენტარების მიღების შემდეგ კი იგივე პროცესი ხელახლა იწყება. ერთი ხელშეკრულების სამუშაო ვერსია ხშირად რამდენჯერმე იცვლება, ხოლო საბოლოო ვერსიის შეთანხმების პროცესი ხანგრძლივდება.
როგორც წესი, ეს გამოწვევა პროცესების არასისტემურ მართვას უკავშირდება. როდესაც დოკუმენტების გადახედვის ერთიანი შიდა სტანდარტი არ არსებობს, ხოლო ვერსიების მიმოცვლა ფრაგმენტულად, ხშირად ელფოსტითა და არაერთი შეხვედრის პარალელურად მიმდინარეობს, ინფორმაცია იფანტება, პროცესი რთულდება, ხოლო დრო და რესურსი, რომლებიც სტრატეგიულსა და ბიზნესისთვის კრიტიკულ საკითხებს უნდა ეთმობოდეს, საოპერაციო კოორდინაციასა და ტექნიკურ სამუშაოებში იხარჯება.
შედეგად, იურიდიული გუნდები გადატვირთულ რეჟიმში მუშაობენ, ხოლო ბიზნესი კარგავს როგორც დროს, ისე ფინანსურ რესურსს.
სწორედ ამ გამოწვევის საპასუხოდ თეგეტა ჰოლდინგმა Lawformer-თან პარტნიორობით იურიდიული პროცესების სისტემური გარდაქმნა დაიწყო.
ფოტო: თეგეტა
რატომ Lawformer
პარტნიორის შერჩევისას თეგეტასთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ გამოყენებული ტექნოლოგიური გადაწყვეტა მორგებული ყოფილიყო ქართულ სამართლებრივ რეალობასა და ადგილობრივ ბიზნესსაჭიროებებზე. კომპანიას სჭირდებოდა არა ზოგადი AI ინსტრუმენტი, არამედ პლატფორმა, რომელიც მიესადაგებოდა ქართულ სამართლებრივ გარემოსა და დოკუმენტბრუნვის სპეციფიკას.
ქართულ იურიდიულ პრაქტიკაში ტერმინოლოგიურ სიზუსტეს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს: ზოგჯერ ერთი ფორმულირების შეცვლამაც კი შეიძლება დოკუმენტის შინაარსი და სამართლებრივი შედეგი არსებითად შეცვალოს. ასეთ პირობებში ზოგადი AI ინსტრუმენტები ვერ უზრუნველყოფს იმ სიზუსტეს, რომელიც საჭიროა ქართული სამართლებრივი ტექსტის ნიუანსებისა და ადგილობრივი პრაქტიკის სწორად გასააზრებლად.
სწორედ ამ საჭიროებას პასუხობს Lawformer, გლობალური LegalTech სტარტაპი, რომელიც, სხვა ენებთან ერთად, ხელოვნურ ინტელექტს — Legal AI ასისტენტს — ქართულ ენასა და ქართულ სამართლებრივ დოკუმენტებზე ავითარებს. ამასთანავე, აქვს წვდომა საქართველოს საკანონმდებლო ბაზასთან, რაც ხელშეკრულებების სამართლებრივი ანალიზის პროცესს მნიშვნელოვნად ამარტივებს.
Lawformer-ის ერთ-ერთი საგრძნობი უპირატესობა ისიცაა, რომ AI ასისტენტს შეუძლია, ტექსტი სწორედ ისეთი სტილითა და ფორმულირებით მოამზადოს, როგორსაც კონკრეტული იურისტი გამოიყენებდა სამუშაო პროცესში. ამისთვის სისტემა აანალიზებს არსებულ სახელშეკრულებო მუხლებს, რის შედეგადაც გენერირებული პასუხი ასახავს არა მხოლოდ წერის სტილს, არამედ ფორმულირების ლოგიკასა და პროფესიულ სპეციფიკას.
პარტნიორის შერჩევისას თეგეტასთვის არანაკლებ მნიშვნელოვანი იყო მონაცემთა დაცვის საკითხიც. Lawformer სრულ შესაბამისობაშია, როგორც ქართულ, ისე ევროპულ მონაცემთა დაცვის კანონმდებლობასთან. მომხმარებლის დოკუმენტებზე წვდომა მხოლოდ თავად ნას აქვს, ხოლო სისტემაში დამუშავებული ინფორმაცია არასოდეს გამოიყენება ხელოვნური ინტელექტის მოდელების დასატრენინგებლად.
ფოტო: თეგეტა
პრაქტიკული შედეგები
თეგეტასთვის Lawformer იურიდიული ოპერაციების მართვის სისტემურ ნაწილად ჩამოყალიბდა. პლატფორმა კომპანიის შიდა წესებისა და პოლიტიკების შესაბამისად მუშაობს, რაც ხელშეკრულებების გადახედვისას ერთიანი სტანდარტის დაცვასა და გადაწყვეტილებათა თანმიმდევრულობას უზრუნველყოფს.
Lawformer-ის გამოყენებით, თეგეტას იურიდიულ გუნდს შეუძლია ხელშეკრულებების გადახედვა, რისკების ავტომატური იდენტიფიცირება და შესაბამისი ალტერნატიული ფორმულირებების მომზადება თეგეტას შიდა სტანდარტების დაცვით. შედეგად, მნიშვნელოვნად მცირდება დრო, რომელიც დოკუმენტის მომზადებიდან საბოლოო შეთანხმებასა და ხელმოწერამდეა საჭირო.
თეგეტა ჰოლდინგის იურიდიული გუნდის შეფასებით, პლატფორმის დანერგვამ შიდა ეფექტურობა საგრძნობლად გაზარდა და შედეგად, კომპანიის წარმომადგენლებს მეტი დრო რჩებათ სტრატეგიულ სამართლებრივ მხარდაჭერაზე და ნაკლები დრო სჭირდებათ დოკუმენტების ტექნიკური რედაქტირებისთვის.
პარტნიორობის ექვსთვიანმა გამოცდილებამ აჩვენა, რომ ტექნოლოგიის სწორად დანერგვა იურიდიულ პროცესებს არა მხოლოდ ამარტივებს, არამედ მათ უფრო სტრუქტურირებულსა და სტანდარტიზებულსაც ხდის, რაც პირდაპირ აისახება ბიზნესის ოპერაციულ ეფექტიანობაზე.
ბაზრის ტენდენცია
საქართველოში LegalTech განვითარების ახალ ეტაპზე გადადის. ციფრული ტრანსფორმაცია ბიზნესისთვის უკვე არჩევანი აღარ არის, ის კონკურენტუნარიანობისა და ეფექტურად ოპერირებისთვის აუცილებელი პირობაა.
კომპანიებმა ნათლად დაინახეს, რომ ძლიერი, სწრაფი და მოქნილი იურიდიული ოპერაციები ბიზნესის ზრდისა და მდგრადობის ერთ-ერთი საფუძველია. ამ ვითარებაში კი სწორი ტექნოლოგიური პარტნიორის არჩევა გადამწყვეტ მნიშვნელობას იძენს.
-
პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო" პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო"
გადახედვა
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება 3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება
გადახედვა
-
BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა
გადახედვა
-
DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო
გადახედვა
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები