საქართველოს ბანკი, როგორც განათლების მთავარი მხარდამჭერი, ახალი ცოდნისა და განვითარების შესაძლებლობების შექმნას აგრძელებს. ამჯერად, ზუგდიდში, გიორგი მოსიძესთან შეხვედრა გაიმართება. ის მონაწილეებს აზროვნების, განათლებისა და ინტელექტუალური თამაშების მნიშვნელობაზე ესაუბრება.

შეხვედრა 28 აპრილს, 19:00-ზე ზუგდიდში, სასტუმრო ლეთოში გაიმართება.

შეხვედრაზე გიორგი მოსიძე დამსწრეებს გაუზიარებს თავის გამოცდილებას და ისაუბრებს თუ როგორ გვეხმარება კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნება ყოველდღიურ ცხოვრებაში უკეთესი გადაწყვეტილებების მისაღებად.

ღონისძიება ინტერაქციული ფორმატით წარიმართება და მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ, ჩაერთონ დისკუსიაში და დასვან მათთვის საინტერესო კითხვები.

შეხვედრის დასასრულს გაიმართება ვიქტორინა და გამარჯვებულებს საჩუქრად შერჩეული წიგნები გადაეცემათ.

ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია, თუმცა აუცილებელია წინასწარი რეგისტრაცია ამ ბმულზე.