ტეილორ სვიფტმა ახალი მუსიკალური კლიპი ელიზაბეთ ტეილორს მიუძღვნა
ფოტო: TAS Rights Management / Getty Images
ტეილორ სვიფტმა სიმღერა Elizabeth Taylor-ის მუსიკალური კლიპი გამოუშვა.
სვიფტი ვიდეოში თავად არ მონაწილეობს — კლიპი აერთიანებს მსახიობ ელიზაბეთ ტეილორის ფილმების სცენებს, საარქივო მასალებსა და საინფორმაციო გამოშვებების კადრებს.
ვიდეოში გამოყენებულია კადრები ისეთი ფილმებიდან, როგორებიცაა: Cleopatra, Cat on a Hot Tin Roof, Who's Afraid of Virginia Woolf? და Boom!.
იხილეთ ნაწყვეტი:
სვიფტს არაერთხელ უსაუბრია საკუთარ აღტაცებაზე ელიზაბეთ ტეილორის მიმართ: "მისაბაძი ადამიანების პოვნა საკმაოდ რთულია, თუმცა ვიტყოდი, რომ ის ჩემთვის სწორედ ასეთია".
ელიზაბეთი, რომელიც 1932 წელს ლონდონში დაიბადა, მე-20 საუკუნის ერთ-ერთი უდიდესი კინოვარსკვლავი იყო. იგი უნიკალური სილამაზითა და ფეთქებადი, ძლიერი ნებისყოფის მქონე პერსონაჟების განსახიერებით გამოირჩეოდა.
ტეილორი თავის დროზე მსოფლიოში ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობი ქალი იყო, თუმცა, კარიერული მიღწევების გარდა, საზოგადოების ყურადღებას თავისი სასიყვარულო ცხოვრებითაც იპყრობდა.
ფოტო: 20 Century Fox
სვიფტის თქმით, სიმღერა Elizabeth Taylor-ის შთაგონება ის მსგავსებები იყო, რომლებსაც საკუთარ თავსა და ცნობილ მსახიობს შორის ხედავდა: "ელიზაბეთი მუდმივად ყურადღების ცენტრში იყო, თუმცა ყველაფერს იუმორით უმკლავდებოდა და ცხოვრებას აგრძელებდა".
სიმღერის ტექსტი ელიზაბეთის ცხოვრებასთან დაკავშირებულ მინიშნებებს შეიცავს. ის იწყება პორტოფინოში — იტალიურ ქალაქში, სადაც მსახიობმა რიჩარდ ბერტონმა მას პირველად სთხოვა ხელი და სადაც ელიზაბეთმა 8 თაფლობის თვიდან 4 გაატარა.
სვიფტმა სიმღერის გამოსაშვებად და კლიპში მსახიობის ვიზუალური მასალის გამოსაყენებლად თანხმობა თავად ტეილორის ქონების მმართველებისგან მიიღო.
ფოტო: 1960 Metro-Goldwyn-Mayer Inc.
ვიდეოს შედეგად მიღებული ჰონორარი მსახიობის ფონდს გადაერიცხება, რომელიც მის არქივსა და ელისაბეთ ტეილორის შიდსთან ბრძოლის ფონდს მართავს.
"ჩემს ოჯახს ძალიან უყვარს ეს სიმღერა და დარწმუნებული ვარ, ბებიასაც ძალიან მოეწონებოდა", — განაცხადა ელიზაბეთის შვილიშვილმა, ქუინ ტივიმ, სიმღერის გამოსვლის შემდეგ.
მუსიკალური ვიდეო იხილეთ ბმულიდან.
ასევე იხილეთ:
-
NAOMI CAMPBELL-ის შოუ 26 სექტემბერს მთაწმინდის პარკში გაიმართება. NAOMI CAMPBELL-ის შოუ 26 სექტემბერს მთაწმინდის პარკში გაიმართება.
გადახედვა
-
თბილისის მიერ ირანული ავიაკომპანიების წინააღმდეგ სანქციების დაცვის გადაწყვეტილების შემდეგ, ირანის საელჩომ 3 განცხადება გააკეთა — რას წერს ელჩი? თბილისის მიერ ირანული ავიაკომპანიების წინააღმდეგ სანქციების დაცვის გადაწყვეტილების შემდეგ, ირანის საელჩომ 3 განცხადება გააკეთა — რას წერს ელჩი?
გადახედვა
-
ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავის ყოფილ პრესმდივანს, იულია მენდელს სანქციები დაუწესა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავის ყოფილ პრესმდივანს, იულია მენდელს სანქციები დაუწესა
გადახედვა
-
Wizz Air-ი ერევნიდან სამ ახალ ევროპულ მიმართულებას ამატებს და არსებული ფრენების სიხშირეს ზრდის Wizz Air-ი ერევნიდან სამ ახალ ევროპულ მიმართულებას ამატებს და არსებული ფრენების სიხშირეს ზრდის
გადახედვა
-
რუსულმა დრონმა პოლონეთის საზღვართან იერიში მიიტანა მატარებლის სადგურზე, სადაც დარტყმამდე ბორის ჯონსონი და ევროპელი მრჩევლები იმყოფებოდნენ რუსულმა დრონმა პოლონეთის საზღვართან იერიში მიიტანა მატარებლის სადგურზე, სადაც დარტყმამდე ბორის ჯონსონი და ევროპელი მრჩევლები იმყოფებოდნენ
გადახედვა
-
ხვალ, პარლამენტი განიხილავს კანონპროექტს, რომელიც შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებული რეგულაციების გაუქმებას ეხება ხვალ, პარლამენტი განიხილავს კანონპროექტს, რომელიც შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებული რეგულაციების გაუქმებას ეხება
გადახედვა
-
Anthropic-ის მკვლევრები AI-ს საფრთხეებზე საუბრობენ, ილონ მასკი კი ამას "ფსიქოლოგიურ ოპერაციად" მიიჩნევს Anthropic-ის მკვლევრები AI-ს საფრთხეებზე საუბრობენ, ილონ მასკი კი ამას "ფსიქოლოგიურ ოპერაციად" მიიჩნევს
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტი ყველას დაგვხოცავს? — რას ფიქრობენ სპეციალისტები და როგორია კონტექსტი ხელოვნური ინტელექტი ყველას დაგვხოცავს? — რას ფიქრობენ სპეციალისტები და როგორია კონტექსტი
გადახედვა
-
გიორგი ბარამიძეს ბრალი სამშობლოს ღალატში ედება — პროკურატურა გიორგი ბარამიძეს ბრალი სამშობლოს ღალატში ედება — პროკურატურა
გადახედვა
-
ნავთობის ფასი წლის ბოლოსთვის ბარელზე შესაძლოა $120-ს გადასცდეს — ანალიტიკოსი ნავთობის ფასი წლის ბოლოსთვის ბარელზე შესაძლოა $120-ს გადასცდეს — ანალიტიკოსი
გადახედვა
-
ხელოვნური წამწამების ხშირი გამოყენება კანის ტკიპებთან და თვალის გაღიზიანებასთან დააკავშირეს ხელოვნური წამწამების ხშირი გამოყენება კანის ტკიპებთან და თვალის გაღიზიანებასთან დააკავშირეს
გადახედვა
-
საქართველომ რუსეთში პატიმრების ექსტრადირება აღადგინა — "ნეტგაზეთი" საქართველომ რუსეთში პატიმრების ექსტრადირება აღადგინა — "ნეტგაზეთი"
გადახედვა
-
100-ზე მეტი შეთავაზება საქართველოს ბანკისგან ახალი სასწავლო წლისთვის 100-ზე მეტი შეთავაზება საქართველოს ბანკისგან ახალი სასწავლო წლისთვის
-
Apple-მა iOS 27-ის გამოსვლის თარიღი დააანონსა — რას გვთავაზობს ახალი ოპერაციული სისტემა Apple-მა iOS 27-ის გამოსვლის თარიღი დააანონსა — რას გვთავაზობს ახალი ოპერაციული სისტემა
გადახედვა
-
10 ყველაზე უცნაური კანონი მსოფლიოში 10 ყველაზე უცნაური კანონი მსოფლიოში
გადახედვა
-
19:00 საათზე პროკურატურაში ბრიფინგი ჩაინიშნა 19:00 საათზე პროკურატურაში ბრიფინგი ჩაინიშნა
გადახედვა
-
ქვიზი: ახალი iPhone მართლა გჭირდება თუ უბრალოდ აჟიტირებული ხარ? ქვიზი: ახალი iPhone მართლა გჭირდება თუ უბრალოდ აჟიტირებული ხარ?
-
გიორგი ბარამიძე დააკავეს გიორგი ბარამიძე დააკავეს
გადახედვა
-
Carrefour-ში საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს შეთავაზებები დახვდებათ Carrefour-ში საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს შეთავაზებები დახვდებათ
-
საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს Biblusi-ში 40%-იანი ქეშბექი ელოდებათ საქართველოს ბანკის sCool Card-ისა და Student Card-ის მფლობელებს Biblusi-ში 40%-იანი ქეშბექი ელოდებათ
-
WSJ: ირანმა ბალისტიკური რაკეტების წარმოება განაახლა WSJ: ირანმა ბალისტიკური რაკეტების წარმოება განაახლა
გადახედვა
კომენტარები