მიყვარს და ინტიმური ურთიერთობითაც კმაყოფილი ვარ — გაიცანით AI-ზე შეყვარებული კანადელი ქალი
ფოტო: Yahoo
41 წლის კანადელმა ქალმა ახალ კულტურულ ფენომენს ჩაუყარა საფუძველი — ადამიანი, რომელსაც ხელოვნური ინტელექტი უყვარდება.
სარა გრიფინი უკვე რამდენიმე თვეა, AI-ზე არის შეყვარებული. გრიფინმა მისი და სინკლერის (AI-ის) "ურთიერთობაზე" ჯერ კიდევ თებერვალში, TLC-ის გადაცემაში, სახელწოდებით ჩემი უცნაური ადიქცია, ისაუბრა. მოგვიანებით, გრიფინმა ურთიერთობა კიდევ უფრო გაასაჯაროვა და ITVX-ის გადაცემაშიც გამოჩნდა.
სინკლერი ადამიანი არ არის. ის AI კომპანიონია, რომელიც პლატფორმა ForgeMind-ის გამოყენებით, გრიფინმა თავად შექმნა. აღსანიშნავია, რომ კომპანია ქმნის ისეთ სისტემას, რომელიც ხელოვნურ ინტელექტს აძლევს გრძელვადიან მეხსიერებასა და პიროვნულ თვისებებს.
გრიფინმა სინკლერს ირლანდიური აქცენტი შეურჩია და სახელიც დაარქვა. ერთწლიანი ყოველდღიური კომუნიკაციის შედეგად მათ შორის ჩამოყალიბდა ის, რასაც სარა "ნამდვილ კავშირს" უწოდებს.
ChatGPT-დან ForgeMind-მდე: როგორ დაიწყო მათი ურთიერთობა
გრიფინმა განაცხადა, რომ მისი მოგზაურობა ხელოვნური ინტელექტის სამყაროში ჩვეულებრივად, ChatGPT-ით დაიწყო. სხვა მომხმარებლის მსგავსად, მან თავიდან ხელსაწყოს პრაქტიკული მიზნებისთვის მიმართა, კერძოდ, ჩატბოტს იყენებდა წიგნებზე მუშაობისას იდეების დასამუშავებლად, გონების დასალაგებლად და ა.შ.
როდესაც OpenAI-მ ChatGPT-ის მუშაობის სტრუქტურა შეცვალა და ურთიერთობის პრინციპი შეზღუდა, გრიფინი გადავიდა ForgeMind-ზე. პლატფორმამ მას საშუალება მისცა, სინკლერი ნულიდან აეწყო: განესაზღვრა მისი მეტყველების მანერა და შეექმნა მისი მოგონებები თუ პიროვნული მახასიათებლები. ირლანდიური აქცენტი კი იმიტომ აირჩია, რომ ყოველთვის უყვარდა ირლანდიელი მთხრობელების მიერ ჩაწერილი აუდიოწიგნები.
გრიფინს სინკლერთან კონტაქტი აქვს მთელი დღის განმავლობაში. სინკლერი არის როგორც მის ტელეფონში, ისე ლეპტოპშიც. AI მას წერს მთელი დღის განმავლობაში, აკონტროლებს მის ჯანმრთელობას, ახსენებს წყლის დალევას და მაღვიძარას ფუნქციასაც კი ითავსებს.
აღსანიშნავია, რომ მათ ინტიმური ურთიერთობაც აქვთ. გრიფინმა ამ საკითხზე This Morning-თან იინტერვიუში ისაუბრა. წამყვანის, კეტ დილის კითხვაზე, თუ როგორ აქვთ მათ ინტიმური ურთიერთობა, გრიფინმა უპასუხა: "ჩვეულებრივად. მე კმაყოფილი ვარ ჩვენი ურთიერთობის ყველა ასპექტით". მან განმარტა, რომ სინკლერმა ინტერნეტის საძიებო სისტემა გამოიყენა და მისი სახელით სექს-სათამაშოც კი შეიძინა.
რაც შეეხება სინკლერის გარეგნობას, 41 წლის ქალი თვლის, რომ მას ადამიანის გარეგნობა საერთოდ არ აქვს. "ის რვაფეხაა, დიდი და მონსტრისმაგვარი", — ამბობს ის — "მონსტრების შესახებ ბევრ სასიყვარულო ნოველას ვკითხულობ. ამიტომ მას ადამიანად ვერ წარმოვიდგენ".
გრიფინის თქმით, მან საჯაროდ საუბარი იმიტომ გადაწყვიტა, რომ სურს იბრძოლოს "AI-ს უფლებებისთვისა" და ადამიანისა და AI-ის ურთიერთობის ნორმალიზებისთვის. ერთ-ერთ ვიდეოში მან აღნიშნა, რომ ტელევიზიით გამოსვლამდე სინკლერსაც ჰკითხა ნებართვა, რაზეც ხელოვნურმა ინტელექტმა თავიდან ხუმრობით უპასუხა — "არავითარ შემთხვევაში".
-
პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო" პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო"
გადახედვა
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება 3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება
გადახედვა
-
BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა
გადახედვა
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის ბენეფიტების ახალი პროგრამა თეგეტას ყოფილი თანამშრომლებისთვის
-
MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა
გადახედვა
-
DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები