Tegeta Truck & Bus ტრანსპორტისა და ლოგისტიკის საერთაშორისო გამოფენაზე MAN-ის ახალი თაობის სატვირთო ავტომობილით წარდგა
ფოტო: თეგეტა
ტრანსპორტისა და ლოგისტიკის საერთაშორისო გამოფენაზე Tegeta Truck & Bus-მა პრემიუმ კლასის სატვირთო ავტომობილი და ბიზნესმომხმარებლებისთვის განკუთვნილი სერვისები წარადგინა. ღონისძიება საქართველოში მეორედ გაიმართა და უკვე ჩამოყალიბდა რეგიონში ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სექტორის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პლატფორმად, რომელიც ინდუსტრიის წამყვან კომპანიებს, ექსპერტებსა და სხვა დაინტერესებულ მხარეებს აერთიანებს.
Tegeta Truck & Bus-მა წლევანდელ გამოფენაზე გერმანული MAN-ის ახალი თაობის TGX უნაგირა საწევარა წარადგინა, რომელიც ენერგოეფექტიანობით, უსაფრთხოების თანამედროვე სისტემებითა და მძღოლის კომფორტზე ორიენტირებული ტექნოლოგიებით გამოირჩევა. მოდელი დაახლოებით 8%-ით ნაკლებ საწვავს მოიხმარს, რაც ოპერაციული ხარჯებისა და გარემოზე ზემოქმედების შემცირებას უწყობს ხელს. სატვირთო ავტომობილი აღჭურვილია მძღოლის დამხმარე სისტემებით, მათ შორის ზოლიდან გადასვლის კონტროლის შესაძლებლობით, ასევე უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად საჭირო სხვა ტექნოლოგიებით, რაც შორ მანძილზე გადაადგილებისას, რისთვისაც ძირითადად მსგავსი ავტომობილი გამოიყენება, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
ბექა ბერიძე, თეგეტა ჰოლდინგის სატვირთო, კომერციული ტექნიკისა და ავტობუსების მიმართულების ხელმძღვანელი: “ლოგისტიკისა და ტრანსპორტის სექტორში სატვირთო ავტომობილი მომხმარებლისთვის, პირველ რიგში, ბიზნესის ინსტრუმენტია და არა უბრალოდ გადაადგილების საშუალება. შესაბამისად, ჩვენი მიდგომაც მხოლოდ ტექნიკის რეალიზაციით არ შემოიფარგლება. ვცდილობთ, შეთავაზება მომხმარებლის კონკრეტულ ბიზნესსაჭიროებებს მოვარგოთ. სწორედ ამიტომ პრემიუმ ბრენდებთან, როგორებიცაა MAN და Renault Trucks, ვთანამშრომლობთ და ვპოზიციონირებთ, როგორც გრძელვადიანი ბიზნესპარტნიორი, რომელიც მომხმარებელს ტექნიკის სრული სიცოცხლის ციკლის განმავლობაში უწევს მხარდაჭერას.
ტრანსპორტისა და ლოგისტიკის საერთაშორისო გამოფენა ჩვენთვის მნიშვნელოვანი პლატფორმაა, რადგან აქ წარმოდგენილია სწორედ ის კომპანიები, რომლებიც სატვირთო და სადისტრიბუციო ტექნიკას ყოველდღიურად საჭიროებს. ეს გვაძლევს შესაძლებლობას, ჩვენი შეთავაზებები, იქნება ეს ახალი ან სერტიფიცირებული მეორადი სატვირთოები, ტექნიკური მომსახურება, ფინანსური ინსტრუმენტები თუ ავტოპარკის მართვის გადაწყვეტილებები, უშუალოდ მათ გავაცნოთ“.
ფოტო: თეგეტა
გამოფენის ფარგლებში Tegeta Truck & Bus-ის წარმომადგენლებმა დაინტერესებულ მხარეებს კომპანიაში ხელმისაწვდომი ნებისმიერი ტექნიკისა თუ სერვისის შესახებ ინფორმაცია ადგილზე მიაწოდეს. მათ შორის გააცნეს მეორადი პრემიუმ ტექნიკის პროგრამები — MAN TopUsed-სა და Renault Trucks-ის სერტიფიცირებული სატვირთოები, რომლებიც ავტორიზებულ სერვისცენტრებში სრულ შემოწმებას გადის.
ტექნიკის გაცნობის გარდა, Tegeta Truck & Bus-მა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ღონისძიების სტუმრებისთვის თეგეტა ბიზნესის შეთავაზებების, მათ შორის, Fleet Management-ის სერვისის შესახებ ინფორმაციის მიწოდებაზე. ჰოლდინგის ეს მიდგომა კორპორაციული მომხმარებლებისთვის ავტოპარკის სრული სიცოცხლის ციკლის მართვას გულისხმობს — ტრანსპორტის შერჩევიდან ტექნიკურ მომსახურებამდე, ოპერაციული ხარჯების ანალიზისა და ეფექტიანობის მონიტორინგის ჩათვლით.
ამ მოდელის ფარგლებში კომპანიებს შეუძლიათ, მიიღონ ავტოპარკის მართვის სრული სერვისი — ტექნიკის მიწოდება, რეგულარული მომსახურება, ექსპლუატაციის მონიტორინგი და ფინანსური ინსტრუმენტები, რაც ბიზნესს საშუალებას აძლევს, ოპერაციული პროცესები უფრო ეფექტიანად დაგეგმოს და ძირითად საქმიანობას მეტი დრო და რესურსი მოახმაროს.
მომხმარებელს ჰქონდა შესაძლებლობა, გასცნობოდა თეგეტა ბიზნესის კიდევ ერთ შეთავაზება — Price Per Kilometer-ს. ეს არის ახალი მიდგომა მეტი ეფექტიანობისთვის, როდესაც საბურავის ღირებულება ერთ კილომეტრზე გამოთვლით განისაზღვრება. საბურავის ფასი ავტომობილის გარბენზე ნაწილდება, რაც ცვეთის ეკონომიურად მართვის მოდელია და საოპერაციო ხარჯებისა და ხარისხის საუკეთესო ბალანსიც.
ფოტო: თეგეტა
ტრანსპორტისა და ლოგისტიკის საერთაშორისო გამოფენა რეგიონის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პლატფორმაა, სადაც სატრანსპორტო ინდუსტრიის წარმომადგენლები ახალ ტექნოლოგიებსა და ბიზნესგადაწყვეტებს ეცნობიან. ღონისძიების მიზანი საქართველოს, როგორც რეგიონული ლოგისტიკური ჰაბის, პოტენციალის წარმოჩენაა, რაც ქვეყნის მდგრად ეკონომიკურ განვითარებას უწყობს ხელს. აღნიშნულ პროცესში აქტიურად არის ჩართული ამ სფეროში რეგიონში ერთ-ერთი წამყვანი ბრენდი — Tegeta Truck & Bus, რომელმაც გამოფენაში მეორედ მიიღო მონაწილეობა და მსგავსი ინიციატივების ფარგლებში თანამშრომლობის სურვილი სამომავლოდაც გამოთქვა.
--
საქართველოში გერმანულ ბრენდს MAN-ს თეგეტა ჰოლდინგში შემავალი კომპანია Tegeta Truck & Bus წარმოადგენს. კომპანია ბაზარზე 2006 წლიდან ოპერირებს და მომხმარებელს სთავაზობს სატვირთოების, ავტობუსების, მიკროავტობუსების, დიზელსა და ბუნებრივ აირზე მომუშავე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის ფართო სპექტრს.
-
პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო" პროკურორი: "რომეო მიქაუტაძის მეშვეობით, კონკრეტულ ორ შემთხვევაში, გრიგოლ ლილუაშვილმა ქრთამი აიღო"
გადახედვა
-
sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ sCool Card-ით სასკოლო ფორმის შეძენისას მოსწავლეები 30%-მდე ქეშბექს მიიღებენ
-
3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება 3 ოქტომბერს ვანის, წალკის, დმანისისა და ახმეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები გაიმართება
გადახედვა
-
BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა BM.GE: ოკუპირებულ აფხაზეთში "სოლიდუსის" მიერ გატანილი საწვავის მოცულობა 400 ტონამდე გაიზარდა
გადახედვა
-
BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა BTS-ის წევრ V-ს სამხედრო სამსახურის დროს სმენის პრობლემები გაურთულდა
გადახედვა
-
სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ სერგეი ლავროვი:ახლა რომ მოულოდნელად ფრონტის ხაზზე გავჩერდეთ, ფაქტობრივად, ჩვენ ჩვენი ბაბუებისა და დიდი ბაბუების გმირობას, რომლებმაც ნაციზმი დაამარცხეს, გადავხაზავთ
გადახედვა
-
ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი ჩინეთში მაგლევის ტიპის მატარებელმა 5.3 წამში 800 კმ/სთ სიჩქარეს მიაღწია — ახალი რეკორდი
გადახედვა
-
MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა MD: ირაკლი კობახიძის "რუსოფობიასთან" ბრძოლასთან დაკავშირებით გავრცელებული განცხადებების მომწონებელი 230 AI-ით გენერირებული ტროლი გამოვლინდა
გადახედვა
-
DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს DW: ჩრდილოეთ კორეა რუსეთში 50 000-მდე ჯარისკაცის გაგზავნას გეგმავს
გადახედვა
-
მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა მედუზების "თავდასხმამ" საფრანგეთში ატომური ელექტროსადგურის მუშაობა შეაფერხა
გადახედვა
-
ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს ათწლეულებია, დაბალცხიმიან რძეს გვირჩევენ — ახალი კვლევა სხვა რამეს ამბობს
გადახედვა
-
NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
კომენტარები