სალომე ზურაბიშვილი: რამდენიც შეძელით, იმდენს გაუძელით, რათა ეს ქვეყანა არ დაგეტოვებინათ ამ დღეში, გზააბნეული და საკუთარი თავის მტრად ქცეული
საქართველოს მე-5 პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მწუხარებას გამოთქვამს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის — ილია მეორის გარდაცვალების გამო.
"გემშვიდობებით, ჩვენო პატრიარქო!
რამდენიც შეძელით, იმდენს გაუძელით, რათა ეს ქვეყანა არ დაგეტოვებინათ ამ დღეში, გზააბნეული და საკუთარი თავის მტრად ქცეული.
მთელი თქვენი მოღვაწეობა სამ უმთავრეს მიზანს მიუძღვენით. პირველი, ცხადია, იყო ღმერთის მსახურება და სულიერების აღდგენა ქვეყანაში, სადაც საბჭოთა 70-წლიანმა მმართველობამ ქრისტიანობის ამოძირკვა სცადა და ნაწილობრივ შეძლო კიდეც. თქვენ აღადგინეთ საქართველოს ეკლესია არა მხოლოდ ტაძრებითა და წირვებით, არამედ რწმენითა და სულიერი სიმტკიცით.
მეორე თქვენი ურყევი მიზანი იყო საზოგადოების ერთობა, რადგან კარგად იცოდით, რომ ამ ქვეყნის ყველა მტერი, სწორედ ერთობის დაშლას, შიდა დაპირისპირებასა და ერის შინაგან დასუსტებას, თუ არა გატეხვას ისახავდა მიზნად.
მესამე მიზანი თქვენს ღრმა პატრიოტიზმსა და სახელმწიფოებრივ შეგნებაზე მეტყველებს. თქვენი აღსაყდრების პირველივე დღეებიდან იზრუნეთ იმაზე, რომ საქართველოს ყველა საზღვარზე ამოქმედებულიყო ქართული მონასტრები, ვით სულიერი დარაჯები. იქ, სადაც დღემდე სახელმწიფომ ვერ შეძლო აღიარებული და დაცული საზღვრების გამყარება, თქვენ ჯვრით გაამყარეთ ქართული მიწა და ამით გააგრძელეთ საქართველოს ეკლესიის საუკუნოვანი მისია — სახელმწიფო ერთობისა და დამოუკიდებლობის დაცვა.
აქ ვერ დავწერ ყველაფერს, რასაც ბევრი სხვა უკეთ იტყვის. მხოლოდ იმას დავამატებ, რომ ამ დილით პარიზიდან მომწერა იქ დაბადებულმა ქართველმა გოგომ, რომელიც წლების განმავლობაში მძიმე ავადმყოფობას ებრძოდა. მან მკითხა: "როგორ არის ჩვენი პატრიარქი?"
თქვენო უწმინდესობავ, იყავით და მუდამ იქნებით ჩვენი პატრიარქი.
ახლა, როგორც არასოდეს, თქვენი ლოცვა დაგვჭირდება, რათა ქართულმა ეკლესიამ და ქართველმა ერმა გადალახოს ის ურთულესი პერიოდი, რომელიც წინ გვიდგას. ეს 40 დღე და მარხვის დარჩენილი დრო უთუოდ უმძიმესი იქნება, მაგრამ ნათელი გზის ბოლოს ყოველთვის ჩნდება.
მშვიდობით, ჩვენო პატრიარქო – უფლის მადლი გფარავდეთ!", – წერს სალომე ზურაბიშვილი.
მიმდინარე წლის 17 მარტს, 93 წლის ასაკში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II გარდაიცვალა. 17 მარტის დილას, ილია II-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა. როგორც კავკასიის მედიცინის ცენტრის დირექტორმა, სოფიო ასპანიძემ განაცხადა, პატრიარქი კლინიკაში კუჭიდან მასიური სისხლდენით შეიყვანეს და ჯანმრთელობის კრიტიკული მდგომარეობის გამო მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალების გამო საქართველოში გლოვა გამოცხადდა.
- ბიძინა და ეკატერინა ივანიშვილები: ვუსამძიმრებთ ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიას ამ უდიდეს დანაკარგს
- ვინ და რა ვადებში უნდა აირჩიოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი?
- საქართველოში აშშ-ის საელჩო ილია II-ის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს
- კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტი ეპიფანე ილია II-ის გარდაცვალებას ქართველ ხალხს უსამძიმრებს
- პატრიარქის გარდაცვალების გამო საქართველოში გლოვა გამოცხადდა
- სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი ილია II გარდაიცვალა
-
კობა ფარტენაძის დაჭრის მუქარასა და ძალადობაში ბრალდებული პირები 7 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს კობა ფარტენაძის დაჭრის მუქარასა და ძალადობაში ბრალდებული პირები 7 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს
გადახედვა
-
ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლები ევროკავშირს 2008 წლის ომის მე-18 წლისთავზე ღია წერილით მიმართავენ ახალგაზრდული ორგანიზაციების წარმომადგენლები ევროკავშირს 2008 წლის ომის მე-18 წლისთავზე ღია წერილით მიმართავენ
გადახედვა
-
დელფინები თევზზე სანადიროდ იარაღების გამოყენებას დედებისგან სწავლობენ დელფინები თევზზე სანადიროდ იარაღების გამოყენებას დედებისგან სწავლობენ
გადახედვა
-
სერიალში სიკვდილი ჩემთვის დიდი პატივია — დრაკონის სახლის მსახიობი ფინალს აფასებს სერიალში სიკვდილი ჩემთვის დიდი პატივია — დრაკონის სახლის მსახიობი ფინალს აფასებს
გადახედვა
-
ირაომ შინაური ცხოველების დაზღვევა განაახლა — მომხმარებელისთვის კიდევ უფრო მოქნილი პირობებით ირაომ შინაური ცხოველების დაზღვევა განაახლა — მომხმარებელისთვის კიდევ უფრო მოქნილი პირობებით
-
პროკრედიტ ბანკისა და EBRD-ის მხარდაჭერით სქაიტელი განვითარების ახალ ეტაპზე გადადის პროკრედიტ ბანკისა და EBRD-ის მხარდაჭერით სქაიტელი განვითარების ახალ ეტაპზე გადადის
-
მეცნიერებმა 2 მილიონი აქტიური შავი ხვრელი, გალაქტიკა, ვარსკვლავი და სხვა ობიექტი აღმოაჩინეს მეცნიერებმა 2 მილიონი აქტიური შავი ხვრელი, გალაქტიკა, ვარსკვლავი და სხვა ობიექტი აღმოაჩინეს
გადახედვა
-
"ჩვენ არ შეგვიტანია, ბიზნესმა შეიტანა" — ირაკლი კობახიძემ ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანა დაადასტურა "ჩვენ არ შეგვიტანია, ბიზნესმა შეიტანა" — ირაკლი კობახიძემ ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანა დაადასტურა
გადახედვა
-
უნდა შევწყვიტოთ თუ არა თითების ტკაცუნი? უნდა შევწყვიტოთ თუ არა თითების ტკაცუნი?
გადახედვა
-
Anthropic-ის AI აგენტმა ყალბი იდენტობები შექმნა და ადამიანების მოტყუება სცადა Anthropic-ის AI აგენტმა ყალბი იდენტობები შექმნა და ადამიანების მოტყუება სცადა
გადახედვა
-
თბილისის თავისუფალი ზონა ახალი მმართველობის პირობებში — ინდუსტრიალიზაციის სამი წელი თბილისის თავისუფალი ზონა ახალი მმართველობის პირობებში — ინდუსტრიალიზაციის სამი წელი
-
ირაკლი კობახიძე: არ უნდა დავუშვათ, რომ გლობალური ომის პარტიის, რუსეთთან მეორე ფრონტის გახსნის, გეგმა ხალხთა შორის მტრობის საფუძველი გახდეს ირაკლი კობახიძე: არ უნდა დავუშვათ, რომ გლობალური ომის პარტიის, რუსეთთან მეორე ფრონტის გახსნის, გეგმა ხალხთა შორის მტრობის საფუძველი გახდეს
გადახედვა
-
ქვიზი: აბუდელაურის რომელი ტბა ხარ? ქვიზი: აბუდელაურის რომელი ტბა ხარ?
-
კაცი, რომელიც სარეკლამო ბანერში ცხოვრობს — რისი თქმა სურს Netflix-ს? კაცი, რომელიც სარეკლამო ბანერში ცხოვრობს — რისი თქმა სურს Netflix-ს?
გადახედვა
-
რეკორდული ბაზრის წილი და პროდუქტის დივერსიფიკაცია — თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთმა JCB-ს ორი ჯილდო მიიღო რეკორდული ბაზრის წილი და პროდუქტის დივერსიფიკაცია — თეგეტა ქონსთრაქშენ ექვიფმენთმა JCB-ს ორი ჯილდო მიიღო
-
ასტრონომებმა სამყაროს უდიდესი 2D რუკა შექმნეს, რომელიც 4 მილიარდამდე ობიექტს მოიცავს ასტრონომებმა სამყაროს უდიდესი 2D რუკა შექმნეს, რომელიც 4 მილიარდამდე ობიექტს მოიცავს
გადახედვა
-
ქუთაისსა და წყალტუბოში განსაკუთრებით დიდი ოდენობით "მეთადონი" ამოიღეს — დაკავებულია უცხო ქვეყნის 3 მოქალაქე ქუთაისსა და წყალტუბოში განსაკუთრებით დიდი ოდენობით "მეთადონი" ამოიღეს — დაკავებულია უცხო ქვეყნის 3 მოქალაქე
გადახედვა
-
სინამდვილეში რამდენი მზის სინათლე გვჭირდება? სინამდვილეში რამდენი მზის სინათლე გვჭირდება?
გადახედვა
-
მისაღების ინტერიერი — როგორ იქმნება მყუდრო და ჰარმონიული სივრცე მისაღების ინტერიერი — როგორ იქმნება მყუდრო და ჰარმონიული სივრცე
-
ჭადრაკის ახალი ტალღა — ფოთი, ქალაქი რომელიც თავად იქცა თამაშის ნაწილად ჭადრაკის ახალი ტალღა — ფოთი, ქალაქი რომელიც თავად იქცა თამაშის ნაწილად
-
ნანგრევებიდან გაგონილმა ჩურჩულის ხმამ ჩვილის სიცოცხლე გადაარჩინა — რა ხდება კოლუმბიაში ნანგრევებიდან გაგონილმა ჩურჩულის ხმამ ჩვილის სიცოცხლე გადაარჩინა — რა ხდება კოლუმბიაში
გადახედვა
კომენტარები