Beta Plus Network — სისტემა, რომელიც ინდუსტრიის სტანდარტს ცვლის
ფოტო: Beta Plus
ვერტიკალური ინტეგრაცია, კლინიკური სიზუსტე და გლობალური ოპერაციები — ქართული სუროგაციული სააგენტოს ბიზნესმოდელი
მართალია, რეპროდუქციული მედიცინის ბაზარი გლობალურად სწრაფად იზრდება, მაგრამ მთავარ გამოწვევად პროცესის დანაწევრებული მიმდინარეობა რჩება. ტიპური სცენარის მიხედვით, მომავალი მშობლები იძულებული ხდებიან, ერთმანეთთან კოორდინაციის გარეშე ენდონ სამედიცინო კლინიკას, სუროგაციულ სააგენტოს, იურიდიულ კომპანიასა და ლოჯისტიკურ პარტნიორს, ხშირად სხვადასხვა ქვეყანაშიც. ეს ნიშნავს ზედმეტ ხარჯს, შეფერხებებსა და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია — რისკს.
Beta Plus Network, ქართული სუროგაციული ქსელი, ამ ფრაგმენტაციას ვერტიკალური ინტეგრაციის მოდელით პასუხობს. კომპანიის სტრუქტურა გულისხმობს, რომ სუროგაციული სააგენტო, სამედიცინო კლინიკა და ბიომასალის ტრანსპორტირების სპეციალიზებული სერვისი ერთი მმართველი სისტემის, ერთი პასუხისმგებლობის ქვეშ ოპერირებს. 15 წლის განმავლობაში — კომპანიის წინამორბედი სააგენტოს, New Life-ის დაარსებიდან, 2018 წელს Beta Plus-ის ბრენდის ჩამოყალიბებამდე — ეს მოდელი 46 ქვეყნის 1,200-ზე მეტ პაციენტზე გამოიცადა.
სამი სეგმენტი, ერთი სისტემა
Beta Plus Surrogacy Agency
სუროგაციული სააგენტო Beta Plus პროცესის ყველა ადმინისტრაციულ, კოორდინაციულ და იურიდიულ ასპექტს მართავს. სერვისი მოიცავს პროგრამებს წყვილების, მარტოხელა მშობლებისა და სპეციფიკური სამედიცინო პროფილის მქონე პაციენტებისთვის. ამ პროგრამებში საერთაშორისო სამედიცინო პროტოკოლები სრულად არის ინტეგრირებული.
სააგენტო ოპერირებს საქართველოში, მექსიკაში, უკრაინაში, ყაზახეთში, ყირგიზეთში, ტაილანდსა და კოლუმბიაში. მისი წარმომადგენლობების გეოგრაფიული მრავალფეროვნება სტრატეგიულია: Beta Plus პაციენტებს სთავაზობს ქვეყნის შერჩევას საკუთარი სამართლებრივი, სამედიცინო და ლოჯისტიკური პრიორიტეტების მიხედვით.
Beta Plus Fertility Clinic
Beta Plus-ის კუთვნილი კლინიკა მოიცავს IVF-ის სრულ სპექტრს: საკუთარი ბიომასალით, დონორის კვერცხუჯრედით ან სუროგაციასთან კომბინაციაში. კლინიკა მუშაობს გენეტიკური სკრინინგის მკაცრი სტანდარტებით, რაც ეხება როგორც სუროგატი დედობის კანდიდატებს, ისე დონორებს.
ინდუსტრიაში კლინიკის წარმატების მაჩვენებელი ერთ-ერთი უმაღლესია. ამის მიღმა კი სტრუქტურული ლოგიკაა: კანდიდატების სამედიცინო, ჰორმონალური და გენეტიკური სკრინინგი პროგრამის დასაწყისშივე ამცირებს გართულებების ალბათობას.
EmbryoCourier
EmbryoCourier Beta Plus Network-ის ყველაზე სპეციალიზებული სეგმენტია — სამედიცინო ლოჯისტიკური კომპანია, რომელიც ემბრიონების, კვერცხუჯრედებისა და სპერმის კრიოგენულ, ხელით გადაზიდვას ახორციელებს მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში.
ბიომასალის საერთაშორისო ტრანსპორტირება ინდუსტრიის ერთ-ერთი ყველაზე სუსტი რგოლებია: ტემპერატურის კონტროლი, საბაჟო პროცედურები, დოკუმენტაციის სიზუსტე. EmbryoCourier ამ პრობლემას სპეციალიზებული კრიოგენული ტექნოლოგიებითა და სრული მიკვლევადობის სისტემით წყვეტს. ეს ნიშნავს, რომ პაციენტს ნებისმიერ მომენტში შეუძლია სრული ინფორმაციის მიღება ბიომასალის ადგილმდებარეობისა და მდგომარეობის შესახებ.
რა განასხვავებს Beta Plus-ს სხვებისგან?
- 24/7 სამედიცინო ხელმისაწვდომობა: პაციენტებს პირდაპირი კავშირი აქვთ რეპროდუქციის სპეციალისტებთან და არა უბრალო ქოლ-ცენტრთან.
- ინდივიდუალური სამკურნალო გეგმა: თითოეული შემთხვევა განსხვავებული სამედიცინო ისტორიით შედის სისტემაში და ინდივიდუალური პროტოკოლით მართავენ — სტანდარტული კალიბრის გარეშე.
- ფსიქოლოგიური მხარდაჭერა: პარტნიორი ფსიქოლოგები პროცესში პროგრამის დასაწყისიდანვე არიან ჩართულები, იმისთვის, რომ უზრუნველყონ მშობლებისა და სუროგატი დედების მენტალური კეთილდღეობა.
- იურიდიული ნავიგაცია 7 ქვეყანაში: ყოველ სამუშაო ბაზარზე Beta Plus-ს ადგილობრივი სამართლებრივი ექსპერტი ჰყავს, რაც პაციენტებს სამართლებრივი გაურკვევლობისგან იცავს.
- გამჭვირვალე კომუნიკაცია: პაციენტი ინფორმირებულია პროცესის ყოველ ეტაპზე — სამედიცინო, ლოჯისტიკური და ადმინისტრაციული სტატუსის ჩათვლით. სტატუსის გაურკვევლობა ამ სისტემაში სტრუქტურულად გამორიცხულია.
- დაბადების შემდგომი კოორდინაცია: სერვისი არ სრულდება მშობიარობის შემდეგ. Beta Plus მშობლებს ეხმარება დოკუმენტაციის მოგვარებაში, მოქალაქეობის მიღების პროცედურების გავლაში და უზრუნველყოფს მათ სახლში დაბრუნების.
გლობალური სუროგაციის ინდუსტრია ყოველწლიურად ფართოვდება, ნაწილობრივ იმიტომ, რომ ნაყოფიერების პრობლემები სულ უფრო მეტ ოჯახს ეხება, გარდა ამისა, სუროგაციის განვითარებადი ტექნოლოგია ხელმისაწვდომობის ბარიერს ამცირებს. Beta Plus-ის 15-წლიანი გამოცდილება და ჩამოყალიბებული ქსელი ამ ზრდის ფონზე კონკურენტული უპირატესობაა.
-
ჯუანშერ ბურჭულაძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა — ის ციხეს 2 წელში დატოვებს ჯუანშერ ბურჭულაძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა — ის ციხეს 2 წელში დატოვებს
გადახედვა
-
რუსეთი სომხეთს გაზის მიწოდებას დროებით უწყვეტს რუსეთი სომხეთს გაზის მიწოდებას დროებით უწყვეტს
გადახედვა
-
AD Black Sea 2026-ის გრან პრის მფლობელი კვლავ PSP გახდა AD Black Sea 2026-ის გრან პრის მფლობელი კვლავ PSP გახდა
-
ანა წითლიძე: თიკა რუხაძემ და ბაკურ ბაკურაძემ "მკვდარი პატრიარქი გაძარცვეს" ანა წითლიძე: თიკა რუხაძემ და ბაკურ ბაკურაძემ "მკვდარი პატრიარქი გაძარცვეს"
გადახედვა
-
"დარღვევასთან ასეთმა ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ" — კახა კახიშვილი მაია კოხტაშვილის საქმეზე "დარღვევასთან ასეთმა ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ" — კახა კახიშვილი მაია კოხტაშვილის საქმეზე
გადახედვა
-
2050 წლისთვის, შესაძლოა, გაჭირვებულმა ხალხმა საკვებში შემოსავლის 50% დახარჯოს 2050 წლისთვის, შესაძლოა, გაჭირვებულმა ხალხმა საკვებში შემოსავლის 50% დახარჯოს
გადახედვა
-
გეკა გელაძემ სუს-ის უფროსის პოსტი დატოვა გეკა გელაძემ სუს-ის უფროსის პოსტი დატოვა
გადახედვა
-
სიმონ ჯანაშია: "ვინც ასე ახორციელებს რეფორმას, წარმოდგენა არ აქვს, რას ნიშნავს მასწავლებლობა" სიმონ ჯანაშია: "ვინც ასე ახორციელებს რეფორმას, წარმოდგენა არ აქვს, რას ნიშნავს მასწავლებლობა"
გადახედვა
-
NAOMI CAMPBELL-ის შოუ 26 სექტემბერს მთაწმინდის პარკში გაიმართება. NAOMI CAMPBELL-ის შოუ 26 სექტემბერს მთაწმინდის პარკში გაიმართება.
გადახედვა
-
თბილისის მიერ ირანული ავიაკომპანიების წინააღმდეგ სანქციების დაცვის გადაწყვეტილების შემდეგ, ირანის საელჩომ 3 განცხადება გააკეთა — რას წერს ელჩი? თბილისის მიერ ირანული ავიაკომპანიების წინააღმდეგ სანქციების დაცვის გადაწყვეტილების შემდეგ, ირანის საელჩომ 3 განცხადება გააკეთა — რას წერს ელჩი?
გადახედვა
-
ლეგენდარული კორეული ბრენდი Beauty of Joseon ექსკლუზიურად PSP-შია ლეგენდარული კორეული ბრენდი Beauty of Joseon ექსკლუზიურად PSP-შია
-
ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავის ყოფილ პრესმდივანს, იულია მენდელს სანქციები დაუწესა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავის ყოფილ პრესმდივანს, იულია მენდელს სანქციები დაუწესა
გადახედვა
-
Wizz Air-ი ერევნიდან სამ ახალ ევროპულ მიმართულებას ამატებს და არსებული ფრენების სიხშირეს ზრდის Wizz Air-ი ერევნიდან სამ ახალ ევროპულ მიმართულებას ამატებს და არსებული ფრენების სიხშირეს ზრდის
გადახედვა
-
რუსულმა დრონმა პოლონეთის საზღვართან იერიში მიიტანა მატარებლის სადგურზე, სადაც დარტყმამდე ბორის ჯონსონი და ევროპელი მრჩევლები იმყოფებოდნენ რუსულმა დრონმა პოლონეთის საზღვართან იერიში მიიტანა მატარებლის სადგურზე, სადაც დარტყმამდე ბორის ჯონსონი და ევროპელი მრჩევლები იმყოფებოდნენ
გადახედვა
-
ხვალ, პარლამენტი განიხილავს კანონპროექტს, რომელიც შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებული რეგულაციების გაუქმებას ეხება ხვალ, პარლამენტი განიხილავს კანონპროექტს, რომელიც შეკრება-მანიფესტაციებთან დაკავშირებული რეგულაციების გაუქმებას ეხება
გადახედვა
-
Anthropic-ის მკვლევრები AI-ს საფრთხეებზე საუბრობენ, ილონ მასკი კი ამას "ფსიქოლოგიურ ოპერაციად" მიიჩნევს Anthropic-ის მკვლევრები AI-ს საფრთხეებზე საუბრობენ, ილონ მასკი კი ამას "ფსიქოლოგიურ ოპერაციად" მიიჩნევს
გადახედვა
-
ხელოვნური ინტელექტი ყველას დაგვხოცავს? — რას ფიქრობენ სპეციალისტები და როგორია კონტექსტი ხელოვნური ინტელექტი ყველას დაგვხოცავს? — რას ფიქრობენ სპეციალისტები და როგორია კონტექსტი
გადახედვა
-
გიორგი ბარამიძეს ბრალი სამშობლოს ღალატში ედება — პროკურატურა გიორგი ბარამიძეს ბრალი სამშობლოს ღალატში ედება — პროკურატურა
გადახედვა
-
ნავთობის ფასი წლის ბოლოსთვის ბარელზე შესაძლოა $120-ს გადასცდეს — ანალიტიკოსი ნავთობის ფასი წლის ბოლოსთვის ბარელზე შესაძლოა $120-ს გადასცდეს — ანალიტიკოსი
გადახედვა
-
ხელოვნური წამწამების ხშირი გამოყენება კანის ტკიპებთან და თვალის გაღიზიანებასთან დააკავშირეს ხელოვნური წამწამების ხშირი გამოყენება კანის ტკიპებთან და თვალის გაღიზიანებასთან დააკავშირეს
გადახედვა
-
საქართველომ რუსეთში პატიმრების ექსტრადირება აღადგინა — "ნეტგაზეთი" საქართველომ რუსეთში პატიმრების ექსტრადირება აღადგინა — "ნეტგაზეთი"
გადახედვა
კომენტარები