"გერმანიაში რაც ადმინისტრაციულ სამართალსაც კი არ დაარღვევდა, აქ სისხლის სამართლის დანაშაულია" — ვახუშტი მენაბდე "არაღიარების" კრიმინალიზაციაზე
პოლიტიკის სამართლის სპეციალისტი ვახუშტი მენაბდე ოცნების მიერ მიღებულ ახალ კანონს ეხმაურება, რომლის მიხედვითაც ხელისუფლების არაღიარება სისხლის სამართლის წესით დასჯადი ხდება.
მისი თქმით, "სფერო, რასაც გერმანიაში ადმინისტრაციული სამართალი არეგულირებს, ჩვენთან სისხლის სამართალშია გადმოტანილი; რასაც გერმანიაში ადმინისტრაციული სამართლის მიზნებისთვის მტკიცების მაღალი სტანდარტი სჭირდება, ჩვენთან დაბალი სტანდარტით ჩაწერეს სისხლის სამართალში; საბოლოოდ: გერმანიაში რაც ადმინისტრაციულ სამართალსაც კი არ დაარღვევდა, აქ სისხლის სამართლის დანაშაულია".
"მინდა დეტალურად გავარჩიოთ ახალი წესი და შევადარო გერმანულ მოდელს, რომლითაც, ვითომდაც, ოცნებაა "შთაგონებული".
ახალი ნორმა ეფუძნება 5-კომპონენტიან ტესტს, რომელიც უაღრესად მანიპულაციური და სამართლებრივი თვალსაზრისით გაუმართავია, საბოლოო ჯამში კი საკმაოდ მარტივად დასაბუთებადი პროკურატურის მხრიდან. რამდენიმე არგუმენტი:
გერმანიაში ბოლო წლებში მართლაც აიკრძალა "რაიხსბიურგერების" პოლიტიკური მოძრაობის რამდენიმე ორგანიზაცია. მიზეზები ასეთია — საქმიანობა მიმართული იყო: (a) კონსტიტუციური წესრიგის წინააღმდეგ, (b) ხელყოფდა სახელმწიფოს სუვერენიტეტის, (c) მიმართავდა კრიმინალურ ქმედებას. აღსანიშნავია, ეს აკრძალვა ადმინისტრაციული ზომა იყო და არა სისხლის სამართლებრივი.
ეს ადმინისტრაციული ზომები მიმართული იყო არა ინდივიდუალური კრიმინალის, არამედ ორგანიზებული პროცესის წინააღმდეგ. მართალია, რომ ფიზიკურ და იურიდიულ პირებს წაუყენეს სისხლის სამართლის ბრალდებები, მაგრამ ისინი უკავშირდებოდა ტერორისტული ორგანიზაციის შექმნასა და წევრობას, სახელმწიფო ინსტიტუტებზე თავდასხმისა თუ სახელმწიფო გადატრიალების მომზადებას და ა.შ. ანუ არავინ არ დასჯილა მხოლოდ იმის გამო, რომ ის გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ლეგიტიმურობას არ აღიარებს, თუნდაც საჯაროდ და სისტემატურად (მითუმეტეს მისი რომელიმე ინსტიტუტის) და არც მომავალში დაისჯება, რადგან ასეთ შეხედულებას გამოხატვის თავისუფლება იცავს;
ახლა რაც შეეხება ორგანიზაციების გაუქმებას. გერმანიაში შეიძლება ორგანიზაცია აიკრძალოს, თუ ამ მიზეზებიდან ერთ-ერთი მაინცაა:
მისი მიზნები ან საქმიანობა ეწინააღმდეგება სისხლის სამართლის კანონებს;
მიმართულია კონსტიტუციური წესრიგის წინააღმდეგ;
ხალხთა შორის შუღლს აღვივებს [ჩვენს შემთხვევაში მესამე საკითხი არ არის აქტუალური].
ეს ნიშნავს, რომ ჯერ სისხლის სამართლის დანაშაულის შესახებ მტკიცებულებები გროვდება და შემდეგ ედება ის საფუძვლად ორგანიზაციის ადმინისტრაციული წესით აკრძალვას. ჩვენთან ეს ორი რამ ერთ, სისხლის სამართლის პროცედურაშია მოთავსებული. ეს პრობლემაა, რადგან მტკიცების სხვადასხვა სტანდარტი, რაც შეესაბამება ამ ორ გადაწყვეტილებას, ჩვენთან გაერთიანებულია;
გერმანიაში ორგანიზაცია კონსტიტუციური წესრიგისთვის საფრთხის შემცველად არ ითვლება მხოლოდ იმიტომ, რომ იგი ამ წესრიგს უარყოფს. აუცილებელია, მებრძოლი და აგრესიული ფორმით ცდილობდეს ანტიკონსტიტუციური მიზნების განხორციელებას. ეს ხდება მაშინ, როდესაც ორგანიზაცია თავისი საქმიანობით პირდაპირ უპირისპირდება სახელმწიფო სტრუქტურის ფუნდამენტურ პრინციპებს და მიზნად ისახავს კონსტიტუციური წესრიგის სისტემატურად შერყევას.
"რაიხსბიურგერების" საქმეში სისტემური ღონისძიების გატარება საჭირო გახდა იმიტომ, რომ ორგანიზაციების საქმიანობა აკმაყოფილებდა ამ კრიტერიუმებს. ისინი (1.) უარყოფდნენ გერმანიის სახელმწიფოს ლეგიტიმურობას; (2.) აცხადებდნენ "გერმანიის რაიხის" არსებობას; (3.) ქმნიდნენ ალტერნატიულ სახელმწიფოებრივ სტრუქტურებს.
ჩვენს შემთხვევაში რა არის კანონის მიზანი? ინდივიდუალური პასუხისმგებლობის დაკისრება პირზე, თუ ის არ აღიარებს კონსტიტუციური ორგანოების ლეგიტიმურობას.
გერმანიაში ადმინისტრაციული გადაწყვეტილებისთვის საჭიროა არსებული კონსტიტუციით დადგენილი წესრიგის წინააღმდეგ მოქმედება, ჩვენთან კი თუნდაც პირი ამ წესრიგს აღიარებდეს (ასეც, რომ არ იყოს ეს ასევე არ შეიძლება კრიმინალად მივიჩნიოთ), უბრალოდ კონკრეტულ არჩევნებს მიიჩნევდეს გაყალბებულად და საკმარისია სისხლის სამართლებრივი მსჯავრდებისთვის.
რა გამოდის? სფერო, რასაც გერმანიაში ადმინისტრაციული სამართალი არეგულირებს, ჩვენთან სისხლის სამართალშია გადმოტანილი; რასაც გერმანიაში ადმინისტრაციული სამართლის მიზნებისთვის მტკიცების მაღალი სტანდარტი სჭირდება, ჩვენთან დაბალი სტანდარტით ჩაწერეს სისხლის სამართალში; საბოლოოდ: გერმანიაში რაც ადმინისტრაციულ სამართალსაც კი არ დაარღვევდა, აქ სისხლის სამართლის დანაშაულია.
პროპაგანდის მთავარი მახასიათებელი ასეთია: ტყუილში, რომელსაც ის გვასაღებს, ჩართული სიმართლის ელემენტები. თანამედროვე რეჟიმები სამართალშიც მსგავს მიდგომას მიმართავენ. კანონებში, რასაც ისინი გამოსცემენ არის ელემენტები, რომლებიც შეესაბამება სამართლებრივი სახელმწიფოს მოთხოვნებს. ეს არგუმენტს აძლევს მათ. მაგ.: "რა ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ ქმედება არ უნდა ისჯებოდეს?!" ან "ხელისუფლებისადმი მასობრივად დაუმორჩილებლობისკენ მოწოდება ნორმალურია?!". ის რაც ასეთ კანონებს დემოკრატიის საწინააღმდეგო ინსტრუმენტად აქცევს, არის ახალი კომპონენტები, რომლებზეც ნაკლებად ამახვილებენ ყურადღებას და რომლებიც თვითნებობაზე დაფუძნებულ რეალურ რეპრესულ შინაარს სძენენ ასეთ საკანონმდებლო სიახლეებს", — წერს ვახუშტი მენაბდე.
- ნებისმიერი უცხოური დაფინანსების კრიმინალიზაცია და ამის გამო 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთა არაპროპორციული ზომაა — ODHIR "გრანტების შესახებ" კანონში ცვლილებებზე
- ეს ცვლილებები, სამოქალაქო საზოგადოებასა და პოლიტიკურ ოპოზიციაზე, პირდაპირი თავდასხმაა — რობინ ვაგენერი "გრანტების შესახებ" კანონში ცვლილებებზე
- ვახუშტი მენაბდე: შეიძლება (დროებით) ხალხს მოერიო, დაიჭირო, გააქციო, გააჩუმო კიდეც, მაგრამ აღიარება ვერ მიიღო.
- შეზღუდვები და სასჯელები უპრეცედენტოა რუსეთის, ბელარუსის და აზერბაიჯანისთვისაც კი — საბა ბრაჭველი "გრანტების კანონში" ცვლილებებზე
- "გრანტების შესახებ კანონში ცვლილებებს" მიხეილ ყაველაშვილმა ხელი მოაწერა
- "ოცნებამ" მიიღო კანონი, რომლის მიხედვითაც კონსტიტუციური ორგანოების სისტემატური არ აღიარება 3 წლით პატიმრობით დაისჯება
- ხელისუფლების არაღიარების შემთხვევაში ვის შეიძლება დაემუქროს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა? — ინტერვიუ ნიკა სიმონიშვილთან
-
სიგნალები, რომლებსაც სხეული ყოველდღე გვიგზავნის და ვერ ვამჩნევთ სიგნალები, რომლებსაც სხეული ყოველდღე გვიგზავნის და ვერ ვამჩნევთ
-
1 ივნისის შეთავაზება იმედი L-ისგან 1 ივნისის შეთავაზება იმედი L-ისგან
-
ჯაშუშობის ბრალდებით სუს-მა ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი დააკავა ჯაშუშობის ბრალდებით სუს-მა ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი დააკავა
გადახედვა
-
26 მაისს ნინოშვილზე და საერთო იდეის ქვეშ გაერთიანებული ბიზნესები 26 მაისს ნინოშვილზე და საერთო იდეის ქვეშ გაერთიანებული ბიზნესები
-
რა აკავებს წყალს მიწაზე, ანუ რატომ დარჩა დედამიწა ლურჯი პლანეტა რა აკავებს წყალს მიწაზე, ანუ რატომ დარჩა დედამიწა ლურჯი პლანეტა
-
ლეილა მესხის ჩოგბურთის აკადემიისა და კოკა-კოლას თასი ლეილა მესხის ჩოგბურთის აკადემიისა და კოკა-კოლას თასი
-
ქვიზი: რამდენად კარგად იცი ქართული გრამატიკა? ქვიზი: რამდენად კარგად იცი ქართული გრამატიკა?
-
რის სანაცვლოდ შეაფერხა სენატორმა სტივ ნიკანდროსმა "მეგობარი აქტი?" რის სანაცვლოდ შეაფერხა სენატორმა სტივ ნიკანდროსმა "მეგობარი აქტი?"
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის მე-18 ნაკადზე მიღება დაიწყო საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამის მე-18 ნაკადზე მიღება დაიწყო
-
ევროკავშირი უნგრეთისთვის მილიარდობით დოლარის ფონდებს, რეფორმების განხორციელების პირობით, განბლოკავს ევროკავშირი უნგრეთისთვის მილიარდობით დოლარის ფონდებს, რეფორმების განხორციელების პირობით, განბლოკავს
გადახედვა
-
გორში პაპუნა ლოცულაშვილის ცემისთვის ბრალდებულ 6-ვე პოლიციელს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა გორში პაპუნა ლოცულაშვილის ცემისთვის ბრალდებულ 6-ვე პოლიციელს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა
გადახედვა
-
ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ მახუნცეთში, ჩანჩქერში ტურისტი დაიღუპა ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ მახუნცეთში, ჩანჩქერში ტურისტი დაიღუპა
გადახედვა
-
8 მსახიობი, რომლებმაც მთავარ როლზე უარი დაბალი ანაზღაურების გამო თქვეს 8 მსახიობი, რომლებმაც მთავარ როლზე უარი დაბალი ანაზღაურების გამო თქვეს
გადახედვა
-
გზის ხელმეორედ გადაკეტვის ბრალდებით დაკავებულ ზურაბ მენთეშაშვილს 9-თვიანი პატიმრობა მიესაჯა გზის ხელმეორედ გადაკეტვის ბრალდებით დაკავებულ ზურაბ მენთეშაშვილს 9-თვიანი პატიმრობა მიესაჯა
გადახედვა
-
ირაკლი კუპრაძე: მივმართავ ქართველ მშობლებს, რომ ძალოვანი უწყებები, ძალადობენ თქვენს შვილებზე მიყრუებულ ადგილებში და შემდეგ მსხვერპლებს იჭერენ, აკავებენ და საპატიმროებში გზავნიან ირაკლი კუპრაძე: მივმართავ ქართველ მშობლებს, რომ ძალოვანი უწყებები, ძალადობენ თქვენს შვილებზე მიყრუებულ ადგილებში და შემდეგ მსხვერპლებს იჭერენ, აკავებენ და საპატიმროებში გზავნიან
გადახედვა
-
სოფო ბაბუციძის ამბავი დამოუკიდებლობაზე — "ყველაზე მნიშვნელოვანი პირველი ნაბიჯია, თავდაჯერებულობა კი, უკვე მოძრაობაში მოდის" სოფო ბაბუციძის ამბავი დამოუკიდებლობაზე — "ყველაზე მნიშვნელოვანი პირველი ნაბიჯია, თავდაჯერებულობა კი, უკვე მოძრაობაში მოდის"
-
"Google უკვე Google აღარ არის" — AI-ს გამო მომხმარებლებმა DuckDuckGo-ს მიაშურეს "Google უკვე Google აღარ არის" — AI-ს გამო მომხმარებლებმა DuckDuckGo-ს მიაშურეს
გადახედვა
-
კროსვორდი: დაასრულე ქართული ანიმაციის სახელი კროსვორდი: დაასრულე ქართული ანიმაციის სახელი
გადახედვა
-
Tbilisi Records-მა გია ყანჩელის მუსიკა სცენისა და ეკრანისთვის პირველად გამოსცა ვინილის ფირფიტაზე Tbilisi Records-მა გია ყანჩელის მუსიკა სცენისა და ეკრანისთვის პირველად გამოსცა ვინილის ფირფიტაზე
-
მოისმინეთ: არიანა გრანდემ ახალი სიმღერა გამოუშვა მოისმინეთ: არიანა გრანდემ ახალი სიმღერა გამოუშვა
გადახედვა
-
შესაძლოა, მერკურიზე წყლის ყინული ერთ პლანეტარულ დღეში მოხვედრილიყო შესაძლოა, მერკურიზე წყლის ყინული ერთ პლანეტარულ დღეში მოხვედრილიყო
გადახედვა
კომენტარები