აზერბაიჯანი აცხადებს, რომ ბაქო-თბილისი- ჯეიჰანის მილსადენზე IRGC-ის ტერორისტული თავდასხმა აღკვეთა
აზერბაიჯანის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა (DTX) განაცხადა, რომ აღკვეთა ირანის
"ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის" (IRGC) მიერ დაგეგმილი მრავალმხრივი ტერორისტული თავდასხმა, რომელიც მოიცავდა შესაძლო დარტყმებს კრიტიკულად მნიშვნელოვან ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის (BTC) მილსადენზე. ინფორმაციას OC media ავრცელებს.
ეს ბრალდებები ორი დღით ადრე აზერბაიჯანის ექსკლავ ნახიჩევანზე ირანული დრონების იერიშს მოჰყვა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (DTX) განცხადებით, შეთქმულება ორგანიზებული იყო IRGC-ის მიერ და მიზნად ისახავდა თავდასხმას აზერბაიჯანის მთიელ ებრაელთა თემის წევრებზე, ბაქოში ისრაელის საელჩოსა და სინაგოგაზე.
OC media წერს, რომ შეთქმულების მონაწილეებს შორის იყო ირანისა და აზერბაიჯანის რამდენიმე მოქალაქე, რომლებიც ქვეყანაში ასაფეთქებელი ნივთიერებების შემოტანის შემდეგ დააკავეს. ერთ-ერთმა პირმა, ირანის მოქალაქემ, საჯად მოღადამ სათი სოფი ევად შეიხზადემ, გავრცელებული ინფორმაციით, "მიიღო სპეციალური ინსტრუქციები IRGC-სგან აზერბაიჯანში მცხოვრები ებრაელი პირების მკვლელობის გეგმების მოსამზადებლად", — აცხადებს DTX.
ამ შეთქმულებასთან დაკავშირებული სულ მცირე 10 პირია იდენტიფიცირებული, მათ შორის IRGC-ის დაზვერვის პოლკოვნიკი ალი ასღარ ბორდბარ შერამი, რომელიც უშუალოდ ხელმძღვანელობდა ოპერაციებს. ოთხ პირს — აზერბაიჯანის მოქალაქეებს: თარხან თარლან გულიევს, ნიჯათ ზამან აღაევს, ასად თოფიქ აბდულაევსა და რაშად ფარჰად რუსტამოვს — უკვე მიესაჯათ ექვსი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა. კიდევ სამ პირს — ნარმინა რამიზ შაბანოვას, ნაიბ აგაისმი ისმიევსა და ელვინ ბაჰრუზ აჰმადოვს — შეთქმულებასთან დაკავშირებულ სხვადასხვა დანაშაულში ბრალი წაუყენეს. DTX-ის ცნობით, დაკავებულმა აზერბაიჯანელებმა პოლიციას აღიარებითი ჩვენებები მისცეს.
გარდა ამისა, ძებნილთა სიაში შეიყვანეს ირანის ოთხი მოქალაქე: იასერ რაჰიმ ზანდკიანი, ბეჰნამ საჰიბალი რუსტამზადა, ჰოსეინ სავარ საბერ აზარუნდბილეჰი და საჯად მოღადამ სათი სოფი ევად შეიხზადე.
-
ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
-
ComCom-მა "ტვ პირველი" ტერმინოლოგიის გამოყენებისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა ComCom-მა "ტვ პირველი" ტერმინოლოგიის გამოყენებისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა
გადახედვა
-
პრორუსი მამუკა ფიფია ირაკლი კობახიძის განცხადებით მოხარულია და გეორგიევსკის ტრაქტატის აღდგენას კვლავ ითხოვს პრორუსი მამუკა ფიფია ირაკლი კობახიძის განცხადებით მოხარულია და გეორგიევსკის ტრაქტატის აღდგენას კვლავ ითხოვს
გადახედვა
-
იავნანა — როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში იავნანა — როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში
-
წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე
გადახედვა
-
13-15 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი 13-15 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი
გადახედვა
-
რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა
გადახედვა
-
ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან, 16 წლის გოგოს მატარებელი შეეჯახა და გარდაიცვალა — "ბათუმელები" ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან, 16 წლის გოგოს მატარებელი შეეჯახა და გარდაიცვალა — "ბათუმელები"
გადახედვა
-
კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო) კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო)
გადახედვა
-
Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა
გადახედვა
-
აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს
გადახედვა
-
თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება
-
სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა
გადახედვა
კომენტარები