კაია კალასი და მარტა კოსი: უცხოური დაფინანსებისა და პოლიტიკური საქმიანობის შესახებ საკანონმდებლო ცვლილებებით საქართველოს უფრო შორდება კონსტიტუციაში ასახულ მიზანს EU-ში წევრობის შესახებ
ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა კაია კალასმა და ევროკავშირის გაფართოების საკითხებში კომისარმა მარტა კოსმა უცხოური დაფინანსებისა და პოლიტიკური საქმიანობის შესახებ საქართველოს საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, სადაც ნათქვამია, რომ აღნიშნული "პაკეტის მიღება საქართველოს ხელისუფლების სისტემატური ძალისხმევის ნაწილია, რომელიც ქვეყნის დემოკრატიული და სამოქალაქო სივრცის შეზღუდვაზეა მიმართული".
"ახალი კანონმდებლობა ქვეყანაში პოლიტიკურ საქმიანობაზე სახელმწიფო კონტროლის ფართო სისტემას აწესებს. მას უცხოური წყაროებიდან მხარდაჭერის მიმღები პირებისა ან ორგანიზაციებისთვის პოტენციური სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა შემოაქვს. მისი ბუნდოვანი დებულებები სერიოზულ სამართლებრივ გაურკვევლობას და თვითნებური და შერჩევითი აღსრულების მნიშვნელოვან რისკებს ქმნის.
ამ საკანონმდებლო პაკეტის მიღებით საქართველოს ხელისუფლება მეტად უგულებელყოფს ადამიანის უფლებების დაცვასთან დაკავშირებულ საკუთარ საერთაშორისო ვალდებულებებს, ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებს, და უფრო შორდება საქართველოს კონსტიტუციაში ასახულ მიზანს ევროკავშირის წევრობის შესახებ. ეს ემატება საქართველოს ხელისუფლების მიერ უკვე განხორციელებულ ქმედებებს, რამაც პოლიტიკოსების, ჟურნალისტების და აქტივისტების უსამართლო დაკავება გამოიწვია; ისინი დაუყოვნებლივ უნდა იყვნენ გათავისუფლებულები.
საქართველოს ხელისუფლების ქმედებებს შედეგები მოჰყვა. მაგალითად, დღეს, საქართველოს მიერ უვიზო რეჟიმის ფარგლებში დემოკრატიისა და ფუნდამენტური უფლებების ძირითად სფეროებში ნაკისრი ვალდებულებების მიზანმიმართული და განგრძობითი დარღვევის საპასუხოდ, კომისია აჩერებს უვიზო მიმოსვლას დიპლომატიური, სამსახურებრივი ან ოფიციალური პასპორტების მფლობელებისთვის ვიზის შეჩერების განახლებული მექანიზმის ფარგლებში.
ამ კონტექსტში, მნიშვნელოვანია გავიხსენოთ სიღრმე და არსი თანამშრომლობისა, რომელიც ევროკავშირსა და საქართველოს შორის წლების განმავლობაში ვითარდებოდა. ევროკავშირი და მისი წევრი სახელმწიფოები საქართველოს კეთილდღეობისა და სტაბილურობის მიმართ თავიანთ ერთგულებას თანმიმდევრულად გამოხატავდნენ და კრიტიკულ მომენტებში საიმედო მხარდაჭერას უწევდნენ ქვეყანას, მათ შორის 2008 წლიდან მოყოლებული ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მუშაობის მეშვეობით.
ევროკავშირი გვერდში ედგა საქართველოს ეკონომიკური კრიზისის დროს და ფინანსურად ეხმარებოდა. რუსეთის მიერ საქართველოს ექსპორტზე დაწესებული შეზღუდვების შემდეგ, ევროკავშირმა საქართველოს მწარმოებლებისთვის სავაჭრო შესაძლებლობები გააფართოვა. საქართველოს დიპლომატიური, სამსახურებრივი ან ოფიციალური პასპორტების მფლობელებისგან განსხვავებით, საქართველოს მოქალაქეებს ევროკავშირში უვიზოდ მოგზაურობა შეუძლიათ. ევროკავშირი საქართველოს ახალგაზრდებს ასობით სტიპენდიის შეთავაზების საშუალებით იღებს. ევროკავშირის მხარდაჭერა საქართველოს უსაფრთხოების, ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ურყევია. ჩვენ გავუღეთ კარი საქართველოს ევროკავშირის ოჯახში გაწევრიანებისთვის 2023 წელს კანდიდატის სტატუსის მინიჭების საშუალებით. ევროკავშირი კვლავ გააგრძელებს მზადყოფნას მხარი დაუჭიროს საქართველოს მოსახლეობას მის ევროპულ გზაზე.
საქართველოს ხელისუფლება ამ ხანგრძლივ პარტნიორობას სერიოზული საფრთხის ქვეშ აყენებს და სამწუხაროდ, უფრო მეტად აშორებს საქართველოს ევროკავშირის გზას, იმ მიზნისგან, რომელსაც საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა უჭერს მხარს. ამ ეტაპზე, ღრმა სინანულით აღვნიშნავთ, რომ საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის მხოლოდ სახელი შერჩა", — წერია განცხადებაში.
-
NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა ოზურგეთის მერმა, პაატა კუნჭულიამ თანამდებობა დატოვა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
-
ComCom-მა "ტვ პირველი" ტერმინოლოგიის გამოყენებისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა ComCom-მა "ტვ პირველი" ტერმინოლოგიის გამოყენებისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა
გადახედვა
-
პრორუსი მამუკა ფიფია ირაკლი კობახიძის განცხადებით მოხარულია და გეორგიევსკის ტრაქტატის აღდგენას კვლავ ითხოვს პრორუსი მამუკა ფიფია ირაკლი კობახიძის განცხადებით მოხარულია და გეორგიევსკის ტრაქტატის აღდგენას კვლავ ითხოვს
გადახედვა
-
იავნანა — როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში იავნანა — როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში
-
წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე
გადახედვა
-
შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა
გადახედვა
-
რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა
გადახედვა
-
საქართველოში გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი იქნება საქართველოში გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი იქნება
გადახედვა
-
ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან, 16 წლის გოგოს მატარებელი შეეჯახა და გარდაიცვალა — "ბათუმელები" ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან, 16 წლის გოგოს მატარებელი შეეჯახა და გარდაიცვალა — "ბათუმელები"
გადახედვა
-
კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო) კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო)
გადახედვა
-
Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა
გადახედვა
-
აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს
გადახედვა
კომენტარები