კაია კალასი: EU ირანს მოუწოდებს, შეწყვიტოს ბირთვული პროგრამა, შეზღუდოს ბალისტიკური რაკეტების პროგრამა და თავი შეიკავოს დესტაბილიზაციისგან
ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში კაია კალასმა ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების სახელით ახლო აღმოსავლეთში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ ევროკავშირი "შეშფოთებით ადევნებს თვალს ირანსა და ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებს" და მათივე განმარტებით, ევროკავშირი ირანს მოუწოდებს, შეწყვიტოს ბირთვული პროგრამა, შეზღუდოს ბალისტიკური რაკეტების პროგრამა, თავი შეიკავოს დესტაბილიზაციისკენ მიმართული აქტივობებისგან რეგიონსა და ევროპაში და დაასრულოს შემზარავი ძალადობა და რეპრესიები საკუთარი ხალხის წინააღმდეგ.
ასევე, როგორც განცხადებაშია აღნიშნული, რომ მჭიდრო კავშირში რჩებიან რეგიონის პარტნიორებთან, რათა პროცესების დეესკალაციას შეუწყონ ხელი.
"ევროკავშირი უდიდესი შეშფოთებით ადევნებს თვალს ირანსა და ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებს. ირანის ხელისუფლების ქმედებების საპასუხოდ, ევროკავშირმა ფართომასშტაბიანი სანქციები დააწესა — იქნება ეს ირანელი ხალხის წინააღმდეგ მიმართული სასტიკი რეპრესიები და ადამიანის უფლებების დარღვევა, თუ რეგიონული, ევროპული და საერთაშორისო უსაფრთხოებისთვის შექმნილი საფრთხეები, რაც ირანის ბალისტიკური რაკეტებისა და ბირთვული პროგრამებით, ასევე ახლო აღმოსავლეთში შეიარაღებული ჯგუფების მხარდაჭერით გამოიხატება. ჩვენ კვლავაც გავაგრძელებთ ევროკავშირის უსაფრთხოებისა და ინტერესების დაცვას, მათ შორის დამატებითი სანქციების მეშვეობით. ევროკავშირი თანმიმდევრულად მოუწოდებს ირანს, შეწყვიტოს ბირთვული პროგრამა, შეზღუდოს ბალისტიკური რაკეტების პროგრამა, თავი შეიკავოს დესტაბილიზაციისკენ მიმართული აქტივობებისგან რეგიონსა და ევროპაში და დაასრულოს შემზარავი ძალადობა და რეპრესიები საკუთარი ხალხის წინააღმდეგ.
ჩვენ მხარეებს მაქსიმალური თავშეკავებისკენ, მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვისა და საერთაშორისო სამართლის, მათ შორის გაეროს წესდების პრინციპებისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის სრული პატივისცემისკენ მოვუწოდებთ. ნებისმიერი გაჭიანურებული ომით ახლო აღმოსავლეთი დიდ ზარალს ნახავს. ირანის თავდასხმები და რეგიონის არაერთი ქვეყნის სუვერენიტეტის დარღვევა დაუშვებელია. ირანმა თავი უნდა შეიკავოს განურჩეველი სამხედრო დარტყმებისგან. ჩვენ სოლიდარობას ვუცხადებთ რეგიონულ პარტნიორებს, რომლებიც თავდასხმის მსხვერპლნი გახდნენ ან დაზარალდნენ. ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს ერთგულებას რეგიონული სტაბილურობისა და მშვიდობიანი მოსახლეობის სიცოცხლის დაცვის მიმართ.
ჩვენ მჭიდრო კავშირში ვრჩებით რეგიონის პარტნიორებთან, რათა ხელი შევუწყოთ დეესკალაციას. ევროკავშირი და მისი წევრი ქვეყნები კვლავაც მტკიცედ უჭერენ მხარს რეგიონული უსაფრთხოებისა და სტაბილურობის დაცვას. ევროკავშირი გააგრძელებს მონაწილეობას ყველა დიპლომატიურ ძალისხმევაში დაძაბულობის შესამცირებლად და მდგრადი გადაწყვეტის მოსაძებნად, რათა ირანს ბირთვული იარაღის შექმნის შესაძლებლობა არ მიეცეს. გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ირანის სრულ თანამშრომლობას ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოსთან (IAEA), ასევე ირანის მიერ ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის ხელშეკრულებითა და გარანტიების ყოვლისმომცველი შეთანხმებით ნაკისრი სამართლებრივი ვალდებულებების შესრულებას; ბირთვული უსაფრთხოება კრიტიკული პრიორიტეტია. ასევე უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება საზღვაო უსაფრთხოების შენარჩუნებას და ნავიგაციის თავისუფლების პატივისცემას", — წერია განცხადებაში.
კაია კალასი ასევე განმარტავს, რომ საჭიროების შემთხვევაში, ევროკავშირი სამოქალაქო დაცვის მექანიზმს გააქტიურებს. განცხადებაში ხაზგასმულია ისიც, რომ ირანში მიმდინარე მოვლენებმა არ უნდა გამოიწვიოს ესკალაცია, რომელიც საფრთხეს შეუქმნის ახლო აღმოსავლეთს, ევროპასა და მის ფარგლებს გარეთ არსებულ ტერიტორიებს.
"ევროკავშირი და მისი წევრი ქვეყნები იღებენ ყველა საჭირო ზომას რეგიონში ევროკავშირის მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, მათ შორის, საჭიროების შემთხვევაში, ევროკავშირის სამოქალაქო დაცვის მექანიზმის გააქტიურებით.
ირანში მიმდინარე მოვლენებმა არ უნდა გამოიწვიოს ესკალაცია, რომელიც საფრთხეს შეუქმნის ახლო აღმოსავლეთს, ევროპასა და მის ფარგლებს გარეთ არსებულ ტერიტორიებს, რასაც შესაძლოა არაპროგნოზირებადი შედეგები მოჰყვეს, მათ შორის ეკონომიკურ სფეროში. თავიდან უნდა იყოს აცილებული კრიტიკული მნიშვნელობის საწყალოსნო გზების, მაგალითად, ჰორმუზის სრუტის შეფერხება.
ევროკავშირი კიდევ ერთხელ უცხადებს სოლიდარობას ირანელ ხალხს და მტკიცედ უჭერს მხარს მათ ფუნდამენტურ მისწრაფებას ისეთი მომავლისკენ, სადაც მათი საყოველთაო ადამიანის უფლებები და ძირითადი თავისუფლებები სრულად იქნება დაცული", — აღნიშულია განცხადებაში.
28 თებერვალს ისრაელმა და აშშ-მა ირანზე ერთობლივი იერიში მიიტანეს. ოპერაციას ისრაელის მხრიდან "ლომის ღრიალი", ხოლო აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის მიერ — "ეპიკური მრისხანება" ეწოდა. თავდასხმის სამიზნეს მაღალჩინოსნები, სამხედრო მეთაურები და სტრატეგიული ობიექტები წარმოადგენდნენ. იერიშები მიზნად რეჟიმის შეცვლას ისახავს. იერიშის შედეგად მოკლულია ირანის უმაღლესი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი.
-
NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო NATO-ს იტალიურმა გამანადგურებელმა ლატვიის საჰაერო სივრცეში დრონი ჩამოაგდო
გადახედვა
-
ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით ქვიზი: გამოიცანი საქართველოს კუთხე ერთი მინიშნებით
-
ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი ნიკოლას ჰოლტი ჰარი პოტერის სერიალის ქასთს შეუერთდა — ვის ითამაშებს მსახიობი
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა ირაკლი კობახიძე ყირგიზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდა
გადახედვა
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
-
ComCom-მა "ტვ პირველი" ტერმინოლოგიის გამოყენებისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა ComCom-მა "ტვ პირველი" ტერმინოლოგიის გამოყენებისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა
გადახედვა
-
იავნანა — როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში იავნანა — როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში
-
წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე
გადახედვა
-
შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა
გადახედვა
-
რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა
გადახედვა
-
საქართველოში გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი იქნება საქართველოში გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი იქნება
გადახედვა
-
ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან, 16 წლის გოგოს მატარებელი შეეჯახა და გარდაიცვალა — "ბათუმელები" ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან, 16 წლის გოგოს მატარებელი შეეჯახა და გარდაიცვალა — "ბათუმელები"
გადახედვა
-
კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო) კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო)
გადახედვა
-
Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა
გადახედვა
-
აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს
გადახედვა
კომენტარები