ტერორისტული შინაარსის ცრუ შეტყობინებების გაგზავნისთვის 2006 წელს დაბადებული პირი დააკავეს
სუს-მა იმ პირთა წრე გამოავლინა, რომლებიც ტერორისტული შინაარსის ცრუ შეტყობინებებს აგზავნიდნენ და ამ ფაქტზე 2006 წელს დაბადებული პირი დააკავა.
უწყების თქმით, დაკავებული დანაშაულს აღიარებს. როგროც სუს-ის უფროსის პირველმა მოადგილემ, ლაშა მაღრაძემ უწყებაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, სხვა პირების მიმართ საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. როგორც მაღრაძემ აღნიშნა, მუქარის შეტყობინებების ავტორები ძირითადად იყენებდნენ ვირტუალურ ქსელებს, IP მისამართების დაფარვის თანამედროვე ტექნოლოგიებსა და ხმის შემცვლელ პროგრამებს. მისივე ინფორმაციით, გამოძიება ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინების ფაქტზე მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
"როგორც მოგეხსენებათ, ბოლო პერიოდში ქვეყნის მასშტაბით ცრუ შეტყობინებების გავრცელების შემთხვევებმა იმატა. მათ შორის, სახელმწიფო უწყებების ელექტრონული ფოსტის მისამართებზე სხვადასხვა ქალაქში, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, სკოლებსა თუ ორგანიზაციებში შესაძლო აფეთქების განხორციელების ან/და ბომბის არსებობის შესახებ არაერთი მუქარის შემცველი ანონიმური შეტყობინება შევიდა.
აღნიშნულთან დაკავშირებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის თანამშრომლების მიერ თბილისში, კახეთის და ქვემო ქართლის რეგიონებში ერთდროულად ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, გამოვლენილია პირთა წრე, რომლებიც ტერორისტული შინაარსის ცრუ შეტყობინებებს აგზავნიდნენ. ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინების ფაქტზე დაკავებულია 2006 წელს დაბადებული პირი, რომელიც თავადაც აღიარებს ჩადენილ დანაშაულს. სხვა რამდენიმე პირის მიმართ მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები — მათგან ამოღებული ელექტრონული მოწყობილობების შესწავლა, რის შემდეგაც მათ მიმართაც ინდივიდუალურად, შესაბამისი სტანდარტის არსებობისას, გატარდება სამართლებრივი ღონისძიებები.
მუქარის შეტყობინებების ავტორები ძირითადად იყენებდნენ ვირტუალურ ქსელებს, IP მისამართების დაფარვის თანამედროვე ტექნოლოგიებსა და ხმის შემცვლელ პროგრამებს.
ჩხრეკის შედეგად ამოღებულია მობილური ტელეფონები, პერსონალური კომპიუტერები, მეხსიერების ბარათები და ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი სხვა მოწყობილობები.
ამ კონტექსტში მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მიუხედავად ინფორმაციის წარმომავლობისა და შინაარსისა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ყველა შეტყობინებაზე დამოუკიდებლად განხორციელდა უსაფრთხოების მიზნით გათვალისწინებული შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება, რაშიც კომპლექსურად მონაწილეობდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფები. არცერთ შემთხვევაში ფაქტი არ დადასტურებულა.
გამოძიება ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინების ფაქტზე მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს უკვე გააჩნია შესაბამისი თანამედროვე ტექნიკური საშუალებები ზემოთ აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედებების გამოვლენისა და იდენტიფიცირებისთვის. ამიტომ, ვაფრთხილებთ ყველას, თითოეულ მსგავს კანონსაწინააღმდეგო ნაბიჯს მოჰყვება მკაცრი სამართლებრივი რეაგირება", — წერია უწყების განცხადებაში.
-
გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს გარღვევამ, შესაძლოა, მეტასტაზური პროსტატის კიბოს მკურნალობა შეცვალოს
გადახედვა
-
რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება ქვიზი: მოგვიყევი შენზე და გეტყვით, რა სახის მზისგან დამცავი გჭირდება
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ სელენა გომესსა და მომღერლის მიერ დაფუძნებულ მენტალური ჯანმრთელობის სტარტაპს თაღლითობაში ადანაშაულებენ
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
-
ComCom-მა "ტვ პირველი" ტერმინოლოგიის გამოყენებისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა ComCom-მა "ტვ პირველი" ტერმინოლოგიის გამოყენებისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა
გადახედვა
-
იავნანა — როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში იავნანა — როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში
-
წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე
გადახედვა
-
13-15 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი 13-15 აგვისტოს საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე დროგამოშვებით წვიმაა მოსალოდნელი
გადახედვა
-
შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა
გადახედვა
-
საქართველოში გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი იქნება საქართველოში გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი იქნება
გადახედვა
-
ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან, 16 წლის გოგოს მატარებელი შეეჯახა და გარდაიცვალა — "ბათუმელები" ბათუმში, ბოტანიკურ ბაღთან, 16 წლის გოგოს მატარებელი შეეჯახა და გარდაიცვალა — "ბათუმელები"
გადახედვა
-
კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო) კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო)
გადახედვა
-
Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა
გადახედვა
-
აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს
გადახედვა
-
სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა
გადახედვა
-
განათლება, რომელიც მსოფლიოს დაახლოებას ემსახურება | რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკისა და UWC-ს პარტნიორობა მოსწავლეებისთვის განათლება, რომელიც მსოფლიოს დაახლოებას ემსახურება | რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკისა და UWC-ს პარტნიორობა მოსწავლეებისთვის
-
ევროვიზია შავი ზღვის სანაპიროზე ჩამოდის — სად გაიმართება კონკურსი 2027 წელს ევროვიზია შავი ზღვის სანაპიროზე ჩამოდის — სად გაიმართება კონკურსი 2027 წელს
გადახედვა
კომენტარები