ოლიგარქიულმა ოჯახებმა ამჯერად დიდი ბრიტანეთის სახელით გვითხრეს, რომ სიმართლე დასჯადია — ერთიანი ნეიტრალური საქართველო "იმედის" და პოსტვ-ის სანქცირებაზე
პარტია ერთიანი ნეიტრალური საქართველო დიდი ბრიტანეთის მიერ პროსამთავრობო პროპაგანდისტული ტელეარხების "იმედისა" და "პოსტვ"-ის დასანქცირებას გამოეხმაურა.
მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ საქნციების შედეგები ცნობილია და ეს ნაბიჯი ვერც ტელევიზიების სარედაქციო პოლიტიკაზე და ვერც მათი მაყურებლის მტკიცე პოზიციაზე — არასოდეს დაუშვას საქართველოს პროქსი სახელმწიფოდ გადაქცევა, ვერ იმოქმედებს. მათივე გნმარტებით, "იმედი" არ დაუბრუნდება სიცრუის ტირაჟირებას, "მოდელირებული ქრონიკის" და BBC-ის მსგავსი ფეიკ სიუჟეტების სტანდარტით მუშაობას."
"გვსურს გამოვეხმაუროთ ჩვენს ქვეყანაზე პოლიტიკური შანტაჟის მორიგ მცდელობას, რასაც ოლიგარქიული ოჯახები ამჯერად დიდი ბრიტანეთის ხელით ახორციელებენ. რუსეთთან ომის გახანგრძლივება კვლავ არის მათი ინტერესი და ამ მიზნისთვის ისინი იყენებენ საკუთარ მარიონეტებს.
საქართველოში, ასევე საკუთრივ ევროპაში, "დიპ სტეიტს" მიერ მართული ევრობიუროკრატიის სრული გაკოტრების ფონზე განხორციელდა ტაქტიკური ცვლილებები და კიდევ ერთხელ გაკეთდა აქცენტი ბრიტანეთის მთავრობაზე, რომელმაც მიღებული საგანგებო დავალების შესაბამისად, ერთხელ უკვე შეასრულა საბედისწერო როლი 2022 წლის აპრილში, კონფლიქტის მხარეების მიერ ხელმოწერილი სამშვიდობო შეთანხმების ჩაშლით.
მაშინ, როდესაც თბილისისა თუ ბრიუსელის აგენტურული ქსელი მთლიანად გაიშიფრა და დაკარგა ყველანაირი ეფექტი, "დიპ სტეიტმა" გადაწყვიტა, ადვილად პროგნოზირებადი უკანასკნელი სვლების გაკეთება. ტელეკომპანიების "იმედისა" და "პოსტვ"-ის სანქცირების შედეგი წინასწარ ცნობილია — ცხადია, ეს ნაბიჯი ვერ იმოქმედებს აღნიშნული ტელევიზიების სარედაქციო პოლიტიკაზე და ვერც მათი მაყურებლის ანუ ქართველი ხალხის უმრავლესობის მტკიცე პოზიციაზე — არასოდეს დაუშვას საქართველოს პროქსი სახელმწიფოდ გადაქცევა. "იმედი" არ დაუბრუნდება სიცრუის ტირაჟირებას, "მოდელირებული ქრონიკის" და BBC-ის მსგავსი ფეიკ სიუჟეტების სტანდარტით მუშაობას", — წერია განცხადებაში.
ერთიანი ნეიტრალური საქართველოს განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქციებსნ იმ ტელევიზიების წინააღმდეგ იყენებენ, რომლებიც "დიპ სტეიტის"კონტროლს მიღმა არიან და ქართველ ხალხს ცრუ ნარატივებით არ კვებავენ. მათი განმარტებით, ტელევიზიების სანქცირებით, ოლიგარქიულმა ოჯახებმა დიდი ბრიტანეთის სახელით თქვეს, რომ სიმართლე დასჯადია.
"ჩვენ ვხედავთ ღირებულებით გაუკუღმართებას, როდესაც აფინანსებენ და ახალისებენ ისეთ მედიასაშუალებებს, რომლებიც გამოირჩევიან ლიბერალური ფაშიზმით, ცილისწამებით, დაპირისპირების გაღვივებით, პრესის თავისუფლების ჯილდო გადაეცემათ ნიკა გვარამიასა და პოლიციელზე მოძალადე მზია ამაღლობელს, ამის პარალელურად კი, სანქციებს იყენებენ იმ ტელევიზიების წინააღმდეგ, რომლებიც "დიპ სტეიტის"კონტროლს მიღმა არიან და ქართველ ხალხს არ კვებავენ ცრუ ნარატივებით — უკრაინის გარდაუვალ გამარჯვებაზე თუ სხვა საკითხებზე.
ოლიგარქიულმა ოჯახებმა ამჯერად დიდი ბრიტანეთის სახელით გვითხრეს, რომ სიმართლე დასჯადია; რომ მშვიდობის შენარჩუნება და სუვერენიტეტის დაცვა დანაშაულია. ნიშანდობლივია, რომ ეს ყოველივე ხდება იმის ფონზე, რომ უკანასკნელ პერიოდში ოლიგარქიული ოჯახები, მათივე მართული სპეცსამსახურებით და ინფორმაციების კონტროლირებადი გავრცელებით მომაკვდილებელ დარტყმას აყენებენ დიდი ბრიტანეთის მრავალსაუკუნოვან სახელმწიფო სიმბოლოს — სამეფო ოჯახს. მსოფლიომ იხილა პედოფილიასა და სექს-ტრეფიკინგში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული პრინცი ენდრიუ და ბრიტანეთის ელჩი აშშ-ში. მორალურად სახედაკარგული ბრიტანეთის მთავრობა ადვილად მართვადია და მას იყენებენ ბინძური დავალებების შესასრულებლად, რისი ნაწილიც არის საქართველოზე პოლიტიკური შანტაჟის განხორციელების მორიგი მცდელობა, ამჯერად ტელეკომპანიების "იმედისა" და "პოსტვ"-ის სანქცირების გზით.
ნათელია, რომ მსგავსი ჰიბრიდული შეტევები არ დასრულდება ამ ნაბიჯით, ამიტომ საქართველოს ხელისუფლებამ უნდა განაგრძოს თანმიმდევრული ქმედებები, მათ შორის აუცილებლად მიგვაჩნია სამართლებრივი რეაგირება იმ ორგანიზაციების და პირების საქმიანობაზე, რომლებიც ხანგრძლივი დროის განმავლობაში, მტკიცებით ფორმაში ავრცელებენ ბრიტანული BBC-ის ცრუ ნარატივს, მოქალაქეთა გაზით მოწამვლის შესახებ. ასევე, ადეკვატური პასუხი უნდა გაეცეთ დიპლომატიური ჩარჩოებიდან გასული ელჩების აბსოლუტურად თავხედურ თავდასხმებს დამოუკიდებელ მედიასაშუალებებზე და ჟურნალისტებზე. აქვე, ჩვენი პარტიის სახელით, სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ "იმედისა" და "პოსტვ"-ის თანამშრომლებს.
ქართველი ხალხის სიმართლით შეიარაღება და "დიპ სტეიტის" აგენტურული ქსელის სრული განეიტრალება არის იმის გარანტი, რომ ქვეყნის გარედან განხორციელებულ შანტაჟს ვერც ერთ ეტაპზე, ვერ იქნება გავლენა საზოგადოებრივ — პოლიტიკურ პროცესებზე", — აღნიშნულია განცხადებაში.
დიდმა ბრიტანეთმა სამთავრობო პროპაგანდისტული "იმედი" და "პოსტვ" გუშინ, 24 თებერვალს დაასანქცირა.
- ნინო წილოსანი: ჩემი პატივისცემა და დიდი მხარდაჭერა "იმედის" და "პოსტვ"-ის საუკეთესო, პროფესიონალ ჟურნალისტებს
- ირაკლი კობახიძე: ხელისუფლების მიიღებს უკლებლივ ყველა ზომას იმისათვის, რომ დაცული იყოს ტელეკომპანია "იმედის" და "პოსტვ"-ის მედიის თავისუფლება
- მთავარი არის ჩვენი მაყურებელი, ჩვენი მოსახლეობა, მოქალაქეები და მათი შეფასება — ყაველაშვილის "იმედის" და "პოსტვ"-ის სანქცირებაზე
- პროპაგანდას და ისეთ ნარატივს ავრცელებენ, რომელიც ახლოსაა რუსულთან — ფიშერი POSTV-სა და "იმედის" დასანქცირებაზე
- რომან გოცირიძე: "იმედი" და POSTV ვერ მოიზიდავენ რეკლამას, ვერ გასცემენ ხელფასებს, ვერ გადარიცხავენ ფულს უცხოეთში
- კახა კალაძე: UK-ის მიერ “იმედისა” და “პოსტვ”-ის დასანქცირება არასამართლიანი დამოკიდებულებაა
- ტვ იმედი: ბრიტანულ სანქციებს არავითარი ფასი არა აქვს
-
რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები რა პირობით განაახლებს რუსეთი სომხური პროდუქციის იმპორტს? — მოსკოვის ახალი მოთხოვნები
გადახედვა
-
როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? — თიბისისა და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალ ეპიზოდში
-
პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა პოლიციამ "გლოვოს" კურიერის ჯანმრთელობის ჯგუფურად დაზიანების ბრალდებით კიდევ ორი პირი დააკავა
გადახედვა
-
დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა დააკავეს ჯგუფი, რომელიც ლომბარდში ნამდვილის ნაცვლად ყალბ ოქროს ინახავდა
გადახედვა
-
sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის sCoolApp-ის სპეციალური შეთავაზება მშობლებისთვის
-
იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ? იაპონიაში AI ნელა ინერგება — რატომ?
გადახედვა
-
ComCom-მა "ტვ პირველი" ტერმინოლოგიის გამოყენებისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა ComCom-მა "ტვ პირველი" ტერმინოლოგიის გამოყენებისთვის 5 000 ლარით დააჯარიმა
გადახედვა
-
იავნანა — როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში იავნანა — როგორ ეხმარება მუსიკა საზღვარგარეთ მცხოვრებ ბავშვებს ქართულ ენასთან კავშირის შენარჩუნებაში
-
წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე წითელი ღვინის კრიზისი? — როგორია ვაზის მომავალი კლიმატის ცვლილების ფონზე
გადახედვა
-
შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა შსს: სასაზღვრო-გამშვებ პუნქტ "დარიალიდან" მოქალაქეთა ევაკუაცია განხორციელდა
გადახედვა
-
რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა რატომ სჯერა ზოგ ადამიანს სამეცნიერო შეთქმულების თეორიების — კვლევა
გადახედვა
-
საქართველოში გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი იქნება საქართველოში გერმანიის ახალი ელჩი ბარბარა ფოსი იქნება
გადახედვა
-
კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო) კროსვორდი: ააწყვე სიტყვა არეული ასოებით (თემა: ქართული სამზარეულო)
გადახედვა
-
Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა Zoom-ის ხარვეზი თავდამსხმელს სხვისი მოწყობილობის კონტროლის საშუალებას აძლევდა
გადახედვა
-
აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს აღმოაჩინეს "სიგამხდრის მუტაცია", რომელიც ოზემპიკივით მოქმედებს
გადახედვა
-
თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება
-
სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა
გადახედვა
-
განათლება, რომელიც მსოფლიოს დაახლოებას ემსახურება | რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკისა და UWC-ს პარტნიორობა მოსწავლეებისთვის განათლება, რომელიც მსოფლიოს დაახლოებას ემსახურება | რა შესაძლებლობებს ქმნის საქართველოს ბანკისა და UWC-ს პარტნიორობა მოსწავლეებისთვის
-
ევროვიზია შავი ზღვის სანაპიროზე ჩამოდის — სად გაიმართება კონკურსი 2027 წელს ევროვიზია შავი ზღვის სანაპიროზე ჩამოდის — სად გაიმართება კონკურსი 2027 წელს
გადახედვა
-
"გუშინ დასრულდა სკანერის გადატარება. მეწყრის ვერსია გამოირიცხა" — გაუჩინარებული გურამ დადიანიძის დედა "გუშინ დასრულდა სკანერის გადატარება. მეწყრის ვერსია გამოირიცხა" — გაუჩინარებული გურამ დადიანიძის დედა
გადახედვა
-
ძალისგან შემდგარი ნაწილაკი — ფიზიკოსები აცხადებენ, რომ იდუმალი "გლუბოლი" იპოვეს ძალისგან შემდგარი ნაწილაკი — ფიზიკოსები აცხადებენ, რომ იდუმალი "გლუბოლი" იპოვეს
გადახედვა
კომენტარები